მთავარი პოლიტიკა გურამ ნიკოლაიშვილი: მართლა სჯერა ხელისუფლებაში ვინმეს, რომ მათთვის ეს პოლიტიკურად მომგებიანია?!

გურამ ნიკოლაიშვილი: მართლა სჯერა ხელისუფლებაში ვინმეს, რომ მათთვის ეს პოლიტიკურად მომგებიანია?!

1023
გააზიარეთ
გურამ ნიკოლაიშვილი

საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა და განსაკუთრებით დაპირება ნატოს სრულუფლებიან წევრობაზე ჩვეულებრივი ზღაპარი რომ არის, რომელსაც განხორციელება არასოდეს უწერია, წინა კვირას კიდევ ერთი დასავლელი მძიმეწონიანი პოლიტიკური თაღლითისა და ცინიკოსის კომიკური განცხადებით დადასტურდა.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და შუა აზიაში _ ჯეიმს აპატურაიმ ქართულ მედიასთან ალიანსის გაფართოებაზე ისაუბრა და ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ ყოყმანობს ზოგიერთი სახელმწიფო საქართველოსთვის მაპის მინიჭების მხარდაჭერის საკითხზე, მოკლედ უპასუხა: “ამის უკან კეთილი სურვილი დგას”. ლოგიკა, რომელსაც მისი ეს განცხადება ეყრდნობოდა, იმაში მდგომარეობს, რომ თურმე საქართველოსთვის მაპის მინიჭება რუსეთის მხრიდან აგრესიის საფრთხეს გაზრდის, მაპი კი ამ დროს უსაფრთხოების გარანტიებს ვერ იძლევა და ქვეყანა, შესაძლოა, დაუცველი აღმოჩნდეს. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი უსაფრთხოების დაცვისგან თავის შეკავება ჩვენივე უსაფრთხოების დაცვის მოტივით ყოფილა განპირობებული, ხოლო ნატოს ღია და ლამის ჩამოხსნილჩამოგლეჯილი კარი, რომელშიც ამ ხნის განმავლობაში ვერ შევეტიეთ, დღეს, როგორც არასდროს, ფართოდ ყოფილა გაღებული

შეგახსენებთ, რომ საქართველოსმეოცნებეხელისუფლება, მიუხედავად დასავლელი ლიდერების ბოლოდროინდელი განცხადებებისა ალიანსის გაფართოების უპერსპექტივობაზე, ისევ ევროატლანტიკური კურსის ერთგული რჩება და დეკლარირებულ პრონატოურ პოლიტიკაში მცირე კორექტივების შეტანასაც არ ცდილობს. პირიქით, აღნიშნული პოლიტიკის განუხრელად გაგრძელებით იგი მოსახლეობას ისევ ილუზიაში ტოვებს და ქვეყნის განვითარების ერთადერთ პირობად სწორედ ნატოსა და ევროკავშირს უსახავს.

რას ნიშნავს ნატოს წარმომადგენლის განცხადება, რომ მაპის მინიჭებისგან თავის შეკავება ჩვენსავე სასიკეთოდ კეთდება და რეალურად რაში გამოიხატება დასავლეთის ზრუნვა საქართველოს უსაფრთხოებაზე _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება გენერალლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.

_ ბატონო გურამ, ჯეიმს აპატურაის თუ დავუჯერებთ, მაპზე და ნატოში მიღებაზე უარს იმიტომ გვეუბნებიან, რომ ჩვენთვის სიკეთე უნდათ

_ არ ვიცი, ჩვენთვის რა უნდათ, მაგრამ ნატოში არ თუ ვერ მიღების მიზეზი არახალია, ჩვენ გამო აუტკივარ თავს არავინ აიტკიებს.

რაც შეეხება აპატურაის განცხადებას, დიახ, ის მართალია, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შექმნის იმის თუნდაც მცირე პერსპექტივას, რომ საქართველო ნატოს დაუახლოვდეს, ჩვენთვის რისკს შეიცავს. რა რისკს, მგონი, ყველასთვის გასაგებია და ამას დიდი ანალიზი არ სჭირდება. რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყოველგვარი მიკიბვმოკიბვისა და ზედმეტი დიპლომატიური კეკლუცობის გარეშე არაერთხელ განაცხადეს, რომ ნატოს მიახლოება მათ საზღვრებთან არ დარჩება რეაგირების გარეშე. ახლა რამდენიც უნდა იძახონ, რომ ეს რუსეთის საწინააღმდეგოდ არ კეთდება და ყველა სახელმწიფო თვითონ წყვეტს, სად შევიდეს, კრემლში ეს ყველაფერი აღქმულია საფრთხედ და მორჩა. ისე, ძალიან მაინტერესებს: თუ ალიანსის მკაფიო შეფასებაა ის, რომ მაპი, რომელზეც ნერწყვი მოსდის დღევანდელ ხელისუფლებას, ისევე, როგორც მის წინამორბედს, არათუ ვერ უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას, პირიქით _ ერთიორად გაზრდის საფრთხეებს, ვინაიდან შეიძლება რუსეთი გააღიზიანოს, რატომ გვეუბნებიან, რომ ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი დაცვა; რომ, ამას თუ მივიღებთ, თავი ქუდში გვაქვს და ..?! მართლა სჯერა ხელისუფლებაში ვინმეს, რომ მათთვის ეს პოლიტიკურად მომგებიანია?!

