მთავარი პოლიტიკა გუგულიმ უკვე იყიდა ზეთი…

გუგულიმ უკვე იყიდა ზეთი…

2622
გააზიარეთ
გუგული მაღრაძე

გასული კვირა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საკუთარ ხალხზე მიტანილი კიდევ ერთი უტიფარი საზოგადოებრივსოციალური იერიშით აღინიშნა. სააკაშვილის დედის ყოფილი დაქალისა და ამჟამადოცნების” “დამრტყმელიდეპუტატის _ გუგული მაღრაძის ნათქვამ ახალ უკვდავ ფრაზას _ “ჩვენს ქვეყანაში დიდი არაფერი გაჭირვებაა, რადგან 10 ლარად ჯერ კიდევ შეიძლება 4 ბოთლი ზეთის ყიდვა” _ უმალვე მოჰყვა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიაშვილის მიერ დასავლეთ საქართველოში მომუშავე კერძო საწარმოების დათვალიერება დაბრძნულიდასკვნები იმის შესახებ, რომოცნებისსახელისუფლო გუნდი ზედმიწევნით ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს ასეულობით ფაბრიკაქარხნის აშენებისა და უამრავი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ. უბრალოდ, ქართველი ხალხია ზარმაცი და უმაქნისი, თორემ სამუშაო ადგილები ყრია თურმე.

ასეთი “პიარკამპანია” თუ უტიფარი პროპაგანდა, რამდენიმე წელია, მიმდინარეობს და ტალღისებურად ხან მოიმატებს, ხან დროებით მიიძინებს ხოლმე. რამდენიმე წლის წინათ, სწორედ ანალოგიური აზრების გამო, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში მცირე ინციდენტიც მქონდა ერთ-ერთ ქალბატონთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ საქართველოში თურმე სამსახურის შოვნა ძალიან ადვილია და ამისთვის მხოლოდ “სილაბუსის” დაწერაა საჭირო.

ჯერ ერთი, “სილაბუსიანი” უმუშევარიც უამრავი ვიცი, მაგრამ, თუნდაც ასე იყოს, ვისაც “სილაბუსის” წერა არ შეუძლია, იმან რა ქნას? სიტყვამ მოიტანა და ბარემ აქვე ვიტყვი: როდესაც სოციალურ ქსელში შესაბამისი შინაარსის სტატუსი გამოვაქვეყნე, ერთი პიროვნება გამომეხმაურა: “მე მაქვს 20 ვაკანსია, 1 500 ლარს ვიხდი თვეში და არ მოდის არავინ”. როგორც საბოლოოდ გაირკვა, ეს ადამიანი 1 500 ლარს სთავაზობდა გამოცდილ ოსტატებს, რათა, ფაქტობრივად, მთელი საქმე შეესრულებინათ და მერე “დამსაქმებელს” მათი ნაწარმი სამმაგ ფასში გაეყიდა. საინტერსოა, რატომ იზამს ოსტატი ამას, როდესაც თავისი დამზადებული პროდუქცია თავადვე შეუძლია გაყიდოს და ორჯერ მეტი თანხა მიიღოს?! როდესაც ამ “მეწარმეს” შეკითხვა დავუსვი: “არაოსტატს”, ანუ არაკვალიფიციურ მუშახელს რამდენს უხდით-მეთქი, მან მიკიბვ-მოკიბვა დაიწყო, _ “კომპეტენტური” არ ხარ წარმოების საკითხებშიო. გაუგებარია, რა “კომპეტენტურობა” სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ამ “წარმოებაში” დამხმარე მუშები საერთოდ არ ჰყავთ, რადგან ოსტატს ეკისრება დაპროექტებიდან ბოლო ჭანჭიკამდე ყველაფერი, რათა “მუშის ანაზღაურება” დაიზოგოს. აი ასეთი ადამიანები ეწევიან პროპაგანდას, რომ საქართველოში “სამსახურები ყრია”, უბრალოდ, თურმე ქართველი ხალხია ზარმაცი.

