Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: საქართველოს მიმართ ისეთი ძირგამომპალი რეჟიმი რომ აკეთებს განცხადებებს, როგორიცაა უკრაინის...

გულბაათ რცხილაძე: საქართველოს მიმართ ისეთი ძირგამომპალი რეჟიმი რომ აკეთებს განცხადებებს, როგორიცაა უკრაინის ხელისუფლება, დიდი დამცირებაა ჩვენთვის

311

რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებს საქართველო არ მიუერთდა და ამით ორი ქვეყნის ურთიერთობა თითქოს დათბა, რუსეთმა საქართველო არამეგობარი ქვეყნების სიაში არ შეიყვანა, მაგრამ საქართველოში ზოგზოგიერთებმა უმალვე დაიწყეს საუბარი, რომ დროა, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე ვიფიქროთ, რომ რუსეთს ჩვენთვის ახლა არ სცალია და დრო უნდა ვიხელთოთჩვენს ქვეყანაში მოქმედი დესტრუქციული ძალები, რომლებიც ოპოზიციად იწოდებიან, თითქოს ყველაფერზე წამსვლელები არიან და შეგუებულიც ვართ, მაგრამ რა მოუვიდა .. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ბიბილოვს, რატომ გადაწყვიტა რეფერენდუმის ჩატარება რუსეთთან მიერთების ინიციატივით? ვინ ამღვრევს წყალს საქართველოსა და რუსეთს შორის და რატომ ხდება ეს ყველაფერი სწორედ მაშინ, როდესაც თითქოს თბება ურთიერთობა მეზობელთან? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზეევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება.

_ “ახლა დროა, ტერიტორიები დავიბრუნოთ, რადგან რუსეთი ომშია და ჩვენთვის არ სცალია” _ ეს არის პროვოკაცია, თანაც ბრიყვული და ეს ნარატივი უკრაინიდან მოდის, იმ უკრაინიდან, რომელიც ჯერჯერობით კიდევ დარჩა და რომელსაც ვერ უვლიან. სულ მალე ვიხილავთ უკრაინას ახალ საზღვრებში, როგორც თვითონ ოცნებოდნენ და გაიძახოდნენ _ “კიევსკაია რუს”.

საქართველოს მიმართ ისეთი ძირგამომპალი რეჟიმი რომ აკეთებს განცხადებებს, როგორიცაა უკრაინის ხელისუფლება, დიდი დამცირებაა ჩვენთვის. თანაც მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლებიან, ისინი გვლანძღავენ და შეურაცხგვყოფენ. ეს უპასუხოდ არ უნდა დავტოვოთ. ის, რომ ჩვენ აქ ტერიტორიების დაბრუნებაზე უნდა დავიწყოთ საუბარი, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა დანილოვმა თქვა და აქ ვინ აიტაცა და ვინ აქცია იდეად, კი ვხედავთ. ისეთი მახინჯი გონებისა და მახინჯი სულის ადამიანები არიან “ნაცმოძრაობასა” და სხვადასხვა მათნაირ ორგანიზაციაში, ეჭვიც არ მეპარებოდა, დანილოვის განცხადებას რომ აიტაცებდნენ. კიდევ გავიმეორებ: კიევიდან წამოსულ პროვოკაციას საქართველოში არსებული კიევის (დასავლეთის) აგენტურა ავრცელებს.

_ ამერიკის ელჩმა საქართველოში _ კელი დეგნანმაც თქვა, რუსეთმა ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდანო

_ კელი დეგნანის განცხადება არ არის მხოლოდ მისი ნააზრევი, კიევს თავის კელი დეგნანი ჰყავს. ისინი დამოუკიდებლები არ არიან და მათაც უკარნახეს ის, რაც აქ ჩვენებმა გაიმეორეს ტერიტორიების დაბრუნებაზე. კელი დეგნანს პატრონები ამერიკაში ჰყავს. ასე რომ, ამერიკაში არიან კელი დეგნანები, ამერიკელებსაც თავისი დეგნანები ჰყავთ… ეს თემა გადაღეჭილი გვაქვს და ახლა აქ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს…

ახლა ტერიტორიების დაბრუნებაზე საუბარი არის შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი სუვერენული სახელმწიფოსთვის.

