მთავარი საქართველო გუგულიმ ღატაკებს გადაუფრინა

გუგულიმ ღატაკებს გადაუფრინა

3617
გააზიარეთ
გუგული მაღრაძე

სახელისუფლო სტრუქტურებში მოკალათებულიქართული ოცნებისწევრები, რომლებიც მაინცდამაინც დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობებით არ გამოირჩევიან, ხშირად აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც სიდუხჭირეში მცხოვრები მოსახლეობის სამართლიან აღშფოთებას იწვევს.

რამდენიმე დღის წინათ ახალი “სიბრძნე” გადმოაფრქვია პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ, რომელმაც შარშან მიწის დახვნაში ფერმერების დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, მეტიც _ მიწის უცხოელებზე მიყიდვას ორივე ხელით დაუჭირა მხარი, რათა ქართველი, ისედაც დევნილი სამშობლოში, აიყაროს მშობლიური კერიდან და უცხოეთში გადაიხვეწოს ლუკმაპურის საშოვნელად ან სამშობლოში უცხოელის მოჯამაგირედ იქცეს. საახალწლოდ ვის რა პრობლება უნდა ჰქონდეს? მოსახლეობის ძალიან ცოტა ნაწილია დღეს მეტნაკლებად გაჭირვებული. მაქსიმუმ, 5 პროცენტს უჭირს და ისინიც საახალწლოდ მაინც ახერხებენ სუფრის გაშლას”, _ განაცხადა დეპუტატმა ქალბატონმა.

ფსიქოლოოგიის მეცნიერებათა დოქტორი (ასე წერია პარლამენტის ვებგვერდზე), საქართველოს პარლამენტის მე-6 (“ნაციონალური მოძრაობის” სიით), მე-8 და მე-9 მოწვევის (“ქართული ოცნების” სიით) წევრი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ქალბატონი გუგული მაღრაძე ერთხელ მაინც რომ დაინტერესებულიყო ხალხის ბედით, გაცნობოდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს სიღარიბისა და უმუშევრობის დონის შესახებ, ნახავდა, რომ საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 235 ათას კაცს შეადგენს, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი კი _ არა 5-, არამედ 21,3 პროცენტს, ანუ 788 100 კაცს.

ქალბატონ გუგულის, როგორც ჩანს, ოღონდ დეპუტატის მანდატი და კარგი ხელფასი ჰქონდეს, მანქანა ემსახურებოდეს, უცხოეთში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე იმოგზაუროს, ევროპარლამენტში დამტვრეული ინგლისურით ილაპარაკოს, თავისი “მიზანშეწონილობა” თავს მოგვახვიოს და სულაც არ ადარდებს საქართველოს მოსახლეობის ბედი. ფეხებზე ჰკიდია, ქართველი კაცი სამშობლოში მოჯამაგირედ დაუდგება უცხოელს თუ, საერთოდ, სიღატაკეში ამოხდება სული.

ნიკა კორინთელი

2 COMMENTS

  1. ამ ნაცქოცბატონის გამოსწორებას არ ადგება საშველი. ამაზეა ნათქვამი “არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი”-ო…
    შუბა მაგრად “გიხდება”, “შენი შუბა…”

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here