მთავარი ახალი ამბები “დათა თუთაშხია” გერმანულ ენაზე ხელახლა გამოიცემა

“დათა თუთაშხია” გერმანულ ენაზე ხელახლა გამოიცემა

1287
გააზიარეთ

ჭაბუა ამირეჯიბის ცნობილი რომანი “დათა თუთაშხია” გერმანულ ენაზე კიდევ ერთხელ გამოიცემა. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ცნობით, წიგნს ალფრედ კრიონერის გამოცემა დაბეჭდავს, თარგმანზე ცნობილი მთარგმნელი კრისტიანე ლიხტენფელდი იმუშავებს.

ქართული რომანი “დათა თუთაშხია” XX საუკუნის დასასრულს შეიქმნა _ სიუჟეტი აგებულია მწვავე სიტუაციებზე და ეხება მრავალ ეთიკურ პრობლემას. “დათა თუთაშხია” 1970-იან წლებში ბულგარულ ენაზე გამოიცა, რომელიც მარია ხაჯიევამ თარგმნა, თუმცა, ბულგარეთის ბიბლიოთეკებში წიგნის სიმცირს გამო, 2017 წელს ხელმეორედ გამოიცა. ახალი გამოცემა კი ბულგარეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here