_ იქნებ გარკვეულწილად არის კიდეც.

_ რანაირად? ერთია, რომ გამოვა ამერიკიდან ან ევროპიდან ოფიციალური შეხვედრების შემდეგ დაბრუნებული პრემიერი ან საგარეო საქმეთა მინისტრი და წინასაარჩევნოდ იტყვის: აი, ახლა რაღაცას მოვაწერეთ ხელი და ერთი ნაბიჯი რჩება წევრობამდეო, მაგრამ ამის შემდეგ თვითონ ალიანსის წარმომადგენლისგან და თანაც საკმაოდ გავლენიანი წარმომადგენლისგან რომ მოვისმენ სიმართლეს, რაც ისედაც არ არის არავისთვის სიახლე, დავიჯერებ ამათ დაპირებებს? ან რომელ დაცვაზე და ბაზების განლაგებაზეა აქ ლაპარაკი, როცა ნატო ბალტიისპირეთშიც კი ვერ ათავსებს წესიერად თავის ძალებს?! საერთოდ, როცა უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ: რუსეთი დასავლეთისგან არა მხოლოდ სამხედრო ბლოკის გაფართოებას აღიქვამს საფრთხედ, არამედ ენერგორესურსების ალტერნატიული გზების ძიებასაც. ანუ, როგორც მაპის მინიჭებაზე საუბარია კრემლისთვის გამაღიზიანებელი, ასეა ნავთობის, ბუნებრივი აირისა და სხვა ენერგომატარებლების ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით მოხვედრის მცდელობაც. ასე რომ, ჩვენ რაღაც ერთი კონკრეტული მიმართულებით არ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. რუსეთი ვიღაცას წარმოუდგენია თავდაცვის პოზიციაში მდგომ დამარცხებულ მონსტრად, რომელიც სისხლისგან იცლება და მისი დაცემა მხოლოდ დროის საკითხია, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. რუსეთს დღეს საკმარისზე მეტი ძალა და რესურსი აქვს იმისთვის, რომ თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესები დაიცვას და ვერც ნატო, ვერც ცალკე აღებული რომელიმე დიდი სახელმწიფო ამ ინტერესების ხელყოფას იოლად ვერ გარისკავს.

აქვე მინდა გაგახსენოთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ერთი განცხადება, რომელის სწორედ ნატოსა და მის წევრ სახელმწიფოებს ეხებოდა. მან თქვა, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო ბალტიისპირეთის მიღება ალიანსში. ანუ რა გამოდის: თუ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, რომლებიც გეოპოლიტიკურად და კულტურულად ჩვენზე გაცილებით ახლოს არიან მათ ღირებულებებთან, მძიმე ტვირთია ნატოსთვის, საქართველო შეიძლება მათთვის მეტად საინტერესო იყოს?! სხვათა შორის, ტრამპს ასევე ჰკითხეს სანქციებზე თურქეთის წინააღმდეგ: რას ფიქრობთ, ამ სანქციების შედეგად ჩვენი მოკავშირეებიც რომ ზარალდებიანო? მან მოკლედ უპასუხა: “არ მაინტერესებს”…

_ გასაგებია, რომ ნატოს და მთლიანად დასავლეთს ხელები აქვს ჩვენზე დაბანილი _ რუსეთს არავინ დაუპირისპირდება ჩვენ გამორა შეიძლება იყოს ამ პირობებში ჩვენი უსაფრთხოების გარანტი?

_ უსაფრთხოება, პირველ რიგში, არის სწორი, ადეკვატური საგარეო პოლიტიკა და ჯარი, მაგრამ, დღეს რაც ჰყავს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახით, ჯარს ვერ დაარქმევ. ჩვენ, ფაქტობრივად, ყველა კომპონენტში დაუცველი ვართ, მაგრამ იმ მიდგომისა და პოლიტიკის პირობებში, რომელიც, წლებია, ქვეყანაში არსებობს, ეს, ალბათ, გასაკვირი არც არის…

ლევან იზორია

_ რას გულისხმობთ?

