მთავარი საზოგადოება გურამ ნიკოლაიშვილი: ეს კონსტიტუცია ორიენტირებულია დამარცხებაზე

გურამ ნიკოლაიშვილი: ეს კონსტიტუცია ორიენტირებულია დამარცხებაზე

1067
გააზიარეთ
გურამ ნიკოლაიშვილი

ნაცქოცურიპოლიტიკური ვაივიშისა და გაწევგამოწევის ფონზე დიდი ზარზეიმთ არჩეულმა რიგით მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პირველი, რაც არჩევნების შემდეგ გააკეთა (თუ გააკეთებინეს), იყო ის, რომდემოკრატიულდასავლეთს კოჭი გაუგორა და ინაუგურაციამდე ოთხი დღით ადრე თბილისში უთენია ჩამოსულ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაის ეახლა.

პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, პირველმა პირმა ალიანსის ქორს უპატაკა, რომ საქართველო აღებული კურსის ერთგული რჩება და საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებში არანაირი კორექტივები არ იქნებაშეხვედრის შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, მედიისთვის კომენტარებიც გაკეთდა, რა თქმა უნდა, სტანდარტული ფრაზებით და უკვე ყველასთვის ნაცნობი გზავნილებით, _ “მეტი ნატო საქართველოში” (ან გნებავთ, პირიქით). მოკლედ, მოლოდინი, რომ ახალი პრეზიდენტი პოლიტიკაში ახალ სუნთქვას შემოიტანდა და ქვეყანა მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ვექტორში არ იქნებოდა ჩაციკლული, ამაო გამოდგა. გაირკვა, რომ ცვლილება, რომელზედაც ბევრი რატომღაც დიდ იმედებს ამყარებდა, ამჯერადაც კოსმეტიკურია და რეალურად ამ ცვლილების მიღმაჯამი არ იცვლება”… რას შეცვლის რეალურად ახალი პრეზიდენტი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და რა ნაბიჯებს შეიძლება მისგან ველოდოთ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების თვალსაზრისით? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება გენერალლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.

_ ბატონო გურამ, წინასაარჩევნო პერიოდში იყო მოლოდინი, რომ, თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი გახდებოდა, მისი ერთერთი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება იქნებოდა. თუმცა დღეს ირკვევა, რომ ის ჯერ ბრიუსელში მიდის ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან შესახვედრად. რეალურად რა შეიცვალა ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით?

_ ჯერ მოდი, დავიწყოთ იმით, რომ ახალი კონსტიტუციით პირველი პირის უფლებები კიდევ უფრო შეზღუდულია, რაც ნიშნავს, რომ მას, ფაქტობრივად, ხელ-ფეხი აქვს შეკრული. გამომდინარე აქედან, საკითხავია, რამდენად სერიოზულად შეიძლება მივიღოთ მისი განცხადებები იმის თაობაზე, რომ გამოიყენებს თავის გამოცდილებას, დაიცავს უსაფრთხოებას და ა.შ. ახლა საგარეო პოლიტიკა ავიღოთ, ყველას აინტერესებს, იქნება თუ არა ცვლილებები. საერთოდ, ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცალკე აღებული რომელიმე სახელისუფლო შტო რამე მნიშვნელოვან ცვლილებას ვერ განახორციელებს. ეს უნდა ხდებოდეს კომპლექსურად. აქ იგულისხმება პარლამენტიც, მთავრობაც, პრემიერიც, როგორც მთავრობის მეთაური და ა.შ. ასე რომ, ცალკე აღებული, ვერც საკანონმდებლო ხელისუფლება, ვერც აღმასრულებელი და მით უმეტეს პრეზიდენტი ასეთი შეზღუდული უფლებებით რამე სერიოზული პოლიტიკური გარღვევების განმახორციელებელ სუბიექტად არ უნდა იყოს აღქმული. რაც შეეხება აპატურაის ვიზიტს, 25 წელია, ამ ადამიანს ვიცნობ და ვიცი, რას ნიშნავს მისი ესა თუ ის განცხადება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ის ვერაფერს ცვლის. უბრალოდ ჩვენ გვესმის საშინაო მოხმარებისთვის გაკეთებული განცხადებები, რომ ნატოს კარი ღიაა, მეტი ნატო საქართველოში, პარტნიორობა და უსაფრთხოება… რეალური დასკვნების გამოტანა კი ყოველთვის მოცემულობითაა შესაძლებელი. რა არის ჩვენი მოცემულობა? ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში მიუხედავად დაპირებებისა, თითქოს ღია კარის პოლიტიკისა ალიანსის მხრიდან, მას ვერც ერთი ნაბიჯით ვერ მივუახლოვდით. პირიქით, რაც უფრო ხშირად გვესმის დამაიმედებელი ფრაზები მაპზე ანკიდევ უფრო უკეთესზე”, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ არანაირი პერსპექტივა ამ მიმართულებით არ არსებობს.

