მთავარი პოლიტიკა დავით ჭიჭინაძე: “ქართულ ოცნებას” პოლიტიკური შესაძლებლობებით კეკლუცობა ძვირი დაუჯდება

დავით ჭიჭინაძე: “ქართულ ოცნებას” პოლიტიკური შესაძლებლობებით კეკლუცობა ძვირი დაუჯდება

“პოლიტიკური ძალა, რომელიც თვლის, რომ არჩევნებით თამაში შეიძლება, აუცილებლად დამარცხდება”

512
გააზიარეთ
დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური გაერთიანებაქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსცენტრალურ ოფისში არჩევნებში გამარჯვებიდან 6 წლის თავზე განცხადება გაკეთდა: “ზუსტად 6 წლის წინათ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა გააკეთა ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ დანაშაულებრივ რეჟიმს”… მოკლედ, როგორც სჩვევიათ, წინა ხელისუფლებაზე უფრო მეტი ისაუბრეს, ვიდრე საკუთარ მიღწევებზე და მით უმეტეს _ ჩავარდნებზე. გრძელი იყო ჩამონათვალი იმ დანაშაულებისა, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა და რომლებსაც დღემდე გვახსენებსქართული ოცნება”.

ჩვენი ამოცანაა, განვავითაროთ ეკონომიკა და გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა, სრულად აღმოვფხვრათ სიღარიბე საქართველოში; ჩვენი ამოცანაა, ადამიანებს მივცეთ თვითრეალიზების უკეთესი შესაძლებლობები და ვიზრუნოთ საზოგადოების ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებასა და გაძლიერებაზე”, _ ასე დასრულდა მმართველი გუნდის დასკვნითი სიტყვა. საზეიმო შეხვედრაზე სხვაც ბევრი, ასე ვთქვათ, ხმამაღალი სიტყვა ითქვა, მაგრამ არავის უხსენებია, რატომ გამოიცვალა ქვეყანამ 6 წლის განმავლობაში ოთხი პრემიეირი; არავის გახსენებია კორუფცია, რომელსაც პრემიერები ეწირებოდნენ, და არ უთქვამთ, რომ ამა წლის აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სურსათი 3,3%-ით გაძვირდა, მედიკამენტები _ 10,3%-ით, ხოლო ბენზინი _ 19,5%-ით; არც იმაზე უსაუბრიათ, ფასების ზრდის ტენდენციას ისევ უნდა ველოდოთ თუ არა.

რას ფიქრობს, თითქმის ექვსი წლისთავზექართული ოცნებისრიგებიდან წამოსული ისნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე?

_ ბატონო დავით, არჩევნებში გამარჯვების ექვსი წლისთავიქართულმა ოცნებამზეიმით აღნიშნა. ისაუბრეს მიღწევებზე, თუმცა, როგორც სჩვევიათ, საკუთარ თავზე მეტადნაციონალური მოძრაობისცხრა წელიწადზე გაამახვილეს ყურადღება. საზოგადოება თვლის, რომოცნებასსატრაბახო არაფერი აქვს და ამიტომ საუბრობენ უკვე ყბადაღებულ სისხლიან ცხრა წელიწადზე. თქვენ ერთერთ გადაცემაში თქვით: “ოცნებისწევრებს არ ჰქონდათ გაბრწყინებული თვალები, ისეთი, როგორც 2012 წელსო

_ დღეს “ქართულ ოცნებაში” მედროვეები არიან გაბატონებულნი. იქ მყოფ ადამიანებს კომპასი აქვთ არეული, არ ახსოვთ, სად იყვნენ 2012 წლამდე და სად იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მართლაც ბრძოლითა და თავგანწირვით შეძლეს, შეეცვალათ სისხლიანი რეჟიმი. ეს ადამიანები არსაიდან მოვიდნენ თანამდებობეზე, რაც შეიქნა იმის მიზეზი, რომ არავის ახსოვს დაპირებები, რომლებსაც გასცემდა თავის დროზექართული ოცნება”. არ ახსოვთ კი არა, სინდისიც არ ჰქენჯნით, რომ არაფერი შესრულდა. გულთან ახლოს არ მიაქვთ არაფერი, გამოფიტული, გამომშრალი, საკუთარ ოცნებებზე ორიენტირებული ადამიანების თავყრილობა იყო 1 ოქტომბერს და, რა თქმა უნდა, ვთქვი, თვალები ჩამქრალი აქვთმეთქი.

