მთავარი პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: ახალ ხელისუფლებას, რომელიც ხალხის დიდი ნდობით სარგებლობდა, საჯაროდ უნდა ეთქვა,...

გულბაათ რცხილაძე: ახალ ხელისუფლებას, რომელიც ხალხის დიდი ნდობით სარგებლობდა, საჯაროდ უნდა ეთქვა, რომ 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო და ჩაიდინა დანაშაული

1479
გააზიარეთ
სააკაშვილი

2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელიწადი გადის, ომის, რომლის შედეგად საქართველომ დაკარგა ტერიტორიის 20%; დაკარგა კონტროლი ახალგორზე, ცხინვალის გარშემო მდებარე 53 სოფელზე, რომლებშიც ქართველები ცხოვრობდნენ, აგრეთვე, კოდორის ხეობაზე. 2008 წლის ომის შედეგად საქართველომ დაკარგა 230-მდე სამხედრო მოსამსახურე (თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით) _ 23 ოფიცერი, 1 რიგითი, 9 რეზერვისტი, 136 სერჟანტი (კაპრალი), 1 სამოქალაქო პირი. უგზოუკვლოდ დაკარგული სამხედროებიდან, დნმის ანალიზის შედეგის მიხედვით, ამოიცნეს 51 ჯარისკაცი და ამ ყველაფრის ფონზე იმჟამინდელმა პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველო გამარჯვებულად გამოაცხადა, კონცერტიც გამართა რუსთაველის პროსპექტზე, შემდეგ კი ცინიკურად გვითხრა: ქვაღორღის მეტი არაფერი დაგვიკარგავს, სამაგიეროდ, მსოფლიომ შეიტყო, რუსეთი რომ აგრესორიაო

მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დაპირება ომის მიზეზების გამოძიება და დამნაშავეების დასჯა იყო, ამ მხრივ არაფერი გაკეთებულა. 2008 წლის ომის გამოძიება ჰააგის სასამართლოშიც დაიწყო საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მოთხოვნით, მანამდე ტალიავინის კომისიამაც იმუშავა, რომელიც ევროკავშირმა დააფინანსა, მაგრამ ბევრი შეკითხვა კვლავ პასუხგაუცემელია.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგსაქართველო და მსოფლიოკიდევ ერთხელ სვამს შეკითხვას: ვინ დაიწყო ომი და რატომ არ გასამართლდა ომის დამწყები ქვეყანა თუ პიროვნება? ამ თემაზეევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება:

_ რაც დრო გადის, საქართველოში სულ უფრო აშკარაა პოლიტიკური აზროვნების, კულტურის, პოლიტიკური მეტყველებისა და ქმედებების დეგრადაცია, რასაც სავალალო შედეგები მოაქვს. თორმეტი წლის განმავლობაში ნაცვლად იმისა, რომ გავაანალიზოთ ჩვენი ქვეყნის მიერ დაშვებული შეცდომები, რათა სწორი დასკვნები გავაკეთოთ, არაფერს ვაკეთებთ. პირიქით, პრიმიტივიზმში ვართ ჩავარდნილები, ვაღვივებთ რუსოფობიას და ვაგრძელებთ ხელის შეწმენდას რუსეთზე _ ოკუპანტია, დამპყრობელია, ტოტალური მტერია…

_ “რუსეთი ოკუპანტია” – მსგავსი რამ არც ერთ ოფიციალურ საერთაშორისო გამოძიებას აგვისტოს ომზე არ უთქვამს

_ აგვისტოს ომის ფაქტების გამოძიებას რაც შეეხება და განსაკუთრებით იმ თემას, ვინ დაიწყო ომი, ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ დადებს ფაქტს და არც დადებს, რადგან ფაქტები ხელში არავის უჭირავს, ეს ფაქტები არ არსებობს. ომი დაიწყო სააკაშვილმა და მისმა ხროვამ _ ეს ასახულია ტალიავინის დასკვნაშიც, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით ჩატარებული ერთადერთი გამოძიების დოკუმენტია, მაგრამ არ იტყვიან ამას ხმამაღლა, ეს ხელს არავის აძლევს

ომი ვინ დაიწყო? _ ამაზე შეშინებული, მხდალი მთავრობა არასდროს ილაპარაკებს. ეშინიათ სიმართლის თქმის.

