მთავარი საზოგადოება გურამ პეტრიაშვილი: საქართველოს გარდა, ყველა ქვეყნის ინტერესს იცავს ხელისუფლება, მაგრამ არ მიკვირს,...

გურამ პეტრიაშვილი: საქართველოს გარდა, ყველა ქვეყნის ინტერესს იცავს ხელისუფლება, მაგრამ არ მიკვირს, რადგან ყველა შევარდნაძის მოყვანილია, ეს ის ხალხია, რომელმაც ზვიადი მოკლა

1392
გააზიარეთ
გურამ პეტრიაშვილი

მას შემდეგ, რაც რეპერთა ჯგუფბირჟა მაფიასგასათავისუფლებლად თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მობილური ტელეფონებით განათებული ხალხმრავალი მიტინგები მოეწყო, სოციალურ ქსელში გამოჩნდა 1989 წლის 9 აპრილის სანთლით განათებული სისხლიანი ღამის ფოტოები წარწერით _ რა დაგვემართა ბოლო 27 წელიწადში? ვდგავართ თუ არა გადაგვარების ზღვარზე, ვკარგავთ თუ არა იდენტობას და ეროვნულ თვითმყოფადობას? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ეროვნული მოძრაობის ერთერთი სულისჩამდგმელი, ბატონი გურამ პეტრიაშვილი გვესაუბრება.

_ 1989 წლის 9 აპრილს ამაყი ვიყავი, რადგან დავამტკიცეთ, რომ ვართ თავისუფლებისთვის მებრძოლი და თავისუფლების ღირსი ერი.

დღეს 2017 წლის ივნისია და ამაყი აღარ ვარ, მრცხვენია, რომ ქართველი ვარ, რადგან ჩვენ აღარ ვართ ერი და საამაყოც აღარაფერი გვაქვს. ქართველში მხოლოდ პირუტყვული სურვილი ჩანს, ნებისმიერ ფასად ფულის შოვნის სურვილი. “ჩინოვნიკებიათიათასობით პრემიას იწერენ თავისთვის, მაშინ, როდესაც მოსახლეობის ერთადერთი შემოსავალი 180-ლარიანი პენსიაა. იწერენ თანამდებობის პირები პრემიას და თვლიან, რომ ეკუთვნით. მათ ვეტყვი: _ ეი, პირუტყვებო, თქვენ დიდი ერის შთამომავლები ხართ! ცუდი დრო დაგვიდგა, ზნედაცემულები გავხდით. ხელისუფლების სათავეში სააკაშვილი გვყავდა, რომელზეც ოტია იოსელიანი ამბობდა: ასეთ პერსონაჟს ისტორია არ იცნობსო, რასაც ვეთანხმები. სააკაშვილს სინდისი არ ჰქონდა, მას არც გაუგია სინდისის არსებობა. გორში რაღაც რომ მოელანდა და ცხვირით მიწა თხარა, მის ადგილას ნებისმიერი ადამიანი, ასეთი რამ რომ დამართნოდა, თავს მოიკლავდა სირცხვილით.

სააკაშვილი “დედიკოს ბიჭი” იყო, დედიკო მას სხვადასხვა წრეებზე დაატარებდა. თურმე ბავშვობაში ხეზე ვერ ამძვრალა და ის ხე მოუჭრევინებია. ვიცნობ დედიკოს ბიჭებს, მათგან ბავშვობა გვქონდა გამწარებული. მაგალითად, “დედიკოს ბიჭს” ყოველთვის ჰქონდა ბურთი, მაგრამ არ იცოდა ფეხბურთის თამაში და გახურებული თამაშის დროს ხელს დაავლებდა და შინ გარბოდა… “დედიკოს ბიჭს” შეუძლია, ხალხის დასანახავად დაიწყოს წითელი ვაშლის ჭამა. მოკლედ, მრავალი უკეთური თვისების მქონენი არიან. სააკაშვილიც ასეთი იყო. ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები უკეთესები და წინა ხელისუფლებისგან განსხვავებულები არიან, განსაკუთრებით ჰგვანან ერთმანეთს ფულის სიყვარულში.

სამარცხვინოა განათლების მინისტრი ჯეჯელავა, მაგრამ ის არ ვიცი, რომელი უფრო სამარცხვინოა _ ჯეჯელავა თუ სანტექნიკოსი ლომაია, რომელმაც სიტყვა “ბავშვი” ვერ დაწერა… თუმცა, გასაკვირი რაღაა, როცა თეა თუთბერიძე დირექტორების დირექტორად იყო დანიშნული.