_ შესაძლოა, ვიღაც გუშინ მოვიდაქართულ ოცნებაშიდა არ ახსოვს, რას დაჰპირდნენ ხალხს, მაგრამ ის კაცი, ვინც ეს გუნდი ხელისუფლებაში მოიყვანა, ისევ ცოცხალი, უვნებელია და გუნდს კვლავ ხელმძღვანელობს

_ ამ ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა, გვითხრა: _ რაც არის, ეგ არის, მე ხალხს მთვარიდან და მარსიდან ვერ ჩამოვიყვანო… სამწუხაროდ, თქვა, რომ რეალობას არ იცნობდა…

_ და, თქვენ თვლით, რომ საქართველოში სპეციალისტები, პატრიოტები, ქვეყნის ერთგული ადამიანები მარსიდან არის ჩამოსაყვანი?

_ არა, მე ასე არ ვთვლი. ივანიშვილი ამბობს, რომ არ იცნობდა ხალხს, და ის მართლა არ იცნობდა არავის, არ ცხოვრობდა ჩვეულებრივი ცხოვრებით, არ იყო კონტაქტური. პოლიტიკა სხვაა და ტელეეკრანზე ადამიანი რომ მოგეწონება და შეარჩევ, სხვა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი ბრმად ენდო ყველას, ვისაც რეკომენდაცია გაუწიეს და მასთან მიიყვანეს. ეს “კოლექტიური ზარდიაშვილები” ყველა რეკომენდაციით არის მისული. დღეს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაკვირვებულია რამდენიმე ადამიანის საქციელით, წარსულითა და ..

როდესაც იმ ცხოვრებით ცხოვრობ, როგორც ივანიშვილი ცხოვრობს, ძნელია, ამხელა მმართველ პარტიაში მყოფი ყველა ადამიანის წარსული იცოდე და ყველას ცნობდე. სამწუხაროდ, პარტიაში ისეთი ტენდენციაა, რომ მთავარია, ერთი შეიპაროს ვინმე და მერე სხვებსაც აპარებს.

გულანთებული ხალხი, უბრალო ადამიანები, “ქართული ოცნებისრიგითი წევრები, და არა მხოლოდ ისინი, დამფუძნებლებიც კი, დღეს არსად ჩანან. მეტიც, ახლანდელიოცნებისტებიდასცინიან კიდეც მათ. მჯერა, ის მუხტი, რომელიც 2012 წელს იყო, არასდროს მინავლდება ქართველ ხალხში და ამ მედროვეებს, რომლებიც ახლა ხელისუფლების სათავეში მოექცნენ, საკადრისი პასუხი გაეცემათ. ამის თქმის საშუალებას გამოცდილება მაძლევს, ქართველი კაცი დამნაშავის დასჯას ყოველთვის ახერხებდა.

ქართული ოცნებისდრო დასრულდება და ეს ძალიან მალე მოხდება, სიმართლე გითხრათ, რიგგარეშე არჩევნებს ველოდები… ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება.

_ როგორ მოხდა, რომოცნებისხელისუფლებაში მოსვლიდან ექვსი წლის თავზე მეოთხე პრემიერი გვყავს და თითოეული მათგანი კორუფციისა და დამნაშავე გარემოცვის გამო გაუშვეს? თქვენ პარლამენტარი ხართ, არ საუბრობენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომ რაღაც შესაცვლელია, რომ მათ მიერ ხელდასმული ადამიანები არ ამართლებენ და ..

_ თქვენ, ალბათ, მოისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, “ქართული ოცნება” ისეთი პატიოსანი ხალხით არის დაკომპლექტებული, ფული რომ დაუდო წინ, არ აიღებენო. მაინტერესებს, ვის გულისხმობს კობახიძე, რომელქართულ ოცნებაზესაუბრობს, მას ყველასთან პრეტენზიები აქვს, ყველასთან დაპირისპირებულია, ყველა ყოფილ პრემიერსა და მინისტრს ისე მოიხსენიებს, როგორც ქვეყნის ამომგდებებს. კობახიძის გამოსვლები ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მათ პრინციპი არ გააჩნიათ, გაორებულები არიან. წაქცეულის ჩაწიხვლა ეხერხებათ და ამისათვის ხელსაყრელ მომენტს ელიან.

ეს უმსგავსობა იმიტომ ხდება, რომ მოქმედ თანამდებობის პირს არ აძლევენ შენიშვნას, არ მიუთითებენ გადაცდომაზე, არ უკრძალავენ არაფერს. კანონი არ იციან, არ იციან, რომ საპარლამენტი რესპუბლიკაში პარლამენტარს შეუძლია, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს შენიშვნა მისცეს. დღეს ჩვენ არ ვიცით, ვინ რას აკეთებს, ვინ რას ხლართავს, მაგრამ, როგორც კი თანამდებობიდან წავა, მაშინვე სააშკარაოზე გამოტანენ ყველაფერს.

