Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: ქართველი პოლიტიკოსების უცხოეთში სირბილი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა სუვერენული...

გულბაათ რცხილაძე: ქართველი პოლიტიკოსების უცხოეთში სირბილი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა სუვერენული არ არის. ჩვენ ფორმალურად ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა

1237
გულბაათ რცხილაძე

რა წაიღეს და რა ჩამოიტანეს ან ამერიკიდან, ან რუსეთიდან?”

ზაფხულიდანნაციონალური მოძრაობისადა მისი სატელიტი პარტიების .. ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებმაცსირცხვილიადაგაბედედაირქვეს, რუსთაველის გამზირზე დგანან. რამდენიმე ხნის წინათ კი 30-მდე პარტია გაერთიანდა და ზემოაღნიშნული ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან ერთად მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრების მისამართით ქუჩაში გაჰყვრიან: “მონა!” “გაბედე!”. პარალელურად .. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხან ამერიკაში გარბიან, ხან _ რუსეთში. რატომ დადიან .. ოპოზიციის ლიდერები საზღვარგარეთ, რა მოაქვთ უცხოეთიდან საქართველოსთვის სასარგებლო? რას მოუტანს პერმანენტული, თუნდაც მცირემასშტაბიანი აქციები ქვეყანას და დააზარალებს თუ არა ხელისუფლებას? _ ამ და სხვა საინტერესო თემებზეევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება:

_ რა წაიღეს და რა ჩამოიტანეს ან ამერიკიდან, ან რუსეთიდან, უკვე აღარ არის საინტერესო, რადგან ქართულ პოლიტიკაში ეს დამკვიდრებული მეთოდია _ აუცილებლად საზღვარგარეთ უნდა გააკეთოს რაღაც პოლიტიკოსმა და უცხოელის ზურგი უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდ პოლიტიკაში მოსვლის შანსი ნაკლებია. ქართველი პოლიტიკოსების უცხოეთში სირბილი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა სუვერენული არ არის, ეს საიდუმლო არავისთვისაა და ხშირად გვითქვამს კიდეც. საქართველო ფორმალურად არის დამოუკიდებელი ქვეყანა.

რამდენიმე თვეა, პარტიები ქუჩებში დარბიან და უსუსური ძალებით სურთ, მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, მაგრამ არ გამოსდით ეს ერთი მიზეზის გამო _ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სხვა საკვანძო სტრუქტურები ჩამოყალიბებულები არ არიან ბოლომდე. მათ არ აქვთ გადაწყვეტილი, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები საქართველოში, მათ არ სცალიათ საქართველოსთვის, ისევე, როგორც რუსეთის ხელისუფლებას არ სცალია. ისინი ამბობენ, რომ ეს ქვეყნის შიდა სამზარეულოა და არ ერევიან. სინამდვილეში კი, როცა სურთ, ძალიან კარგად ერევიან. ამ ორი ქვეყნის _ რუსეთისა და ამერიკის _ პოლიტიკის გაურკვევლობა საქართველოს მიმართ ქმნის პარტიების დაბნეულობასაც და არეულობასაც. საქართველოს და ქართველ პოლიტიკოსებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ.

დააკვირდით, რა ხდება ქვეყანაში: საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობს თავისი ცხოვრებით. მათ ხელი აქვთ ჩაქნეული პოლიტიკოსებსა და პარტიებზე, ხოლო პოლიტიკოსებმა ცალკე კასტა შექმნეს დაჩალიჩობენპირადი საქმეების მოწყობაზე; სურთ, როგორმე შევიდნენ პარლამენტში, სწორედ ამისთვის სჭირდებათ პროპორციული არჩევნები. მათ არ ადარდებთ ხალხის ნება, პარტიების განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება. ყველა პოლიტიკოსი ცდილობს, უზრუნველყოს თავისი ტივტივი პარლამენტში, რათა შემდეგ იქ ააყროლოს სიტუაცია. ჯერ დღევანდელი პარლამენტი რას ჰგავს და წარმოიდგინეთ, ამდენი პარტიის წარმომადგენელი რომ შეცვივდება იქ, რა მოხდება.

ჩვენს ქვეყანაში არის ტრაგიკომიკური ვითარება, ხალხის სურვილისა და ნების უკითხავად ცდილობენ პოლიტიკოსები რაღაც აზრის გატანას.

საზოგადოება კი ელოდება ახალი ძალის გამოჩენას, რომელიც არ ჩანს, რადგან თვითონ საზოგადოებაა სუსტი და არ შეუძლია შვას ახალი პოლიტიკური ძალა, უცხოეთიდანაც არ მოდის დირექტივა და ამიტომაც დღეს ვართ ასეთ ქაოსურ მდგომარეობაში. ქვეყანაში ანარქიის ნიშნებია, ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, პოლიცია არ ერევა არაფერში, მათ მხოლოდ ხელფასი აინტერესებთ, აპათიაში არიან.

