Home რუბრიკები საზოგადოება დადგა დრო, აღარ ვიყოთ “დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი”

დადგა დრო, აღარ ვიყოთ “დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი”

2975
დადგა დრო, აღარ ვიყოთ “დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი”

ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა, მისი გამჯობინება _ ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილი” _ ილიას ეს მოწოდება დღეს განსაკუთრებით აქტუალური და ყურადსაღებია ერისა და ბერისთვის.

ვფიქრობ, სწორედ ახლა დადგა ხელსაყრელი დრო, ვიფიქროთსაკუთარი თავისუფლების ციხესიმაგრისაგებაზე;

დადგა დრო, არავის მივცეთ უფლება ოკეანის გაღმიდანაც და ახლო სამეზობლოდანაც, გვიკარნახონ და დაგვიდგინონ ცხოვრების წესი;

დადგა დრო, უცხოეთში გადახვეწილი ქართველები დაბრუნდნენ თავიანთ სამკვიდრებელში. აქამდე ვიღას ახსოვდა, რომუმიწაწყლოდ ერი იგივეა, რაც უფრთოდ ფრინველი, უწყლოდ თევზი და უჰაეროდ სიცოცხლე”?

გაჩნდა შანსი, აღარ გაიყიდოს საქართველოს მიწაწყალი უცხოელებზე;

დადგა დრო, აღარ ვიყოთდაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი”;

დადგა დრო, გავიგოთ ნამდვილი თავისუფლების ფასი, “საცა ყოველი ემორჩილება მარტო კანონსა და საცა კანონი უძლიერესია ყოველ ცალკე კაცზედა”;… საცაკანონი რჯულია ცხოვრებისა და ამიტომაც იგი სამართლისაგან ამოწვდილი ხმალიც არის ურჩთათვის და ფარიც არის საგერად და სახსნელად ჩაგრულთათვის. თუ ხმლობაში კანონს უსამართლოდ ჰხმარობს ვინმე, მაშინ ფარობამ კანონისამ თავი უნდა იჩინოს საგერად. კანონი მაშინ არის კაცთათვის მადლის მიმნიჭებელი, როცა ამ ორნაირს უწმინდაეს მნიშვნელობას მისას ჰპატრონობს თვითონ საზოგადოება, თვითვეული წევრი, თვითვეული კაცი. როცა კანონის სახელით მისევა თუ მოგერიება ჰბღალავს, ჰლახავს გრძნობას მართლიერებისას, მაშინ მე ვიჩაგრები ამისაგან, თუ სხვა, მაინც მოვალე ვარ თავი გამოვიდო, კანონის სახელი ძირს არ დავცე და არ გავაქელვინო, იმიტომ, რომ კანონი ყველასი ფარხმალია და, მაშასადამე, ჩემიცა. აქ სიდიდე საქმისა არაფერს შუაშია. შეიძლება საქმე ჩალისფასადაც არ ჰღირდეს, მაგრამ გალახული, გაუპატიურებული გრძნობა სიმართლისა კი მაინც ალაპარაკდეს და კანონს გამოესარჩლოს. ეს მარტო მაშინ არის შესაძლებელი, როცა გრძნობა სიმართლისა, ეგ ერთადერთი თავდები კაცთა საზოგადოების ბედნიერებისა, ყველას გაღვიძებული აქვს და ყარაულად უდგა თვით კანონს”.

ამ მძიმე დღეებმა ცხადყო, რომ შეგვძლებია წესრიგიანობა, თავაზიანობა და თავშეკავება, ურთიერთთანადგომა და ერთიანობა

