Home ახალი ამბები საქართველო გურჯაანში ღვინის უნივერსიტეტი აშენდება

გურჯაანში ღვინის უნივერსიტეტი აშენდება

898
გურჯაანში ღვინის უნივერსიტეტი აშენდება

ღვინის უნივერსიტეტის ერთერთ ადგილად ყოფილი სკოლაინტერნატის ტერიტორია განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

პროექტის მიხედვით, აშენდება სამი შენობა: ღვინის ლაბორატორია, ღვინის მცირე წარმოება და სტუდენტური საერთო საცხოვრებელი. პროექტი კავკასიის უნივერსიტეტს ეკუთვნის. არსებული ინფორმაციით, ღვინის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამა წლიურად 2250 ლარი ეღირება, ხოლო პროფესიული _ 1125 ლარი.

“გურჯაანი მეღვინეობა-მევენახეობის მუნიციპალიტეტია და ამიტომ ყველაზე სწორია, სასწავლებელიც აქ აშენდეს. ამ ლოგიკით დავარწმუნე კავკასიის უნივერსიტეტი, რომ შესაფერისი ადგილი გურჯაანია. ეს იქნება საერთაშორისო უნივერსიტეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ ისწავლიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტები. ჩატარდება არაერთი კვლევა მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის სტატსუსს სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანს. როგორც ხელმძღვანელობა მეუბნება, 2020 წლისთვის უკვე მზად იქნებიან სტუდენტების მისაღებად”, _ აღნიშნა მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here