მთავარი პოლიტიკა დამარცხდება რუსეთი? _ აღარ იარსებებს მართლმადიდებლობა. აღარ იარსებებს მართლმადიდებლობა? _ აღარ იარსებებს...

დამარცხდება რუსეთი? _ აღარ იარსებებს მართლმადიდებლობა. აღარ იარსებებს მართლმადიდებლობა? _ აღარ იარსებებს ქართველი ერი

3924
გააზიარეთ
ვლადიმერ პუტინი

ჩემს ბოლო სტატიაში 26 მაისზე ვწერდი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ვერა და ვერ იქცა ქართველთათვის მართლაც საერთო ეროვნულ დღესასწაულად, ზეიმად, რომლის მოსვლასაც გულისფანცქალით დაელოდებოდა ყველა ქართველი, ისევე, როგორც ფრანგები ელოდებიან 14 ივლისს ან ამერიკელები _ 4 ივლისს. და ვინატრე, ერთი დღით ან ამერიკელი ვყოფილიყავი, ან ფრანგი, რათა განმეცადა ის, რასაც სამშობლოს დამოუკიდებლობით გამოწვეული სიამაყე და სიხარული ჰქვია.

ვინც 12 ივნისს “რუსეთის დღისადმი” მიძღვნილ გრანდიოზულ კონცერტს უყურა წითელ მოედანზე და ასიათასობით რუსის პატრიოტიზმით ანთებული თვალებიც იხილა, დამეთანხმება, რომ ოკეანის გაღმა წასვლისა და ერთი დღით გაამერიკელების გარეშეც შესაძლებელი ყოფილა იმის განცდა, რასაც, ვიმეორებ, ვერ ვეღირსე 26 მაისს, რადგან საქართველო მხოლოდ ფორმალურად არის დამოუკიდებელი. ჩვენს ბედს, აგერ უკვე 26 წელიწადია, ბუკიკიოები წყვეტენ _ საქართველოს ხელისუფლება იმასაც კი, რამდენი კოვზი შაქარი ჩავიყაროთ ჩაიში, ბრიუსელსტრასბურგვაშინგტონს უთანხმებს.

რუსეთს 12 ივნისს კიდევ დავუბრუნდები, მანამდე კი პეტერბურგში გამართულ გრანდიოზულ ეკონომიკურ ფორუმზე ვიტყვი, ფორუმზე, რომელზეც ვლადიმერ პუტინს მარჯვნიდან ინდოეთის პრემიერი, ავსტრიის კანცლერი და მოლდოვის პრორუსული ორიენტაციის ახალარჩეული პრეზიდენტიიგორ დოდონი უმშვენებდნენ მხარს, ხოლო მარცხნიდან _ ამერიკული ტელეკომპანია “ენ-ბი-სი”-ს პირმშვენიერი ქალბატონი მეგინ კელი, უკაცრავად ჟარგონისთვის და, “ეშპილკავებოდა” რუსეთის პრეზიდენტს პროვოკაციული კითხვებით. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სანქციების წნეხში მოქცეულ რუსეთში ასობით ჩასულ ბიზნესმენს შორის უმეტესობა იყო ამერიკელი, რომლებმაც სხვებთან ერთად 2.5 ტრილიონი რუბლის კონტრაქტები გააფორმეს რუსეთის ბიზნესწრეებთან თუ სახელმწიფო კომპანიებთან. რაც შეეხება “ენ-ბი-სი”-ს ქერა ლამაზმანს, მის დაშტამპულ კითხვებს, რუსეთის პრეზიდენტი ჩვეული პირდაპირობითა და იუმორით იგერიებდა, ფორუმის დამთავრების შემდეგ კი ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომლიდანაც მხოლოდ ერთ კითხვა-პასუხზე გავამახვილებ ყურადღებას:

ციტირებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ შინაარსი “ენ-ბი-სი”-ს კორესპონდენტის ნატქვამისა ასეთია: რუსეთი ის ქვეყანაა, რომელშიც თავისუფალი აზრი იდევნება, ჟურნალისტებს ხოცავენ, სექსუალურ უმცირესობებს ჩაგრავენ, არბევენ მშვიდობიან მიტინგებსა თუ დემონსტრაციებს, მძიმე ვითარებაა პენიტენციურ სისტემაში და .. ბატონო პრეზიდენტო, რას უპასუხებთ მათ, ვინც ამ მოსაზრებებს იზიარებს?

