Home ახალი ამბები საქართველო დავით ჭიჭინაძე: სახელმწიფომ ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობა გაწირა

დავით ჭიჭინაძე: სახელმწიფომ ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობა გაწირა

2931
დავით ჭიჭინაძე: სახელმწიფომ ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობა გაწირა

პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერ დავით ჭიჭინაძის განცხადებით, სახელმწიფომ იმის გამო, რომ არ აქვს ერთიანი პოლიტიკა ფორსმაჟორული ვითარების მიმართ, ჩვენი ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობა გაწირა.

“სწორედ ეს ერთიანი პოლიტიკა იქნებოდა უპირველესი გადამრჩენი ხალხისთვის. მით უმეტეს, რომ გვაქვს საგანგებო სიტუაცია თავისი კომენდანტის საათით. ერთი მხრივ, ფაქტია ის, რომ ფინანსური კომპანიების უმრავლესობას ხელშეკრულებაში აღარ უდევს ფორსმაჟორი, რამაც 2008 წელს ბევრი ადამიანი გადაარჩინა მაშინდელი ომის პირობებში ქონების დაკარგვისგან; მეორე მხრივ, მინისტრ წულუკიანის განკარგულება, რომლის მიხედვითაც ამუშავდა ეროვნული აღსრულების ბიურო, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო გამოვიდა მხოლოდ მევახშეების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფინანსური სტრუქტურების დამცველი და უმუშევარი, უშემოსავლოდ დარჩენილი ადამიანები პირისპირ დატოვა ამ “მოძალადეებთან”.  თუ ხელისუფლება მევახშეების ეკონომიკას ეძახის დღეს ეკონომიკას, მაშინ ამ საქმეში ნამდვილად აქვთ წარმატება”, _ განაცხადა ჭიჭინაძემ.

interpressnews.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here