მთავარი პოლიტიკა გურამ ნიკოლაიშვილი: თუკი რუსეთ-საქართველოს შორის ახლო მომავალში კიდევ უფრო გართულდება მდგომარეობა, ეს...

გურამ ნიკოლაიშვილი: თუკი რუსეთ-საქართველოს შორის ახლო მომავალში კიდევ უფრო გართულდება მდგომარეობა, ეს იქნება გარედან ინსპირირებული

რას ნიშნავდა კარასინის განცხადება შესაძლო მოულოდნელ უსიამოვნებებზე?!

4084
გააზიარეთ
გურამ ნიკოლაიშვილი

რამდენიმე დღის წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე გრიგორი კარასინმა რადიოკომერსანტთანინტერვიუში რუსულქართულ ურთიერთობებზე ვრცლად ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბოლო დროს ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან მოსკოვის მისამართით მკვეთრი განცხადებები გახშირდა. იმ დროს, როცა ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა ისედაც დაძაბულია, მსგავსი განცხადებები ურთიერთობების სრულად აღდგენას კიდევ უფრო ართულებსო.

იმავე ინტერვიუში მან ყურადღება გაამახვილა ნატოს გაფართოებაზეც და დასძინა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება რეგიონს საფრთხეს უქმნის: “თბილისი უნდა ჩამოყალიბდეს _ ან აირჩიოს სამხრეთ კავკასიაში კეთილგანწყობის ატმოსფეროს შექმნა, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი. ამის შესრულება ერთდროულად რთულია და შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს”… რუსი დიპლომატის ამ ინტერვიუს მოგვიანებით შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც, ცხადია, ერთი ძირითადი აქცენტითა და რიტორიკით, რომ რუსეთს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, წინსვლა და განვითარება აღიზიანებს; ითქვა ისიც, რომ დიპლომატის ეს განცხადება რეალურად კრემლის მესვეურის მუქარაა, თუმცა კარასინმა ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურმა მისწრაფებამ მოულოდნელი უსიამოვნებები ორივე სახელმწიფოს შეიძლება შეუქმნას…

რას ნიშნავს რეალურად საქართველოსთვის ეს განცხადება და რა მოულოდნელ უსიამოვნებებზე მიგვანიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება გენერალლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.

_ ბატონო გურამ, გრიგორი კარასინის ამასწინანდელმა განცხადებამ, რომ საქართველოს ევროატლანტიკურმა მისწრაფებამ, შესაძლოა, მოულოდნელი უსიამოვნებები შექმნას როგორც თბილისისთვის, ისე მოსკოვისთვის, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. ზოგმა დიპლომატიურ მუქარად შეაფასა ეს განცხადება, ზოგმა _ სამხედრო ესკალაციაზე მინიშნებადრა გზავნილი მიიღო ამით რეალურად საქართველომ?

_ ჯერ, მოდი, მთავარზე ვისაუბროთ. არც ისე დიდი ხნის წინათ ამერიკის დელეგაცია თბილისში ჩამოვიდა და ხელი მოეწერა დოკუმენტს სააეროდრომო ტექნიკური მომსახურების შესახებ, რომლის ფარგლებშიც აქ უნდა აშენდეს ახალი აეროდრომი. ხარჯებს, რა თქმა უნდა, გაიღებენ ამერიკელები. ასე რომ, საკმაოდ დიდი და მსხვილმასშტაბიანი პროექტია. გარდა ამისა, უკვე დიდი ხანია, შექმნილია საწვრთნელი ბაზა და მალე სწავლებებიც დაიწყება. მოკლედ, უზარმაზარი თანხები გამოიყო შეერთებული შტატებიდან იმისთვის, რომ აქ სამხედრო ინფრასტრუქტურა აშენდეს. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: რეალურად რისთვის გამოიყო ეს თანხები _ იმისთვის, რომ საქართველოს უსაფრთხოება სათანადოდ იყოს დაცული თუ იმისთვის, რომ ვაშინგტონის სტრატეგიულ გეგმას, საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან არც ისე ახლოს მყოფს, ასე სჭირდება?

_ თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ ვფიქრობ, დიდი ანალიზი არ ჭირდება იმის მიხვედრას, რომ ამხელა თანხას მხოლოდ შენი უსაფრთხოებისა და ინტერესებისთვის არავინ დაგახარჯავს. ეს ერთი.

და მეორე _ ბოლო პერიოდში ამერიკისა და ისრაელის მხრიდან გახშირდა მუქარის შემცველი განცხადებები ირანის მიმართ, რაც მის ბირთვულ პროგრამასა და სწავლებებს უკავშირდება. ფაქტობრივად, კეთდება მინიშნებები იმის თაობაზე, რომ ომი გარდაუვალია და დასავლურ მედიაში ამაზე უკვე დაუფარავად საუბრობენ. სხვათა შორის, რუსული პრესაც ამას წერს. ახლა რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი: ერთ-ერთი ვერსიით, აშშ უნდა თავისი შეიარაღებული ძალების შეყვანა კასპიის ზღვაში, რათა რუსეთის ირგვლივ შექმნას .. სამხედრო რგოლი, თუმცა, მოგეხსენებათ, კასპიის ქვეყნებს რუსეთის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით უკვე გაფორმებული აქვთ შეთანხმება, რომლის ძალითაც იქ მათი თანხმობის გარეშე ვერავინ შევა. ეს პროცესები, რომლებიც რუსეთის გაღიზიანებას იწვევს და ჩვენ მერე ვშფოთავთ, რა იგულისხმა კარასინმა ან სხვა რომელიმე რუსმა მაღალჩინოსანმა შესაძლო მოულოდნელ უსიამოვნებებში, პირდაპირ ემუქრება რუსეთის სტრატეგიულ უსაფრთხოებას. შესაბამისად, გვესმის განცხადებები კრემლიდან, რომ ნებისმიერი მცდელობა გამოიწვევს შესაბამის ქმედებებს და მათი პოზიციიდან ეს ლოგიკურია. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, იყო განცხადებები იმის თაობაზეც, რომ რუსეთისთვის ეს პროექტი გამაღიზიანებელია. ობიექტურად შევხედოთ ამ ყველაფერს: ყველამ ვიცით და რუსეთის ხელმძღვანელობას, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ანაკლიის პორტის მთავარი ამოცანა იქნება ნატოს დიდი სამხედრო გემების შემოყვანა. აი ეს არის მათთვის, უპირველესად, საფრთხის შემცველი და აქედან მოდის განცხადებები, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი ატმოსფეროს დარღვევას უკავშირდება. ჩვენს ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს ერთი რამ: როდესაც რუსეთი თავისი უსაფრთხოების დაუცველობაზე საუბრობს, ეს მხოლოდ შეშფოთება არ არის. ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი ქმედებები და ამ ქმედებებს, როგორც წესი, ჩვენისთანა მცირე ზომის ქვეყნებისთვის კარგი შედეგები არ მოაქვს