ვლადიმერ პუტინის პასუხის შინაარსი ასეთია: რუსეთი დემოკრატიული გზით ვითარდება, ეს უდავო ფაქტია. დასავლელი პარტნიორების კრიტიკასაც ვითვალისწინებთ, თუ ეს კრიტიკა კეთილი მოსაზრებებით ისმის, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთ რამეს თითქმის ვერ ვიხსენებ. მსგავსი კრიტიკა, როგორც წესი, ჩვენს შინაურ საქმეებში ჩარევის მცდელობაა; რატომ აძლევს დასავლეთი, აშშ თავს იმის უფლებას, რომ გვასწავლონ, როგორ ვიცხოვროთ? რაც შეეხება მშვიდობიან მიტინგებს, თუ ის არასანქცირებულია, მას, უბრალოდ, შლის ჩვენი პოლიცია და, თქვენგან განსხვავებით, ხელკეტებისა თუ ცრემლმდენი აირის გარეშე. აქედან გამომდინარე, მეც მაქვს თქვენთან კონტრშეკითხვა: სად არის მშვიდობიანი აქცია .. დაიკავე უოლსტრიტი? ეს აქცია აშშ-ის პოლიციამ ხელკეტებითა და ცრემლმდენი აირის გამოყენებით დაშალა და “ფშიკ” (ზუსტად ასე თქვა პუტინმა), თითქოს არც ყოფილა… რაც შეეხება რუსეთის ციხეებში არსებულ “მძიმე” ვითარებას, პრეზიდენტმა ობამამ 2 საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში არათუ დახურა გუანტანამოს ციხე, რაც მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო, დღესაც გუანტანამოს ჯოჯოხეთში ბრალის წაუყენებლად იტანჯებიან აშშ-ის მიერ მისთვის საშიშად მიჩნეული დამნაშავენი. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთაგან ვინმეს ოდესმე გაუპროტესტებია აშშ-ის ზევით ჩამოთვლილი ქმედებები? ასე რომ, ჩვენ არავის შინაურ საქმეებში არ ვერევით და არც არავის მივცემთ უფლებას, ჩვენს საქმეებში ჩაერიოს, რადგან ასეთი ჩარევები, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების შეცვლის მცდელობებია.

რატომ დავუთმე ამდენი დრო და ადგილი ამ ვრცელი ინტრვიუს ერთ კითხვა-პასუხს? _ იმიტომ, რომ მას დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა: ვაშინგტონში ჯერ ის ქერა ლამაზმანი ჟურნალისტი დაადანაშაულეს ვლადიმერ პუტინისადმი აშკარად გამოხატულ სიმპათიაში, ხოლო შემდეგ ყველაზედემოკრატიული და თავისუფალიამერიკული მედიის ერთერთმა ფლაგმანმა, ტელეკომპანიაენბისი”- ინტერვიუდან ზემონახსენები 7-წუთიანი ეპიზოდი ამოჭრა და ისე გაუშვა ეთერში.

ასეთი რამ არ მომხდარა საბჭოთა კავშირშიც კი, არ მოხდარა, რომელიმე ქვეყნის პირველი პირის ინტერვიუ დაეჩეხათ და ისე გაეშვათ ეთერში. ან საერთოდ არ გაუშვებდნენ, ან, თუ გაუშვებდნენ, ყოველგვარი “მაკრატლის” გარეშე, რადგან პრეზიდენტის ინტერვიუს დაჩეხვა არა მხოლოდ დაუწერელი კანონის დარღვევაა, რასაც ზნეობა ჰქვია, არამედ იმ ქვეყნის, ერის შეურაცხყოფა, რომლის პრეზიდენტის ინტერვიუსაც ჩეხავ. მსგავსი რამ, რაცენბისი”- ჩაიდინა, რუსეთის ტელევიზიას რომ ჩაედინა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა აურზაური ატყდებოდა დასავლურ მედიაში? მაგრამ არც დასავლეთში და, მით უმეტეს, აშშ-ში კრინტიც არავის დაუძრავს, მათ შორის, დონალდ ტრამპსაც, რომელმაც, გვახსოვს, როგორი კინწისკვრით გაყარა პრესკონფერენციიდან, მისი აზრით, არაობიექტური მედიის ჟურნალისტები, მათ შორის, ტელეკომპანია “სი-ენ-ენ”-ის.

