მთავარი პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: პრემიერმინისტრის ქმედებები წინასაარჩევნო ტრიუკი მგონია

გულბაათ რცხილაძე: პრემიერმინისტრის ქმედებები წინასაარჩევნო ტრიუკი მგონია

139
გააზიარეთ

ეს საქართველოა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები, ჩვენი წესები და ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს წესებსა და ტრადიციებს!” _ განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და არად ჩააგდო ლგბტქ+ აღლუმი და 19 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის თანახმად მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერებულიყო. საქართველოს უმალვე ეწვია, ცოტა არ იყოს, გაბრაზებული ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და პრემიერს განუცხადა, რომ მოახლოებულ არჩევნებში უფრო მეტ დამკვირვებლებს გამოუშვებენ საქართველოში, რათა არ მოხდეს არჩევნების გაყალბებაქართველმა ხალხმა ნათელი წერტილი დაინახა _ ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, ქართველთა ნება აღასრულოს და ხალხის ნებასურვილი უპირატესად აქციოს… “საქართველო და მსოფლიოსესაუბრებაევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე:

_ თქვენ რა ნათელი წერტილი დაინახეთ, არ ვიცი, მაგრამ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. კატეგორიულად ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრი ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგ წავიდა, მისი ქმედებები უფრო წინასაარჩევნო ტრიუკი მგონია. “ოცნებას” ხელი მოწერილი აქვს ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტზე, რომელშიც წერია, რომ, თუ ამომრჩეველთა ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. აი, სწორედ ეს პუნქტია ამ მთავრობის ქმედების “ამოსავალი წერტილი”. თუკი მმართველმა პარტიამ მოსამართლეების დანიშვნის შემთხვევაში იეშმაკა, ვეღარ იეშმაკებს 43%-იანი ბარიერის ვერგადალახვის შემთხვევაში.

_ პრემიერი ღარიბაშვილი ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს?

_ დიახ, ეს არის ძალიან პრიმიტიული და ბრიყვული თამაში და ამ თამაშშიც ცეცხლს ეთამაშებიან. საქართველოს განსაზღვრული აქვს, რომ მონაა, მონა კი ვალდებულია, დაეთანხმოს ბატონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაროზგავენ და თქვენ ნახავთ, როგორ დასჯიან ღარიბაშვილს, იმ ღარიბაშვილს, რომლის ქცევებშიც ნათელი წერტილები დაინახეთ. ამერიკას ყველაფერში კრიჭაში ნუ ჩავუდგებით, რადგან მოსამართლეების დანიშვნის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე ადმინისტრაციული სარჩელი მაქვს შეტანილი სასამართლოში პოლიციისა და ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის წინააღმდეგ და, კარგად ვიცი, რაც იქ ხდება, ვიცი, რომ ჩვენს ქვეყანაში ანტიხალხური სასამართლოა, მომართული მოქალაქის დასაჩაგრავად, დავალებული აქვთ, ყველაფერში მხარი დაუჭირონ სახელმწიფოს. ჩვენი სასამართლო არის სააკაშვილისდროინდელი, ძირგამომპალი.

ივანიშვილმა იყიდა იუსტიციის საბჭო და სასამართლო, რითაც თავისი საქმე მოაგვარა. ივანიშვილს მიაჩნია, რომ, რაც არ გვარდება ძალისმიერი მეთოდით, იმის მოგვარება შესაძლებელია სასამართლოთი. მოსამართლეების დანიშვნა ივანიშვილის პირადი ინტერესია, ამიტომ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სულ ტყუილად გიხარიათ ღარიბაშვილის .. ვაჟკაცური გადაწყვეტილებები.

ღარიბაშვილი ივანიშვილის თოჯინაა. ახლა მსოფლიოში პრობლემებია და იფიქრა, რომ ივანიშვილის სურვილების ასრულებას, უბრალოდ, გაატარებდა, მაგრამ ყური აუწიეს და კიდევ უფრო მეტად აუწევენ. მე ეს არც მაღელვებს და არც მიხარია, რადგან კოლონიურ ქვეყანაში ოლიგარქის სურვილები არ დაემთხვა ამერიკის სურვილებს და ამას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პრობლემად ვერ აღვიქვამ. აქვე ვიტყვი, რომ მოსამართლეების დანიშვნა არც ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით იქნება სამართლიანი და არც ამ შემთხვევაში, რაც ახლა გააკეთეს.