ეს დავინახეთ ჩვენც და ჩვენმა მტერმოყვარემაც. ზოგი გავახარეთ, ზოგს თვალი დავუბრმავეთ და გული გავუხეთქეთამას წინათ ერთერთმა გერმანელმა ჟურნალისტმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ჩვენ, ქართველებს, დაგვცინა: “საქართველოს ძირითადი იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ ნაკურთხი წყალიაგაოცდებით, რა საშუალებით ცდილობენ საქართველოში ინფიცირების თავიდან აცილებას. ნაკურთხი წყლები და საკმეველი კორონას წინააღმდეგ. ორთოდოქსული ეკლესიის მღვდლები ჯიპებით თბილისის ქუჩებში დადიან და ქალაქს აკურთხებენ. მათ იმედი აქვთ, რომ ეს უშველით. მამაო ამბობს: ვაკურთხებთ მთელ ქალაქს და ღმერთს ვთხოვთ, დაიცვას ჩვენი ქვეყანა იმ ვირუსისგან, რომლის წინაშეც კაცობრიობა უძლურიაო”. გერმანელმა ირონია თავისთვის შეინახოს და სჯობს, დაინახოს, რომ საქართველოსმთავარი იარაღიმხოლოდ ნაკურთხი წყალი არ არის _ საქართველოს მთავრობამ ვირუსის გავრცელებამდე 2 კვირით ადრე მიიღო შესაბამისი ზომები: ეტაპობრივად შეაჩერა საჰაერო მიმოსვლა ჩინეთთან, იტალიასთან, ირანთან, შემდეგ კი _ ყველა ქვეყანასთან; მოახდინა ქართველების ევაკუაცია და სამშობლოში დაბრუნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც დღემდე გრძელდება. მას ასევე არ უხსენებია ქართველი ვირუსოლოგების _ ექიმებისა და ექთნების თავდაუზოგავი შრომა, მკაცრი კარანტინი, რომელსაც პოლიცია და ჯარი აკონტროლებენ; სწორედ ამ და სხვა ზომების მიღების შედეგად საქართველომ თავიდან აიცილა ვირუსის მასობრივი გავრცელება ქვეყანაში; მავანმა ვერც ის დაინახა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვადასხვა გამოცემა საქართველოს ბრძოლას კორონავირუსის წინააღმდეგ უმაღლეს შეფასებას აძლევენ და მას წარმატების მაგალითად ასახელებენ. გასაკვირი ამ ყველაფერში ის არის, რომ იმ ქვეყნის ჟურნალისტიდაგვცინის”, რომელშიც ვირუსით ინფიცირების 50 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ჩვენთან კი 100- არ არის. თუმცა სხვისი რა გვიკვირს, მტრები და მოშურნეები შინაც გამოჩნდნენ, რომლებიც ამ ძნელბედობის ჟამსაც კი ცდილობენ პოლიტიკური ქულების ჩაწერას და თავიანთი საქციელით მოსახლეობას პანდემიის გაძლიერების საფრთხის წინაშე აყენებენ. მართლაც, “არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა”! და ამაში ისევ ერის მამას დავიმოწმებთ თავისი წერილებით.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ჩვენს მედიკოსებს ჭკუას ასწავლის: ნომერ პირველი ამოცანა ქვეყანაში არის სწრაფი დიაგნოსტირება. თუ სწრაფი დიაგნოსტირება არ გვექნა, ჩვენ ამ ეპიდემიას ვერ შევაჩერებთ
„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ჩვენს მედიკოსებს ჭკუას ასწავლის: ნომერ პირველი ამოცანა ქვეყანაში არის სწრაფი დიაგნოსტირება. თუ სწრაფი დიაგნოსტირება არ გვექნა, ჩვენ ამ ეპიდემიას ვერ შევაჩერებთ

არ გათეთრდება ყორანი

არის ქვეყანაზედ ბევრი იმისთანა საგანი, რომლის გამოც ჰოც ითქმის და არაცა, რადგანაც საგანი ან გამოძიებული არ არის ჯერ მთლად, ან მეტად რთულია და დახლართული და ჯერ კაცის თვალი ვერ მიმწვდარა მრავალგვარის ხლართის ერთ კრებულად დანახვისათვის. აქ ამისთანა საგანზედ ბევრი საბუთი აქვს კაცს, გააბას საუბარი, თავისიც სთქვას და სხვასაც მისი ათქმევინოს. ხოლო ქვეყნიერობაზედ ბევრი იმისთანა საგნებიც არის, რომელთ ვითარებაც ცხადია, როგორც ორჯერ ორი _ ოთხი. აქ საუბარის გაბმა და ერთმანეთთან ლაპარაკი, საგნის ვითარების გადატრიალ-გადმოტრიალება, წაღმა-უკუღმად თრევა და წეწვა, მეტი ბარგია. ამისთანაებზე ლაპარაკი სულგრძელობაა იმის მხრით, ვინც იძულებულია, ეჩიჩინოს მეორეს, რომ ორჯერ ორი ოთხიაო, და იმის მხრით-კი, ვინც ამ ჩიჩინისათვის ვისმე იძულებულ ჰყოფს, მეტისმეტი სიბრიყვეა და გონების დახშულობა.