სიტყვამ მოიტანა და, დონალდ ტრამპის მიმართ გაჩენილი ოპტიმისტური მოლოდინი, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებული აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში დღეს ისე ჩანს, რომ ტრამპიც ისეთივე “უტრა-მპო” ყარაჩოხელია, როგორც მისი წინამორბედი პრეზიდენტები, იშვიათი გამონაკლისის გარდა.

გასაგებია, რომ დონალდ ტრამპს აშშ-ის (წაიკითხე მსოფლიოს) მმართველი ნეოლიბერალური ელიტა, სისტემა ებრძვის და ებრძვის ისეთი გააფთრებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ე.წ. უსქესო ტუალეტების აკრძალვაც ვერ შესძლო, მაგრამ, მას სისტემასთან რომ მოუწევდა დაჯახება, ტრამპის გაპრეზიდენტებამდეც ცხადი იყო. მსოფლიოს მოლოდინი კი სწორედ ის იყო, რომ ტრამპი უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი, რომელიც სისტემასთან გაბედავდა შერკინებას, ისევე, როგორც თავის დროზე ჯონ კენედიმ და მისმა ძმამ, რობერტ კენედიმ, გაბედეს. ეს ყველაფერი დონალდ ტრამპმა ჩვენზე კარგად იცის და ამიტომ არლინგტონის სასაფლაოზე კენედებივით პომპეზურ დაკრძალვას ისევ სისტემის ნაწილად ყოფნა არჩია. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე ჩანს და ვნახოთ, ხვალ რა მოხდება…

დასავლური საინფორმაციო სააგენტოების (რომლებსაც რუსეთის სიყვარულს ვერ დააბრალებ) გამოკითხვების შედეგების მიხედვით, უკვე რამდენიმე წელიწადია, პუტინი არავის უთმობს ყველაზე გავლენიანი პიროვნების ტიტულს. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ კი, იმავე სააგენტოების კვლევების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი ყველაზე ძლევამოსილი პიროვნების ტიტულსაც დაეუფლა. არადა, სამხედრო ექსპერტთა გათვლებით, ნატო (წაიკითხე, აშშ) სამხედრო სიმძლავრით რამდენიმეჯერ აღემატება რუსეთს _ ეს სიმძლავრე ტანკების, რაკეტების, თვითმფრინავების, გემების, სუბმარინებისა და ა.შ. სიმრავლით განისაზღვრება.

მაშ, რაში გამოიხატება პუტინის (რუსეთის) ძლევამოსილება? ვლადიმერ პუტინმა გაითვალისწინა, რა შედეგით დამთავრდა სსრკისთვის ნატოსთან (აშშთან) შეიარაღებაში შეჯიბრება. მან უარი თქვა აშშთან სიმეტრიულ სამხედრო ჭიდილზე და აქცენტი მაღალტექნოლოგიურ რაკეტსაწინააღმდეგო და შეტევით ბირთვულ პოტენციალზე გააკეთა _ საკონტინენტთაშორისო და ფრთოსან რაკეტებზე, რომლებსაც ბირთვული ქობინების გადატანაც შეუძლია. ხოლო თვით რუსეთის საჰაერო სივრცე მოსკოვიდან ვლადივოსტოკამდე ისეა დაცული, რომ, რაკეტას კი არა, ჩიტსაც გაუჭირდება შეფრენა. სწორედ ამიტომ ამბობს პუტინი, _ ნებისმიერი აგრესორი საკადრის დამანგრეველ პასუხს მიიღებსო. ამას დავუმატოთ ისიც, რომ პენტაგონის ჯარში 70 ათასამდე ლესბოსელი და გეი მსახურობს და, ვის მხარეზეა მორალური უპირატესობა, ცხადია.