არადა, რეალურად, მინიმალური ხელფასის განსაზღვრა სწორედ ყველაზე არაკვალიფიციური კადრის ანაზღაურებით იწყება და ის, წესით, საქართველოს პირობებში 700-800 ლარი მაინც უნდა იყოს, ადამიანს მუშაობად და ყოველდღიურკაბალადრომ უღირდეს! 400 ლარი შეიძლება ვინმემ მაშინ გადაგიხადოს, სამ დღეში ერთხელ ცვლებში თუ გამუშავებს.

მაგრამ განა ვინმეს ადარდებს ადამიანის ჯანმრთელობა და მისი ორგანიზმის გამოფიტვის რისკი? როგორც ჩანს, ხელისუფლებამ უკვე გადაწყვიტა, ხალხს ჩააგონოს, რომოცნებაყველა დაპირებას პირნათლად ასრულებს, ფაბრიკაქარხნებსაც ხსნის და სამუშაო ადგილებსაც ქმნის, მაგრამ ზარმაც და მუქთახორა ქართველებს უცხოეთში მძიმე სამუშაოებზე წასვლა ურჩევნიათ. ისიც ნათელია, რომ ხელისუფლებისფრთებქვეშარის მოქცეული არაერთი მედიასაშუალება, რომლებმაც გასულ კვირაში ინტენსიურად დაიწყეს ამ აზრის კულტივაცია.

ვებგვერდებზე განთავსებულ მასალებს სათაურები ასეთი აქვს: “სამუშაო ადგილები გვაქვს, ხალხი კი არ ჩანს”, _ ამას აცხადებს ქუთაიში გახსნილი სამკერვალო ფაბრიკა “იმერის” ხელმძღვანელი მაია სიმონიძე. “რომ გვახსენებთ ხოლმე დაპირებებს ფაბრიკა-ქარხნების გახსნის შესახებ, აი ჩვენ ვხსნით მათ, საქართველოს მოსახლეობას კი მაინც უცხოეთში, მძიმე პირობებში სამუშაოდ წასვლა ურჩევნია,” _ ბანს აძლევს პრემიერმინისტრი. “ქუთაისში, სამკერვალო ფაბრიკაში 50 ვაკანტური ადგილია, მიუხედავად ამისა, მსურველები არ ჩანან”, _ ასეთი ტრაგიკული ტონით იწყებს სტატიას ჟურნალისტი…

რა მძიმე სურათია, არა?

ყოველივე მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ბიძგი მისცენ პროპაგანადას _ განა “ოცნების” ხელისუფლება არ ასრულებს დანაპირებს, მაგრამ ქართველი ხალხია ზარმაცი და უსაქმური. სხვათა შორის, ეს ნაციონალების მმართველობის პერიოდში დაწყებული ნაცადი დემაგოგიაა და “ოცნება” დიდი “წარმატებით” განაგრძობს გიგანასარიძეობას”.

ეს თვალნათელია, მაგრამ ვინმე რომ არ შემოგვედავოს, მოდი, მივყვეთ და ვნახოთ, რას ჰპირდება ქალბატონი მაია სიმონიძის “ბიზნესსამოთხე” იქ დასაქმების მსურველ “ზარმაცებს”: შრომის ანაზღაურება, ანუ ხელფასი _ 440 ლარი; სამუშაო გრაფიკი _ ყოველდღე, კვირის გარდა, დილის 9 საათიდან საღამოს 6-მდე, ანუ 9-საათიანი სამუშაო დღე.

ხომ მოიხიბლეთ? თანაც, ნახეთ, რა საყვარლად ამბობს ქალბატონი მაია: “ყველაფერი ევროპული სტანდარტებით გვაქვს აწყობილი”. ხომ სასიამოვნოა? მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს: ხელფასიყველაფერშიარ შედის? 440 ლარი 150 ევროც კი არ არის. და განა თვეში 150 ევროს გადახდა 9-საათიანი სამუშაო გრაფიკით მომუშავე ადამიანისთვის ევროპული სტანდარტია?

