მთავარი პოლიტიკა დავით მხეიძე: საქართველო რეალურად ვისგანაც არის დასაცავი, 13 აპრილს ყველა ფილარმონიის დიდ...

დავით მხეიძე: საქართველო რეალურად ვისგანაც არის დასაცავი, 13 აპრილს ყველა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იჯდა

1306
გააზიარეთ
დავით მხეიძე

პოეტმა დავით მაღრაძემ, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, მისმა ძმამ, ბიზნესმენმა ლევან გაჩეჩილაძემ და მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის შვილმა ლაშა ამირეჯიბმა ცოტა ხნის წინათ განაცხადეს, რომ კვლავ აპირებენ ათი წილის წინათ დაარსებული მოძრაობადაიცავი საქართველოს” “გაცოცხლებას”, რადგან ქვეყანა კვლავ დასაცავია. ძალიან მალე საზოგადოებას ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში უხმეს და 13 აპრილს შეხვედრაც გაიმართა.

დილიდან ყველა ტელევიზიის ყურადღება ფილარმონიისკენ იყო მიმართული. ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, ვის არ ნახავდით იქ _ ყოფილ რესპუბლიკელებს, უმრავლესობის ყოფილ წევრებს, საკრებულოს ყოფილ წევრებს “ოცნებიდან”, უცხოელ სტუმრებს და ენ-დი-აის წარმომადგენლებსაც კი. შეკრება, ალბათ, მშვიდ გარემოში ჩაივლიდა, რომ არა ერთი ინციდენტი: პუბლიცისტმა, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” მუდმივმა ავტორმა დავით მხეიძემ სცენაზე ასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ორგანიზატორებმა უარი უთხრეს. ის მაინც ავიდა სცენაზე მას შემდეგ, რაც დარბაზში მსხდომებმა ტაშით გაამხნევეს. მხეიძემ მთავარი სათქმელი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ მიკროფონი გამოურთეს. აღნიშნულმა ინციდენტმა დიდი ხმაური გამოიწვია სოციალურ ქსელში, საზოგადოება აღშფოთებას ვერ მალავდა. აი შეფასებები, რომლებიც ფილარმონიაში შეხვედრის დასრულებისთანავე დაიწერა: “დაიცავით საქართველო “დაიცავი საქართველოსგან”, “დავით მხეიძემ სიმართლით სიყალბე დაახრჩო, ცხვრის ტყავში გახვეული პატრიოტების სახე დაგვანახვა”, “ქოცნებამ” მოილოგინა და შვა “დაიცავი საქართველო”, “მხეიძის მიერ ფარული ბიძინისტების მხილებამ ოვაციები გამოიწვია” და ა.შ. “ქართული ოცნების” მამხილებელი პუბლიცისტი დავით მხეიძე იმ დღის გმირი გახდა, თუმცა მასთან გასაუბრება არც ერთ მედიასაშუალებას არ უცდია.

რისთვის მივიდა ფილარმონიაში პუბლიცისტი და რისი მოსმენა სურდა მას? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თვითონ დავით მხეიძე გვესაუბრება:

_ მიამიტი კაცი ვარ, ალბათ, ამდენი წელიწადია, ქუჩაში ვდგავარ და მაინც ვერ გავიგე, ვინ ვინ არის, რატომღაც ყველასი მჯერა. უკეთესის მოლოდინი მაქვს გამუდმებით. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ რომ გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ილაპარაკა, დავიჯერე… რაც შეეხება “დაიცავი საქართველოს”, ათი წლის წინათ როცა შეიქმნა ეს ორგანიზაცია, მეც მათთან ვიყავი. იქ ბევრი კარგი ადამიანი იყო, ისეთი, ვისაც ვიცნობდი და ვენდობოდი. ახლა, როდესაც ხელახლა დაიწყო ამ მოძრაობამ გამოცოცხლება, ისევ ვენდე.