_ ცნობილი არ არის, რა ქნა ამერიკაში პირველმა ლეიბორისტმა, მაგრამ სამაგიეროდ, მოსკოვიდან დაბრუნებულმა ნინო ბურჯანაძემ ვრცელი ინტერვიუ მისცა ტელევიზიებსშეუძლია თუ არა უმნიშვნელო ოპოზიციური პარტიის ლიდერს მოაგვაროს ისეთი პრობლემა, როგორიც არის ცხინვალის საპყრობილიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება ან რუსეთსაქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა?

_ ბურჯანაძის სიტყვებზე კომენტარს არ გავაკეთებ, არასერიოზულია, გამოვტოვოთ, სხვა უფრო სერიოზულზე ვილაპარაკოთ…

ვაჟა გაფრინდაშვილს ძალიან მარტივად შეუძლია, წამოვიდეს ცხინვალიდან, საჭიროა, საბუთს ხელი მოაწეროს და გამოუშვებენ. საბუთი ფორმალობაა, რომელშიც წერია, რომ მან საზღვარი დაარღვია, მაგრამ არ აწერს ხელს, რადგან თვლის, რომ მისი ხელმოწერით ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. არადა, ეს საბუთი არის მესაზღვრის უბრალო ფურცელი, რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს, არ წარმოდგენს არაფერს, არც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და არც საქართველოსთვის. შესაბამისად, ამ დოკუმენტზე ხელის მოწერით ცუდი ქართველი არ გახდები. ჯობდა, ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვარი არ დაეღვია, ქვეყანა ამ უხერხულობაში არ ჩაეგდო და საერთაშორისო ორგანიზაციები არ დაებნია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წერილი მისწერა რუსეთის პატრიარქს და ჯერჯერობით შედეგი არ მოჰყოლია. საქართველო ჩიხშია. ჩვენ როგორი ზეწოლაც უნდა განვახორციელოთ ოსეთზე, მათ არ სურთ პოზიციების დათმობა და იმის აღიარება, რომ ზეწოლის გამო გათავისუფლეს გაფრინაშვილი. ოსებსაც აქვთ ამბიციები და ამიტომ ექიმს მეტი გონიერების გამოჩენა მართებს, საკუთარი თავის გათავისუფლება თვითონვე შეუძლია. ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალში ცუდად არავინ ეპყრობა, კარგად არის, ჩვენ გვაქვს პირდაპირი ურთიერთობა ცხინვალთან და ვიცით, რომ გაფრინდაშვილს ზუსტად ისე ექცევიან, როგორც კავკასიაშია მიღებული სტუმრის პატივისცემა.

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენას, ეს უკვე სასაცილო თემაა, ორივე მხარე სასაცილოდ იქცევა. რამდენიმე დღის წინათ მოსკოვში გავფრინდი, თვითმფრინავი ჯერ ერევანში დაფრინდა, მგზავრები არც კი ვიყავით ჩამოსული და სულ რაღაც ნახევარ საათში მოსკოვში გავფრინდით. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს თვითმფრინავი იყო დასჯილი. თუკი რუსეთს სურს, აკრძალოს ფრენები, მაშინ ასეთი მგზავრობაც უნდა აიკრძალოს. ეს არის ნახევარგადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას ახასიათებს.

ჩვენები თავს იწვალებენ, მაზოხიზმში არიან, ვერაფრით მოახერხეს ორი სიტყვის თქმა, რომ არ შეიძლებოდა რუსი პოლიტიკოსის გავრილოვის, შეურაცხყოფა. ერდოღანმა მოუხადა ბოდიში რუსეთს, მართალია, იქ უფრო დიდი და სერიოზული ამბავი მოხდა, მაგრამ მაინც კარგი მაგალითია ჩვენთვის, რადგან ძალიან შორს არ ვიყავით თურქეთში მომხდარი ამბისგან, შეიძლებოდა გავრილოვისთვის რამე დაეშავებინათ და სახელმწიფო გადატრიალების აშკარა მცდელობაც იყო. მომხდარსგავრილოვის ღამედაარქვეს, “გავრილოვის ღამეარა, “ჭიჭიკოს ღამე”, როგორც ზაქრო ქუცნაშვილმა თქვა. ჩვენი ხელისუფლება ჭიჭიკოს დონეა.

_ მართალია, თქვენ თქვით, რომ ეს პატარპატარა აქციები ხელისუფლებას ვერაფერს დააკლებს, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში გამუდმებული აქციები, თუნდაც მცირე მასშტაბის, მაინც გამოფიტავს ხელისუფლებას?