ვინ დაიწყო ომი, ამას დიდი კვლევა არ სჭირდება. ამოიღონ კადრები, რომლებშიც იმჟამინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი ყროყინებს, რომ კონსტიტუციური წესრიგი უნდა აღადგინოს ცხინვალში, სადაც, დიახაც, რომ შევიდნენ და დაიკავეს ხეობები და .. პრეზიდენტის სიტყვებს იმეორებდა მისივე გენერალი, ვინმე ყურაშვილიეს ყველას გვახსოვს

ყველამ ვიცოდით, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, დაღამებისას სააკაშვილის ჯარი ცხინვალში შევიდა და ამას სიამაყით აცხადებდნენ. სიამაყით იმიტომ, რომ მიშა გამოჩენილიყო გმირად. იმჟამინდელი ხელისუფლების წევრებს არ ეგონათ, რომ ეს ომი კრახით დასრულდებოდა. ისინი ამერიკელებმა მოატყუეს, წინსვლა უბრძანეს, უთხრეს, რომ რუსებს ჟანგიანი ტანკები ჰყავდათ, რომ თვითონ მხარს დაუჭერდნენ და არაფერი მოხდებოდა. ეს იყო და ესამის იმედად დაიწყო ეს უაზრო (უაზრო ჩვენთვის, თორემ ამერიკელებისთვის ძალიანაც აზრიანი) ომი და ჩვენთვის სავალალოდ დასრულდა.

გამუდმებით ვსაუბრობთ ტალიავინის დასკვნაზე, მაგრამ ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ჩვენი თვალით ვიხილეთ. ტალიავინმა ჩვენზე უკეთ არაფერი არ იცის. და, თუკი ვინმეს მართლა აინტერესებს, რა იცის ხალხმა, ჩართონ 2008 წლის 7 აგვისტოს საინფორმაციო გამოშვებების კადრები, რომლებშიც სააკაშვილი საუბრობს; თუკი ვინმეს აინტერესებს, ვინ არის დამნაშავე აგვისტოს ომში და ვინ უნდა დაისაჯოს, სააკაშვილი სწორედ ამ კადრებში იძლევა აღიარებით ჩვენებებს და არა მხოლოდ ის, მისი გენერლებიც. ყველანი ამბობენ, რომ ოსური მხრიდან სროლები ისმოდა, ამის აღსაკვეთად კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა გადაწყვიტეს. სააკაშვილისა და მისი დამქაშების ერთი წინადადებით შესაძლებელია ყველაფრის გაგება.

სხვა საკითხია, ვის სჭირდება საერთაშორისო დასკვნები. ეს ყველაზე მეტად რუსეთს სჭირდება, რათა იურიდიულ ჭიდილში ფაქტებით გაჯერებული დოკუმენტაცია ჰქონდეს. საქართველოს, თუკი მართლა აინტერესებს, ვინ დაიწყო ომი, სხვისი დასკვნა ნამდვილად არაფერში არ სჭირდება.

საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ნაციონალების ეშინია, იმიტომ, რომ ნაცების ჩაწოდებით ამერიკელმა კონგრესმენებმა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებმა ამჟამინდელ ხელისუფლებას სამარცხვინოდ დაამხეს თავზე ყველაფერი. რაც მეტ დათმობაზე მიდის ხელისუფლება, ისინი სულ უფრო მეტს ითხოვენ და ეს ბუნებრივია. თუ ჩვარი ხარ, აღიარე და დენდროლოგიურ პარკში დაჯექი

_ ომი სააკაშვილმა დაიწყო, _ ამის თქმა ადვილია, მაგრამ ძალიან ძნელია ნებისმიერი ქართველისთვის, თქვას, ომი საქართველომ დაიწყოორა პრობლებაა ამ ერთი გვარის დასახელება, ყველას ასე რომ უჭირს?!

_ ეს ერთი პიროვნება არ იყო ვიღაც რიგითი. ის ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ყველანაირი ძალაუფლებით აღჭურვილი პრეზიდენტი. იმხანად მას მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერდა მხარს, იყო გარკვეული ნაწილიც, რომელიც სულ ქუჩაში იყო და მის პრეზიდენტობას აპროტესტებდა, მაგრამ ამაზე ახლა არ ვისაუბროთ.