_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ თუ საბრძოლო მოქმედებები დაიწყება და ნატო შემოვა ამიერკავკასიაში, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის მხოლოდ საქართველოში შემოვა. აქ საუბარია ძალიან დიდი ძალების დაპირისპირებაზე, თუნდაც ირანის სახით ან სირიისა და ა.შ. სხვათა შორის, ირანის სარაკეტო სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა დღეს აღმოსავლეთში _ 2000 კილომეტრზე შეუძლია დარტყმა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ 3000-მდე ტანკი ჰყავთ, 900-ათასიანი ჯარი, 1200-მდე თვითმფრინავი, არტილერია და ა.შ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ კონფლიქტი, რომელიც იდეოლოგიურად და არა მხოლოდ იდეოლოგიურად დაპირისპირებულ ორ გეოპოლიტიკურ ბანაკს შორის შეიძლება მოხდეს, სერიოზულ რყევებს გამოიწვევს ჩვენს რეგიონში. და, თუ ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკა არ იქნება კონკრეტულ გამოწვევებს ადეკვატურად მორგებული, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენ შეიძლება დავზარალდეთ, თუმცა, სიმართლე გითხრათ, არ მაქვს დიდი იმედი, რომ ჩვენი ხელისუფლება სწორად აფასებს მოვლენებს. ამისთვის არც საკმარისი კვალიფიკაცია აქვს და არც ნება; სამხედრო მიმართულებაზე ხომ, საერთოდ, ზედმეტია ლაპარაკი, იმიტომ, რომ დღეს, ფაქტობრივად, საქართველოს გენერალიტეტი არ ჰყავს. ვინც იყო და იცოდა საქმე, გაუშვეს, ხოლო თუ ვინმე დატოვეს, მათ საერთოდ არაფერს ეკითხებიან. რაც შეეხება ისევ კარასინის განცხადებას, რომელიც პროდასავლურმალიბერალურმაისტებლიშმენტმა შეაფასა, როგორც მუქარა, ვფიქრობ, ეს იყო ყოველგვარი ემოციების გარეშე, რეალურ ანალიზზე დამყარებული ობიექტური გზავნილი, რომ საქართველომ არ უნდა დაიკავოს იმ პოლიტიკური ვექტორის პოზიცია, რომელიც კავკასიის რეგიონში ორიენტირებულია ახალი დღის წესრიგის შექმნაზე. საუბარია ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელიც მუდმივად ცდილობს, კიდევ უფრო ღრმად შევიდეს რუსეთის გავლენის ისტორიულ სივრცეში და თვითონ გახდეს იქ პროცესების წარმმართველი. ვიღაცამ ეს მართლა მუქარად გაიგო და ვიღაცამ შეგნებულად გააკეთა არასწორი შეფასება, მთავარია, რეალურად რა ადგილს დავიკავებთ ამ პროცესებშიკიდევ ვიმეორებ: რეალურად მიზანი არის ერთი _ ნატოს ძალებმა შეძლონ კასპიის ზღვაზე გასვლა. ეს თუ მოახერხეს და ჩაიკეტა ირანი, ვენესუელის ნავთობს დაიყვანენ 20 დოლარამდე და მოხდება ის, რაც საბჭოთა კავშირს დაემართა 1980-იან წლებში, როცა ბარელი ნავთობის ფასი 13 დოლარამდე შემცირდააი, ამას ეწინააღმდეგება დღეს რუსეთი და ეს მისთვის სასიცოცხლო პროცესია. ჩვენ კი არც აქეთ ვართ, არც _ იქით და შუაში ვიჭყლიტებით არაფრისთვის. საქართველო იმ საფრთხეების საპირწონედ, რომელსაც პროდასავლურ ვექტორში ყოფნა და ამერიკის პოლიგონად გადაქცევა ჰქვია, არაფერს იღებს, გარდა ცრუ დაპირებისა ნატოში ოდესღაც მიღებაზე. საბედნიეროდ, უკვე ამ არც ისე კარგად შეთხზული ტყუილის სჯერა ვინმეს…

_ ხშირად ისმის პოლიტიკოსებისგან შეფასებები, რომ რუსეთმა საქართველოს ყველაფერი წაართვა, რაც სჭირდებოდა. რა ბერკეტები აქვს დღეს რეალურად ოფიციალურ მოსკოვს, გარდა ტერიტორიული მთლიანობის საკითხისა, რომ საქართველოზე ზემოქმედება მოახდინოს?