თუკი რეალობაზე ვსაუბრობთ, შეგახსენებთ, სულ ეხლახანს ყარაბაღში იყო რაღაც გაფაფხურება, იქ ერთ სოფელში აზერბაიჯანელები შეიჭრნენ, შემდეგ გავიდნენ ამ ტერიტორიიდან თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი მოხდა ერთი სოფლის დონეზე და მაშინვე გაჩერდა. გაითვალისწინეთ, რომ აზერბაიჯანს გაცილებით დიდი ჯარი ჰყავს, სამწუხაროდ, ვიდრე საქართველოს, მაგრამ აზერბაიჯანიც ვერ ბედავს იმაზე მეტს, რა მოცემულობაშიც არის.

_ ცოტა გაურკვეველია, რატომ არ შეგვიძლია ტერიტორიების დაბრუნებაზე საუბარი ახლა? რატომ არის ეს შეურაცხმყოფელი, ჩვენ ხომ რეალურად გვაქვს ტერიტორიების დაბრუნების პრობლემა

_ შეურაცხმყოფელია, რომ უკრაინა გვკარნახობს, მეორე ფრონტი გავხსნათ თუ არა, უკრაინა შეურაცხგვყოფს, ამას ვამბობ…

_ რუსეთსაქართველოს შორის თითქოს დათბა ურთიერთობა, ჩვენი ქვეყანა არ შეუერთდა სანქციებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედდა, რუსეთშიც ეს თითქოს დაინახეს, და ამის შემდეგ .. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ბიბილოვი ამბობს, რომ რეფერენდუმს ჩაატარებს რუსეთთან მიერთების საკითხზე. რატომღაც სულ ასე ხდება ხოლმე, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში დათბობის ნიშნები ჩნდება, რაღაც ძალები მაშინვე პროვოკაციებს იწყებენვინ შეიძლება აკეთებდეს ამას?

_ ცხინვალში ახლა არჩევნებია და არაფერი არ მოხდება, ყველაფერი ჩვეულებრივად ჩაივლის. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ რუსეთის პრეზიდენტს ბიბილოვის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს მისმა პრესსპიკერმა პესკოვმაც დაადასტურა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეერთება რუსეთთან არ მოხდება.

რაც შეეხება იმას, ვინ აქეზებს ჩვენს ქვეყნებს ერთმენთის წინააღმდეგ, გეტყვით, რომ ერთ-ერთი ეს არის გორჩაკოვის ფონდი. ისინი ლობირებენ დესტრუქციას, ვითომ დიალოგს აწარმოებენ, მათ კავშირები ჰქონდათ ლიბერალურ ძალებთან, “კავკასიური სახლის” მსგავს ორგანიზაციებთან და შემდეგ თვითონ ქართველმა ლიბერალებმა გაწყვიტეს ამ ფონდთან ურთიერთობა, დარჩნენ პარტნიორის გარეშე და ხან რას იგონებენ, ხან _ რას… ბუნებრივია, არიან მოსკოვში ისეთი ძალები, ჯგუფები, _ მათ ახლა ვერ დავასახელებ, მოვა ამის დროც, _ მაგრამ მათ ძალიან გაუხარდებათ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არ გაიმართოს დიალოგი, იყოს მხოლოდ ამ დიალოგის იმიტაცია და საქმე არ გაკეთდეს. სწორედ ასეთ რაღაცეებს ემსახურება გორჩაკოვის ფონდი. თუ საჭირო შეიქნება, ამას დავამტკიცებ კიდეც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: გორჩაკოვის ფონდს აქვს და ჰქონდა ურთიერთობა ლიბერალებთან, დავასახელე ერთი ორგანიზაციაც, რომელიც აქტიურად მოქმედებს გორჩაკოვის ფონდის ხელმძღვანელობით. ესააკავკასიური სახლი”. ის და გორჩაკოვის ფონდი ერთობლივ ღონისძიებებსაც მართავდნენ. თბილისიდან მოსკოვში წაიყვანეს ჟურნალისტები ისეთი გამოცემებისა, როგორიცაალიბერალი”, “ტვ პირველიდა სხვ., მაგრამ ჩამოვიდნენ და რუსებზე აგდებული, აგრესიული რეპორტაჟები გააკეთეს. აი ეს იყო გორჩაკოვის ფონდის საქმიანობა, თუ სიმართლე გაინტერესებთ.

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი ხელისუფლების პოზიციას, სწორია, რომ არ ერევიან საქმეში, ხოლო ბიბილოვის განცხადება, რომ რუსეთთან მიერთებაზე რეფერენდუმს ჩაატარებს, რუსეთის ხელისუფლებისთვის ზურგში დანის ჩარტყმას ნიშნავს.

