Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: “3+3” ფორმატის შემოთავაზებით რუსეთმა საქართველოს ერთიანობის აღდგენის შანსი მისცა

გულბაათ რცხილაძე: “3+3” ფორმატის შემოთავაზებით რუსეთმა საქართველოს ერთიანობის აღდგენის შანსი მისცა

“საქართველოს ხელისუფლებას, სამწუხაროდ, არ აინტერესებს, საქართველო მთლიანი იქნება თუ დანაწევრებული, მას არ ძალუძს დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება”

237

შეიძლება შევთანხმდეთ, რომ 3+3 ფორმატში განვიხილავთ მხოლოდ ისეთ თემებს, რომლებიც ყველა მონაწილეს აინტერესებს”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და დასძინა, რომ მოსკოვს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა თბილისთან, ამიტომ ნაკლები შესაძლებლობა აქვს, საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის “3+3” ფორმატის უპირატესობა აუხსნას. “ჩვენ მივმართეთ თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ მათ აუხსნან ქართველ მეზობლებს “3+3” ფორმატში ჩართვის სარგებელი მათთვის, როგორც ყველა ჩვენგანისთვის. ასეთი მონაწილეობა მათ არაფერს დაავალდებულებს პოლიტიკური პოზიციების კუთხით”, _ განაცხადა სერგეი ლავროვმა.

“3+3” ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა, მაგრამ საქართველოს მასში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა შეხვედრაზე, რომელსაც რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი ესწრებოდნენ, საქართველოს დროშაც იყო წარმოდგენილი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ფორმატში, რომელშიც ჩართულია რუსეთი, მონაწილეობას არ განიხილავს.

რა სარგებლის მოტანა შეუძლია “3+3 “ფორმატს საქართველოსთვის? რას დავკარგავთ და როგორ განვითარდება მოვლენები, თუკი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება გონს არ მოეგება?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ,,ევრაზიის ინსტიტუტის”  ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე:

_ საქართველოს ჰყავს იმპოტენტი ხელისუფლება. ეს დიაგნოზია! რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება, შევაგნებინოთ, ავუხსნათ საქართველოს ხელისუფლებას, რა სარგებლობა მოაქვს მათი ქვეყნისთვის “3+3” ფორმატსო, არასტანდარტული განცხადებაა და ჩვენი ხელისუფლების იმპოტენციის დადასტურებაა.

“3+3” ფორმატით რუსეთმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ კავკასიაში არის სამი სახელმწიფო და არა 5 ან 6, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დაყოფილად არ განიხილავს. “3+3” ფორმატით რუსეთმა აღიარა საქართველოს ერთიანობა. შეხვედრაზე, რომელიც ამ ფორმატის ფარგლებში რუსეთში გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ ესწრებოდა, ქართული დროშა იყო წარმოდგენილი, ქართული და არა პლუს სოხუმი და ცხინვალი. მოსკოვში საქართველოს წარმომადგენლობა უნდა ყოფილიყო!

სოხუმი და ცხინვალი რუკაზე დაქვემდებარებული მნიშვნელობის წერტილებია, რომელთა ე.წ. დამოუკიდებლობა საქართველოს არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია. სწორი მიდგომის შემთხვევაში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება შეიძლება და იმაზე უფრო ადრეც, ვიდრე რამდენიმე წლის წინათ მეგონა. მსოფლიოში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. უწინარესად, ვგულისხმობ, რუსეთის ფედერაციიის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინადადებებს, რომლებიც მან დააყენა ნატოს წევრი ქვეყნების წინაშე. ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ამერიკის პრეზიდენტ ბაიდენთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა, რა მოთხოვნები აქვს და როგორ აღიქვამს თავისი ქვეყნის უსაფრთხოებას. მას სურს, რომ ნატომ შეაჩეროს გაფართოება, განსაკუთრებით _ აღმოსავლეთით, რადგან ამას თავისი ქვეყნისთვის საფრთხედ მიიჩნევს. რუსეთი საფრთხედ მიიჩნევს, არა მხოლოდ შეიარაღების  განლაგებას მის საზღვართან, არამედ საქართველოსა და უკრაინისშეთრევასაცნატოში, რასაც არ დაუშვებს და რაც გარკვევით ითქვა კიდეც. ასევე, საუბარი იყო წვრთნების ჩატარებაზეც, მაგრამ ყველაფერმა უკანა პლანზე გადაიწია იმ თემის გამო, რომელსაც ნატოს .. გაფართოება ჰქვია. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ამ ულტიმატუმმა ბევრი რამ შეცვალა. მაგალითად, საქართველოს გაუჩნდა შანსი, ქვეყანაში არსებული პრობლემები რუსეთის საშუალებით მოაგვაროს, რადგან რუსეთმა თავად აღიარა, რომ მისთვის საქართველოს ნატოში შესვლა-არშესვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც, წესით და რიგით, თუკი არსებობს ქართული დიპლომატია, ძალიან კარგად უნდა გამოიყენონ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში.

