მთავარი საზოგადოება “გლობალური დათბობის” გლობალური აფერა

“გლობალური დათბობის” გლობალური აფერა

1161
გააზიარეთ
“გლობალური დათბობის” გლობალური აფერა

დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობა სხვადასხვა პერიოდში ამჟამინდელზე ბევრად მაღალი იყო, მაგრამ პლანეტაზე სიცოცხლე ყვაოდა

ცნობილია, რომ ზოგიერთი ატმოსფერული მოვლენის (ამანდის) მართვა ძალიან ხარჯიანი საქმეა, მაგრამ საჭირო. ამ მიმართულებით პირველ წარმატებას II მსოფლიო ომის წლებში მიაღწიეს. კლიმატის მიმართ საქმე გაცილებით რთულადაა. ატმოსფეროსა და ჰიდროსფეროში მიმდინარე პროცესებზე გამოდევნება გიჟური წამოწყებაა; მათ მიმართ კაცობრიობას მხოლოდ შეგუება თუ შეუძლია, მაგრამ, თუ რამდენიმე თაღლითმა შეძლო მილიონობით ადამიანის მოტყუება კლიმატის საკითხებით, მაშინ ამ თაღლითების სარგებელი ფანტასტიკური იქნება. და საერთაშორისო აფერისტებს ეყოთ ეშმაკობა, თავხედობა, სულმდაბლობა და შექმნესკლიმატური ანკესი”, როგორც კიდევ ერთი ინსტრუმენტი თავიანთი ძალაუფლების განსამტკიცებლად და გასამდიდრებლად.

ბევრი მეცნიერის აზრით, მრეწველობის საზღვარგარეთ გატანა და საკუთარი ეკონომიკის მოგუდვა სხვადასხვა ფსევდომეცნიერული საბაბით (როგორიც არის, მაგალითად, კიოტოს პროტოკოლი) _ ეს ერთდროულად არის “კრიზისული პროექტის”, გლობალური მმართველობის ელემენტები და გიგანტური ფინანსური ბუშტის შექმნის კიდევ ერთი ხერხი. ამ ქმედებების საბოლოო მიზანი არის თანამედროვე ტექნოკრატიული ცივილიზაციის ბაზისის ნგრევა და მისი მიყვანა მორალურ და დემოგრაფიულ კრახამდე. ამასთანავე, “ნახშირორჟანგის თაღლითური ქარის წისქვილი”, რომელშიც, უკვე 15 წელიწადია, აქტიურად მონაწილეობს ბევრი ქვეყანა, ქმნის ცრუ საფრთხეებს და კაცობრიობის ყურადღება სხვაგან გადააქვს რეალური ბიოსფერული საფრთხეებიდან.

გლობალური მმართველობის ლიბერალ-ფინანსისტების აზრით, 7 მილიარდიდან 6 მლრდ ადამიანი “მუქთამჭამელია”, რომლებიც ნთქავენ ისედაც მწირ რესურსებს. პლანეტაზე ტოტალური გენოციდის საჯარო მოწყობა სარისკო საქმეა, აი ინდუსტრიული ხერხემლის გადამტვრევითა და ეკოსფეროს შეუმჩნევლად მოწამვლით კი იოლად შეიძლება კაცობრიობის დაბრუნება შუასაუკუნეებში.

უწინდელი სოციალური კეთილდღეობისა და პრივილეგიების თანდათანობით დამკარგავი დასავლური საზოგადოება თვინიერად ასრულებს განზრახვას, რომელიც ითვალისწინებს ადამიანურობის დაკარგვას, გაველურებას (ამ გაველურების ერთ-ერთი ინსტრუმენტია ნარკოტიკების ლეგალიზაცია და ლგბტ-ზაცია), საწინააღმდეგო კულტურის შეთვისებას, მასობრივ ფსიქოზებს, თუმცა ასეთი რამ უკვე იყო; ევროპას, უბრალოდ, აბრუნებენ კაციჭამიურ ჩვეულებებთან, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყო გამეფებული მის ტერიტორიაზე.