მაგრამ რას იზამ, რომ დღე არ გავა, იმისთანა კაცს არ შეხვდე, რომელსაც ბევრი კვერიც რომ ურახუნო თავში, ვერ გააგონებ, ვერ დაანახვებ ორჯერ ორის ოთხობას, შესდგება გაქირ სახედარსავით ერთს უარზედ და, რაც გინდ ბევრი ნიშადური მოსცხო, წინ ბიჯსაც ვერ გადაადგმევინებ, არას ჰოზედ ვერ შეაცვლევინებ. ზოგს ეს გაქირი დაბადებითვე აქვს თითქო დაყოლილი და ზნედ გადაჰქცევია, ზოგმა-კი გაქირი განგებ იცის, იმიტომ რომ სარფაა, გაქირს გამორჩომაც მოსდევს, და სარფა და გამორჩომა ხომ დღევანდელის დღის მაცხოვრებელი სულია. ამ უკანასკნელის ჯურის გაქირები მეტისმეტად გამრავლდნენ და ფეხს ისე არ გადასდგამს კაცი ჩვენში, რომ მთელს ამისთანა ჯგუფს არ წამოჰკრას. აბა იმაზედ ცხადი და უცილობელი რა არის, რომ მოსამართლეს მოჩივარის ენა უნდა უსათუოდ ესმოდეს, იმიტომ რომ თავის ყურით გაგონილი, თავის ყურით სმენილი უფრო უტყუარია, უფრო ზედმიწევნილია, უფრო მართალია და, რადგანაც მართალია, უფრო შეუცდომელს საბუთს აძლევს შეუცდომელის განკითხვისა და განაჩენისათვის. მოსამართლე და მოჩივარი, რომელთაც ერთმანეთისა არ ესმით, ერთმანეთის ენა არ იციან, ერთმანეთისათვის მუნჯებიც არიან და ყრუნიცა. ამისთანა მოსამართლე და მოჩივარი ერთმანეთისათვის აღარ არიან და ამათი ერთად შეყრა სწორედ იმასა ჰგავს, რომ მკვდარი მკვდარს აეკიდა, საფლავამდე წამიღეო. ჩვენში დიდი ხანია ნათქვამი, რომ საცა გაგება არ არის, კარგვაა სამართლისაო. აბა ჭკვათამყოფელმა კაცმა ამ უბრალოს და მარტივად თქმულს ჭეშმარიტებას საიდამაც ჰნებავს მოუაროს, თუ ერთი იოტის ოდენა იმისთანა რამ უპოვოს, რომ იმ ნაპოვნის მეოხებით ამ ჭეშმარიტებას მცირეოდენი ჩრდილი უარყოფისა ჭკვაზედ ხელაუღებლად მიაყენოს. ამას რა დიდი ლარი და ხაზი უნდა, რომ მთქმელს გამგონი უნდა და კარგი გამგონიცა, და თუ მთქმელს და გამგონს ერთმანეთის ენა არ ესმით, იქ არც თქმაა და არც გაგონება, მაშასადამე არც განკითხვაა და არც სამართალი.

“Новое Обозрение”-მ თავის მეთაურს წერილებში საჭიროდ დაინახა ზოგიერთ პუბლიცისტისათვის ყურებიდამ ბამბა გამოეცალა და ეს ორჯერ ორი _ ოთხი როგორმე ჩაეწვეთნა. თქვენც არ მომიკვდეთ, დაიწყეს ბღავილი უპატრონო ძროხასავით იმ ზოგიერთებმა: ვის გაუგონია, რომ მთქმელს გამგონი უნდაო, და თუ უნდა, მთქმელმა ისწავლოს გამგონის ენაო. ჩვენო ჭკუის კოლოფნო ბატონებოო, უპასუხა “Новое Обозрение”-მ: _ მთქმელნი ათასნი და ათი ათასნი არიან და გამგონები-კი თითო-ოროლა, და თუ სწავლაა, ამ თითო-ოროლას სწავლება უფრო ადვილი არ არის, ვიდრე ათასებისა და ათი ათასებისაო; სამართალი იმისთანა რამ არის ადამიანისათვის, რომ მარტო თავის დანიშნულებას უნდა ემსახურებოდეს, და თუ სამარათალი ორს კურდღელს გამოუდგა, ვერც ერთს ვერ დაიჭერსო. გაიბა ამაზედ ლაპარაკი და ჩვენ მარტო სულგრძელება “Новое Обозрение”-სი გვიკვირდა, რომ ცერცვს კედელს ამაოდ აყრიდა.

