Home ახალი ამბები მსოფლიო “დადგა ევროპისა და რუსეთის დიალოგის დრო”

“დადგა ევროპისა და რუსეთის დიალოგის დრო”

337
“დადგა ევროპისა და რუსეთის დიალოგის დრო”

ევროკავშირი და რუსეთი ერთმანეთში მოწინააღმდეგეს ხედავენ და არა პარტნიორს, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს”, _ მიაჩნია ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელს.

გერმანულ გამოცემა ï Franrfurter Allgemaine-ში გამოქვეყნებულ წერილში ბორელი ხაზს უსვამს, რომ დადგა რუსეთთან ნამდვილი დიალოგის დაწყების დრო. ამ ფრაზაში ევროპელი ლიდერი გულისხმობს საერთო ინტერესებისა და ნიადაგის მოძიებას სათანამშრომლოდ, რომლის საფუძველზეც აუცილებელი იქნება ერთმანეთის მიმართ ნდობის ნელ-ნელა აღდგენა.

მოსკოვში ვიზიტამდე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა გერმანულ გაზეთ Franrfurter Allgemaine-ში წერილი გამოაქვეყნა. ევროპის დიპლომატიის ხელმძღვანელი წერს, რომ სურს, იმსჯელოს საკითხებზე, რომლებიც წარმოიქნა საერთაშორისო პოლიტიკაში რუსეთის გააქტიურების გამო რუსეთის როლზე ევროპაში.

ბორელი აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულში გაფუჭდა ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობა და ეს მოხდა უნდობლობის გამო.

“დღეს ჩვენ ერთმანეთში ვხედავთ მოწინააღმდეგესა და კონკურენტს და არა პარტნიორს”, _ წერს ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელი თავის სტატიაში.

უკრაინის, ბელარუსის, ლიბიისა და სირიის კონფლიქტების, აგრეთვე, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებისადმი რუსეთსა და ევროკავშირის პოზიციებში მნიშვნელოვანი განსხვავებაა, _ წერს ბორელი და მოუწოდებს ევროკავშირს, მკაფიოდ ილაპარაკოს იმაზე, რაც მას აწუხებს. “ამასთანავე, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ მჭიდროდ ვართ დაკავშირებული ჩვენს უდიდეს მეზობელთან არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ გეოგრაფიულადაც. ევროკავშირი უწინდებურად რჩება რუსეთის უმთავრეს სავაჭრო პარტნიორად და უცხოური ინვესტიციებისთვის უდიდეს წყაროდ”, _ ხაზს უსვამს ბორელი.

ჩვენი დროის გლობალურ გამოწვევებს გლობალური გადაწყვეტილებები სჭირდება, რაც კორონავირუსის პანდემიამაც დაადასტურა. აუცილებელია მეტი თანამშრომლობა, გამჭვირვალობა და მონაცემების გაცვლა. უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, რომელიც ამ კონტექსტში განსაკუთრებით მავნე იქნება და დაემუქრება ადამიანების სიცოცხლეს. ამასთანავე, ევროპას სურს რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის საკითხებში.

“ევროპაში სტაბილურობა უნდა ეფუძნებოდეს თანამშრომლობას, ყურადღებას სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აგრეთვე, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი”, _ მოუწოდებს ევროპელი დიპლომატი. მისი აზრით, დიალოგის დაწყება ნიშნავს ისეთი უბნების მოძებნას, რომლებშიც არის ურთიერთგაგება და რომელთა მეშვეობითაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა აღდგეს ურთიერთნდობა.

“1990-იან წლებში ჩვენ ვოცნებობდით სხვა ევროპაზე, რომელშიც ყველას უნდა ეთანამშრომლა გლობალური გამოწვევების დასაძლევად. სამწუხაროდ, 2021 წლის რეალობამ ვერ დაგვაახლოვა ამ ოცნებასთან, მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავაც უნდა ვიბრძოლოთ ამ ოცნების ასახდენად”, _ წერს ჟოზეპ ბორელი.

P.S. 5 თებერვალს ჟოზეპ ბორელი მოსკოვში ჩავიდა. ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი რფის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა და მასთან ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობის, პანდემიის, კლიმატის ცვლილებების, ირანის ატომური პროგრამის, უკრაინის, ალექსეი ნავალნისა და რუსეთიდან დასავლელი დიპლომატების გაძევების (ეს დიპლომატები ნავალნის მხარდასაჭერად გამართულ აქციებში მონაწილეობდნენ) საკითხებზე ესაუბრა. ბორელის თქმით, მოსკოვში გაიმართაღია და პატიოსანიდიალოგი რფსა და ევროკავშირს შორის არსებულ ყველა პრობლემაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here