 “გლობალური დათბობის” გლობალური აფერა

უკეთესად რომ გავიგოთ, რაც ხდება, სიცხადე შევიტანოთ პრინციპულ ნახშირბადოვან-ვულკანურ საკითხში, განვსაზღვროთ, მართლაც მავნეა თუ არა ნახშირორჟანგის აირი. დავეყრდნოთ მხოლოდ ფაქტებსა და საღ აზრს, აქცენტი გავაკეთოთ არა ხანმოკლე, არამედ ხანგრძლივი პერიოდის მოვლენებზე, გავითვალისწინოთ გლობალური ფაქტორები და შევეცადოთ, დავინახოთ მთლიანი სურათი.

თუ გადავშლით რესპექტაბელურ ჟურნალ თიმე-ს 1974 წლის ივნისის ნომერს, ვნახავთ, რომ 45 წლის წინათ დასავლეთს ეშინოდა “სამყაროს დასასრულის”, მაგრამ არა დათბობის, არამედ “გამყინვარების პერიოდის” შედეგად. სტატიაში მითითებულია, რომ 1940-იანი წლებიდან 30 წლის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა შემცირდა დაახლოებით 1,5 გრადუსით, თოვლისა და ყინულის საფარმა კი 1971 წელს მოიმატა 12%-ით (ყინულის ფართობი წლების განმავლობაში მატულობდა). 1970 წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში ბელორუსიისა და ცენტრალური რუსეთის ზომიერ განედებზე ზამთარში ყინვამ 40 გრადუსს მიაღწია, ზაფხულში რამდენიმე დღის განმავლობაში მოდიოდა თოვლი, ციმბირში კი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იდგა სიცივე. სიცივის პერიოდები ათწლეულების განმავლობაში რეგულარულად იცვლებოდა უფრო თბილი კლიმატით და ეს არავის აკვირვებდა, რადგან ყველაფერი აიხსნებოდა ბუნებრივი პროცესების ციკლურობით.

გამართულად მუშაობს იოზეფ გებელსის მიერ შემუშავებული პროპაგანდის ერთერთი წესი: “თუ იტყვით საკმაოდ დიდ ტყუილს და მას რამდენჯერმე გაიმეორებთ, საბოლოოდ ადამიანები დაიჯერებენ”. და ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, მაგრამ, როცა 2012 წლის შემოდგომაზე აშშის აღმოსავლეთში კანადიდან წამოვიდა ყინულოვანი შტორმი (ქარიშხალ სენდისთან ერთად), ხოლო მომდევნო წლის ოქტომბერში დიდ ველებზე მოულოდნელი თოვლისგან დაეცა 75-დან 100 ათასამდე სული პირუტყვი, ბევრი დაფიქრდა, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა საფრთხე განუხრელი დათბობის შესახებ. წამყვან მედიასაშუალებებს კრინტიც არ დაუძრავთ ამუხერხულ სიმართლეზე”.