რაკი “Кавказ”-ის პუბლიცისტებმა არ იმორცხვეს და კაცთა ნათესაობას ტანისამოსით არჩევენ, რაკი ქვეყნის სასაცილოდ თავმოწონებით გამოაცხადეს, რომ ჩვენ ნუ გვეხუმრებით, ამიერკავკასიის ავკარგიანობა ზედმიწევნით გვისწავლია იმისთანა ავტორიტეტებისაგან, როგორც ლაქიები და მზარეულები არიანო, _ აბა ამის შემდეგ როგორღა გაუყადრა თავი “Новое Обозрение”-მ და არ მოერიდა იმათთან ლაპარაკსა. ნუთუ “Новое Обозрение”-ს დაჰვიწყებია, რომ მკვდარი არ გაცოცხლდება და ყორანი არ გათეთრდება, რაც გინდა ჰხეხო ქვიშითა. ან რა საჭიროა? რწმენასთან რომ ჰქონდეს კაცს საქმე, კიდევ ჰო, მაშინ თქმასა და ლაპარაკს საბუთი აქვს, ჩააგონებ რასმე, დააჯერებ რასმე. აქ ხომ სულ სხვა მიზეზი იღვწის და ჰმოქმედობს. აბა ერთი სხვა ალალმა დაჰქროლოს ამ უარმყოფელ ვაჟბატონებს, თუ სულ სხვა ჰანგზედ არ დაიწყონ გალობა და სულ სხვანაირად არ ჩაჰბუქნონ. არიან ქვეყანაზედ იმისთანა ჯურის ფალავნები, რომ რასაც დღეს მოსაკლავად სდევენ, იმას ხვალ ფეხქვეშ გაეშლებიან ფიანდაზად, და რა გულმოდგინებითაც ეხლა სდევნიან სამტროდ, ხვალ იმავ გულმოდგინებით გალობას ეტყვიან: უი შენ-კი ჩაგეგრიხე უსურვაზის წნელივითაო.

ტფილისი, 19 იანვარი, 1888 წელი.

ღმერთი ქრისტიანობისა შურისმაძიებელი ღმერთი არ არის

ჩვენს გაზეთში ზედიზედ მოწერილი ამბავია დაბეჭდილი: ერთი სოფელ კვათანიდამ და მეორე ლანჩხუთიდამ, ორივ ეს სხვადასხვა ადგილიდამ მოწვდილი ამბავი ერთსა და იმავე მიზეზს იძლევა, კაცი დაუკვირდეს ერთგვარს მოვლენას, რომელიც, ჩვენში რომ ვსთქვათ, “არ ახალია, ძველიადა მით, რასაკვირველია, არანაკლებ საყურადღებოა და ათასჯერ სათქმელი და სამოძღვრებელი.

ამ წერილების დამწერნი გულმართლად მოგვითხრობენ, თუ რა ზედმოქმედება იქონია სოფლელებზედ ოთხის ივლისის მიწისძვრამა. რა თქმა უნდა, რომ ეს ბუნებური მოვლენა არაერთხელ ყოფილა ჩვენში თუ სხვაგან, ხალხმა ჯერ ყველაზედ უწინარეს ღვთის წყრომას მიაწერა, ცოდვათა გახშირების გამო მოვლინებულსა და ყველაზედ უწინარეს იგი ღონე იღონა, რომ წყრომა ღვთისა წყალობად გარდიქციოს და ღმერთი მოწყალების თვალით გადმოახედოს. ამისათვის აიღეს და სოფლის განაჩენით დაადგინეს, რომ კვირაში ერთი დღე პარასკევი შესწირონ ღმერთსა და სამუდამოდ იგი დღე იუქმონ. ცხენი როცა დაფრთხება ხოლმე, მიზეზი ის არის, რომ ნათლად ვერ არჩევს საგანსა. ამისი წამალი მარტო ის არის, რომ ცხენს ძალად მიიყვანენ ხოლმე საფრთხობელ საგანთან, თვალით დაანახვებენ და ერთხელ და ორჯელ ამნაირად ნაწურთნი ცხენი თუ ფრთხოლას ერთობ არ დაიშლის, იმ ნაჩვენებ საგანზედ მაინც აღარ დაფრთხება ხოლმე.

