მთავარი მსოფლიო გონების შეურაცხმყოფელი სიცრუე

გონების შეურაცხმყოფელი სიცრუე

806
გააზიარეთ
სირია

შენი სიცრუე ჩემს გონებას შეურაცხყოფს”, _ ეუბნება ცნობილი ამერიკული ფილმის _ “ნათლიმამასპერსონაჟი თავის დაუძინებელ მტერს. ამავე წინადადებით რამდენჯერმე მიმართავს პოპულარული გერმანული საიტის _ “ფიქრის ფურცლებისავტორი, იენს ბერგერიგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელ შტეფან ზაიბერტს, რომელმაც 30 მარტის პრესკონფერენციაზე მოკავშირეთა ავიაციის მიერ ერაყის ქალაქ მოსულის დაბომბვა შეაფასა.

თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა. ეს ბარბაროსული აქტი მკაცრად გააკრიტიკა დასავლურმა მედიამ. ფაქტი შემზარავია: მხოლოდ ერთმა დარტყმამ, რომელიც 17 მარტს განხორციელდა მოსულის დასავლეთ ნაწილში, შეიწირა 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. ოფიციალური ბერლინის მცდელობამ, გაემართლებინა ამ ბოროტების ჩამდენნი, გერმანიაში გესლიანი კომენტარების ტალღა ააგორა.

“რუსეთი და სირია შეგნებულად და მიზანმიმართულად ანგრევდნენ საავადმყოფოებსა და სკოლებს, _ განაცხადა შტეფან ზაიბერტმა პრესკონფერენციაზე, _ ჩვენი მოქმედება კი აბსოლუტურად განსხვავებული იყო. რა თქმა უნდა, იყო ცალკეული უბედური შემთხვევები, რაც გულდასაწყვეტია. ჩვენ განზრახ არავინ მოგვიკლავს”.

“ბოლო ერთი თვის “ცალკეული უბედური შემთხვევების” სია შეურაცხყოფს ჩვენს გონებას”, _ უპასუხა მას იენს ბერგერმა და ჩამოთვალა ერაყის დასახლებულ პუნქტებზე ასეთი თავდასხმის 50 შემთხვევა, რომელთაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.

მოცემული ორგანიზაციის ასეთი “გარდასახვა” გასაკვირი არ არის. სირიის ომის გაშუქებისას იგი ძირითადად ემყარება ადამიანის უფლებების მონაცემებს ლონდონის ობსერვატორიისა, რომელიც, დიდი ხანია, ცნობილია თავისი ურცხვი ჭორაობით.

ამ ორგანიზაციამ “შეასწორა შეცდომა” და გაზარდა დაღუპულთა რაოდენობის მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია დასავლეთის კოალიციის მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგების შესახებ: დაიღუპა 1300 მოქალაქე, დაახლოებით იმდენი, რამდენიც რუსეთს დაბრალდა. ასეთი თანაფარდობით რუსეთისკენ თითის გაშვერა მომგებიანი არ იყო და ოპერატიულად მოახდინეს “კორექტირება”.

კოალიციის სამხედრო-საჰაერო ძალების “მუშაობის” შესახებ მონაცემები მიღებული იყო კოალიციისავე ოფიციალური წყაროებიდან, მაგრამ სრულყოფილად ისინი ვერა და ვერ მიიჩნევა. “საჰაერო ომები” იძულებული გახდა, დაემატებინა მონაცემები, რომლებიც თავისი ერაყელი კორესპონდენტებისგან ჰქონდა მიღებული. სირიისგან განსხვავებით, მათ იქ საკმაო რაოდენობის სანდო წყაროები გააჩნიათ. ოფიციალურ და არაოფიციალურ მონაცემებს შორის სხვაობა განსაცვიფრებელი აღმოჩნდა”.

იენს ბერგერმა შტეფან ზაიბერტის გასათვითცნობიერებლად გამოაქვეყნა გაფართოებული სია იმ “გულდასაწყვეტი ცალკეული შემთხვევებისა”, რომლებიც რეალურად მოხდა (სიაში ჩამოთვლილია მხოლოდ წლევანდელი მარტის ფაქტები):

1 მარტი, ალ. თაბაგა (სირია) _ მოკლულია 12 ადამიანი, მათ შორის _ 4 ბავშვი;

1 მარტი, მოსული _ მეჩეთზე თავდასხმის დროს მოკლულია 80 მლოცველი;

1 მარტი, მოსული _ 20 მოკლულიდან ყველანი ქალები და ბავშვები არიან;

2 მარტი _ მოსული _ მოკლულია 14 (სამი ოჯახი);

3 მარტი, რაკა (სირია) _ მოკლულია 12;

4 მარტი, მოსული _ 40 მოკლულიდან უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან;

5 მარტი, მოსული _ ადმინისტრაციულ შენობაზე თავდასხმის დროს დახოცილია 64-დან 130-მდე ადამიანი;

6 მარტი, მოსული _ საცხოვრებელი კვარტალის დაბომბვისას მოკლულია 16 ადამიანი;

6 მარტი, მოსული _ სადგურზე დარტყმის დროს მოკლულია 33;

6 მარტი, მოსული _ საცხოვრებელი კვარტალის დაბომბვის დროს დაიღუპა 42 ადამიანი, მათ შორის _ 23 ბავშვი.

და ასე გრძელდებოდა თითქმის ყოველ დღე.

გასულ თვეში დასავლეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შეცდომითი თავდასხმის 50 შემთხვევა მოხდა, რომლებმაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. განსაკუთრებით სისხლიანი იყო 21 მარტის დაბომბვა სირიაში. გერმანიის სადაზვერვო თვითმფრინავმა “ტორნადომ” რაკას მახლობლად შენიშნა “ისლამური სახელმწიფოს” სტრატეგიული ობიექტი და მოკავშირეებს მისი კოორდინატები გადასცა.

რეაქციამ არ დააყოვნა _ “ობიექტი”, რომელიც ლტოლვილებით დასახლებული სკოლა აღმოჩნდა, “წარმატებით” დაიბომბა. შედეგად, გერმანელი მფრინავების მიზეზით, 420 ადამიანი დაიღუპა.

საჯაროდ წარდგენილ სიაში ჩამოთვლილია მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული შეცდომითი დაბომბვები. გასაგებია, რომ ასეთი რამ მარტში არ დაწყებულა და არც მარტში დამთავრებულა.

გერმანული მედია ამ თემის განხილვისას განსაკუთრებულ ყურადღებას გერმანიას უთმობს, რომელიც, მთავრობის ოფიციალური ვერსიით, “საომარ მოქმედებაში არ მონაწილეობს”.

2015 წლის ნოემბერში პარიზში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა ანგელა მერკელის წინადადებას ერაყში გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების მივლინებას “დაზვერვის განხორციელებით კოალიციის მოქმედების მხარდასაჭერად”. ამით ახალი სიტყვა ითქვა სამხედრო თეორიის დარგში (დაზვერვით მხარდაჭერა თურმე არ არის საომარი მოქმედების შემადგენელი ნაწილი(!)). ასე შეეცადა ბუნდესტაგი, შეეცდინა საზოგადოებრივი აზრი, მისთვის თავს მოეხვია ახლო აღმოსავლეთში გერმანიის “მშვიდობიანი” მონაწილეობის ვარიანტი.

არადა, ეს ვარიანტი სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა გერმანიის თანდათან ჩათრევას ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ხელმძღვანელობით მიმდინარე საომარ მოქმედებაში.

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here