ობიექტური გათვლებით, და ამ გათვლებს ეთანხმებიან გლობალურ დათბობის ადეპტებიც, 2050 წლამდე პერიოდში კიოტოს პროტოკოლის (რომელიც ფორმალურად ითვალისწინებს “სათბურის ეფექტის მქონე აირების” ატმოსფეროში გამოყოფის შემცირებას, სინამდვილეში კი მოფიქრებულია მრეწველობის განაწილების მონოპოლიზაციისთვის, ანუ ეკონომიკური განვითარების შესაკავებლად) სრული რეალიზაციის შემთხვევაში საშუალო ტემპერატურის მატების შეკავება შეიძლება მხოლოდ 0,07 გრადუსით. რომელ ადამიანს შეუძლია ასეთი სხვაობის შემჩნევა?! და ამისკენ მიმართული ძალისხმევა მოითხოვს წელიწადში 150 მლრდ დოლარის დახარჯვას. თუკი კაცობრიობა, გლობალური აფერისტებისა და მისი დამქაშებისგან გასულელებული, დასთანხმდება ტემპერატურის 1 გრადუსით მომატების შეკავების ღონისძიებების განხორციელებას, მაშინ ეს სიამოვნება მას დაუჯდება, არც მეტი არც ნაკლები, 100 ტრილიონი დოლარი _ გაცილებით მეტი პლანეტის წლიურ მთლიან შიგა პროდუქტზე. აი ასეთია ფსონები ამ თაღლითურლოხოტრონზე” (თაღლითური ორგანიზაცია ან მოწყობილობა მიამიტი ადამიანების მოსატყუებლად).

 “გლობალური დათბობის” გლობალური აფერა

“გლობალურ დათბობაზე” საუბრისას, უნდა ვიცოდეთ, რა შორეული განზრახვა ამოძრავებთ მის ავტორებს: კლიმატის გლობალურ ცვლილებებში კაცობრიობის დადანაშაულების შემდეგ იოლია გადასვლა თემაზე იმის შესახებ, რომ ადამიანების რაოდენობა ძალიან დიდია და ისინი თავიანთი რაოდენობით “ანთროპოგენურად თრგუნავენ ბუნებას”, აქედან კი პირდაპირ გამომდინარეობს დედამიწის მოსახლეობის შემცირების აუცილებლობა, ანუ გენოციდი.

საბჭოთა კავშირის დამაქცევარმა, ავადსახსენებელმა მიხეილ გორბაჩოვმა, როცა ლაპარაკობდა დემოგრაფიული თემის “გაღრმავებაზე”, თქვა: ჩვენ უფრო დაუფარავად უნდა ვისაუბროთ სქესობრივ ცხოვრებაზე, კონტრაცეფციაზე, აბორტებზე, შობადობის რეგულირების მნიშვნელობაზე, იმიტომ, რომ ეკოლოგიური კრიზისი არის დემოგრაფიული კრიზისი, შევამციროთ მოსახლეობა 90%-ით და, უბრალოდ, აღარ იქნება იმდენი ადამიანი, რომ ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს”.

ცნობილია, რომ შორეულ წარსულში დედამიწის ატმოსფეროს შემადგენლობისა და მისი ტემპერატურის შესახებ სარწმუნო ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პოლარული ყინულის ფენებში “დაკონსერვებული” ჰაერის ბუშტუკების შესწავლით. კვლევების ობიექტური და რაოდენობრივი შედეგები პირდაპირ მიუთითებს, რომ ნახშირორჟანგს დათბობასთან კავშირი არ აქვს.

ვნახოთ, არის თუ არა რაღაც მეცნიერული საფუძველი შიშისა, რომ დათბობას იწვევს ადამიანის მოქმედებები.

დედამიწის გამყინვარება მეორდება დაახლოებით 100 ათასი წლის პერიოდით. და ეს ხდება ადამიანის ჩაურევლად. გამყინვარების პერიოდში, ასე ვთქვათ, ჩაშენებული დათბობის პერიოდები შედარებით მცირეხნიანია და გრძელდება 15 000-დან 20 000 წლამდე. ამჟამინდელი გამყინვარებათაშორისი დათბობა დაიწყო 18 ათასი წლის წინათ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ან უკვე შევედით ან მალე შევალთ მორიგ ხანგრძლივ ცივ ეპოქაში. დედამიწას სულაც არ ანაღვლებს ჩვენი საუბრები დათბობაზე და სათბურის ეფექტის შემქმნელ აირებზე; მას თავისი ტემპერატურული რეჟიმი აქვს. ეს არის ობიექტური ქრონოლოგია, რომელიც ბავშვობიდანვე უნდა ვიცოდეთ. სხვათა შორის, ბოლო გამყინვარებისას მყინვარებმა მიაღწიეს კიევამდე, ყირიმამდე და უფრო სამხრეთ რაიონებამდეც.