_ 175 მილიონი ლარი იხარჯება აისაფის მისიაში 1200 ქართველი ჯარისკაცის გასაგზავნად. ამ დროს არ გვყავს საზღვაო და საჰაერო ძალები და დარჩენილი ვართ “ჯაველინების” ამარა. ვისაც სამხედრო განათლება და გამოცდილება აქვს, კარგად იცის, რომ “ჯაველინი” არ არის ის იარაღი, რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს ქვეყნის თავდაცვა. ეს ერთი. მეორე: ვინ ხელმძღვანელობს დღეს თავდაცვის სისტემას? სწორი საკადრო პოლიტიკა გვაქვს? არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ეს იზორია გაგებაში არ არის, რა არის ჯარი, თავდაცვა, უსაფრთხოება. კი, შეიძლება, განათლებული კაცია, ნასწავლი, ჭკვიანი და გამოცდილი, მაგრამ ეს სფერო არ იცის; არადა, გადაწყვეტილებებს ისე იღებენ, გეგონება, ყველაფერი იციან. როგორ შეიძლება, ჯარი მართოს არასამხედრომ, გამოუცდელმა, თუმცა, ვინც მანამდე იყო და კიდევ მანამდე, მათ ეს სჯობს.

_ თინა ხიდაშელს გულისხმობთ?

_ რა თქმა უნდა. მისი მინისტრობის პერიოდში თავდაყირა დადგა ყველაფერი. იცით, რამდენი ოფიცერი დაითხოვეს? მერე გამოდიან და _ ნატოს გენერლებმა რეფორმები შეგვიქესო. გჯერათ, რომ ის, რაც დღეს ქართულ ჯარში ხდება, ნატოს გენერლებს მოსწონთ?

რაც შეეხება მინისტრის იმ განცხადებას, რომ თურმე ჩვენ უფრო ძლიერი უნდა გავხადოთ ტერიტორიული დაცვა, როგორ წარმოგიდგენიათ ეს, მაგალითად, ახალქალაქში, როცა კადრები არ ჰყავთ, ოფიცრები დაითხოვეს, ჯარის შეიარაღება შეამცირეს და თავდაცვა უნდა გააძლიერონ? კომიკური მდგომარეობაა. ერთი მათ თავებში ჩამახედა

_ ალბათ, დასავლეთთან ინტეგრაციის გზით.

_ კი მაგრამ, იქიდან რომ არ გპირდებიან არაფერს?! გამოდის აპატურაი, ნატოს წარმომადგენელი ამ რეგიონში, და გასაგებად გეუბნება: “ვერ მოგანიჭებ მაპს, იმიტომ, რომ ამან შეიძლება რუსეთი გააღიზიანოს და მე მისგან ვერ დაგიცავ”. რის იმედი გაქვს? ჯარი არ გყავს, შეიარაღება არ გაქვს, პოლიტიკურად ხომ საერთოდ მოწყვეტილი ხარ რეალობას, სამი დაჟანგული ტანკით გინდა, დაიცვა ქვეყანა?! იცით, რა მგონია? ესენი ხელოვნურად ქმნიან ილუზიას, რომ დასავლეთში ვიღაცას მოსწონს. ამ დროს დასავლეთს მოსწონს ის, რომ საქართველო სამშვიდობო ოპერაციებისთვის გამოყოფს 1200 კაცს და 175 მილიონ ლარს ბიუჯეტიდან, ანუ სამხედრო ბიუჯეტის 27 პროცენტს (სულ ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი დღეს არის 680 მილიონი ლარი). ასე რომ, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ინდულგენცია, რომელიც სჭირდება მთავრობას, რათა დასავლეთმა ესენი ცნოს. დადის მერე იზორია შეხვედრებზე თავაწეული და აცხადებს: აი, იმან შემაქოოშენ რომ შეგაქო, ჩვენ რა? ქვეყანამ რა მიიღო? გეგონება, თავის ჯიბიდან ამოიღო ეს 175 მილიონი ლარი…

_ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირა რჩება. კანდიდატებიდან რომელიმე თუ გაძლევთ იმედს, რომ რამე შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს? მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ თავდაცვის მიმართულება, მთლიანად სახელმწიფოებრივი მიდგომა.

_ დღევანდელ ვითარებაში პრეზიდენტი ვერაფერს შეცვლის, იმიტომ, რომ კონსტიტუციაში სრული ქაოსია, ანუ ვინ მართავს, ვის რა უფლებები აქვს, დღემდე გაუგებარია და, სანამ ეს არ დალაგდება, არაფრის მოლოდინი არ მაქვს. რაც შეეხება ისევ თავდაცვას, დღეს საქართველოში ვერც ერთ უწყებაში, ვერც ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე სამხედროს ვერ ნახავთ. მეტსაც გეტყვით, დავით თევზაძის შემდეგ თავდაცვის არც ერთი მინისტრი არ ყოფილა სამხედრო პირი. ამ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა პრეზიდენტი გვერდით იყენებდა სწორედ სამხედროებს. ის კი არა, 45 პრეზიდენტიდან 22 სამხედრო პირი იყო. აი, ეს არის ის, რაც ცხადყოფს და ყველასთვის ნათელს ჰფენს ამათ მიდგომას, პოლიტიკას მთლიანობაში, ხოლო მათ განცხადებებს უსაფრთხოებაზე, უბრალოდ, კომიკურს ხდის…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here