საქართველო ძალიან უცნაური ქვეყანაა, აქ რომ არ მოხდება, ისეთი არაფერია, ეს ხომ სიურპრიზების ქვეყანაა?!

რამდენიმე წლის წინათ ვერავინ დამაჯერებდა, რომ საზღვარგარეთ გაზრდილი პატარა გოგონა, არაჩვეულებრივი მომღერალი, ჰამლეტ გონაშვილის სიმღერას ტკბილად იმღერებდა, გორის ქალთა ანსამბლს მსოფლიოს გააცნობდა და შემდეგ განაცხადებდა, მილიონ დოლარს შემოვიტან ვარძიის აღორძინების ფონდშიო. ეს პატარა გოგოა ქეთი მელუა, რომელსაც, ალბათ, მშობლებმა ასწავლეს სამშობლოს სიყვარული. აი, როდესაც ასეთ რამეს წავაწყდები, ვფიქრობ, რომ საქართველო მართლაც სიურპრიზების ქვეყანაა. ან, როგორ შეიძლება, არ გავიხსენოთ და არ ვიამაყოთ სიურპრიზით, რომელიც 23 წლის ბიჭმა მოგვიწყო და ლელთ ღუნიას პირით გვითხრა: “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო” და ქვეყნის მოწყობის გეგმა დაგვიდო… განა დიდი სასწაული არ არის “ვეფხისტყაოსანი”?

თუ ქართველს ღმერთი არ სწამს, ყველაფერს იკადრებს, მაგრამ, თუ სწამს, საოცრებების ჩადენა შეუძლია. უკვალოდ არაფერი იკარგება.

_ ამჟამინდელი ხელისუფლება ხალხმა მოიყვანა, მაგრამ, ბევრის აზრით, ხელისუფლებაში არ არიან ეროვნული ადამიანები. რატომ ხდება ასე? წლებია, ამ ქვეყანაში არჩევნები ტარდება და ყველა არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების ლიდერები ზვიად გამსახურდიას სახელის ხსენებით ქულებს იწერენ, მაგრამ შემდეგ ავიწყდებათ

_ რა ეროვნული, რას ამბობთ?! ამ პარლამენტში სამოქალაქო ომის გამჩაღებლები სხედან. ზვიადის გზა ყველას მოსწონს, მაგრამ მათ არ გამოუვათ, ესენი ვერ შეძლებენ სამშობლოსთვის სიკვდილს, როგორც ეს ზვიადმა გააკეთა. ზვიადს თავის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ მოკვდა საქართველოსთვის.

ზვიადის მთავრობაში არ იქმნებოდა კანონი, რომელიც ხალხზე ორიენტირებული არ იყო. შევარდნაძემ ერთხელ თქვა, ზვიადი იქცევა ისე, თითქოს, საქართველოს გარდა, სხვა ქვეყანა აღარ არსებობსო. თვითონ კი ისე იქცეოდა, თითქოს საქართველო არ იყო. დღესაც ასეა, საქართველოს გარდა, ყველა ქვეყნის ინტერესს იცავს ხელისუფლება, მაგრამ არ მიკვირს, რადგან ყველა შევარდნაძის მოყვანილია. ეს ის ხალხია, რომელმაც ზვიადი მოკლა.

_ თქვენ ამბობდით: ბალახს შევჭამთ, ოღონდ დამოუკიდებლები ვიყოთოდღესბალახის ჭამაარ გვაკლია, მაგრამ დამოუკიდებლები არ ვართროგორი იქნებოდა საქართველო, თქვენ რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყავით?

_ ერი ძალას იკრებს და, როდესაც ძალას მოიკრებს, სასწაულების ჩადენა შეუძლია… ჩვენ, როგორც ჩანს, არ შეგვიძლია, ყოველდღე ჩუმად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ამიტომ ვერაფერი შევქმენით, სამარცხვინო, მათხოვარი ერი ვართ. ვითომ ყველაფერი გვაქვს, ფეხს ვუწყობთ ცივილიზაციას, მაგრამ ჩვენი, საკუთარი არაფერი გაგვაჩნია.

