მთავარი საზოგადოება გურამ ნიკოლაიშვილი: სურთ, ჩვენგან, როგორც უძველესი თვითმყოფადი ერისგან, არ დარჩეს არაფერი

გურამ ნიკოლაიშვილი: სურთ, ჩვენგან, როგორც უძველესი თვითმყოფადი ერისგან, არ დარჩეს არაფერი

242
გააზიარეთ
გურამ ნიკოლაიშვილი

.. ლიბერალური დასავლეთის მიერ მართულდემოკრატიულსაქართველოში ისტორიის ტოტალურად გაყალბება ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდიდან რომ დაიწყო და შემდეგ უკვედამოუკიდებლობამოპოვებულ სახელმწიფოშიცწარმატებით გაგრძელდა, არახალია. ამ გზითთეთრი სახლიდანხელდასხმული მარიონეტები (წლების წინათ _ სააკაშვილი, დღეს _ “ოცნება”) სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდნენ, რაც ხშირად არცთუ ურიგოდ ხორციელდებოდა. მაგალითად, ისტორიის გაყალბების თვალსაჩინო გამოვლინება იყო ის, რომ სააკაშვილის პროპაგანდამ ევროკავშირი საქართველოსისტორიულ არჩევნადგამოაცხადა და დეკლარირებული პოლიტიკის მთავარ ორიენტირად ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია დასახა. ისტორიის გაყალბების გამოვლინება იყო ასევე პროპაგანდა იმის თაობაზე, რომ თურმე საქართველოს ისტორიულად, რუსეთის იმპერიის გარდა, მტერი არ ჰყოლია და, თუ რამე შემაფერხებელი გარემოებები გააჩნია ქვეყანას, მათ შორის ერის მენტალურ დონეზე არსებული მანკიერებებიც, მაგალითად, მექრთამეობა, ნეპოტიზმი, ქსენოფობია და .. _ ყველაფერი საბჭოთა გადმონაშთია.

აღნიშნული პროპაგანდა, რომელსაც, ძირითადად, უცხოეთიდან დაფინანსებული ქართველი “პროფესორები” და “სოვეტოლოგები” აწარმოებენ, ამკვიდრებს აზრს, რომ ფაშიზმი საქართველოს საფრთხეს არ უქმნიდა. მეტიც, იმ შემთხვევაში, თუ მეორე მსოფლიო ომს ჰიტლერი მოიგებდა, საქართველო დამოუკიდებლობას მიიღებდა; და საერთოდ, თურმე კაცობრიობას იმაზე დიდი უბედურება არ დაატყდებოდა, რაც საბჭოთა კავშირმა თავს დაატეხა…

ისტორიის გაყალბება მხოლოდ საქართველოს სენი არაა, ეს ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცის უბედურებაა და აყალბებენ სწორედ რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის და მასში შემავალი ქვეყნების ისტორიას. რუსეთში, როგორც იქნა, გაიაზრეს ამ მავნებლური ტენდენციის დამღუპველობა და პირველად და ჯერჯერობით ერთადერთმა ქვეყანამ, ისტორიის გაყალბება ექსტრემისტული საქმიანობის ჩამონათვალში შეიტანა, აქედან გამომდინარე სამართლებრივ-პოლიტიკური შედეგებით გამყალბებელთა მიმართ.

რა მიზანს ემსახურება დღეს ისტორიული ფაქტების გაყალბების მცდელობა, რა საფრთხეებს უქმნის ეს პროცესი საქართველოს და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას თუნდაც საკანონმდებლო დონეზე ამ ყველაფრის აღსაკვეთად, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება გენერალლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი:

_ მიზანიც და მოსალოდნელი შედეგებიც, თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს არის ცრუ წარმოდგენების შექმნა გარკვეულ ისტორიულ მოვლენებზე, ადამიანების დამუშავება იდეოლოგიურ დონეზე და შემდეგ ამ დამუშავებულ საზოგადოებაში პოლიტიკური მიზნებიც იოლად მიიღწევა. ეს ძველი აპრობირებული მეთოდებია, რომლებიც საქართველოს არაერთხელ გამოუცდია.