ბოლო 20 მლნ წლის განმავლობაში ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაცია შეადგენდა დაახლოებით 200-300 მ.წ-ს (მილიონი წილი PPM). ეს სულ 0,02%-0,03%-ია. თანამედროვე კონცენტრაცია _ 380-390 მ.წ. _ მნიშვნელოვნად განსხვავებული არ არის: მოცულობით გამოხატულებაში კი ლაპარაკია მხოლოდ პროცენტის მეათასედ ნაწილზე.

სამაგიეროდ, ჭეშმარიტისასათბურე აირის, წყლის ორთქლის კონცენტრაცია ჰაერში გაცილებით მეტია: 0,1%-დან 4%-მდე. არის სხვა სასათბურე აირებიც: მეთანი, აზოტის ჟანგეულები, ოზონი, აგრეთვე, დიუპონის ფრეონები, მაგრამ ე.წ. კლიმატოლოგები ჯიუტად ვერ ამჩნევენ “სპილოს”, აინტერესებთ მხოლოდ მათ მიერვე შექმნილი “ბუზი”. რაც შეეხება ნახშირორჟანგის შემცველობას, თვით ეს ფაქტი არაფერს ნიშნავს. საქმე ის არის, რომ, პრაქტიკულად, ის სასათბურე ეფექტი, რომელიც შეუძლია შექმნას CO2-მა, ყალიბდება, როცა კონცენტრაცია 50 ..-ზე მეტი არ არის. ჰაერში ნახშირორჟანგის შემცველობის შემდგომი მატებით არ ხდება დედამიწაზე მზის სითბოს ბლოკირება.

გეოლოგიურ წარსულში (მაგალითად, ორდოვიკიულ პერიოდში, 460 მლნ წლის წინათ) ნახშირორჟანგის კონცენტრაცია 11-ჯერ მეტი იყო, ვიდრე დღეს არის, მაგრამ იმ პერიოდის კლიმატი არაფრით განსხვავდებოდა დღევანდელისგან.

ანუ, მილიონობით წლის განმავლობაში ნახშირბადის ორჟანგი ატმოსფეროში იყო როგორც მაღალი, ისე დაბალი კონცენტრაციით, მაგრამ კლიმატზე გავლენა არ მოუხდენია! კლიმატზე ზემოქმედებდა მძლავრი კოსმოსური და ორბიტული ფაქტორები. ანტარქტიდის ყინულების შესწავლამ აჩვენა, რომ ბოლო 420 000 წლის განმავლობაში დედამიწაზე რეგულარულად იყო დათბობის პერიოდები 100 000-წლიანი ინტერვალებით, ანუ დედამიწას ოთხჯერ ჰქონდა დათბობის ფაზა. ცალკეულ პერიოდებში ეს დათბობა გაცილებით საგრძნობი იყო, ვიდრე ახლა არის. იმავე კვლევებმა აჩვენა, რომ ჰაერში CO2-ის კონცენტრაციაც ანალოგიურად იცვლება.

აი კიდევ ერთი ფაქტი, რომელზეც ჩუმად არიან კლიმატოლოგები და მედიასაშუალებები: CO2-ის კონცენტრაციის მატების პერიოდები საშუალოდ 800 წლითჩამორჩებადედამიწის ტემპერატურის მატებას, .. ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობა კი არ იწვევს დათბობას, არამედ პირიქით _ რაც უფრო თბილია დედამიწა, მით მეტია ჰაერში ნახშირორჟანგი! ასეთია იმ მეცნიერების დასკვნა, რომლებიც შეისწავლიან კლიმატურსამხილებსანტარქტიდაზე. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მატებას შეიძლება ჰქონდეს ხანგრძლივი და გლობალური ხასიათი, რაც განპირობებულია გამყინვარებათშორისი დათბობის დამამთავრებელი ფაზით. ანუ ამჟამად CO2-ის კონცენტრაცია არის იმ ბუნებრივი პროცესების შედეგი, რომლებიც 800 წლის წინათ ხდებოდა დედამიწაზე! ასეთია კლიმატური ციკლები.