_ თქვით, ღარიბაშვილის ყველა სიტყვა და ქმედებები გათვლილია მომავალ არჩევნებზე ხალხის გულის მოსაგებადო, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა კარგად ვიცით, რომ არც არჩევნების შედეგები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. ვიცით, რომ ყველა არჩევნების შედეგები წინასწარ არის დაწერილი, ყოველ შემთხვევაში, პოლიტოლოგებიც და პოლიტიკოსებიც ამაზე ხშირად საუბრობენ. ასე რომ, თუ ღარიბაშვილს საქციელს არ მოუწონებენ .. დასავლელი პარტნიორები, მას ამომრჩევლის გულის მოგებაც ვერ უშველის. სწორედ ამიტომ მგონია, რომ ის გულწრფელია თავის გადაწყვეტილებებში

_ მოდი, მოსამართლეების თემა გვერდით გადავდოთ, ეს მართლაც იყო ხელისუფლების დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ვილაპარაკე ზემოთ, მაგრამ სულ სხვაა ლგბტ თემა.

ღარიბაშვილამდე ტელევიზიით გამოვიდა ირაკლი კობახიძე და განაცხადა, რომ ლგბტ პირების აღლუმი მიუღებელია მათთვის. რატომ არის მიუღებელი?! იმიტომ, რომ ამ უმცირესობებმა თავისი ე.წ. აღლუმის შესახებ ინფორმაცია არ შეუთანხმეს კობახიძეს, თანაც წინასაარჩევნოდ. ამის შემდეგ “იკაცა” ღარიბაშვილმაც, რომელიც თითქმის გააღმერთეს, როდესაც განაცხადა, რომ ქალისა და მამაკაცის ერთობაა ოჯახი, თითქოს ამით რაიმე ახალი თქვა, მაგრამ მისი გადაყენება თანამდებობიდან სწორედ ამას მიაწერა ხალხმა და ამჟამადაც იგივე გაიმეორა. ღარიბაშვილმა ხალხი თავის ნებაზე მიუშვა 5 ივლისს… ერთ ამბავს მოგიყვებით.

2013 წელს, როცა სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტის სავარძელში იჯდა, მაგრამ უუფლებო იყო, ხმა გავარდა, სააკაშვილი მიდის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც სიტყვით უნდა გამოვიდესო. ხალხთან და პოლიტპატიმრებთან ერთად მეც მივედი. ადგილზე პოლიცია დაგვხვდა. ამ არეულობაში გამოჩნდნენ ნიკა მელია და გიგი უგულავა. იმხანად სულ არ ვიცოდი, ვინ იყო მელია. ატყდა ერთი ვაი-უშველებელი, ხალხმა ერთმანეთი დაასისხლიანა, მაგრამ პოლიცია არ ჩარეულა გასაშველებლად. ისევ ჩვენ, ხალხმა, შევძელით ნაცების გაყრა ტერიტორიიდან. როდესაც ყველაფერი დაწყნარდა, სწორედ მაშინ მოვიდა ღარიბაშვილი, რომელიც იმხანად შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. გაგვიღიმა, ხალხმა ყვირილი დაიწყო: ირაკლი, ირაკლი!.. მე წამოვედი. აი, სწორედ ასე მოიქცა ახლა უკვე ქვეყნის პრემიერი ღარიბაშვილი ამა წლის 5 ივლისსაც, როდესაც კოვიდისა და სოციალურეკონომიკური პრობლემებისგან გაგიჟებული ადამიანები გამოვარდნენ ქუჩაში და სულერთი იყო, ვის სცემდნენ და ვისზე იყრიდნენ ჯავრს.