ახლა რა არის კონკრეტული მიზანი, როცა, ვთქვათ, გვეუბნებიან, რომ რომელიღაც გეოპოლიტიკური პოლუსისკენ ან ღირებულებითი სისტემისკენ სწრაფვა ჩვენი “ისტორიული არჩევანია” და სხვა ყველაფერი არის ბნელი საბჭოთა წარსულის გადმონაშთი. გავიხსენოთ, იოზეფ გებელსი რას ამბობდა ისტორიაზე, როცა ფაშისტური გერმანია, ფაქტობრივად, შეუჩერებელ ძალად იქცა და წარმოუდგენელი მასშტაბების ექსპანსიისთვის ემზადებოდა: “გაუყალბეთ ერს ისტორია და მისგან არაფერი დარჩება”. ანუ რაზეა საუბარი: ხალხს სხვადასხვა პროპაგანდით, ირიბი გზებითა და საშუალებებით უნდა შეექმნას წარმოდგენა, რომ მას, პრაქტიკულად, ისტორია არ აქვს; არ ჰყავს დამსახურებული ხალხი მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სამხედრო სფეროში; არ ჰყავს გმირები, არ აქვს ტრადიციები, კულტურა და .. რაც აქვს, უნდა დაარწმუნო, რომ, უბრალოდ, სამარცხვინოა, იმიტომ, რომ 21- საუკუნეა და რაღა დროს ესსიბნელეა…” აი, ეს არის ის აპრობირებული მეთოდი, რომელიც ემსახურება ამა თუ იმ ერის გაქრობას. სხვათა შორის, კაცობრიობის ისტორიამ იცის არაერთი ცივილიზაცია, არაერთი მრავალრიცხოვანი ერი, მაგალითად, ლათინები, შუმერები და სხვანი, რომლებიც დღეს აღარ არსებობენ…

_ ისტორიული ფაქტების გაყალბება და ამ გზით ცრუ წარმოდგენების შექმნის მცდელობა ქვეყნის წარსულზე განსაკუთრებით გამძაფრდა სააკაშვილის პერიოდში. ეს გარედან იყო ნაკარნახევი თუ პოლიტიკური ელიტის მიზანს წარმოადგენდა?

_ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პრაქტიკულად, არც ერთ ხელისუფლებას, ერთის გარდა, არ ჰქონია მიზანი და ამოცანა, რომელიც გარედან არ იყო განსაზღვრული. ეს ის რეალობაა, რომელიც არ იცვლება.

რაც შეეხება ისტორიის ფალსიფიკაციის კონკრეტულ მცდელობებს, ეს პროცესი განსაკუთრებით მძაფრად წარიმართა სააკაშვილის პერიოდში, როცა დაიწყო ღია პროპაგანდა, რომ “ვარდების რევოლუციამდე” საქართველო, როგორც შემდგარი სახელმწიფო, არ არსებობდა. გაივლო წყალგამყოფი “ბნელ საბჭოთა წარსულსა” და “ნათელ, ცივილიზებულ დასავლეთს” შორის, რომელიც გახდა სახელმწიფო პოლიტიკის ამოსავალი წერტილი. ამას ემსახურებოდა, მაგალითად, ის, რომ ძველი თაობის ინტელიგენციაჩაირეცხა”, საბჭოთა განათლება უვარგისად გამოცხადდა, შეითხზა უამრავი სიცრუე სამამულო ომზესხვათა შორის, იყო ასეთი ინგლისელი ბრიგადის გენერალი სერ გარი ჯონსი, ლოთი და ასევე გენერალი ფონ დაცე _ გერმანელი, რომლებმაც ედუარდ შევარდნაძეს დაუწერეს მოხსენება, როგორი უნდა ყოფილიყო ქართული ჯარი. იცით, რა ეწერა? ყველა სამხედრო მაღალჩინოსანი, რომლებსაც ჰქონდათ საბჭოთა განათლება, უნდა გათავისუფლებულიყვნენ შეიარაღებული ძალებიდან. ამ დროს ყველას საბჭოთა განათლება ჰქონდა. მერე რაც მოხდა, ყველამ ვიცით _ 1998 წელს მასობრივად გაუშვეს კადრის ოფიცრები და მოიყვანეს სამოქალაქო პირები.

_ ეს ყველაფერი როგორ აისახა უწყების მუშაობაზე?