ადამიანი, რასაკვირველია, ცხენი არ არის. არც მიწისძვრაა იმიათანა საგანი, რომ კაცმა ან ხელი შეახოს, ან თვალი მოჰკიდოს. მიწისძვრის მომავლინებელნი ძალნი ადამიანის თვალთაგან მიუწვდომელ სფერაში მოქმედობენ და, რადგანაც ამის გამო მიზეზი ნათლად და თვალსაჩინოდ გამოურკვეველია, უცოდინარი ხალხი უფრთხის და ჰშიშობს. ეს ამბავი განა მარტო ჩვენშია: ყველგან არის და ყველგან ასევე ჰშიშობენ და ფრთხიან ამგვარ ხორცის თვალთაგან მიფარებულ ამბავზედ. მაგრამ კაცთა საბედნიეროდ, ღმერთს ადამიანისათვის ხორცის თვალთა გარდა მიუნიჭების გონების თვალიცა და თუ ეს თვალი კაცს კარგად უჭრის, ქვეყანაზედ არა დაემალება რა და ყველა მოვლენას ქვეყნისას ასეთს თუ ისეთს მიზეზს მოუპოვებს. თუ ეს მიზეზი ყოველთვის მართალი და უტყუარი არ არის, იმოდენად მაინც საღი და ჭკუას ახლოა ხოლმე, რომ კაცი ტყუილუბრალოდ არ გადაეგება, არ იხარჯება, არ იბნევა და არა ბრკოლდება თვის ყოველდღიურ ცხოვრების მსვლელობაში და არ ეძლევა ტყუილს სასოწარკვეთილებას, რომელიც ყველა მავნეზედ მავნეა, რადგანაც ადამიანს გულზედ ხელებს აკრებინებს და მცონარედა ჰხდის. სწორედ ამ დღეში ჩაცვივნულან კვათანელნი და ლანჩხუთელნი და ამ დღეშივე ცვივიან ბევრგან სხვაგანაც იმისთანა ბუნებურ მოვლენის გამო, რომელსაც აუხილველი თვალი გონებისა ვერა სწვდება დასანახავად.

სააკაშვილი გვაბოლებს: „პოლიტიკა გადავდოთ და ყველამ ერთად მივხედოთ ჩვენს ხალხს“
სააკაშვილი გვაბოლებს: „პოლიტიკა გადავდოთ და ყველამ ერთად მივხედოთ ჩვენს ხალხს“

რამ უნდა აუხილოს ეს გონების თვალი? მარტო სწავლა- განათლებამ და სხვა არაფერმა. აი, ძველის-ძველი სახსარი, რომელიც ყოველთვის ახლად სამოძღვრელია ამ ურჩის და ბნელში მოარულ წუთისოფლისათვის. ხორცის თვალს ბევრი არა შეუძლიან რა ქვეყნის საბედნიეროდ, თუ თან არ შესწევს ყოვლად შემძლებელი გონების თვალი, რომელსაც ცაში ვარსკვლავი არ გამოეპარება და ზღვის ძირში ქვიშა, რომლისათვისაც არც იმოდენა მანძილია ქვეყნიერობაზედ, რომ არ მისწვდეს და არც სიღრმეა, რომ არ ჩაიხედოს, არც იმისთანა საიდუმლოა, რომ ჭკვისაგან შესაწყნარებელი მიზეზი მაინც არ მოუპოვოს ასე თუ ისე.