ყირიმის რუსეთთან მიერთების შემდეგ (რაც ისტორიული სამართალიანობის აღდგენა იყო და არა სხვისი ტერიტორიის ანექსია), როგორ არ ეცადნენ რუსეთის იზოლაციას – დაუწესეს ეკონომიკური სანქციები, რიოს ოლიმპიადაზე არ დაუშვეს მძლეოსანთა და ძალოსანთა ნაკრებები, მაგრამ რუსეთმა მაინც მიიღო ყველაზე პრესტიჟული ავტორბოლის, “ფორმულა-1”-ის, ეტაპი სოჭში, იქვე ზამთრის ოლიმპიადა და ყველაზე მთავარი _ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელსაც გაისად უმასპინძლებს და ეს ყველაფერი _ შესაბამის სპორტულ ფედერაციებზე დასავლეთის (აშშ) არნახული ზეწოლის მიუხედავად.

დავუბრუნდეთ 12 ივნისს მოსკოვსა და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში გამართულ “რუსეთის დღისადმი” მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებს. ამ დღეს აშშ-დან დაფინანსებულმა ოპოზიციამ საპროტესტო პროვოკაციული მსვლელობის მოწყობაც სცადა, მაგრამ პოლიციამ მანამდე აღკვეთა, ვიდრე ამას მოქალაქეები გააკეთებდნენ. სხვათა შორის, ამას წინათ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ცნობა, რომ აშშ ყოველწლიურად 70-90 მილიარდი რუბლით აფინანსებს რუსეთის . არასისტემურ ოპოზიციას. როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია

პუტინის ოპოზიციას მხარდამჭერები, ძირითადად, რუსეთის დიდ ქალაქებში ჰყავს _ ე.წ. ლიბერალური ინტელიგენციის წარმომადგენლები, მაგრამ ისე მცირერიცხოვანი, რომ სასაცილოა. მაგალითად, “რუსეთის დღე” მხოლოდ მოსკოვში 3.5 მილიონმა ადამიანმა იზეიმა, ხოლო ამ ზეიმის ჩასაშლელად ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ 2-3 ათასი ადამიანის მობილიზება ძლივს შეძლო. რეგიონებში ხომ საერთოდ აღმერთებენ რუსეთის პრეზიდენტს, განსაკუთრებით, ყირიმის შემდეგ.

აშშ-ის მიერ წამოწყებული რუსოფობია კი გრძელდება _ სენატორმა მაკეინმა განაცხადა, მსოფლიოსთვის “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებზე საშიში ვლადიმერ პუტინიაო. ეს ისტერიკული რუსოფობია რაღაცით ჰგავს ანტისემიტიზმს, რომლის მიხედვით ყველაფერი, რაც ცუდი ხდებოდა მსოფლიოში, ებრაელების ბრალი იყო. ახლა თურმე ყველაფერი რუსეთის ბრალია. რუსები ნიშნავენ თურმე აშშისა და ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებს და .. ერთი სიტყვით, ნეოლიბერალური მსოფლიო ებრძვის რუსეთს, რადგან ეს მართლმადიდებელი ქვეყანაა ერთადერთი ძალა, რომელიც გადაულახავ წინაღობად აღმართულა გარყვნილი დასავლეთის გზაზე; იმ დასვლეთის, რომელმაც ვერაფრით შეაგნებინა “ველურ” რუსეთს, რომ გეიაღლუმები, ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინებები და ა.შ. ისეთივე ჩვეულებრივ ამბად უნდა მიიღოს, როგორც მაისში წვიმა და იანვარში თოვლი. ამ უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვება ვუსურვოთ მართლმადიდებელ რუსეთს, რადგან იგი ამ ბრძოლით ქართველების საქმესაც აკეთებს!