სააკაშვილი პრეზიდენტი იყო და მისი ბრძანებით მთელი ძალოვანი უწყებები ომში იყო ჩართული, ეს უკვე სახელმწიფოა. სააკაშვილს კონსტიტუციური უფლება ჰქონდა და ეს გამოიყენა კიდეც. პრეზიდენტი თვითონ არ ისროდა, ისროდა ჯარი…

თქვენ ამბობთ, რომ ომი ერთი კაცის გადაწყვეტილებით დაიწყო. სწორედ ამიტომ იყო საჭირო სააკაშვილის გასამართლება. თქვენც, მეც და დანარჩენებიც ვართ საქართველო, ჩვენ ვართ ხალხი, ჩვენ არ ვართ ოფიციალური საქართველო, ოფიციალური საქართველო იყო სააკაშვილი, მან დაიწყო ეს ომი, მაგრამ, ეს ყველაფერი რომ ჩამოვაცილოთ საქართველოს და ავკიდოთ სააკაშვილს, სწორედ ამისთვის იყო საჭირო, ახალ ხელისუფლებას, რომელიც ხალხის ძალიან დიდი ნდობით სარგებლობდა, საჯაროდ ეთქვა, რომ 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო და ჩაიდინა დანაშაული. ხელისუფლებას უნდა ეთქვა მსოფლიოსთვის, რომ სააკაშვილი გაფლანგვისთვის თუ რაღაც სისულელეებისთვის კი არ გავასამართლეთ და გამოვაცხადეთ ძებნილად (რა ძებნა უნდა და ვინ ეძებს, მაგრამ მაინც), არამედ ომის გაჩაღებისთვის, რაც სამშობლოს ღალატია. სააკაშვილმა მხოლოდ ტერიტორიები კი არ ჩააბარა რუსეთს, გაანადგურა შიდა ქართლის სოფლები, მოსპო კოდორის ხეობა, რომელიც სტრატეგიული პლაცდარმი იყო საქართველოსთვის. ნაძირალამ ჩვენი ქვეყანა ყრუ კედლებში მოაქცია. რომ გასამართლდეს წინა პრეზიდენტი, გული მოულბეთ ეგებ ოსებს, მაგრამ ამას არ აკეთებენ, ტრიბუნებიდან გაიძახიან, _ ჩვენი ოსი ძმებიო. ეს ძმობა არ არის, როცა მათ მკვლელს ხელს აფარებ. იქ დაიღუპნენ ოსები, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიხიზნა და ვინ დარჩა. მშვიდობიანი მოქალაქე მოკვდა და ეს საკმარისია.

სააკაშვილი გასასამართლებელია, მისთვის ტყვიაც არ უნდა გაიმეტო. დროებითი მუხლი უნდა შემოიტანო და ჩამოახრჩო. ამაზე მე არ უნდა ვსაუბრობდე, ამაზე ამჟამინდელი ხელისუფლება უნდა საუბრობდეს გაცხარებით, სწორედ ამისთვის არსებობს ხელისუფლება. მათ უნდა გამოიძიონ წინამორბედების მიერ ჩადენილი დანაშაულები. თანაც დანაშაულსაც გააჩნია _ 2008 წლის ომი სამშობლოს ღალატი იყო.

_ 2008 წლის ომის შემდეგ ტერიტორია ვერ დავიბრუნეთ, მეტიც, დავკარგეთ კიდეც დამატებითთუმცა, ჩვენი ტრაგედია ამით არ დასრულებულარა შედეგები მოჰყვა ამ ომს?

_ გამოვედით დსთ-დან, რაც სისულელე იყო, ყველანაირი ბერკეტი დავკარგეთ ამ სივრცეში, დიპლომატიური ურთიერთობები გავწყვიტეთ რუსეთთან, გავწყვიტეთ ურთიერთობა და მაშინვე ხელი მოაწერა სააკაშვილმა მედვედევთან შეთანხმებას.

საქართველომ სააკაშვილის პირით გამოაცხადა კაპიტულაცია, მოაწერა ხელი ამ ყველაფერს, დათმო ტერიტორიები, გაიბუტა და გაწყვიტა ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოსთან. ეს პოლიტიკა არ არის. დოკუმენტში, რომელზეც სააკაშვილმა ხელი მოაწერა მედვედევთან _ მაშინდელ რუსეთის პრეზიდენტთან ერთად, მოცემულია ის შეთანხმება და საზღვრები, რომლებზეც დღეს რუსეთი მავთულხლართებს ავლებს. ეს ხომ სააკაშვილის გავლებული საზღვარია?! ეს არის წინა პრეზიდენტის მიერ ჩადენილი დანაშაული და შედეგი მისი მმართველობისა, შედეგი მისი გადაწყვეტილებისა აგვისტოს ომის დაწყებაზე.