“დაიცავი საქართველოს” შეხვედრა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 13 აპრილს იყო დანიშნული. წინა დღეს დიდი ხნის მეგობარს, შეხვედრის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ჭაბუა ამირეჯიბის შვილს, ლაშას დავურეკე და ვუთხარი, რომ მქონდა ჭაბუა ამირეჯიბის ხელნაწერი. როდესაც დიდმა მწერალმა მოუწოდა ქართველს, “დაიცავი საქართველო”-ო, სწორედ იმ დღეებში ვსტუმრობდი მას და ვკითხე, ბატონო ჭაბუა, ჩვენ ევროპელები ვართ თუ აზიელებიმეთქი? მან მიპასუხა: ჩვენ არც ევროპელები ვართ და არც აზიელები, ჩვენ ვართ ის, როგორი სულიერებითაც მოვედით ამ დალოცვილ, მაგრამშარიანმიწაწყალზე, პლუს ის, რაც ევროპისა და აზიისგან ვისესხეთ და გავითავისეთ. ჩვენ ქართველები ვართ. აი, ამ სიტყვების წაკითხვა მინდოდა ფილარმონიაში. ვიფიქრე, რადგან ჭაბუას სიტყვები აქვთ დევიზად, ეს უნიკალური განმარტება “ქართველობისა” მისაღები იქნებოდა. ლაშა ამირეჯიბმა მითხრა: კარგი იქნება, თუ ამ სიტყვებს წაიკითხავო. ფილარმონიაში შეხვედრის დაწყებამდე მივედი, დათო მაღრაძეც მოვიდა, ერთმანეთს მივესალმეთ და ეჭვიც არ შემპარვია, რომ უარს მეტყოდა ტრიბუნაზე ასვლაზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჭაბუას ხელნაწერი ვაჩვენე. მითხრა: ყველაფერი გაწერილია და გეგმის მიხედვით უნდა ჩატარდესო და დასძინა, დღეს ნაწარმოებების წაკითხვის დღე არ არისო. ვუპასუხე, ეს ნაწარმოები არ არის და ამ სიტყვებს ვერავინ ვერსად ვერ წაიკითხავს-მეთქი… რადგან კატეგორიული უარი მივიღე, მაღრაძეს შევთავაზე, თვითონ წაეკითხა მწერლის სიტყვები, მაგრამ მიპასუხა, ამის დრო არ არისო… მისმა პასუხმა შემაშფოთა, თურმე ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვების გამეორების დრო არ არის. შეხვედრაზე პირველი დათო მაღრაძე გამოვიდა სიტყვით, ქართველობაზე ისაუბრა საკმაოდ ბევრი, მაგრამ საინტერესო ვერაფერი მოვისმინე ვერც მე და ვერც იმ ხალხმა, რომელიც ახლის მოსმენას ელოდა. ფეხზე წამოვდექი და მაღრაძეს დარბაზიდან მივმართე: არ მაძლევთ სიტყვას, ბატონო, დავით? თან დავძინე, _ ჭაბუას სიტყვა მაქვს წასაკითხი-მეთქი. მაინც უარი რომ განმიცხადა, ხალხს ვკითხე, ავსულიყავი თუ არა სცენაზე, ხალხმა ტაშით თანხმობა მომცა და სცენისკენ გავემართე…

_ რის მოსასმენად მივიდა ხალხი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, თქვენ რისი მოსმენა გსურდათ?

_ მეც და დარბაზში მყოფი საზოგადოებაც ველოდით, რომ “დაიცავი საქართველოს” ლიდერები მართლა საქართველოს დასაცავად მოვიდნენ და სიმართლეს იტყოდნენ, მეგონა, იმისთვის შეკრიბეს საზოგადოება, რათა ყველაფრისთვის თავისი სახელი დაერქმიათ, მაგრამ ამაოდ… მხოლოდ მურუსიძეჩინჩალაძე ახსენეს და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადეს…

დათო ხუჯაძე-ეკა ბესელია-ზვიად კვაჭანტირაძე

_ ვისგან არის საქართველო დასაცავი?

