მთავარი საზოგადოება გურამ ქართველიშვილი: უცხოელები ცდილობენ, ქართველები ჩვენი მიწა-წყლიდან აგვყარონ

გურამ ქართველიშვილი: უცხოელები ცდილობენ, ქართველები ჩვენი მიწა-წყლიდან აგვყარონ

“ევროპელები ამხელა თანხას ტყუილად არ იძლევიან”

4092
გააზიარეთ
გურამ ქართველიშვილი

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ხშირად წააწყდებით სულის შემძვრელი რეალობის აღმწერ ტექსტებს, რომელთა ავტორია ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე გურამ ქართველიშვილი, კაცი, რომელმაც უნიკალური გადაცემაგააგრძელე საქართველოს ისტორიაშექმნა, თუმცა ძალიან მალე დაუხურეს. ბატონი გურამი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა დამიგრაციის პაქტზეგვესაუბრება:

_ ხელისუფლება ჩუმად მოქმედების გზას ადგას, ქართველი ერისგან მალავს ყველა ნაბიჯს. მაგალითად, ხელი მოაწერეს გაეროს მიგრაციის პაქტს და ეს არც ერთმა ტელევიზიამ არ გააშუქა. ჩვენს ხელისუფლებას პირდაპირ აქვს ბრძანება მიღებული, რომ ზედმიწევნით შესრულონ ვალდებულებები, რომელსაც ევროპა აკისრებს, ოთხ მილიარდამდე გამოყოფილი ფულიც სწორედ ამისთვის უნდა დაიხარჯოს. დამიჯერეთ, ევროპელები ამხელა თანხას ტყუილად არ იძლევიან.

_ რომელ მილიარდებზე საუბრობთ, ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით რომ გამოუყვეს საქართველოს?

_ ევროპელები ქართველებს ინფრასტრუქტურას არ შეუქმნიან, “პაქტში” ზუსტად წერია, რა აქვს საქართველოს გასაკეთებელი, როგორი კეთილდღეობა უნდა მოუწყოს ჩვენმა ხელისუფლებამ მიგრანტებს, რომლებსაც მალე შემოიყვანენ. როდესაც ხელისუფლება ყველაფერს მალავს, ჩვენ, ქართველებს, უფლება გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ მის ყველა ნაბიჯსა და ყველა თეთრში, რომელსაც ევროპა გვაძლევს. უჩუმრად მიდის პროცესები. ევროპა და ამერიკა თითქმის 30 წელიწადია, საზარბაზნე ხორცად ამზადებენ ქართველებს. ამის თქმა არ მერიდება. ჩვენ ომში ვართ და ამას უკუპროცესები აუცილებლად მოჰყვება.

უცხოელები ცდილობენ, ქართველები ამ მიწა-წყლიდან აგვყარონ, მაგრამ ყველა ვერ გაიქცევა, მიუხედავად გაუსაძლისი სოციალური ფონისა.

ისტორიკოსი ვარ, აღმოსავლეთმცოდნე და კავკასიის ისტორიის არაცთუ ცუდად მცოდნე, ჩვენს მიწაზე კავკასიელ ხალხებს თვალი უჭირავთ, ეს არახალია, ოდითგანვე ასეა და, თუკი ჩვენ, აბორიგენები, დიდი ისტორიის მქონე ერი უარს ვიტყვით ჩვენს მიწაზე, ამ ტერიტორიას არ დათმობენ აზერბაიჯანელი, სომეხი, დაღესტნელი, ჩეჩენი ერები, რომლებიც აქტიურები არიან, სამშობლო უყვართ და სოროსი თავის ქვეყანაში არ შეუშვიათ, არც პაქტებზე მოუწერიათ ხელი და არც სამშობლოსთვის უღალატიათ. გადაფოფრილნი არიან საკუთარ ქვეყანას. ამ ხალხებს თვალი ჩვენს ქვეყანაზე უჭირავთ, ზღვა უნდათ. ჩვენი ხელისუფლება ტრაბახობს, რომ სირიელი ლტოლვილები არ შემოუშვეს (და ამით ასადს ხელები გაუხსნეს აფხაზეთის საღიარებლად. რედ.), თავს იწონებენ, რომ რაღაცაზე თქვეს უარი, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ხომ გაფორმებული მონები არიან და დაქირავებულნი, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ივანიშვილი, ამდენი წლის გაპიარებული კაცი, ფსევდომეცენატი, ათ თეთრს უგდებს ჩვენს დამუნჯებულ ინტელიგენციას, რომელიც მხოლოდ ფულსა და კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.