საქართველო თვითონ უნდა დაელაპარაკოს რუსეთს. თუკი რუსეთი გვიშლის ნატოში გაწევრებას, მაშინ საქართველომ უნდა ისარგებლოს ამით და მისცეს გარანტია მეზობელ ქვეყანს, რომ არ შევა ნატოში, არ ექნება სწრაფვა ნატოსკენ და თავისი პირობები წაუყენოს. სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ აინტერესებს, საქართველო მთლიანი იქნება თუ დანაწევრებული. მას არ ძალუძს დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება და ეს არ შეუძლიათ იმ, .. ოპოზიციურ ძალებსაც, რომლებსაც ჩვენ დღეს ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე ვხედავთ. კარდინალური ცვლილებები ამ ქვეყანაში ძნელად წარმოსადგენია.

_ თქვენ თქვით ასეთი ფრაზა: “რუსეთი საფრთხედ მიიჩნევს არა მხოლოდ შეიარაღების  განლაგებას მის საზღვართან, არამედ საქართველოსა და უკრაინისშეთრევასაცნატოში”…  ამას შეთრევას ვერ დავარქმევთ, რადგან მიუხედავად იმისა, რა პროცესებსაც ბოლო რამდენიმე კვირა თვალს ვადევნებთ მსოფლიო პოლიტიკაში, ვგულისხმობ, რუსეთამერიკისა და რუსეთნატოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, საქართველოს ხელისუფლება მაინც ჯიუტად დგას თავის აზრზე და ამბობს, რომ ნატოში საქართველოს ინტეგრაცია აუცილებლად მოხდება. ამასშეთრევაარ დაერქმევა

_ იმ პოლიტიკით, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება აწარმოებს, აღარაფერია მათზე დამოკიდებული. რუსეთის დიპლომატიამ დაიწყო პირდაპირი კავშირი იმ ქვეყნებთან, რომლებსაც საქართველოსა და უკრაინის ნატოში შესვლა-არშესვლა ეხება და ეს დაიწყო საქართველოსა და უკრაინის გვერდის ავლით. ამიტომ, როგორ განვითარდება მოვლენები, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ ორი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მისაღებად, დამოკიდებული იქნება ამერიკაზე. მართალია, ამ ეტაპზე ამერიკა რუსეთს არ ეთანხმება, რომ საქართველოსა და უკრაინას ნატოში არ მიიღებს და ეს უკვე ყველასთვის ცნობილია, მაგრამ რას იზამენ მომავალში, არავინ იცის, ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის რუსეთთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია. მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთამერიკას შორის, საქართველოს არავინ არაფერს ეკითხება. ამერიკამ უკან რომ დაიხიოს, რა მოხდება?! აუცილებელია და ამჟამად საქართველოს აქვს შესაძლებლობა, პირდაპირი ურთიერთობა დაამყაროს რუსეთთან, რათა რაღაც სახის ბერკეტი მოიპოვოს არსებულ ვითარებაში, თავად განუცხადოს ჩვენმა ქვეყანამ რუსეთს _ რატომ ელაპარაკებით ჩემ შესახებ ამერიკას, მე დამელაპარაკეო. ძალიან ბევრჯერ მოვისმინეთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება, რომ საქართველოსთან სალაპარაკოდ მზად არიან, ეს არა მხოლოდ ლავროვმა, ვლადიმერ პუტინმაც თქვა, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რა ჯანდაბაა ამისთანა ეს ყბადაღებულიდიპლომატიური ურთიერთობადა რატომ არ ესაუბრებიან მეზობელ ქვეყანას?! რუსეთსა და უკრაინას შორის ლამის ომი დაიწყოს, მაგრამ უკრაინას დიპლომატიური ურთიერთობა არ გაუწყვეტია რუსეთთან, საელჩოები მუშაობენ და ჩვენ რა გვჭირს?!