დამარცხდება რუსეთი? _ აღარ იარსებებს მართლმადიდებლობა. აღარ იარსებებს მართლმადიდებლობა? _ აღარ იარსებებს ქართველი ერი.

მაგრამ უფალი არ დაუშვებს ამას, რადგან რუსეთი მესამე რომია, მეოთხე აღარ იქნება!

დავით მხეიძე

15 COMMENTS

  1. თავხედობენ თურქები აჭარაში კიდე რუსების რო არ ეშინოდნენ ამ დრომდე რაღაცას მოიმოქმედებდნენ-22 ივნისს გადაიხადეს ,,დიდი თურქობის” დღესასწაული აჭარის მთავარ მეჩეთთან თურქული ტელევიზიის არხიც
    იყო ჩამოსული ჟურნალისტებით-თურმე თურქეთში ზეიმობდნენ და ბათუმში რაღას აღნიშნეს??

  2. მართმადიდებლობა დამარცხებულთა რელიგიაცაა და უფრო დამარცხებულთა რელიგიაა. მართმადიდებლობა მაშინ გაიმარჯვებს როცა ძალაუფლება არ იქნება მის ხელში და იმ საწყისში დაბრუნდება რწმენა როცა სდევნიდნენ მართმადიდებლობას. ასერომ მართმადიდებლობას არაფერი ემუქრება, და ეს რუსოფილური ღრენა მოიშორეთ სახიდან.

  3. მე ვეთანხმები ბ_ნ დავითს და მგონი ქართველთა უმრავლესობაც გარდა იმათი ვინც დასავლურ ძუძუზეა მობმული ან ამის იმედი აქვთ ქვეყანა კი ფეხზე კიდიათ

  4. გვარიც კარგი გაქვს და ნაწერიც მშვენიერია, მთავარია როდის მიხვდება ხალხი ამ უბრალო ჭეშმარიტებას. სამწუხაროდ, დაფინანსებული “ცრუთავი” და დასავლური პროპაგანდა თავის შხამიან საქმეს აკეთებს და გესლავს უბრალო ხალხს.

  5. ეეეე… თითქოს ანალიზი არ არის ცუდი… უბრალოდ დასკვნასთან რა კავშირია ნამდვილად არ ჩანს. რა პრობლემაა რუსიფილი ხარ თუ არა?.. ან “დასავლოფილი”? იდეაში არავითარი, მაგრამ ამ ფილიებში შენს ქქვეყანას რომ უკარგავ ადგილს ეგ არ არის კარგი. მე ვფიქრობ, პრობლემა უფრო ღრმაა და ასე ზედაპირული დეკლარირება უცნაური არგუმენტების საფუძველზე არამართებულია.

  6. „დამარცხდება რუსეთი? _ აღარ იარსებებს მართლმადიდებლობა. აღარ იარსებებს მართლმადიდებლობა? _ აღარ იარსებებს ქართველი ერი.“
    100 % ჭეშმარიტება !!!

  7. ჩვენ, არაფერი გვიჭირს სხვისი დასაცავი, ყველამ საკუთარ თავს მიხედონ თორემ, რაც მოუვათ დღეს ძნელი წარმოსადგენია. თუმცა ბიბლიაში ყველაფერი სიზუსტითაა აღწერილი.

  8. შეგახსენებთ რომ საქართველო თქვენს რუსეთზე გაცილებით ადრე გახდა მართლმადიდებელი ქვეყანა, და რუსეთის დაშლით, საქართველოში მართლმადიდებლობას არაფერი ემუქრება.

  9. ჩვენს ბედს, აგერ უკვე 26 წელიწადია, ბუკიკიოები წყვეტენ _ საქართველოს ხელისუფლება იმასაც კი, რამდენი კოვზი შაქარი ჩავიყაროთ ჩაიში, ბრიუსელ–სტრასბურგ–ვაშინგტონს უთანხმებს.——–getanxmebit martla esea, yovelgvari ironiis gareshe 🙁

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here