ჩვენი მმართველობის პერიოდში სოფლის მეურნეობას გივი თაქთაქიშვილი ხელმძღვანელობდა. მან ერთხელ მითხრა, ყოველდღე მოდიან ადამიანები და ისეთი საინტერესო წინადადებები მოაქვთ, გადარეული ვარ, თუ შევძელით მათი პროექტების დაფინანსება, მალე ძლიერი ქვეყანა გვექნებაო. ამ საუბრის შემდეგ ნოდარ ჭითანავა მოვიდა ჩემთან. მე ფანჯრიდან ვუყურებდი მიტინგს, რომელსაც “ინტელიგენცია” ატარებდა. ნოდარმა მითხრა, თუ ესენი მუშაობას დაგვაცდიან, ექვს თვეში უდიდეს წარმატებას მივაღწევთო. ასე რომ, ბევრ რამეს სწორად ვაკეთებდით, მაგრამ სხვის დასანახავად არ ვაკეთებდით, ხალხზე ვზუნავდით. სამწუხაროდ, არ დაგვცალდა. უზენაესი საბჭოს პირველი სხდომა რომ ტარდებოდა, იმ დღეს უნდოდა ჩვენი დარბევა ჯაბა იოსელიანს, მაგრამ ვიღაცამ ურჩია, ჯერ დააცადე, ვინ დაგიჯერებს, შეცდომებს უშვებენ და ამიტომ მოიშორეთო.

_ ვინ იდგა ჯაბა იოსელიანის უკან?

_ ხელისუფლების სათავეში რომ მოვედით, საქართველოში უკვე იყვნენ და მუშაობდნენ ყველა ქვეყნის ჯაშუშები. დღემდე არაფერი შეცვლილა, დღემდე ცდილობენ ჩვენს განადგურებას, მაგრამ მინდა იმედი დავიტოვო, რომ ეს არ გამოუვათ.

სკოლებში ხშირად მიწვევენ, რამდენიმე შეხვედრა მქონდა ბოლო პერიოდში. ვხედავ ბავშვებს, რომლებიც გულწრფელები, ალალები, მართლები არიან. უამრავი წესიერი პედაგოგიც არის. ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, სპეციალისტები, რომლებიც ვერ შეცვალეს ვერც შევარდნაძემ, ვერც მიშამ… იმ პატარა ბავშვებიდან, ყველა თუ არა, ნახევარი მაინც ხომ გამოვა კარგი ქართველი?

რა არ ჩაიდინა მიშამ, ყველაფერი რომ გაენადგურებინა. ისევ ლომაია მახსენდება, დაფაზე სიტყვაბავშვისამი მცდელობითაც რომ ვერ დაწერა. იმწუთას ვინმე რომ მისულიყო და ლომაიასთვის ავტომატის ჯერი მიეშვა, მადლი იქნებოდა. ის ნაძირალა ხომ დასახვრეტი იყო და ახლა ეს ჯეჯელავა, ნაძირალა, უტვინო, რომელიც, იცით, როგორ მოკვდება? _ ქონი გადაუვა ტვინზე და მოკლავს. სულელი! ქართულს აქილიკებს და ამბობს, “ადამიანი ობობამაგარიაო, არ ახსენებსპეპი გრძელი წინდას”, “კარლსონს”… არ იცის, რა არის ბავშვებისთვის ფასეული. მწერლები არ იცის, რომლებმაც ახალგაზრდებს ცხოვრება უნდა ასწავლონ. ამის მიუხედავად, საქართველოში მაინც არიან სპეციალისტები, რომლებიც ბავშვებს სწორად, ეროვნულ ფასეულობებზე ზრდიან.

_ საქართველო დღეს დამოუკიდებელი ქვეყანაა?

_ მაშინ, როდესაც ხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდით, თავისუფლება გვინდაო, ერთი “ბატონი” გვყავდა. დღეს კი, რამდენი სახელმწიფიც არის, იმდენი “ბატონი” გვყავს. მამაკაცს მამაკაცი რომ უყვარს, ეს არ მომწონს და ხმამაღლა თქმას მიკრძალავენ, იმიტომ, რომ ამერიკას, საფრანგეთს, ჰოლანდიას ეწყინება, ვიზალიბერალიზაციას არ მომცემენ… ყველა “ენ-ჯე-ო” გვაკონტროლებს, ყველა მითითებებს გვაძლევს. პუტინს აგინებენ, არადა, იმ კაცს თავისი ქვეყანა უყვარს, რომ მიხვდა “ენ-ჯე-ოები” ცუდ გავლენას ახდენდნენ, აკრძალა. დამოუკიდებლობა მაგას ჰქვია… არა, ბატონებო, ჩვენ დამოუკიდებლები არ ვართ.

_ შევძლებთ, გავთავისუფლდეთ ხელისუფლებისგან, რომელიც ეროვნულ საქმეს არ აკეთებს?

_ ვერ გეტყვით. ახლა რომ მითხრას ვინმემ, ხელ-ფეხშეკრული შევარდნაძე რომ მოეყვანათ, დახვრეტდიო, ვერ შევძლებდი ამის გაკეთებას, ვერც სააკაშვილს მოვკლავდი და ვერც ივანიშვილის სიკვდილს მოვაწერ ხელს.