_ ხელისუფლებას არაფერი არ გამოფიტავს, რადგან ეს ხელისუფლება უკვე გამოფიტულია, დეცენტრალიზებული. ვერ გაიგებ, რას აკეთებენ პრემიერი, მინისტრები, უშიშროების სამსახური. მაგალითად, ვერ ვიგებ, რას წარმოდგენს ე.წ. სუსი. რამდენიმე ხნის წინათ წავიკითხე მათი მოხსენება შიდა ქართლზე, რომელიც პარლამენტს გაუგზავნეს. მოხსენებაში ერთი სიტყვა არ ეწერა, რა როლს ასრულებს ქაცარავა თავისი პროვოკაციებით, საუბარია რუსეთის ოკუპაციაზე, ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმზე, მაგრამ არაფერი წერია იმაზე, რომ ჩვენი მხრიდან პროვოკაციები ხდება. ეს ხომ უნდა იყოს უშიშროების საქმე? დღეს რომ ქვეყანაში აქციები მიმდინარეობს, საზოგადოების სიმშვიდე დარღვეულია და ეს ყველაფერი პოლიციას აწევს მხრებზე, ნორმალურია? სუსი არ უნდა უზრუნველყოფდეს ჩვენს უშიშროებას და პასუხს არ უნდა სთხოვდეს დაღვევებზე პოლიტიკური პარტიების აქტივისტებს?

რადგან ამ თემას შევეხეთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ აქ კანონმდებლობაშია გარღვევა. თუკი მომინდა, რომ ქუჩაში კარავი გავშალო, თურმე კონსტიტუციური უფლებაა, ეს წარმოუდგენელი ლაფსუსია და აუცილებლად შესაცვლელია. უფრო მეტიც, თავზე უნდა დაახიო ხელისუფლებას. მთელი ქართული საზოგადოებაა შეწუხებული აქციებით, ქუჩაში არსებული მდგომარეობით და თურმე კონსტიტუცია იცავს ამ უმსგავსობას. ეს სამარცხვინოა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ გვაქვს. ჩვენ ქართველები ვართ და არა რაღაც მომთაბარე ტომი, რომ კარვები დავდგათ თვეების განმავლობაში. ახლა წარამარა რომ იკრიბებიან და უაზრო საკითხებზე მსჯელობენ, ეს კანონი შეცვალონ, მაგრამ მხოლოდ ფულის კეთება აინტერსებთ. ორივე მხარე მხოლოდ ფულის შოვნაზეა გადასული და სახელმწიფო ინტერესები არ ადარდებს.

არჩევნები ახლოვდება და ხალხის აზრი არ აინტერესებს არავის, ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის იმედი აქვს, ოპოზიციას _ გარედან მოსული დირექტივის.

ქართული ოცნებადისკრედიტებულია, გადასაფორმატებელია. ივანიშვილმა უნდა დაშალოს ეს პარტია, რისთვისღა სჭირდებაოცნება”, ეს ხომ ბალასტია?! გამოვიდეს ბიძინა და თქვას: ყველა სოროსელი, ყველა აფერისტი და გათახსირებული ჩამოვიშორე და ვდგები ხალხთან ერთად! ამ სიტყვებს თუ იტყვის ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ტყუილი უთხრა თავის ამომრჩეველს, მაინც დაუდგებიან გვერდით, ნაძირალების ჩამოშორება პოლიტიკიდან გადაფარავს ივანიშვილის ტყუილებს, მაგრამ, როგორც ჩანს, არ არის ეს კაცი მზად ამის სათქმელად, შინაგანად არ არის განწყობილი ამის გასაკეთებლად. არ მგონია, ვინმე უშლიდეს მას აფერისტების, მუწუკების მოშორებას, უბრალოდ, თვითონ არ სურს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. ყველაფერში ვეთანხმები ავტორს. გაფრინდაშვილთან დაკავშირებით კი რაღაცას შევასწორებ. ბ-ნი გულბაათი წერს: „ჯობდა, ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვარი არ დაეღვია…“ ჯობდა კი არა, არ უნდა დაერღვია! ხოლო თუ დაარღვია, პასუხი უნდა მოეთხოვოს, არა მარტო „ე.წ.“ ოსი ხელისუფლების მიერ, არამედ „ე.წ.“ ქართველი ხელისუფლების მიერაც (რაც ოსების „სახელმწიფოა“, ის – ქართველების „სახელმწიფო“). რას ჰქვია, „ხელი მოაწეროს და გამოუშვებენ“. ნინიას ბაღია? ოსები ჯანდაბას! მაგრამ თუ საზღვარია (ფაქტია, რომ საზღვარია, მა რაზე იჭერენ?!), ქართული საზღვარიც ხომ დაირღვა?! „სუსი“ რას აკეთებდა? ჰოდა, ქართველმა „ხელისუფლებმა“ ევროპა-ამერიკაში კი არ უნდა ირბინონ თხოვნით, საზღვრის დამრღვევი გაგვინთავისუფლეთო, ოსი „ხელისუფლებისგან“ უნდა მოითხოვონ, საზღვრის დამრღვევი გადმოგვეცით, პასუხი უნდა მოვთხოვოთო!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here