Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: დაწყნარდით, ბატონებო, არც მანამდე ვიყავით დამოუკიდებლები და არც ახლა ვართ!

გულბაათ რცხილაძე: დაწყნარდით, ბატონებო, არც მანამდე ვიყავით დამოუკიდებლები და არც ახლა ვართ!

3855
გულბაათ რცხილაძე

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავზე, ივანიშვილის პოლიტიკურმა ლაქიებმა თითქმის ყველა თავიანთი გამოსვლა ერთადერთ ყბადაღებულ დისკურსს, ყველასათვის კარგად ნაცნობ პროდასავლურთეზასდა ყელში ამოსულლიბერალურპროპაგანდას მიუძღვნეს _ ევროპა საქართველოსისტორიული არჩევანია”. ქვეყანაში, სადაც ანტიდასავლური განწყობები, ობიექტური მიზეზების გამო, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, პრეზიდენტი, პრემიერი თუ პარლამენტის თავმჯდომარე ყველა ისტორიულ ფაქტსა და მოვლენას მხოლოდ ამ ჭრილში განიხილავდა.

თითქოს ეს არის ერთადერთი ნამდვილი და ჭეშმარიტი ისტორია, სახელმწიფოებრივი განვითარების ბუნებრივი ხაზი და ამის იქით ქართველ ერს, უბრალოდ, წარსული არ აქვს. უფრო სწორად, დანარჩენი ყველაფერი თურმე იმ ბედუკუღმართობის შედეგია, რომელიც რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის გამო დაგვატყდა თავს; თურმე წლების წინათ სწორედ ამავბედითმამოვლენამ მოგვწყვიტაბუნებრივ ოჯახს”, რომელსაც დღეს ისევ ამერიკისა და ევროპის ძალისხმევით ნელნელა, ნაბიჯნაბიჯ უნდა დავუბრუნდეთ. მეტიც, 26 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში კიდევ უფრო საინტერესო რამ განაცხადა. მისი თქმით, ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით, ხოლო მსოფლმხედველობა _ დასავლური და ტრანსატლანტიკური, ისევე, როგორც ჩვენი ღირებულებები და პოლიტიკა

პოლიტიკა რომ დასავლურია და ხელისუფლება დასავლეთს მონასავით შესციცინებს თვალებში, ამას კვირიკაშვილის განცხადება არ სჭირდება, ისედაც ყველა ხედავს, მაგრამ კულტურას რაც შეეხება, პრემიერს ერთი რამ “შეეშალა” _ დასავლეთი და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენისთანა მცირერიცხოვან ტრადიციულ სახელმწიფოებს, დიდი ხანია, დაუფარავად ეუბნება, რომ მათი კულტურა არ აინტერესებს. გაიხსენეთ ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, სიტყვები, რომელიც მან 2015 წლის ზაფხულში ერთ-ერთ ფართომასშტაბიან შეხვედრაზე წარმოთქვა: მე არ მაინტერესებს თქვენი კულტურა, ქვეყნებმა, რომლებიც არ იცავენ და არ ამყარებენ ლგბტ უფლებებს, უნდა ზღონ არაადამიანურობის გამო”…

პრემიერს ასევე “დაავიწყდა” საქართველოს მეგობრად და კეთილისმსურველად შერაცხილი ერთ-ერთი ევროპელი მაღალჩინოსნის, კერძოდ, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის, ცნობილი განცხადება, რომელიც მართლმადიდებლობის, როგორც ორთოდოქსული რელიგიის, ისლამურ ფუნდამენტალიზმზე უფრო დიდ საფრთხედ გამოცხადებას ეხებოდა: მართლმადიდებლობა ისლამურ ფუნდამენტალიზმზე საშიშია. იგი წარმოადგენს მთავარ მუქარას დასავლური ცივილიზაციისთვის, რადგან ცდილობს ოჯახური ურთიერთობების რეგლამენტირებას და არ ცნობს გეებს და ტრანსგენდერებს”…

ალბათ, ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ დასავლეთიდან დაფინანსებული “არასამთავრობო ორგანიზაციების” მთავარი სამიზნე დღეს სწორედ ქართული კულტურა, მენტალობა და ტრადიციებია, ხოლო ახალი გრანტის მიღების ერთადერთი გზა _ ისევ ამ ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლა, ქილიკი და შეურაცხყოფა.

რა არის რეალურად საქართველოს ისტორიული განვითარების გზა და როგორი იდეოლოგიის ძალებმა გამოაცხადეს 100 წლის წინათ დამოუკიდებლობა? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრებაევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე.