ჩვენ თვითონ ვაფუჭებთ ადამიანებს, რეკლამას ვუწევთ ფულიანებს, ვუბიძგებთ გაღორებისკენ. ერთმანეთს ვაჯიბრებთ, მაგრამ, რისთვის გვჭირდება ეს, არ ვიცი.

ხელისუფლების ყველა შტომ ქართული მიწის გაყიდვის სურვილი გამოთქვა, მაგრამ, ვინც მიწას ყიდის, უნდა იცოდეს, რომ მოვა დრო, როდესაც მიწას დავიბრუნებთ, როგორც ეს გასაბჭოებისას მოხდა. ქართული მიწა უცხოელებზე არ უნდა გაიყიდოს!

ტყუილის თქმა არ შემიძლია, ახლა რასაც გეტყვით, გულწრფელად ვამბობ: ერთ მშვენიერ დღეს თუ მივხვდი, რომ ყველაფერი დაინგრა და აღარაფერი გვეშველება, ჩემს თავს ვეტყვი _ თუ ყველაფერი დასრულდა, თავს რატომ არ იკლავ, გინდა, დაინგრეს და შენ გადარჩე? არა, თავი უნდა მოიკლა! არ მივსულვარ ჯერ იქამდე, რომ ვთქვა _ დავიღუპეთ-მეთქი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომატს ავიღებ და, სანამ თავს მოვიკლავ, სხვას წავიმძღვარებ წინ.

ეროვნული მოძრაობა არ მომკვდარა, ის ირაციონალური იყო, ჩვეულებრივი ადამიანები არ იყვნენ… თქვენ არ იცით, როგორ დავარქვით ლენინის ქუჩას მერაბ კოსტავას სახელი. ერთ დღეს დავგეგმეთ, ყველანი შევიკრიბეთ რუსთაველის ძეგლთან, მივედით, ფირნიშები უკვე დამზადებული გვქონდა, კიბეც მივიტანეთ, ჩვენი ხელით ვხსნიდით ძველ წარწერებს და ვამაგრებდით ახალს, მერაბ კოსტავას სახელით. ასე სპონტანურად ხდებოდა ყველაფერი. ხალხი ყველაფრისთვის მზად იყო. “ჩინოვნიკებს” არც დადგენილება მიუღიათ, არც წინააღმდეგობა გაუწევიათ. ეს ლამაზი ქმედება იყო.

…ტანკები მოგვადგნენ, დაჩეხვას გვიპირებდნენ, მოახლოებულ სიკვდილს ყველა გრძნობდა და უცებ სამმა უსინათლო ქალმა ჩვენი ნიჭიერი პოეტის ლექსი დასჭექა: “დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს…”. ეს არ შეიძლება, მოკვდეს. ხანდახან ქუჩაში მივდივარ და უცბად “დენი მირტყამს”, წინ მიმავალ სათნო ქალბატონსაც იგივე განცდა აქვს, მერე გაიგებ, რომ ის ეროვნული მოძრაობის წევრი ყოფილა. ასეთი ბევრია. ეს არ კვდება.

ილია ამბობდა: “თუ დაგიმტკიცებენ, დაიჯერებ, მაგრამ არის შემთხვევა, როდესაც დამტკიცების გარეშე იჯერებ”. ვერავის დავუმტკიცებ, როგორ გადავრჩებით, მაგრამ, როდესაც გადარჩენაზე ვლაპარაკობ, მინდა, ის ნათელი, რაც არსებობს, ვახსენო ხოლმე…

ყველას გვახსოვს სრულიად ახალგაზრდა მეცნიერის, ლევან ბებურიშვილის, ძალიან საინტერესო, იმედის მომცემი წიგნი “მწერლობის მოთვინიერება გრძელდება”. ახლახან ლეილა ცომაიას გაზეთ “განმათავისუფლებელში”, რომელიც ზვიად გამსახურდიას ეძღვნება და, უკვე 10 წელზე მეტია, შემოწირულობებით სულდგმულობს, დაიბეჭდა სტუდენტ გიორგი არქანიას ძალიან საჭირო, საინტერესო და ბრძნული წერილი “მითები ზვიად გამსახურდიას შესახებ”. სანამ ასეთი ახალგაზრდები იქნებიან (და სულ იქნებიან), აუცილებლად გადავრჩებით. გამოდის უნიკალური ნაშრომები წარსულზეც და აწმყოზეც; არიან ადამიანები, რომლებიც არაფერს კარგავენ…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

2 COMMENTS

  1. კარგი ადამიანია.ვუსურვებ დღეგრძელობას და წარმატებებს შემოქმედებით საქმიანობაში.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here