_ ნეოლიბერალებისგან, მათი დიქტატურისგან. ქართველი საზოგადოების დიდმა ნაწილმა ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის ტოლობის ნიშანი დასვა. მათ სურთ, ეს მოისმინონ ყველასგან, სურთ, პრობლემებზე ხმამაღლა ვისაუბროთ და თავისი სახელი დავარქვათ ყველაფერს, სწორედ ამის მოსმენა სურს ხალხს და არა მურუსიძისა და ჩინჩალაძის გვარების. ქვეყანა თუ უკვე დაღუპული არ არის, უფსკრულის პირას ნამდვილად დგას და ასეთ ვითარებაში მურუსიძეს დანიშნავენ თუ ურუშიძეს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოს მთავარი პრობლემა ნეოლიბერალური ფაშიზმის შემოტევაა. ჩვენს ქვეყანას უცხო ქვეყნიდან დაფინასებული არასამთავრობოები მართავენ, უკანონო მიგრანტებმა წალეკეს აქაურობა. სამწუხაროდ, ამ ნეოლიბერალურ ფრთაში აღმოჩნდნენქოცები”. ამ საშინელ სენს ებრძვის მხოლოდ ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი, რომელსაც გაშმაგებით ებრძვიან.

დარბაზში შესვლისთანავე მივხვდი, რატომ მითხრა მაღრაძემ ფრაზა “ამის დრო არ არის”. როცა შევნიშნე, რომ დარბაზში ენდიაის წარმომადგენელი ლორა ტორნტონი იჯდა, მაშინვე მივხვდი, რომ სულ სხვა თამაშში აღმოვჩნდი და იქ სიტყვებიჩვენ ქართველები ვართარავის სჭირდებოდა.

ტრიბუნასთან ასულმა ჭაბუას ხელნაწერი წავიკითხე და, რადგან ვიცოდი, რომ ბევრის თქმის უფლებას არ მომცემდნენ, ვთქვი, რატომ არ ამოიღეთ ხმა მაშინ, როდესაც ევროკომისიამ პატრიარქზე განაცხადა, სიძულვილის ენით საუბრობსო; ასევე ვთქვი, რომ ივანიშვილი როსტომ ხანს მაგონებს _ ცალი ხელით ეკლესიას აშენებს, ცალით კი პატრიარქს ახრჩობს-მეთქი. ბევრის თქმა ვერ მოვახერხე, რადგან მიკროფონი გამომირთეს და თანაც თავზე მადგნენ, თუმცა, რაც ვთქვი, დამსწრე საზოგადოებამ, მგონი, კარგად გაიგო, ამას ოვაციებით მივხვდი.

მაინც ვერ გავიგე, ვისგან უნდათ საქართველოს დაცვა “დაიცავი საქართველოს” წევრებს, მაშინ, როდესაც დარბაზში ყველა არასამთავრობო იჯდა და ენ-დი-აი მათი მეგობარია. საქართველოს მტრები ჩემი მეგობრები და დამცველები ვერ იქნებიან. საქართველო რეალურად ვისგანაც არის დასაცავი, 13 აპრილს ყველა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იჯდა.

_ “დაიცავი საქართველოსდამფუძნებლებს აქვთ ამბიცია, ახალ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდნენ. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ ეს ნიშა დაიკავონ?

_ ხალხის რეაქცია ყველამ დაინახა, სანამ სცენაზე ავიდოდი, ხალხი დარბაზს ტოვებდა, ადამიანებმა საინტერესო ვერაფერი მოისმინეს და წასვლა ამჯობინეს. ძალიან მეეჭვება, ხალხი მათ გვერდით დადგეს. მე აღარ მწამს “დაიცავი საქართველოსი”, დანარჩენს საზოგადოება თვითონ გადაწყვეტს და გამოუტანს განაჩენს.

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ყველამ იცოდა, რომ ქრიატიან-დემოკრატები ხელისუფლების სატელიტები იყვნენ, მაგრამ პრეზიდენტის ლანძღვას მათ არავინ უშლიდა, “დაიცავი საქართველოს” კი ერთხელაც არ უხსენებია ივანიშვილის შეცდომები, რამაც დამარწმუნა, რომ ივანიშვილის თამაშს თამაშობენ…

მინდა, მივმართო ლაშა ამირეჯიბს, რომელმაც მითხრა, მამაჩემის სახელს ჩრდილი მიაყენეო: არ ვიცი, ჩრდილი როგორ და რით მივაყენე დიდი მწერლის სახელს, მაგრამ ლაშამ უნდა იცოდეს, ჯაბუა ამირეჯიბი არა მხოლოდ მისი მამა, არამედ დიდი ქართველი მწერალი და სრულიად საქართველოს სიამაყეა. მინდა ვუთხრა ისიც, რომ მამამისის სიტყვებით ხშირად მივმართავ მკითხველს, რომელიც ბევრი მყავს და ბევრი წერილი მიმიძღვნია ბრძენკაცისთვის. ჩრდილი მე კი არ მივაყენე ჭაბუა ამირეჯიბს, იმან მიაყენა, ვისაც ჭაბუას სიტყვები ლოზუნგად აქვს ვითომ ქცეული, მისი სიტყვების წაკითხვის უფლებას კი არავის აძლევს.