_ რუსეთს საქართველოსგან არაფერი სჭირდება, მას უნდა მხოლოდ ერთი რამ: მის უსაფრთოხებას ამ ტერიტორიიდან არ შეექმნას საფრთხე. ჩვენ, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ არ გავხდეთ ბრმა იარაღი და პლაცდარმი რუსეთის მტრებისთვის. რაც შეეხება განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ყველაფერი წაგვართვეს და მეტი რაღა უნდა დაგვიშავონ, მერწმუნეთ, თუ რუსეთსაქართველოს შორის ახლო მომავალში კიდევ უფრო გართულდება მდგომარეობა, ეს იქნება გარედან ინსპირირებული. შესაბამისად, ეს პროცესები პრობლემას შექმნის არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რუსეთისთვისაც და ზუსტად ეს ჰქონდა კარასინს მხედველობაში, როცა თქვა: ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვამ, შესაძლოა, მოულოდნელი უსიამოვნებები შექმნას ორივე ქვეყნისთვისო. თუ პროცესები ისე წავიდა, რომ აქ სერიოზული სამხედრო ბირთვი ჩამოყალიბდა ამერიკელების, მერე ნახავთ, რა შეუძლია და რა ბერკეტები აქვს რუსეთს რეალურად

_ მაინც რას უნდა ველოდოთ ასეთ შემთხვევაში და რა პოლიტიკა უნდა გაატაროს ჩვენმა ხელისუფლებამ, ამ დაპირისპირების ეპიცენტრად რომ არ ვიქცეთ?

_ რას უნდა ველოდოთ და სრულად დაიკავებს ტერიტორიას. ისე, გამკვირვებია ამ ხელისუფლების წარმომადგენლების, რომლებიც ასე თამამად საუბრობენ კრემლზე. გეგონება, რუსეთმა მსოფლიო ომი წააგო და ისღა დარჩა, საოკუპაციო ზონებად დაიყოს. ახლა რა უნდა გაკეთდეს, რომ დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების არეალად არ ვიქცეთ: პირველ რიგში, საჭიროა კონსტრუქციული დიალოგი ჩრდილოელ მეზობელთან და მოლაპარაკებები. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნება მის წინააღმდეგ გამოყენებული. ოღონდ ეს დარწმუნება არ უნდა იყოს ისეთი ფორმალური, როგორც დღესაა, და ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების პარალელურად აქ ამერიკა ბაზებს არ უნდა აშენებდეს. სხვა დანარჩენი, ევროკავშირსა და დემოკრატიაზე საუბარი, მათთვის არც არასდროს ყოფილა პრობლემა.

მოკლედ, ძალიან რთული და ჩვენთვის სახიფათო პროცესების ზღვარზე ვართ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ამთავითვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში კარგის მოლოდინი არ მაქვს. საერთოდ, ოლიგარქების მართული ქვეყანა ყოველთვის დამოკიდებული იქნება ამ ოლიგარქების მდგომარეობაზე; ასე რომ, თუ მათ რამის დაკარგვის საფრთხე დაემუქრებათ, ჯერ ქვეყანას დაკარგავენ… ეს არის დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი უბედურება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

5 COMMENTS

  1. ……ბატონო გურამ, იმედია თქვენც ” რუსეთუმედ ” არ მოგნათლეს,…!!!,…მაგათ, რად უნდათ სიმართლე?!,….სიმართლე არ აწყობთ და 27 წელია, სწორედ მაგას ემსახურებიან,რომ სიმართლე არ გაშიშვლდეს, რამაც თითქმის , საქართველოს ნახევარი შეიწირა!,…..რა დღე ელოდებათ ერთი ეს მაინც იცოდნენ,.?!

    • ქალბატონო ნანა მოცემულობა ასეთია! შელამაზება და დეფერამბები აქ ადგილს გარეშეა!

    • ნანა რა დროულად გაუწოდე კალამი ბატონ გურამს!
      ალბად რამე იცის თორე ასე როგორ იტყოდა.
      კი გარედან თუ ჩაერევა ვინმე თორემ ჩვენ სახლებში გვივარდებიან რუსები დ ოსები კვირაში ერთხელ ხალხს გვიკლავენ და ხმის.ამომღები არ ვართ!
      გენიოსია ეს ადამიანი როგორ იცის ქართველების ხასიათი

  2. ნატოს ძალები არ იქნება გამოყენებული რუსეთის მიმართულებითო… მე არ მჯერა და პუტინი დაგიჯერებთ?

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here