როგორც ვხედავთ, დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობა სხვადასხვა პერიოდში ამჟამინდელზე რამდენჯერმე მაღალი იყო, მაგრამ პლანეტაზე სიცოცხლე ყვაოდა.

დედამიწის ატმოსფერო შეიცავს დაახლოებით 3 ტრილიონ ტონა ნახშირჟანგის აირს, ოკეანეში ის 50-60-ჯერ მეტია. ნახშირჟანგის დიოქსიდი ატმოსფეროში ხვდება:

* ტყის ხანძრებისა და ორგანული ნივთიერებების ლპობით ნიადაგში _ 439 მლრდ ტონა წელიწადში;

* ვულკანებიდან _ მიწისზედა ცეცხლისმფრქვეველი მთების “ოფიციალური” მონაცემია 130/230 მლნ ტონა წელიწადში;

* კაცობრიობა _ 29-35 მლრდ ტონა წელიწადში (1990 წელს ნახშირწყლების წლიურმა ემისიამ შეადგინა 6,14 მლრდ ტ; 2008 წელს _ 8,67 მლრდ ტ, რაც ეკვივალენტურია წელიწადში 31,8 მლრდ ტონა CO2-ის).

საინტერესოა, რომ ადამიანის სხეული დღეღამეში გამოყოფს 1 კგ O2-, ამასთანავე, კარგავს 300 გრამ ნახშირწყალს. .. კაცობრიობა თავისი ფილტვებითა და კანით ატმოსფეროს ამარაგებს 2 გიგატონა ნახშირბადის დიოქსიდით წელიწადში! ყველა სხვა ანთროპოგენური პროცესი კი 15-ჯერ მეტ ემისიას ქმნის, ვიდრე ადამიანების ორგანიზმები.

აუცილებელია, გავიგოთ, რომ დედამიწის ატმოსფეროს ამჟამინდელი შემადგენლობა მნიშვნელოვანწილად შექმნილია ბიოსფეროს მიერ, უფრო ზუსტად, დედამიწაზე არსებული ქლოროფილის შემცველი მიკროორგანიზმებით. თავდაპირველად ლურჯმწვანე წყალმცენარეები, შემდეგ კი პლანქტონი და მცენარეები შეეგუენ დედამიწის პირობებს და თვითონ დაიწყეს გავლენა გარემოზე. ტაიგა, ჯუნგლები, ტყეები და ოკეანის პლანქტონი ატმოსფეროსა და ნიადაგიდან მილიონობით ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავს: მათთვის ის საკვებია, მის გარეშე დაიღუპებოდნენ. თუმცა ისინი გამოიმუშავებენ ჟანგბადს, რომელიც აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმების დიდი უმრავლესობისთვის. ჟანგბადი, ურთიერთქმედებს ბევრ ნივთიერებასთან (როგორც მჟანგავი). ასე რომ, დედამიწაზე CO2-ის მთავარი მომხმარებლები იყვნენ და რჩებიან მცენარეები, ოკეანის მიკროორგანიზმები (Prochlorcoccusის სახეობის პლანქტონი) და, რა თქმა უნდა, მსოფლიო ოკეანის წყლები.