“დაიცავი საქართველოსთან” კავშირის სურვილი არ მაქვს, მაგრამ თვალს ვადევნებ მეც და კიდევ ბევრი ჩემნაირი. საინტერესოა, რას იზამენ ისინი, როდესაც ნეოლიბერალი ხლისტები საქართველოს დედაქალაქის გულში ლგბტ აღლუმს ჩაატარებენ.

მტერი არ ვარ, ღმერთმა ქნას, მართლაც დაიცვან საქართველო, ის საქართველო, რომლის დაცვაც ჭაბუა ამირეჯიბმა გვთხოვა.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

7 COMMENTS

  1. “დიდი ბოდიში, დიდო ქართველო!”

    დიდი მადლობა, ნამდვილო ქართველებო!!!
    უბრალოდ “დიდის” თქმა მომერიდა! დიდში ვგულისმხობ თქვენი გაზეთის რედაქციას და ავტორებს.
    ქართველი ერი ბევრ ქარტეხილებს გადაურჩა, მაგრამ მემგონი ამაზე დიდ განსაცდელში არ ვყოფილვართ, მაგრამ მჯერა ამასაც გადავურჩებით!
    P.S. მიუხედავათ იმისა რომ თქვენს საიტს დიდი სიამოვნებით ვადევნებ თვალს ინტერნეტში,გადავწყვიტე რომ გაზეთიც ვიყიდო, (უკვე დავიწყე ამის კეთება)

  2. რამდენჯერ და როდემდე უნდა ატკინონ გული ჭეშმარიტ ქართველებს,პატრიოტებს,….მავან და მავანებმა? ,,წყეულიმც იყოს უკუნითი უკუნისამდე სართველოს და ქართველი ერის მოძულე,..უკუღმა წამყვანი ადამიანები!”

  3. ესენი,არიან,მიზეზნი,ჩვენი დღევანსელი ყოფისაა.ესენი,არიან იდეოლიგიურად გასანადგურებელნი და მოსასპობნიიი..

  4. BAtono Davit mxeidze, tkven xart namdvili patrioti da rodesac tkvens statiebs vkitxulib chemi xmac giertdebat, chems napikrs ambobt da mjera mravali atasi kartvelisa. magram ubedureba is aris, rom eriaris gaxlechili da es ackobs scored im liberal pashistebs da mat mxardamcher saakshvil-ivanishvilis ortavian gveleshaps ase rom ichemeben sakartvelos gadarchenas da am cucurak “poet” magradzes. ase imitom vucode baton”poets” rom rogor dagishalat fdidebuli kartvelis sitkvebis saashkaraoze gamotana iset martebul dros rogoric is dge unda kopiliko. ise ki vicodi vidre amstatias cavikitxavdi–es xom dagegmili ivaniSvilis da misi mbrdzaneblebis gegmaa–gatishe da ibatones principi, kartvelta sruli gamobitureba da gamotakvaneba.

    droa batono davit daickot cheshmaritma kartvelebma gaertianeba, namdvili chkviani da gulshematkivari xalxis , axalgazrdobis (ar dagvavickdes axalgazrdoba aris dzalian mnishvnelovani dzala!!!!!) shemokreba, torem upskrulis piras rom vart ki vicit, dro dzalian cota gvrcheba, chevni taobac da mere gatavebulia sakme!!!!!!
    pativiscemit
    kartveli kalbatoni

  5. “..მაგრამ ლაშამ უნდა იცოდეს, ჯაბუა ამირეჯიბი არა მხოლოდ მისი მამა, არამედ დიდი ქართველი მწერალი და სრულიად საქართველოს სიამაყეა.” – ვეთანხმები!

  6. დიდი მადლობა, ბატონო დავით, მე ყოველთვის ვპოულობ სიმართლეს თქვენს სტატიებში,ჩვენი დღევანდელობის მიუკერძოებელ და ნათელ ანალიზს…ღმერთმა დაგლოცო.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here