ბიძინა ივანიშვილი არ არის რუსი ოლიგარქი, ის გახლავთ ქართველი მავნებელი-ოლიგარქი. ამ კაცმა თავის თავზე აიღო დავალება, უფრო ზუსტად მიიღო დავალება ევროპისგან, რომ ყველაფერი შეასრულოს.

მარტივ სტატისტიკას გეტყვით: ორი მილიონი მიგრანტი მიიღო თურქეთმა და ერთ წელიწადში 380 ათასი ბავშვი დაიბადა. ესენი არიან სოციალურად გაჭირვებული დევნილები. წარმოიდგინეთ, რა მოხდება საქართველოში, როდესაც მართლაცმსხმოიარეეთნოსებს შემოიყვანენ. საქართველო არსებობას დაასრულებს, დევნილები, რომლებზეც საუბარია, აგრესიული ხალხია. ჩვენ ამას ყოველ წუთს ვხედავთ ევროპის მაგალითზე. დევნილები ჩვენს ქვეყანაში მოვლენ იმისთვის, რომ ჩვენ გაგვყარონ ამ ქვეყნიდან. ეს ნებისმერი დევნილის მიზანია, თანაც ისეთი ედემიდან, როგორიც ჩვენი ქვეყანაა.

ბიძინა ივანიშვილმა ახალგაზრდობა ნარკოტიკზე შესვა, მარიხუანის ლეგალიზაცია, ფაქტობრივად, უკვე მოხდა, პლანტაციები შენდება. მიგრანტები აქ რომ შემოვლენ, თანაც ნარკომანების ქვეყანაში, აქ იქნება ჯოჯოხეთი.

4 მილიარდამდე თანხა, რომელიც გამოყოფილია, მეორე ავღანეთს შეგვიქმნის. მომავალ თაობებს დაგვიღუპავენ. კავკასია გრძნობს უკვე, რომ ეს ნარკოტიკული ბუმი ამ ტერიტორიას მოედება.

თუკი არ გამოვფხიზლდებით, თუკი ხალხი არ ჩავიგდებთ ხელში პასუხიმგებლობას, თუ ერი არ გამოფხიზლდა, ქვეყანას პატრონი აღარ ჰყავს.

_ არ არის ადვილი ხალხის გამოფხიზლება

_ შეუქცევადი პერმანენტული აქციებია აუცილებელი. მინდა გითხრათ, რომ ამდენ ტყუილში ერთი მართალი სიტყვა ტემპერატურას აწევს. ადამიანები, რომლებიც შინ სხედან, კომპიუტერს არიან მიჯაჭვულნი, სიმებივით არიან დაჭიმულები, ეს იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისბიჭებმა.

ჩვენ ვემზადებით სიმართლის სათქმელად, კარგი გუნდი ვართ. არ დაგიმალავთ, ხალხის მობილიზება იწყება, ფინანსებსაც მოვიზიდავთ. ემიგრანტები მზად არიან დასახმარებლად და სწორედ ამიტომაც არის, რომ ბოლო დროს სააკაშვილი დარბის ემიგრანტებთან ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ცდილობენ, ემიგრანტები გადაიბირონ.

_ ბიძინა ივანიშვილი არასოდეს არ მოგწონდათ?