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება განაგრძობს რუსეთთან გაბუტვის სააკაშვილისეულ დიპლომატიას, თანაც მაშინ, როდესაც მათხოვრად ვდგავართ და ვიხვეწებით, რომ ხორბალი და ზეთი გაგვიიაფონ, რომ ტურისტები შემოვიდნენ მეზობელი ქვეყნიდან… ზურაბ აბაშიძე რაღაც პრობლემებით ჩადის ჟენევაში და ხვდება კარასინს და, სხვათა შორის, მაინტერესებს, ბიძინა ივანიშვილის პრობლემების მოგვარება უნდა იყოს გასარჩევი ქართულ-რუსულ ურთიერთობებში?! ზურაბ აბაშიძეს სერიოზული როლი აქვს, უნდა გამოვიდეს და თქვას ის, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ…

_ იქნებ დაურეკოთ ზურაბ აბაშიძეს, უთხრათ თქვენი სათქმელი და შეკითხვებიც დაუსვათ?

_ კი, მინდა, ვკითხო ზურაბ აბაშიძეს: ბატონო ზურაბ, არ ფიქრობთ, რომ დადგა დრო, როდესაც საქართველომ პირდაპირ უნდა დაამყაროს დიპლომატური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან და, ნაცვლად ჟენევის მოლაპარაკებებისა, დავსხდეთ მოსკოვში “3+3” ფორმატის ფარგლებში და იქ ვისაუბროთ?  საქართველო ადგილიდან არ იძვრის, ერთ ადგილს ვტკეპნით, მაზოხიზმით ვართ დაკავებულები, შესაბამისად, არაფერი იცვლება ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.

_ თუკი ასე გაგრძელდება და მართლაც არაფერი შეცვლება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რა შედეგი შეიძლება დადგეს?

_ რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთს მოთხოვნები რომ დაუყენა ნატოს გაფართოების შეჩერებაზე, როგორ ფიქრობთ, არ იცოდა, უარს რომ ეტყოდნენ? ისეთი ხისტი ფორმით დაყენებულ ულტიმატუმზე, როგორიც რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა, ამერიკის უცბად დათანხმება ნიშნავს იმას, რომ ამერიკამ სახე დაკარგა და კაპიტულაცია გამოაცხადა. ამას დასავლეთი და ამერიკა არ იზამს, მაგრამ ის, რომ მძაფრდება სამხედრო რიტორიკა მოსკოვის მხრიდან, ფაქტია. რუსეთი კონსულტაციებს გაივლის თავის სამხედრო ექსპერტებთან. ეს ნიშნავს იმას, რომ გატარდება სამხედროპროფილაქტიკური ღონისძიებები და ეს ღონისძიებები, შესაძლოა, შეეხოს საქართველოს, თუკი გონებას არ მოუხმობს.

მთელი ჩვენი ქვეყანა გაჰკივის, რუსის ჯარი 40 კილომეტრშიაო. მე არ მაშინებს რუსეთის ჯარი. ეშინოდეს ამ ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებს ნატოსა და ამერიკის იმედად; ხელისუფლებას, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის ხელსახოცია, რომელსაც მოიხმარენ და გადააგდებენ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here