ოკეანის მიერ შთანთქმული და გამოყოფილი CO2-ის ჯამური მოცულობა 5-ჯერ აღემატება მრეწველობის მიერ გამოწყოფილ ნახშირორჟანგს. ადამიანის მიერ დედამიწაზე წარმოებულ ნახშირორჟანგის აირის 55%-ს შთანთქავს ოკეანეები და მცენარეები. მცენარეები და ფიტოპლანქტონი მოკლე ხანში სრულად შთანთქავენ ნახშირორჟანგს, რომელიც წარმოიქმნება პედოსფეროში და ხანძრების შედეგად (450 გტ/წ). რაც მეტია ატმოსფეროში ნახშირორჟანგი, მით მეტი რაოდენობით შთანთქავენ მას მცენარეები, მით მეტია მათი მწვანე მასა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია დედამიწის ხმელეთისა და მცენარეული საფარის ძირითადი ნაწილი, ამიტომ ამ ნახევარსფეროს როლი მცენარეების ფოტოსინთეზის მეშვეობით ნახშირბადის შთანთქმაში განმსაზღვრელია.

სხვათა შორის, “ბიოსაწვავის” წყალმცენარეების გამრავლების ტექნოლოგია ინჟინრებმა ბუნებისგან “ისესხეს”: მიკროორგანიზმებიან წყალს ათავსებენ შუქზე და ამ წყალში ატარებენ საწარმოებისგან გამონაბოლქვ სამრეწველო აირებს. შედეგად წყალმცენარეები აქტიურად შთანთქავენ ნახშირორჟანგს და სწრაფად მრავლდებიან! მსგავსი რამ ხდება სათბურებშიც, სადაც ადამიანებს სხვადასხვა მცენარე მოჰყავთ, ამიტომ CO2-ის საკითხის განხილვა საჭირო და აუცილებელია, მაგრამ სრულიად სხვა სიბრტყეში. იქნება ბევრი ნახშირორჟანგი _ იქნება მეტი ტყე და სიმწვანე, მეტი ჟანგბადი და ბიოსაწვავი, უფრო სუფთა იქნება ჰაერიც. ამისთვის კი საჭიროა, მცენარეებს მიეცეთ მშვიდად არსებობისა და გამრავლების საშუალება, არ გავჩეხოთ ტყეები ბარბაროსული მეთოდებით და ბოლო მოვუღოთ ტოქსიკურ საწარმოებს, ფარმაცევტულ მაფიასა და გმო-ურჩხულებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტის გაგებაში გვეხმარება სტრატოგრაფია. ნახშირბადის უზარმაზარი მასები, რომლებიც შედიოდა უძველესი ცოცხალი ორგანიზმებისა და მცენარეების შემადგენლობაში, აღმოჩნდა მიწისქვეშ “დაკონსერვებული” მასიური “ნალექი ქანების” სახით. “კონსერვაციის” ეს პროცესი ამჟამადაც გრძელდება. ბიოსფერო გლობალური მტვერსასრუტის გაუმაძღრობით ითვისებს ნახშირბადის დიოქსიდს და ამ ციკლს კვლავ და კვლავ იმეორებს მრავალი მილიონი წლის განმავლობაში.

ნიჟარებისა და მიკროორგანიზმების (კირქვა, დოლომიტები, ცარცი, მარმარილო, ქვანახშირი) გაქვავებულ ნარჩენებში უზარმაზარი მოცულობაა “ყოფილი”CO2-ის _ კალციუმის კარბონატისა (CaCO3-ის) და ნახშირის (C-ის) სახით. მიზეზი ცნობილია: ატმოსფერული ნახშირბადი მილიარდობით წლის განმავლობაში “კონსერვდებოდა” ჭაობების, ტბების, მდინარეების, ზღვებისა და ოკეანეების ფსკერზე. ნახშირბადის მიმოქცევამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ გაქვავებულ მძლავრ დანალექებზე ნახშირბადოვანი ორგანული ნაერთებისა, რომლებიც ოდესღაც იყო მცენარეული საფარი და მიკროორგანიზმები და რომლებიც შთანთქავდნენ ატმოსფერულ ნახშირორჟანგს და მისგან აყალიბებდნენ თავიანთ ღეროებს, ტოტებს, ჯავშანს და ა.შ. სისქე ასეთი დანალექებისა _ ქვანახშირის პლასტების, კირქვის, დოლომიტების, ცარცის, მარმარილოს _ ძალიან დიდია: ათეულობით მეტრიდან კილომეტრამდე.