_ პრეზიდენტს დავუბრუნდეთ, თუ ახალი კონსტიტუციის პირობებში მას არაფერი შეუძლია, როგორ ფიქრობთ, რატომ იყო მოლოდინი, რომ იგი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების კუთხით სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამდა?

_ ვერ გეტყვით, ეს, ალბათ, დიდწილად განპირობებული იყო მისი პოლიტიკური ოპონენტების მიერ წარმოებული ცრუ კამპანიით, რომ თურმე ის რუსეთის კანდიდატია. თუმცა თვითონ წნასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ზურაბიშვილის შტაბმა თუ პიარმა უფრო მეტი აგინა და ლანძღა რუსეთის ხელმძღვანელობა, ვიდრე “ნაციონალურმა მოძრაობამ”. ასეა თუ ისე, ვერც არჩევნებამდე და ვერც შემდეგ ვერავინ დაამტკიცა რეალური არგუმენტებით, რომ სალომე ზურაბიშვილს რამე აკავშირებს რუსეთთან. ეს სავსებით ლოგიკურიცაა, მას რომ სინამდვილეში პრორუსული განწყობები ჰქონოდა, ივანიშვილი ვერც გაბედავდა მის მხარდაჭერას და მეორეც, დასავლეთი, რომელიც გამადიდებელი შუშით აკვირდება აქ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს, როგორ ფიქრობთ, დაუშვებდა, რომ არჩევნები პრორუსულ ძალას მოეგო?!

აქვე მინდა, მოკლედ ვთქვა ინაუგურაციის დღეზეც. ახალმა პრეზიდენტმა ფიცის დადებისას განაცხადა, რომ დაიცავს უსაფრთხოებას, მშვიდობას, სტაბილურობას და .. არადა, ახალი კონსტიტუციით მას არ აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლება და როგორ დაიცავს?! ეს ერთი, მეორე _ იმავე კონსტიტუციის მეშვიდე მუხლისპუნქტში წერია, რომ დაცული უნდა იყოს ზღვა, მიწა, საჰაერო სივრცერითი დაიცავენ, როცა შესაბამისი ძალები არ არსებობს?! აი, ეს არ მისცემს პირველ პირს იმის საშუალებას, რომ საგარეო ვექტორი განსაზღვროს. ასე რომ, ზედმეტი მოლოდინები და ილუზიები არ უნდა გვქონდეს. ის იქნება ჩვეულებრივი უუფლებო პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს ხარჯზე, ბიუჯეტის ფულით ივლის ევროპაში, ამერიკასა და სხვაგან, მაგრამ ვერაფერს შეცვლის.