_ ბატონო გულბაათ, რა არის ჩვენთვის რეალურად 26 მაისი, რა მოხდა 100 წლის წინათ, ვინ იყვნენ სოციალდემოკრატები, რომლებმაც პირველ რესპუბლიკას ჩაუყარეს საფუძველი და რა იდეოლოგია ჰქონდათ?

_ იმ განცხადებების ფონზე, რომელიც 26 მაისს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ან ისტორია არ იციან, ან ფაქტებსა და მოვლენებს მიზანმიმართულად ამახინჯებენ. ალბათ, ერთიც არის და მეორეც, იმიტომ, რომ შეუძლებელია, ისტორიული ცოდნის ელემენტარული ბაზა ჰქონდეს ადამიანს და 1918 წლის 26 მაისი შეაფასოს, როგორც რეალური სახელმწიფოებრიობის საფუძველი. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო იძულებითი გამოცხადება დამოუკიდებლობის, რადგან დაიშალა რუსეთის იმპერია და პრაქტიკულად აღარ იყო არანაირი მართვის ორგანო დარჩენილი. თუმცა სოციალ-დემოკრატები, როგორც ცნობილია, არ ისწრაფვოდნენ სრული დამოუკიდებლობისკენ, ისევე, როგორც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის პერიოდში არ იდგა ეს საკითხი. მოგეხსენებათ, ილია ამბობდა, საქართველოს ავტონომია სჭირდება და არა სრული დამოუკიდებლობაო.

რაც შეეხება შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, ჯერ ვიყავით გერმანიის კოლონია და, სხვათა შორის, ეს უკეთესი ვარიანტი იყო ჩვენთვის, რადგან გერმანელები გაცილებით უკეთ ექცეოდნენ საქართველოს, ვიდრე შემდეგ _ ბრიტანელები. ინგლისი, როგორც ტიპურ კოლონიას, ისე გვიყურებდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც კუდამოძუებული გაიქცნენ, ჟორდანიას უდღეური მთავრობა იძულებული შეიქნა, ნეიტრალიტეტი გამოეცხადებინა. ეს ხდებოდა 1921 წლის თებერვალში, ამ დროისთვის საქართველოს ბედი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი იყო. საქართველოში უკვე იყო ძლიერი ბოლშევიკური მოძრაობა, ამიტომ, ზოგიერთები რომ მოთქვამენ: როგორ გაგვაწითლეს, როგორ დავკარგეთ დამოუკიდებლობაო, დაწყნარდით, ბატონებო, არც მანამდე ვიყავით დამოუკიდებლები და არც ახლა ვართ!

დღეს ძნელია, ერთმნიშვნელოვნად შეაფასო 1921 წლის 25 თებერვალი, მაგრამ ის, რაც იყო კარგი შემდგომი 70 წლის განმავლობაში, და კარგი ნამდვილად ბევრი იყო, ჩვენ დავკარგეთ. დღეს გვაქვს მათხოვრებით სავსე ქვეყანა, რომელშიც ნარკომანია, პროსტიტუცია, ტრეფიკინგი, ყველანაირი სექსუალური ანომალია და მსგავსი უბედურებები გაფეტიშებულია, არაფერს ვამბობ დემოგრაფიულ კატასტროფაზე და მიგრაციის საგანგაშო მაჩვენებელზე. აი, ამ ყველაფერს ვზეიმობთ ჩვენ, თუმცა არც იმის თქმა მინდა, რომ არანაირი ზეიმი არ უნდა იყოს. უბრალოდ, მინდა, ფხიზლად შევხედოთ მოვლენებს _ არც ზედმეტი ზეიმის მომხრე ვარ და არც გლოვის…

_ დავუბრუნდეთ სოციალდემოკრატებს, რა იდეოლოგიას ემსახურებოდნენ?

_ გადაშალონ მათი ნაწერები, გამოსვლები… უამრავი მასალაა, რომლებიც ამ ყველაფერს ნათელს ჰფენს. სხვა რომ არაფერი, ილიას მკვლელები იყვნენ სოციალდემოკრატები. არაფერს ვამბობ პატრიარქ კირიონის მკვლელობაზე, რომელსაც შემდეგ იარაღი დაუდეს და ხმები გაუვრცელეს, თავი მოიკლაო. ისე, ძალიან მაინტერესებს, რატომ არ ხდება ამ ფაქტის სათანადოდ წამოწევა. გამოვაცხადოთ 27 ივნისი განგაშისა და გლოვის დღედ, რადგან ამ დღეს მოკლეს საქართველოს პატრიარქი. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს საქმე ჩაფარცხა და არ გამოიძია, სტალინმა კი ფარდა ახადა. სხვათა შორის, სტალინამდე ილია ჭავჭავაძე არავის არ ახსოვდა. სტალინმა გაახსენა ქართველებს ილიაც და მისი მკვლელებიც. ამიტომ ვამბობ, რომ პირველი რესპუბლიკის ხელისუფლება აბსოლუტურად ანტიქართული იყო. ცხადია, მათ შორის წესიერი ხალხიც იყო და განსაკუთრებით სამხედროები.