“ბიზნესვუმენშა” მაია სიმონიძეს თავის გამამართლებელი მიზეზებიც აქვს: “რა ვქნათ, ჩვენც ვიცით, რომ ხელფასი მაღალი არ არის, მაგრამ საწარმოს არ აქვს მეტის გადახდის საშუალება, ისედაც მოგების 75 პროცენტი ხელფასებში მიდის”.

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

რა ქნათ და უნდა გაჩუმდეთ!

ქალბატონო მაია! თუ ვერ გაიგეთ, აგიხსნით: ეგ პირადად თქვენი და მაგ ვითომ საწარმოს პრობლემებია და ვერავინ შეგედავებათ. შესაძლოა, მაგდენის გადახდაც არ შეეძლოს რომელიმე დაწესებულებას, მაგრამ, თქვენს პრობლემებს რომ მიხედოთ და ხალხის ლანძღვას თავი დაანებოთ, არ სჯობია?

რომ გაიძახით: “მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ევროპული სტანდარტით გვაქვს აწყობილი, ქართველებს მაინც უცხოეთში, მძიმე პირობებში სამუშაოდ წასვლა ურჩევნიათო”, ნამუსი ოდნავ მაინც არ გაწუხებთ? იმ უცხოეთში, პირობები მძიმეა თუ მსუბუქი, ადამიანებს 1 500-დან 2 000 ევრომდე უხდიან, ანუ, რასაც თქვენ სთავაზობთ, იმაზე, სულ ცოტა, 10-ჯერ მეტს! აბა, ამიხსენით: რატომ არის მათი საქციელი ასეთი მიუღებელი? თქვენ რომ თუნდაც 300-400 ევრო (დაახლოებით 700-დან 1 000 ლარამდე) შესთავზოთ და ისინი მაინც უცხოეთში გაიქცნენცოტა მეტისგულისთვის, მაშინ, კიდევ ჯანდაბას, მართალი იქნებოდით, მაგრამ, 1 500 ევროსა (4 ათასი ლარი დაახლოებით) და 440 ლარს შორის დიდ განსხვავებას რომ ვერ ამჩნევთ, დავიჯერო?

კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ძირითად სათქმელს, რომ მერე ვინმემ არ თქვას, თითქოს ქართველ ბიზნესმენებს თანამშრომლებისთვის იმხელა ხელფასების გადახდას ვაიძულებდე, რამდენის საშუალებაც არ აქვთ. არა, ბატონებო! მე თქვენ არ გიწესებთ და არც მოვითხოვ თქვენგან, რომ ხელფასები ჩემი მოსაზრებებით გასცეთ. გაეცით იმდენი, რამდენიც შეგიძლიათ და რამდენსაც ნამუსი თუ კეთილგონიერება გიკარნახებთ. დაძალების უფლება არავის აქვს! მაგრამ, თუ თქვენი წარმოება იმდენს ვერ “ქაჩავს”, რომ ადამიანებს ნორმალური ანაზღაურება მისცეთ, იმდენი ტვინი მაინც შეირჩინეთ, რომ ხალხის ლანძღვას ნუ დაიწყებთ საჯაროდ!

440 ლარი თვეში _ ეს დღეში დაახლოებით 15 ლარია. ნებისმიერმა მამაკაცმა თავის დანჯღრეულოპელსთავზე ტაქსისპეტუშოკირომ დაადგას, ნებისმიერმა ქალმა კი ბინებში იაროს და დამლაგებლობა შეითავსოს, 2-3 საათში 15 ლარს აუცილებლად გააკეთებს. მაშ, მითხარით: რატომ უნდა მოვიდეს იგი თქვენს წარმოებაში დილის 9-დან საღამოს 6-მდე და რატომ უნდა დაგიდგეთ მონად დღეში 15 ლარად?