_ პოლიტიკაში რომ მოვიდა, მეგონა, რაღაც შეიცვლებოდა, ფონი კარგი შექმნა, თანაც ე.წ. ინტელიგენცია მაგრად დაუდგა გვერდით და მეგონა, გვეშველებოდა, მაგრამ ე.წ. ინტელიგენციამ ქვეყანას კიდევ ერთხელ უღალატა. მიჭირს ამაზე ლაპარაკი, როგორც მწერალს, მაგრამ უთქმელობაც არ შეიძლება. ჩვენი ე.წ. ინტელიგენცია ხელს უწყობს ნეოლიბერალიზმის განვითარებას და ყველას ყიდულობს ბიძინა ივანიშვილი.

დღეს ყველანი კულისებში არიან. სად არის დათო მაღრაძე? კოტე ჯანდიერი? რა, სამშობლო არ უყვართ? ამ ადამიანებმა ჩააგდეს ბიძინა ივანიშვილის ხელში ეს ქვეყანა. აქვე დავასახელებ ზაზა შათირიშვილსაც, რომელიც საერთოდ აღარ ჩანს… ეს ადამიანები იყვნენ ბიძინას აპოლოგეტები და დღეს აღარ ჩანან. ქვეყანა იღუპება და კერძო საუბრებში ამბობენ, რომ არაფერიც არ ხდება, რადგან სალონები აქვთ დაფინანსებული ბიძინა ბიძიასგან. ამას ღალატი ჰქვია. როცა ქვეყანა გვეღუპება, ჩირგვში არ უნდა იჯდე. ეს ადამიანები ჩემი მეგობრები იყვნენ, მაგრამ დღეს ასე ვერ ვუწოდებ, მეგობრები ვერ იქნებიან, სანამ ხმას არ ამოიღებენ.

ერთადერთი იარაღი შემრჩა _ სალამი და ამ სალამს ვეღარ ვიმეტებ ბევრისთვის… ამას წინათ დავწერე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორზე, რომელიც წლების განმავლობაში ბუდაპეშტში სოროსის ცენტრალურ ოფისში იჯდა, კაცი, რომელიც კურატორობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში განათლების სისტემებს. სოროსი ბავრი ქვეყნიდან გააძევეს, მხოლოდ ჩვენ აღმოვჩნდით ბრიყვები. პირუტყვის დონის განათლების სისტემა გვაქვს და მას ეს სოროსის ლეკვი დირიჟორობს, რასაც ბიძინა ივანიშვილის ნარკოტიკის პოლიტიკა უდგას მხარში. დეგრადაციისკენ მიჰყავთ ერი.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

7 COMMENTS

  1. ვერასოდეს ვერ ვიტყვი რომ ბიძინა ივანიშვილი ფსევდო ქველმოქმედი იყო… იმდენად დიდი სიკეთე აქვს ნაკეთები… არც ის მგონია სწორი რომ პოლიტიკაში დამკვიდრება ჰქონდა მიზნად დასახული… ვფიქრობ,-სახელმწიფოს მართვის ტვირთიც აუცილებლობის გამო აიღო… (როგორ უმკლავდება ამ ტვითს, ეს სხვა საკითხია)… სასურველი,- ყოველთვის აუცილებელი არ არის… არც აუცილებელია ყოველთვის შესაძლებელი… ხოლო, შესაძლებელობასა და აუცილებლობას შორის გონივრული კომპრომისი უფრო რაციონალური და სასარგებლოა გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიდრე უკომპრომისო სიმართლის ხისტი რადიკალიზმი… გავიხსენოთ დავით აღმაშენებელი, როგორი მოთმინებით ელოდებოდა სასურველ დროს… თითქმის ოცდახუთი წელი ითმენდა თბილისზე იერიშის მიტანას… (საგარეო ფაფტორებს უწევდა ანგარიშს)… როგორც კი საერთაშორისო პოლიტიკური კლიმატი მის სასარგებლოდ შეიცვალა, დაუყოვნებლივ შემოუერთა თბილისი დედასამშობლოს… დღეს საქართველო ისევ ბეწვის ხიდზე მოძრაობს… საკმარისია ერთი საბედისწერო შეცდომა და უფსკრულში აღნმოჩნდება… ჰორიზონტზე არც დავით აღმაშენეებელი ჩანს, არც გიორგი ბრწყინვალე, არც გიორგი სააკაძე და არც იოსებ ჯუღაშვილი… ჯერჯერობით, ისევ ბიძინა ივანიშვილის პიროვნება რჩება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის გარანტად… დღეს, სახელმწიფოს სტაბილურობა რომ დაირღვეს, ქვა-ქვაზე არ დარჩება საქართველოში… პრობლემები კი, მოგვარების ნაცვლად, უფრო კატასტროფულ მასშტაბებში გადაიზრდება… რას ვიზამთ, მოთმინება გვმართებს… ქვეეყნის ხელისუფლებასაც სჭირდება პატრიოტული ძალების გვერდში დგომა! ხომ გაგვიგონია ,- “მარტო კაცი ჭამაშიც ცოდვააო”… მითუმეტეს, ქვეყნის პრობლემების გამკლავებაში … (ეს, ჩემი სუბიექტური ხედვაა, შესაძლოა ვცდებოდე, ან, პირიქით… ამას დრო გამოაჩენს).