_ 2008 წლის ომის ავტორები, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ომის მიმდინარეობისას ქვეყნიდან გარბოდნენჩემთვის ცნობილია, რომ თქვენ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით იხილეთ. ალბათ, ბევრი მათგანი დღეს ისევ საკანონმდებლო ორგანოში ზის

_ სწორედ იმ დღეებში მე და ჰამლეტ ჭიპაშვილი აზერბაიჯანის საზღვარზე ფეხით რის ვაი-ვაგლახით გადმოვედით საქართველოში. დიდი იყო შეშინებული ადამიანების ტალღა, რომლებიც საქართველოდან აზერბაიჯანში გადადიოდნენ. მათ ხელისუფლება აშინებდა, რომ რუსები დახოცავდნენ

დიახ, ვნახე ჩემი თვალით, როგორ გადადიოდა აზერბაიჯანის საზღვარზე დაბურულმინებიანი უშველებელი სამთავრობო ჯიპები, რომლებიც დიდი სიჩქარით მოჰქროდნენ, მათ პატრული აცილებდა. მათი მანქანის ნომრებით მიხვდებოდით, რომ ისინი ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნები იყვნენ.

ამის შემდეგ ვიხილე სამარცხვინო კონცერტი დედაქალაქის ცენტრში _ საქართველოს გამარჯვების კონცერტი. იმ დღეს ქაშუეთის ეკლესიაში ვახუშტი კოტეტიშვილი ესვენა, ხოლო შიდა ქართლის დაკარგული სოფლებიდან საქართველოს პატრიარქი ცხედრების გადმოსვენებას ცდილობდა…

გავიხსენოთ პატრიარქის იქ ჩასვლაც… როგორი პატივით ეპყრობოდნენ რუსი გენერლები, ჯარისკაცები. იმ უბედურებაშიც კი რუსი ჯარისკაცები ცდილობდნენ, რაღაც სიკეთე ეკეთებინათ; უბედურებაში, რომელშიც უნებურად ჩაითრიეს; ისინი სააკაშვილმა აიძულა, შემოსულიყვნენ საქართველოს გულში. აქვე აღვნიშნოთ ისიც, როგორ ცდილობდა ნაძირალა ვანო მერაბიშვილი, რუსებს სტალინის ძეგლი აეფეთქებინათ, დიდ ფულსაც სთავაზობდა, მაგრამ რუსები ამაზე არ დათანხმდნენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ გაცილებით ღირსეულად იქცეოდა რუსეთის გენერალიტეტი და ჯარი, ამ თემაზე საკმაოდ ვრცელი დოკუმენტური ფილმიც გადავიღე.

_ ბატონო გულბაათ, თქვენ ერთერთი იყავით, ვინც ხმამაღლა თქვა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო. ეს ვისაც წამოსცდა, ყველა გაამარგინალეს და მედიატერორის თუ პირდაპირი ტერორის მსხვერპლად აქციეს

_ ქვეყანაში მოხდა ნაციონალების სოროსული ფლანგის რევანში. “ქართული ოცნება” აღარ არის ის პარტია, რომელიც იყო 2012 წელს. ივანიშვილიც არის ფასადი. როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, ის საკუთარი თავის მოღალატეა. ივანიშვილმა ქვეყნის პოლიტიკა მთლიანად ჩააბარა სოროსული იდეოლოგიის ადამიანებს და საქართველო გმინავს ამ უბედურების ქვეშ.

სიმართლე გითხრათ, 2012 წლამდე დრო სჯობდა ამას, რადგან სააკაშვილი გამოკვეთილი მტერი იყო და ხალხსაც აშკარა პროტესტი ჰქონდა. დღეს ყველაფერი არეულია, არავინ იცის, ვინ არის კარგი, ვინ _ ცუდი, ვინ _ პატრიოტი და ვინ _ მოღალატე. ასეთ ვითარებას მივიღებთ მომავალ პარლამენტშიც. შემდეგი მოწვევის პარლამენტი იქნება ქვეყნისთვის დიდი რეგრესი და ათი წლის შემდეგ საქართველოს საერთოდ ვეღარ ვიცნობთ, ჩვენ ძალიან სუსტი წარმონაქმნი ვიქნებით, სავარაუდოდ, აფრიკის ბუგაბუგა ტომის მსგავსი.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here