ოკეანე ყოველწლიურად შთანთქავს 90 გიგატონას და გამოყოფს 88 გიგატონა ნახშირორჟანგს, ანუ ყოველწლიურად 2 მლრდ ტონა “მიდის” ზღვის წყალში. ნახშირბადის დიოქსიდი წყალს უფრო “მჟავედ” გარდაქმნის და მასში სამი ფორმით არსებობს: მოლეკულური H2CO3 (ძირითადი), იონურ-კარბონატული (CO32-) და ბიკარბონატული (HCO3-) (ათასობით და მილიონობით წილით). რაოდენობრივად დამოკიდებულია წყლის PH დონეზე. მაგრამ, მთლიანობაში, მართებულია მტკიცება: თუ მსოფლიო ოკეანის წყლები თბება, მაშინ ჩO2-ის ნაწილი გამოიყოფა ატმოსფეროში, და პირიქით.

ნიშნავს თუ არა ზემოთქმული იმას, რომ კაცობრიობას არ ემუქრება ეკოლოგიური კატასტროფა? პასუხი: რა თქმა უნდა, ემუქრება! ადამიანი ცვლის ბუნებას, და, როგორც შედეგი, ეს ცვლილებები ხშირად იწვევს კატასტროფას. მაგალითად, ჩვენს თვალწინ ადამიანმა მოკლა არალის ზღვა. დედამიწის ერთერთი დიდი ტბის უდიდესი ნაწილი მარილის უდაბნოდ იქცა, და იქ სადაც იყო მეთევზეთა დასახლებები, ახლა ეკოლოგიური უბედურების ზონაა. მაგრამ არალის დაშრობა დათბობის შედეგი არ არის, ეს ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია არალში ჩამდინარე სირდარიისა და ამუდარიისთვის წყლის წართმევამ.

კატასტროფული ვითარებაა ცნობილ მთა კილიმანჯაროზეც. როგორც ცნობილია, იქ ყინული დნება. ალარმისტებს გლობალური დათბობის შედეგის მტკიცებულებად მოჰყავთ კილიმანჯარო, მაგრამ ამ მთის მწვერვალზე ტემპერატურა, უკვე ათეული წლებია, უცვლელია. რატომ დნება ყინული? იმიტომ, რომ ღარიბმა აფრიკელებმა მის გარშემო ტყე გაჩეხეს. ეს ორი მაგალითი _ არალი და კილიმანჯარო _ არის დამატებითი მტკიცებულება იმისა, რომ გლობალური დათბობა სიცრუეა. ეკოლოგიური კატასტროფები შესაძლებელია, ეკოლოგიური კატასტროფა რეალურია. უფრო მეტიც: ცივილიზაციები ხდებოდნენ ეკოლოგიური კატასტროფების მსხვერპლი. კაცობრიობის აკვანი _ შუამდინარეთი _ ძირითადად ეკოლოგიური კატასტროფის გამო (ნიადაგის გამარილიანება) იქცა უდაბნოდ. ჰაიტიზე, სადაც არ არის ელექტრობა, მოსახლეობამ ხეები და ბუჩქები დაწვა საჭმლის დასამზადებლად, და ახლა ყოველი ტროპიკული ნიაღვარი იწვევს მეწყერს, რომელიც ადამიანებს კლავს. გლობალური დათბობის ადეპტები კი, ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლონ ეკოლოგიური კატასროფების მთავარ მიზეზს _ სიღარიბეს და გაუნათლებლობას, ებრძვიან მათ ერთადერთ წამალს _ პროგრესს.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here