_ კატასტროფულად. დღეს, მაგალითად, გენერალურ შტაბში არც ერთი ოფიცერი არ არის. არადა, ძალიან ნიჭიერი ოფიცრები ჰყავს ქვეყანას. ამას ჰქვია მავნებლური პოლიტიკა, რომლის ყველაზე სახიფათო გამოვლინებაა ისტორიის ფალსიფიცირება. ახლა სამამულო ომზე და მის მიმართ არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე მინდა, მოკლედ ვთქვა. მიდის დავა, 8 და 9 მაისს აღინიშნებოდეს ფაშიზმზე გამარჯვება, მხოლოდ 9 მაისს თუ, საერთოდ, არ აღინიშნოს. არადა, ჩვენ ვიცით, რომ საბჭოთა კავშირში ორ დღეს აღნიშნავდნენ. ამასთანავე, აყალბებენ ფაქტებს, კონკრეტულ მოვლენებს, ცდილობენ ამ ომში ქართველების დამსახურების გაუფასურებას. წარმოიდგინეთ, ვიღაცები, ვისაც წარმოდგენა არ აქვს საომარ მოქმედებებზე, აცხადებენ: საბჭოთა კავშირის როლი ფაშიზმის დამარცხებაში გაზვიადებულია, ჰიტლერს მთელი ევროპა ებრძოდაო. არადა, ჰიტლერის განკარგულებაში იყო თითქმის მთელი ევროპის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, რესურსები, ეკონომიკა და პლუს ცოცხალი ძალა, რომელიც საბჭოთა კავშირს ებრძოდა. აი, ეს არის სიმართლე, რომელიც მათ კარგად იციან, მაგრამ ეს ყველაფერი არის ისტორიის მიზანმიმართული ფალსიფიკაცია.

საქართველოს ყოველი მეორე მამაკაცი გაწვეული იყო ფრონტზე და მათგან ყოველი მეორე დაიღუპა, ეს ხომ ოფიციალური სტატისტიკაა… 168 გმირი ჰყავდა ქვეყანას. საუბარია სამამულო ომის გმირებზე და წარმოიდგინეთ, ამ ადამიანების ფოტოებიც არ არის დღეს სამხედრო აკადემიაში გამოკრული.

_ ისტორიის ფალსიფიცირების მცდელობები ახდენს რამე გავლენას საზოგადოებაზე?

_ საბედნიეროდ, არის რაღაც ნაწილი საზოგადოების, და მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ ბევრია ასეთი, რომელსაც აქვს ობიექტური ცოდნა წარსულზე, მაგრამ ყველაფერი წარმავალია. აღარ იქნება ის ხალხი, შემდეგ თაობას უკვე შეასწავლიან გაყალბებულ ისტორიას, რომელიც რეალურად არის პოლიტიკური ინსტრუმენტი ვიღაცის ხელში და ყველამ ვიცით, ვის ხელშიც… შედეგად მივიღებთ ახალგაზრდებს, რომლებსაც ეცოდინებათ, რომ, მაგალითად, 700 ათასამდე ქართველი, რომელიც ფაშიზმის წინააღმდეგ თავგანწირვით იბრძოდა, დიდ სამამულო ომში ბოროტების წინააღმდეგ კი არა, “ბოროტების იმპერიისდღეგრძელობისა და ძლიერებისთვის იკლავდა თავს; მივიღებთ თაობას, რომელსაც ეცოდინება, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ტრადიციულ ქართულ კულტურას ათასწლეულების მიღმა კი არ აქვს ფესვები გადგმული, არამედ ჩვენი ისტორია საბჭოთა კავშირის დაშლიდან და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ დაუოკებელი სწრაფვიდან იწყება. აი, ეს არის მიზანიც, გეგმაც და ამოცანაც, რომ, როგორც გებელსი ამბობდა, წარსულის გაუფასურებით გაგვაქრონ. სურთ, ჩვენგან, როგორც უძველესი თვითმყოფადი ერისგან, არ დარჩეს არაფერი, არ დარჩეს კულტურული იდენტობის ნიშანწყალი, რომელიც გაგვახსენებს წარსულს და სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვან გზას…

_ რა უნდა დაუპირისპიროს საზოგადოებამ ამ პროცესს?