სამწუხაროდ, ჩვენთან ჟურნალისტებიც და ოპერატორებიც საკმაოდ თავხედები არიან და აშკარად მონაწილეობენ პოლიტიკაშიც. მოხდა ძალის გადამეტებაც, ეს ქუჩაა და ვერავინ გააკონტროლებს, მაგრამ ამ საქციელით, ამ ჩაურევლობით ღარიბაშვილმა მოიპოვა გარკვეული რეიტინგი, რადგან საზოგადების აღფრთოვანება გამოიწვია იმით, რომ თითქოს არ დაუშვა ლგბტ-თა აღლუმი.

თქვენი გაზეთის ფურცლებიდან ვკითხავ ღარიბაშვილს: ბატონო ირაკლი, თუკი თვლით, რომ სააკაშვილის ორგანიზებულია გეიაღლუმი და ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია, რატომ არ აღკვეთეთ ლგბტ თემის აქტივისტებშივე ეს საკითხი, რატომ არ ჩართეთ უშიშროება, რატომ ისაუბრეთ ამაზე ტელევიზიით და არა მათთან, ვინც გეგმავდა ქუჩაში ლგბტ პირების გამოყვანას? დღეს ძალოვან სტრუქტურებში იბარებთ კონტრაქციის თავკაცებს და მოძალადეებს უწოდებთ, რატომ არ იბარებთ გეებისდედოფალთაბაგარს? რატომ არ ეკითხებით მათ, საიდან მოაქვთ ფული?

აი, კიდევ ერთხელ პასუხი თქვენ მიერ დანახულ ნათელ წერტილზე. ჩვენი მთავრობა კი არ აუხირდა ამერიკას, არამედ კიდევ უფრო “დაუწვა”.

რაც შეეხება არჩევნების შედეგების წინასწარ დაწერას, რომელიც თქვენ ახსენეთ, გეტყვით _ პარტიების პროცენტები აქ, ჩვენს საარჩევნო კომისიაში, იწერება, უბრალოდ, ამერიკის საელჩო ეუბნება, ვინ უნდა შევიდეს პარლამენტში, დანარჩენი, რამდენ პროცენტს დაწერენ, ამათი ნებაა.

_ მაინც მგონია, რომ ხელისუფლება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს კარგად აფასებს _ ამერიკა შედარებით ინერტულია, ავღანეთიდან ჯარები გაჰყავს, პრობლემებიც მოუმრავლდა; პრობლემებია ევროკავშირშიც, მის შესაძლო დაშლაზე ბევრი პოლიტოლოგი საუბრობს და საქართველო შეიძლება უმეთვალყურეოდ დატოვონსწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილმა და მისმა მთავრობამ არ გაითვალისწინეს დასავლეთის მოწოდებები

_ გისმენთ და მიკვირს, მეცინება კიდეც… თუმცა მომწონს თქვენი ოპტიმიზმი. ავღანეთიდან ამერიკა რომ გამოვიდა, საქართველოსთვის ჯერჯერობით არაფერს ნიშნავს, რადგან ამ ქვეყანაში ამერიკას ფესვები ღრმად აქვს გადგმული. ჩვენი ხელისუფლება არ ფიქრობს, რა იქნება ორი წლის შემდეგ, მას მოახლოებული არჩევნები აწუხებს და ყველაფერი ამაზე აქვს გათვლილი…

_ როგორ, საქართველოში ჩამოსულ ცოტა გაბრაზებულ შარლ მიშელს ეტყვიან, _ ახლა გვაპატიე, არჩევნები მოდის და მერე გამოვსწორდებითო?!

_ დიახ, ასე იქნება ზუსტად. შარლ მიშელს რას ეტყვიან, არ ვიცი, მაგრამ, ამაზე რომ საუბრობენ, ფაქტია. დასავლეთი მართლაც შეშფოთებულია გეიაღლუმის არჩატარების გამო და ჩვენს ხელისუფლებას ლამის თავშიც წამოარტყან. სწორედ ამ მიზეზით იჭერენ იმ ხალხს, 5 ივლისს რომ მიუშვეს თავის ნებაზე. არეულობაში, რომელიც იმ დღეს მოხდა, უბრალო ხალხი იჭყლიტება. უბრალო ხალხის დამხმარე არავინაა, ყველა მათზე ტეხს ჯოხს. თქვენ მიერ დანახული ნათელი წერტილი მხოლოდ ისაა, რომ თურმე ტრადიციები გაგვაჩნია, როგორც პრემიერმა ბრძანა. დანარჩენი რა არის სასიხარულო, არ ვიცი, რადგან ტრადიციის მიმდევარ მამაკაცებს აპატიმრებენ.

_ იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოში ჩამოსულ შარლ მიშელს ჩვენი ქვეყნის პრემიერი თვალებში ჩახედავს და ეტყვის: “ეს ჩემი ქვეყანაა, ჩემი ხალხია და, მათ როგორც სურთ, ისე იქნება ყველაფერი”…

_ არა, ასე არ იქნება. რეალურად შევხედოთ ვითარებას. ჩაერევა მიშელიც და ვიქნებით ივანიშვილის ბოსტანიც. მე არც ერთი მინდა და არც მეორე…

რიონის ხეობის პრობლემა მოუგვარებელია, ხეობა ისევ თურქებს რჩებათ. გეიაღლუმს გადავყევით და ხეობა უკან დაგვრჩა. საერთოდ, ნორმალური ვართ ეს ქართველები?! რიონის თემა ხელისუფლებამ ამ არაფრისმთქმელი გეიაღლუმის გარშემო ატეხილი ხმაურით გადაფარა. აი, ეს არის საქართველოს მთავრობა, რომელშიც ნათელ წერტილს ეძებთ. ეს ხელისუფლება არ არის ხალხისთვის. თუკი ამერიკის მოშორება უნდოდათ, ათ წელიწადში ამის გაკეთება შესაძლებელი იყო.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ბ-ნი გულბაათის არგუმენტები ერთმანეთს ეწინააღმდეგება: უკეთუ „პარტიების პროცენტები აქ, ჩვენს საარჩევნო კომისიაში, იწერება, უბრალოდ, ამერიკის საელჩო ეუბნება, ვინ უნდა შევიდეს პარლამენტში, დანარჩენი, რამდენ პროცენტს დაწერენ, ამათი ნებაა“, – მაშინ რაში სჭირდება პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს წინასაარჩევნო ტრიუკი და ამ ტრიუკისათვის აშშ-ის განაწყენება, მით უმეტეს, თუ, ბ-ნი გულბაათის ფიქრით, ღარიბაშვილს ამისათვის დასჯიან: „თქვენ ნახავთ, როგორ დასჯიან ღარიბაშვილს, იმ ღარიბაშვილს, რომლის ქცევებშიც ნათელი წერტილები დაინახეთ“. რაც შეეხება პრემიერმინისტრის განმეორებულ განცხადებას, რომ „ქალისა და მამაკაცის ერთობაა ოჯახი“, ეს აზრი ახალი არ არის, მაგრამ იმ მდგომარეობაში, რომელშიც იგი იმყოფება, ეს ახლის თქმაზე მეტია, რადგან ამისთვის იგი ერთხელ უკვე გადააყენეს თანამდებობიდან. ამიტომ აქ სიტყვების “იკაცას” და „დაუწვას“ ხმარება შეუსაბამოა. ის, რომ ტრადიციის მიმდევარ მამაკაცებს აპატიმრებენ, ეს სწორია, რადგან ადამიანების ცემის უფლება არავის აქვს. ავტორის აზრით, „თუკი ამერიკის მოშორება უნდოდათ, ათ წელიწადში ამის გაკეთება შესაძლებელი იყო“. მაგრამ ჯერ ერთი, ეს შეუძლებელი იყო; მეორეც ამერიკა-ევროპას ალტერნატივა არა აქვს: მისი ალტერნატივა თურქეთია, რადგან რუსეთმა გამოგვაგდო და სურს რომ ამერიკა-ევროპიდანაც გამოგვაგდოს. იგი მზად იყო, რომ თურქეთისათვის მივეგდეთ, მაგრამ ერდოღანმაც აურია და აღარ იცის, რა ქნას.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here