აბსულუტურად გაუაზრებელია ბიბილოვის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება, რადგან რუსეთს არანაირად არ სჭირდება ცხინვალის რეგიონის შეერთება. ყველა რუსმა იცის, რომ ოსეთი არ არის მათი ტერიტორია და არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი, საქართველოს მიწა-წყალი, უბრალოდ, აღიარებულია იურიდიულად, როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, მაგრამ კიდევ გავიმეორებ: ყველა რუსმა იცის, რომ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაა, მათ შორის იმ ე.წ. ლობისტებმაც, რომლებიც ცდილობენ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის არევას.

_ დღეს მძიმე ვითარებაა პოსტსაბჭოთა სივრცეში. რა ვქნათ იმ ხალხებმა, რომლებიც თავის დროზე ერთ მთლიან სივრცეში ვცხოვრობდით. რა გააკეთოს საქართველომ _ ჩაიკეტოს თავის ნაჭუჭში, მიიღოს ისეთი სახე, თითქოს არაფერი ხდება, თუ ვიმოქმედოთ ისე, როგორც ოპოზიცია გვიკიჟინებს?

_ თქვენს გაზეთთან ერთხელ უკვე ვთქვი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უსწრაფესად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე, მაგრამ, თუკი ამის გაკეთება არ შეუძლია, რაღაც ზომები მაინც გაატაროს ამ საგანგებო ვითარებაში, რომელიც მართლაც საგანგებოა. აუცილებელია, აღიკვეთოს უკრაინის დროშებით სირბილი, რუსეთის მოქალაქეების დისკრიმინაცია და .. სხვა რამეზე მერე ვისაუბროთ. ეს არის ის, რაც აუცილებლად არის გასაკეთებელი

ვითარება მართლაც მძიმე რომ არის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებიდანაც ჩანს. ის ამბობს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებს რეალურად შეუერთდა და ყველაზე მთავარი მის განცხადებაში ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა მართლა შეუერთდა სანქციებს. ზურაბიშვილი მართალია, ღარიბაშვილმა მხოლოდ სიტყვით თქვა, რომ არ შეუერთდება სანქციებს, მაგრამ საქმე სულ სხვა სურათს გვიხატავს. “ვი-თი-ბი ბანკი” გააკოტრეს, რაც სანქციებთან შეერთებაა. აბსოლუტურად ჯანსაღად მოქმედი ფინანსური ინსტიტუტი დახურეს, ხალხმა ფული დაკარგა და ამის შესახებ ჯერ კიდევ არ საუბრობენ. რუსეთიდან წამოსული ტრანსფერები ანგარიშებზე არ ჯდება, რადგან ჩვენი ქვეყანა რეალურად მიერთებულია რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე. საინტერესოა, ხელისუფლება, ასე ვთქვათ, ვის აბოლებს, რომ სანქციებს არ უერთდება?! რუსეთს ჯერ არ სცალია ამაზე სასაუბროდ, მაგრამ აუცილებლად გაუხსენებს ჩვენს მთავრობას და, ტერიტორიების დაბრუნება კი არა, შიმშილისგანაც შეიძლება დავწყდეთ. ჩვენი ხელისუფლება ვერ ფიქრობს, რომ რუსეთის განაწყენებით დავკარგავთ ბევრ რამეს, პირველ რიგში _ საარსებო წყაროს: ზეთს, ხორბალს, ბენზინს, ელექტროენერგიას და .. ყარაბაღს მისცემენ აზერბაიჯანს, აზერბაიჯანი წაიღებს დავითგარეჯას და ქვემო ქართლს… სომხეთის ბედი გაურკვეველი იქნება და ვერ დაგვეხმარება, მათ ჩვენც ვერ დავეხმარებით და იქნება ერთი დიდი თურქული სივრცე… აი, ამას მივაღწევთ სისულელეების კეთებით, რაც ხელს აძლევს ზოგიერთს…

_ რა საშინელი სურათი დახატეთ

_ დიახ, ეს ასე იქნება, თუ გონს არ მოვეგებით. ჩვენი ხელისუფლება ვალდებულია, ეს ყველაფერი გაითვალისწონოს და სწორად იმოქმედოს. მთავრობა რისთვის გვყავს, მხოლოდ ფული უნდა აკეთოს? თუ განცხადებებით უნდა შემოიფარგლოს, თითქოს სანქციებს არ უერთდება და მერე პრეზიდენტმა გვითხარს სიმართლე, რომელიც უფრო ახლოსაა რეალობასთან, ვიდრე მთავრობის განცხადება?!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here