_ რამდენიმე დღის წინათ კომპანიაომეგა ჯგუფისხელმძღვანელმა ზაზა ოქუაშვილმა სკანდალური ინტერვიუ მისცა ტელეკომპანიარუსთავი 2”-, ის ხელისუფლების წარმომადგენლების გვარებს ასახელებდა და ამბობდა, რომ ეს ადამიანები ფულს ძალავდნენ. როგორ ფიქრობთ, სიმართლე თქვა ოქუაშვილმა? შეეძლოთ ასეთ რამეზე წასვლა?

_ ადამიანები, რომლებიც ოქუაშვილმა დაასახელა, კარგი რეპუტაციით არ გამოირჩევიან. აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვიტყვი, თანაც კადრებიც გვიჩვენეს, ჩვენი თვალით ვნახეთ, როგორ გაიტანეს ფული, ამასთანავე, ამას არავინ უარყოფს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ოქუაშვილის მონაყოლიდან ბევრი რამ მართალია.

_ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ხელისუფლებისთვის მომგებიანი სვლაა თუ წამგებიანი?

_ “ქართულმა ოცნებამ” კეკლუცობა დაიწყო საზოგადოების წინაშე, იპრანჭებიან თავიანთი პოლიტიკური შესაძლებლობებით, რაც ძვირად დაუჯდებათ. პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩევნებს არ აღიარებს და თვლის, რომ არჩევნებით თამაში შეიძლება, აუცილებლად დამარცხდება. თუ მათ არ სურთ ხალხის ნდობა, ისინი ამას ვერ მიიღებენ. “ქართულმა ოცნებამ” თავისი კანდიდატი რომ არ დაასახელა, საბედისწერო შეცდომაა. მოიგონეს ჯერ არ გაგონილი ფორმულა არჩევნებში არმონაწილეობის, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ აქტიურად არიან ჩართულნი წინასაარჩევნო პროცესში, რაც კანონდარღვევაც არის. პარტია, რომელიც არჩევნებში არ მონაწილეობს, თავისი იდეების, სლოგანების პოპულარიზაციას ეწევა.

_ არ გაგიჩნდათ სურვილი, 1 ოქტომბერს საზეიმო ღონისძიებაზექართული ოცნებისწარმომადგენელთა გვერდით რომ მდგარიყავით?

_ არა, მათთან დგომის სურვილი კი არა, მათ რომ ვუყურებ, მგონია ხალხის მოტყუების ერთ, დიდ სპექტაკლში მივიღე ჩემდა უნებურად მონაწილეობა. გულწრფელად მჯეროდა, რომ რაღაცის შეცვლას შევძლებდი, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ უფლება არ მქონდა არაფრის. არადა, დეპუტატი რომ გავხდი, ვფიქრობდი, პოპულარული სახელებისა და გვარების ეპოქა დასრულდება, ხალხზე ვიზრუნებთ-მეთქი… მჯეროდა, “ქარული ოცნება” რეალობა იყო, თურმე ტყუილი აღმოჩნდა.

ადამიანების შეცდომაში შეყვანაში წვლილი მეც შევიტანე, თავს არ ვგრძნობ კომფორტულად. ძალიან მინდა, რა დაპირებებიც მივეცი ჩემს ამომრჩეველს, შევასრულო, დავანახვო მაინც, რომ ვცდილობ. ვიდრე დაპირებების შესრულებას არ დავიწყებთ, არაფერი გვეშველება.

_ ბატონო დავით, არ შემიძლია არ გკითხოთ ანაკლიის პორტზე, რადგან თქვენსა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირების ერთერთი მიზეზი ეს საკითხიც იყო. დაიწყო პორტის მშენებლობა?

_ ანაკლიის პორტში, აგვისტოს მონაცემებით, არაფერი არ ხდება, გარდა მემორანდუმების გაფორმებისა, რასაც შედეგი არ აქვს. სექტემბრის ინფორმაცია არ ვიცი, რადგან ბევრმა სხვა თემამ გადაფარა ანაკლიის ამბავი. ანაკლიის პორტმა აქტუალობა დაკარგა.

ანაკლიის პორტი თავისი არსით და მისი დამფუძნებლით _ თი-ბი-სი ბანკით, ეწინააღმდეგება კანონს. ბანკს არ აქვს ასეთი საქმიანობის უფლება, მაგრამ ამ ქვეყანაში ბანკირებს ყველაფრის უფლება აქვთ, ჩვენ ოქუაშვილის საქმეშიც ვნახეთ თი-ბი-სის ჩართულობა. ასე რომ, მათგან კარგსა და სასიკეთოს არაფერს ველით.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here