_ გამოდის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი სრული ფორმალობაა, თუმცა გაპრეზიდენტების შემდეგ მარგველაშვილმაც კი სცადა ბრჭყალის გამოჩენა

_ არ ვიცი, ზურაბიშვილს რა პოლიტიკური ამბიციები აღმოაჩნდება ხვალ-ზეგ, მაგრამ კონსტიტუციაში შეუსაბამობები რომ არის, ფაქტია. მაგალითად, საომარი მდგომარეობის დროს იქმნება სამხედრო საბჭო და მერე იწყებს ის ჯარების მართვას, მანამდე ვინ მართავს?! ვინ ნიშნავს სარდლებს, ხელმძღვანელობას და ა.შ.? ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ბევრი რამ ამ კონსტიტუციაში ძალიან კარგია, მაგრამ სამხედრო კომპონენტს რაც შეეხება, არეულია. ამიტომ ვამბობ, რომ ეს კონსტიტუცია ორიენტირებულია დამარცხებაზე. ამ კონსტიტუციით მართვის ორგანო, რომელმაც უნდა მართოს შეიარაღებული ძალები, არ არსებობს.

_ შეუსაბამობა კონსტიტუციის სამხედრო ნაწილში რით არის განპირობებული? იმით, რომ კვალიფიციური კადრები არ ჰყავთ თუ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია ეს ყველაფერი?

_ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ დღეს თავდაცვის სამინისტროში, ფაქტობრივად, არც ერთი კადრი სრული განათლებით არ ჰყავთ, არც გენერალი, არც ოფიცერივინც ჰყავდათ, გაყარეს. ასე მოიქცა იზორია, მანამდე _ ჯანელიძეც, კიდევ უფრო ადრე _ ალასანიაოქრუაშვილმა კიდევ როგორ თქვა, ხომ გახსოვთ, ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ ყველა ძველი კადრი _ ოფიცრები და გენერლები გავუშვიო. ანუ ის კი არ მოხდა, რომ რომელიმე კონკრეტული კადრი გაეშვათ, არა, ყველა გაათავისუფლეს, იმიტომ, რომ ძველი სამხედრო განათლება თურმე არ ვარგა. არადა, ვინ მიიყვანეს უკეთესი?! აი, ამათ ხელშია თავდაცვის სისტემა და რომელ უსაფრთხოებაზე საუბრობენ?! სხვათა შორის, აფხაზეთში რომ ომი დაიწყო, 1121 გენერალი და ოფიცერი ჩავიდა. ახლა ვინმე მეტყვის, რომ ოქრუაშვილი უფრო დიდი პატრიოტია იმ ხალხზე?! კიდევ ვიმეორებ: დღეს თავდაცვის უწყებაში არც ერთი კადრი სრული სამხედრო განათლებით არ არის. მათ შორის არც გენერალური შტაბის უფროს ჩაჩიბაიას აქვს სრულყოფილი სამხედრო განათლება. რაც შეეხება ისევ პრეზიდენტს და იმ მოლოდინებს, რომ მან შეიძლება ოფიციალურ მოსკოვთან პირდაპირ დიალოგზე დაიწყოს საუბარი, ზურაბიშვილმა უკვე გასაგებად თქვა, რომ რუსეთთან ერთი-ერთზე მოლაპარაკებები არ შეიძლება. მორჩა! ეს ნიშნავს, რომ, თუ კრემლის მესვეური კიდევ გააკეთებს განცხადებას და გამოთქვამს მზადყოფნას საქართველოს პირველ პირთან შეხვედრისთვის, აქედან პასუხი იქნება იგივე, რაც წლების წინათ მარგველაშვილმა განაცხადა, ჯერ დასავლელ პარტნიორებს დავეკითხებითო. საერთოდ, ჩვენ თავიდანვე არ უნდა გვქონოდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი რამეს ძირეულად შეცვლიდა. ვერ შეცვლის. მით უფრო, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს ძალიან დაბალია და ყველაზე უმნიშვნელო საკითხებსაც კი გარედან გვიწყვეტენ. ვერ ხედავთ, პრეზიდენტს ფიცი არ აქვს დადებული და უკვე ნატოს წარმომადგენელი ჩამოვიდა. შეხვედრის შემდეგ კიდევ ის კაცი გამოდის და ისე ლაპარაკობს, გეგონება, თავისი რომელიმე ხელქვეითი მიიღო. ეს არ დასრულდება, სანამ ამ პოლიტიკურ რეალობაში ვიქნებით.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here