ცალკე საკითხია სოციალურ ქსელებში ქუთაისელების კომენტარები, როდესაც მათ მაია სიმონიძისა და გიორგი კვირიკაშვილის ეს უტიფარი განცხადებები წაიკითხეს:

* “იტყუებიან. იქ 440 ლარიც არ არის ხელფასი! ყოველ თვე რაღაც შარებს გიდებენ, ხელფასს გიქვითავენ და საბოლოოდ 250 ლარზე მეტს არ გიხდიან თვეში”;

* “სამუშაო პირობები, ევროპული კი არა, ჯოჯოხეთურია მანდ! ორპირ ქარსა და სიცივეში უზით პერსონალი, იმიტომ, რომ გათბობის ფულს ზოგავენ და, თუ სიცხე მოგცა და ერთი დღე გააცდინე, სამსახურიდან გიშვებენ”;

* “წარმოების უფროსი ქალებს მონებივით ექცევა, უყვირის და შეურაცხყოფას აყენებს. მანდ მომუშავეებს ქუთაისელები სიმონიძის მონებს ეძახიან”;

* “იმიტომ ვერ ავსებენ ვაკანსიებს, რომ 2-3 თვეზე მეტს ვერავინ ძლებს მაგ ჯოჯოხეთში. მიდიან გაჭირვებული ადამიანები, იწყებენ მუშაობას, მერე ჯანმრთელობადაზიანებულები გარბიან მაქედან”.

სამაგიეროდ, პრემიერმინისტრი და ქალბატონი სიმონიძე არიან ნამეტანი “შეწუხებული” ქართველთა “უსაქმურობითა” და “მუქთახორობით”. როგორც ჩანს, სამუშაო ადგილები არაფერ შუაშია და ქართველი ხალხის პრობლემა ბევრად უფრო ღრმაა. არაფერ შუაშია აქ რეალური უმუშევრობა. რადგან მათ ისევ უცხოეთში გახიზვნა ურჩევნიათ სამშობლოში მუშაობას, _ მოთქვამენ ისინი.

ისე, შეიძლება დავეთანხმო კიდეც იმ ნაწილში, რომ ქართველი საზოგადოების პრობლემა მართლა უფრო ღრმაა. ეს პრობლემა მაშინ მოგვარდება, როდესაც ხალხი აი ასეთბიზნესმენებსადაპოლიტიკოსებსთმით ითრევს და ნათლად გააგებინებს, რომ ადამიანების ასე ხელაღებით ლანძღვა საბოლოოდ არავის შერჩება!

სხვათა შორის, ასეთ “ბიზნესმენებსა” და “პოლიტიკოსებს” ის “ჟურნალისტებიც” უნდა მიაყოლოს ხალხმა ზედ, რომლებიც ასეთ უტიფარ პროპაგანდაში ხელს უწყობენ მათ.

სიმართლე რომ ითქვას, მცირედ, მაგრამ ამის ნიშნები უკვე არსებობს კიდეც საზოგადოებაში _ თუ ბევრ რამეს ვერ მიხვდებაოცნება”, თუ გონს არ მოეგება და გუგულისნაირპოლიტიკოსებსარ მოიშორებს ან მხოლოდ მაია სიმონიძის მსგავსბიზნესმენებსდაეყრდნობა, არ არის გამორიცხული, ამ ხელისუფლებამ იმ მანიაკ ხელისუფლებაზე უარესადაც კი დაამთავროს მოღვაწეობა

ერთმა “ფეისბუქ”-მომხმარებელმა მოსწრებულად შენიშნა: “ბერლიოზს (ბიძინას), მგონი, მართლა ცუდად აქვს საქმე, რადგან ანუშკამ (გუგულიმ), როგორც ჩანს, უკვე იყიდა ზეთი!”

ბაკურ სვანიძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here