_ ერთადერთი მძლავრი იარაღი ამ მეტად საშიში და სახიფათო პროცესის საწინააღმდეგოდ შეიძლება აღმოჩნდეს მტკიცე ეროვნული იდეა, რომელიც ყველა პოლიტიკურ ჯგუფსა და ამოცანაზე მაღლა დადგება. მაგრამ, სანამ საქართველო არის რომელიმე გეოპოლიტიკური ცენტრის ინსტრუმენტი სხვა გეოპოლიტიკურ ცენტრთან დასაპირისპირებლად, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს, რა თქმა უნდა, ეს პროცესი განუხრელად გაგრძელდება. აი, ამიტომ არის აუცილებელი დღევანდელ ვითარებაში, რომ საზოგადოებამ ნებისმიერი რისკის ფასად შეძლოს ძირეული იდეოლოგიური გარდაქმნები. საქართველო გახდება წარსულდაკარგული, ფესვმორღვეული ქვეყანა, რომელსაცდემოკრატიული დასავლეთისაკუთარი სტრატეგიული ინტერესების შესაბამისად შეუქმნის ისტორიას. მერე ამას დაარქმევენ ქვეყნის დაბრუნებას ბუნებრივ ოჯახში და გვეტყვიან, რომისტორიული არჩევანიშესრულდა. ვერ სრულდება და ვერც ვერასდროს შესრულდება, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე მთელი ეს პროცესები, აგებულია სიცრუეზე. მათ ხელში ქვეყანა განწირულია შეუქცევადი რეგრესისთვის, რომელიც ბოლოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვითა და გაქრობით დასრულდება

_ ამ დღეებში რუსეთის ფედერაციამ მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ისტორიის გაყალბების ნებისმიერი მცდელობა, მათ შორის სხვა სახელმწიფოს მიერ, გამოცხადებულია ექსტრემიზმად და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას ითვალისწინებს. რა ცვლილებებს გამოიწვევს ეს ყეფერ რუსეთსაქართველოს ურთიერთობებში? ხომ არ ფიქრობთ, რომ იმ პირობებში, როცა ჩვენი ისტორია და განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდის ისტორია, თავდაყირაა დაყენებული, კიდევ უფრო შეიძლება გამწვავდეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კონფრონტაცია?

_ რუსეთს, უკვე დიდი ხანია, გაცხადებული აქვს და ეს, რა თქმა უნდა, არის ტიპური სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ნიმუში, რომ მისთვის პრიორიტეტია საკუთარი კონსტიტუცია. ეს ნიშნავს, რომ, თუკი მასთან რამე ფორმით წინააღმდეგობაში მოვა რომელიმე საერთაშორისო შეთანხმება ან სამართლებრივი ნორმა, უპირატესობა მიენიჭება ქვეყნის კონსტიტუციას.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება, აისახოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილება, მინდა, გაგახსენოთ, რა რეაქცია მოჰყვა მოსკოვიდან, როცა ჩეხეთში დემონსტრაციულად აიღეს საბჭოთა მარშლის, ივან კონევის, ძეგლი, რომელმაც თავის დროზე პრაღა გაათავისუფლა. ჩეხეთში რუსეთის საელჩომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ამ ქმედებას შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დატოვებენ… ასევე მინდა, გაგახსენოთ პოლონეთში, ბალტიისპირეთში უცნობი ჯარისკაცის მემორიალების დემონტაჟი, რომელსაც უმწვავესი რეაქცია მოჰყვა. რუსეთის მიერ მიღებული კანონი მე არ მინახავს, მაგრამ თავისთავად ის, რომ ისტორიის გაყალბების მცდელობა ექსტრემიზმთანაა გაიგივებული, უკვე ცხადყოფს, რა მკაცრი და შეუვალი შეიძლება იყოს კრემლის რეაქცია ნებისმიერ მსგავს გამოვლინებაზე. ახლა ვიღაც იტყვის, მეტი რაღა უნდა მოხდეს, ტერიტორიების ერთი-მესამედი დაკარგული გვაქვსო. ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოში არის რამდენიმე რთული რეგიონი, რომლებშიც რუსეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვამ, შესაძლოა, ძალიან ცუდი პროცესების პროვოცირება მოახდინოს. როგორ და რანაირად, აღარ დავაკონკრეტებ, მაგრამ რაზეც ვსაუბრობ, ყველამ ვიცით, თუმცა სამწუხარო ის არის, რომ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ვინცაა, სხვა სამყაროშია. ხელისუფლებას ვგულისხმობ, მასთან ერთად ოპოზიციურ სპექტრს, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას და შექმნილ ვითარებას ვერ აღიქვამს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here