  2. ივანიშვილი ერის მტერია,ეს მარტო იქიდან ჩანს,რომ საქართველოში ჩაფიქრებული აქვს მარიხუანად კულტივაცია.
    განათლების სისტემა ნულზე დასცა.ხალხი გაუბედურრბულია და ქართბელი ერი გაწყვეტის პირზეა.
    ამისთვის ის არაფერს აკდთებს. პირიქით ეხლა ირანელების შემოსვლას უწყობს ხელს.
    როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი,დავით აღმაშენებელს შეადარო.

  3. ზუსტი ანალიზია,მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილს ტვინი ისე გამოურეცხეს რომ ძნელია მათი გამოფხიზლება,ახალგაზრდობა გარყვნეს და გაანარკომანეს,ხოლო ის ნაწილი რომელიც გადარჩა ოჯახების დამსახურებაა.ირანელებმათურქებმა,არაბებმა,რომლებიც მიზანმიმართულად შემოდიან და მკვიდრდებიან ,წალეკა საქართველო. ივანიშვილი სააკაშვილის ტანდემი აბოლოოდ მოაკვდინებს საქართველოს,სამღვდელოებამ ხმა უნდა ამოიღოს რომ ერი გამოფხიზლდეს,ვიღუპებით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  4. საჭიროა სიფხიზლე. საფრთხე რეალურია. მხოლოდ ხალხს შეუძლია მისი განეიტრალება.

  5. batono macharashvilo–veraprit dagetanxmebit—ivanishvili zustad ise ikceva , kacs rom unda kveynis amogdeba, torem sasurvel moments rom kaci edzebdes, mashin , chkviani kaci, sxva gzas( da radikalurs ar vgulisxmob, aramed kveynistvis sasargeblo) airchevda.
    amdeni celia sakartvelo daavdayvela mimartulebit, axalgazrda sisxlisgan icleba daicleba, araperi cinsvla, an tundac mdgomareobis shekaveba, pirikit uimedoba , shimshili , cxovrebis gadzvireba, da amas udzaxit sasurveli momentis molodinshia ivanishvilio–ra sisuleles ambobt ukvirdebit mainc??
    ai aseti satyuarit aris es adamiani shemogdebuli dasavletidan, da martlas ambobs batoni kartvelishvili, rom is aris cru mecenati da rom man shevardadzis politika gaagrdzela-moiskida ‘inteligencia” da mamit gaachuma yvela. is rom kargi adamiani iyos gachirvebuli xalxis mxares dadgeboda sul cota. ra amsac ushlis dasavleti??? esec saxelmcipo politikaa rusetis winaagmdeg mimartuli rom xalxi gahirvebidan amoikvano?? ras mie—moe–it?

  6. მე ვიყავი აქციაზე მაგრამ ისეთი სახეები ვნახე რომლებსაც ადრე სხვა სიტუაციაში და მთავრობაში ვხედავდი. ამიტომაც არ ვენდობი ძველ სახეებს ახალი სიტყვებითა და ვითომ პატრიოტიზმით .

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here