დამოუკიდებლობა

_ დღეს ამ ადამიანებზე დადებით კონტექტსში საუბარი ნიშნავს თუ არა იმას, რომ 100 წლის შემდეგ ხელისუფლება ისევ ილიასა და პატრიარქის მკვლელების ხელშია?

_ რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ამას წინათ ვნახე კვირიკაშვილის განცხადება _ 2021 წელს, საქართველოს გასაბჭოების 100 წლისთავს, ჩვენ უნდა შევხვდეთ, როგორც ნატოს სრულუფლებიანი წევრი ქვეყანაო. ასი წელი არ მიგვიღებენ ნატოში, მაგრამ ფაქტია: გარკვეული ძალები ქმნიან ახალ მითს, რომლის მიხედვით, ერთი მხრივ, სულ უნდა ვიყოთ საბჭოთა კავშირთან, წარსულთან და, რაც მთავარია, რუსეთთან დაპირისპირებული და, მეორე მხრივ, გვქონდეს, ნატოს წევრობის იმედი. სასაცილოა, რომ დღეს საბჭოთა წარსულს აგინებენ და ლანძღავენ ყოფილი კომკავშირელები, ცეკას მაღალჩინოსნები, პარტიული მუშაკების შვილები და .., ის ხალხი, რომელიც ყველაზე კომფორტულად ცხოვრობდა წლების განმავლობაში და პირველებმა უღალატეს საბჭოთა სისტემას; ჩვენ კი, ვინც წესიერად ვცხოვრობდით და არავის არაფერს ვპარავდით, ვამბობთ, რომ რაღაც კარგიც იყო იმ სისტემაში. აი, ეს არის პარადოქსი…

_ დღეს ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და შეიძლება, საერთოდ, საქართველოს სახელმწიფო ეწოდოს?

_ სხვათა შორის, ახლა ახალ პროექტზე ვმუშაობ, თუ განვახორციელებ, არ ვიცი და დიდი სურვილი მაქვს, რომ მოვახდინოთ დამოუკიდებლობის ინდექსის პოლიტოლოგიური შეფასება. ის, რომ საქართველოს არავინ არაფერს ეკითხება და ჩვენი ეროვნული ინტერესები ჩვენ მიერვე მოკავშირეებად გამოცხადებულ სახელმწიფოებს ფეხებზე ჰკიდიათ, ფაქტია. ან კიდევ: გამოხტება რომელიმე ნარკომანი თუ ნარკობარიგა და მის წინაშე ცახცახებს მთელი მთავრობა. აი, ეს ყველაფერი მიანიშიშნებს იმაზე, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა თავისი ხარისხით ვერ აკმაყოფილებს დამოუკიდებლობის კლასიკურ სოციოლოგიურ-პოლიტოლოგიურ გაგებას. ეს ჩვენ არ გვაქვს, და არც გვექნება, დარწმუნებული ვარ…

_ რატომ ხართ დარწმუნებული?

_ ვერ ვხედავ ჩვენს ქვეყანაში პოტენციალს, ვერც ინტელექტუალურს და ვერც პატრიოტულს. ვის უნდა ენდო და გაყვე, არ ვიცი. ასეთ ხალხს ძალიან მცირე შანსი აქვს, ერად ჩამოყალიბდეს. ახლა ეს ვიღაცას შეიძლება გაბუქებულად მოეჩვენოს, მაგრამ პროცესი აქეთ მიდის. ათი წლის შემდეგ კიდევ სად ვიქნებით და როგორ, კაცმა არ იცის. ყოველ შემთხვევაში, მე პესიმისტურად ვარ განწყობილი, არ მინდა, თავი მოვიტყუო. საქართველოში კვლავ იქნება მუდმივი დესტაბილიზაცია, გასაჭირი და ქაოსი. ეს არის საქართველოს ბუნებრივი მდგომარეობა, როგორც იყო საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ მაშინ, ამ ყველაფერთან ერთად, იყო ვაჟკაცობაც და ხმლის ქნევაც, დღეს არის სოდომია და ნარკომანია

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here