მართალია, მიწისძვრას დიდი უბედურობა მოსდევს ხოლმე. ჩვენი აწ წარმავალი საუკუნე, როგორც წინა საუკუნენიც, არაერთხელ ყოფილა მოწმად, რომ ძვრას მიწა გაურღვევია და თან ჩაუტანია ქალაქები და სოფლები, მაგრამ აქ ღვთის წყრომა არაფერს შუაშია. ყოვლად მოწყალე ღმერთი თვის დანაბადს ქვეყანას თვითვე არ დააქცევს. ღმერთი ქრისტიანობისა შურისმაძიებელი ღმერთი არ არის; იგი კაცთმოყვარეა და ამის დასამტკიცებლად ძე თვისი საყვარელი გამოგზავნა ქვეყნად ქვეყნის სახსნელად და მან ძემან ღვთისაგან განტეხა ხორცი თვისი და დაანთხია სისხლი თვისი მისატევებლად ცოდვათა. თუნდ რომ მიწისძვრა ღვთის წყრომად ვიგულისხმოთ და არა ბუნებურ მოვლენად, როგორც ნიაღვარის მოვარდნა, სეტყვა, მეხი და სხვა ამისთანა, მაინც რა წამალია უქმობა, რომელიც ზემოხსენებულ სოფლებს სასოფლო განაჩენით დაუდგენიათ? უქმობაა დედა ყოველის ბოროტისაო, განა იმავე ღმერთმა არ ბძანა? მაშ ღვთის წყალობის მოსაპოვებლად რა სახსარია იგი ღონე, რომელიც ყოველის ბოროტის დედად აგრე სამართლიანად წოდებულია? ღმერთს მშრომელი, გამრჯელი კაცი უყვარს, იმიტომ, რომ მისგანვე არის ნაბძანები: “ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენიო”. მცონარეობა, უქმად ყოფნა სძულს ღმერთსა, იმიტომ, რომ ბოროტისა და ცოდვისათვის ხელგამომავალი და მოცლილი მარტო მცონარე და უქმი კაცია. იესო ქრისტემ თვისის იგავით მცონარეობას ანდერძი აუგო და თვისი სამართლიანი მსჯავრი დასდო.

ვის არ ახსოვს იგი იგავი, რომელიც მოგვითხრობს, რომ ბატონმა მონას ტალანტი მისცა სასარგებლოდ და იმის მაგიერ რომ ასარგებლოს, მონამ აიღო და მიწაში ჩაჰფალა, არ დამეკარგოსო. ვის არ ახსოვს, როგორ განჰკითხა იესო ქრისტემ ამისთანა მცონარე? ამიტომაც მეტისმეტ შეცდომად მიგვაჩნია კვათანელებისა და ლანჩხუთელებისაგან კვირაში ერთი დღის უქმად დადება. ეგ უმიზეზო უქმობა რისხვას და არა მოწყალებას მოიპოვებს იმისაგან, ვინც შრომა და გარჯა პატივსადებ მოქმედებად გვიანდერძა. ღმერთს უქმობით ვერავინ აამებს. ამისათვის საჭიროა მხოლოდ კეთილი საქმე, რომელიც წარმოსდგება ხოლმე პატიოსნებისა, ნამუსისა, გულმართლად ცხოვრებისა და კაცთმოყვარეობისაგან. ყველა ეს მაცხოვარნი გრძნობანი შვილნი არიან მარტო ჭეშმარიტის სწავლა-განათლებისა. ამიტომაც უფრო მართლად გამოსადეგი იქნებოდა, უფრო საამური ღვთისა და კაცისათვის, რომ კვათანელებმა და ლანჩხუთელებმა ის ერთი დღე კვირაში უქმად არ ატარონ, არამედ ისაქმონ და იმ ერთის დღის ნამოქმედარი ჭირნახული შესწირონ თვისი შვილების სწავლა-განათლების საქმეს და ამ შესაწირავით საკუთარი სკოლა გამართონ, როცა ამისათვის საჭირო ფული მოუგროვდებათ.

გაზეთიივერია”,

1887 ., #140, 10 ივლისი, გვ. 1-2 (დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად).

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

1 COMMENT

  1. Rom dabrundnen mand mere riti unda iarsebon ra ekonomikurad ufro daecema saqartvelos.
    Gia uxaria sxvis mojamagired yofna Matram sxva gamosavali ar Monday margin qartvelebs.
    Find ixveweba dagvabruneti ratqmaunda unda daexmaros samshoblo da dabrundnen,Matram using imitom wavidnen rom uketesi cxovreba moedzebnat dalxenili arcerti qartveli
    Ar was saxlidan.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here