მთავარი მსოფლიო გიყვარს ევროპა _ უნდა შეიყვარო ლგბტ-ც

გიყვარს ევროპა _ უნდა შეიყვარო ლგბტ-ც

1009
გააზიარეთ
გიყვარს ევროპა _ უნდა შეიყვარო ლგბტ-ც

აღმოსავლეთ ევროპაში პატივს სცემენ ოჯახს და რელიგიურ ფასეულობებს. დასავლეთ ევროპაში ეს არ მოსწონთ

ბებერი ევროპა აღაშფოთა პოლონელებისა და ბულგარელების დამოკიდებულებამ სქესობრივი განსხვავებულობისადმი და მზად არის ამ ქვეყნების მოსახლეობას ასწავლოს, როგორია “ნამდვილი” ევროპული სიყვარული.

ფრანგულმა Le Monde-მა თებერვლის ბოლოს გამოაქვეყნა წერილი _ “აღმოსავლეთ ევროპაში გენდერული ომია გამოცხადებული”. ამ ავტორიტეტული გამოცემის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ ევროკავშირში გაერთიანებული ყოფილი სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნები სულიერად რუსეთთან უფრო არიან ახლოს, ვიდრე დასავლეთ ევროპასთან.

ამ “აღმოჩენამ” ააფორიაქა.

გეტყვით, რა მიზეზით.

2020 წლის დასაწყისში თავისი ტრადიციებით ცნობილ პოლონეთის ქალაქ სვიდნიკის შესასვლელში დადგეს ნიშანი წარწერით “ზონა ლგბტ-ს გარეშე”. სოციალური ქსელებით ამ ნიშნის ფოტოსურათი სწრაფად გავრცელდა და ადგილობრივი მცხოვრებლების წინააღმდეგ დარაზმა ევროპა. შემდეგ გაირკვა, რომ ეს იყო იქაური მხატვრის პერფორმანსი. მას გადაეწყვიტა ასეთი ფორმით დაეცვა ჰომოსექსუალების უფლებები. საქმე ის იყო, რომ ქალაქის ხელისუფლებამ შარშან მიიღო გადაწყვეტილება (დეკლარაცია) ოჯახის ავტორიტეტსა და ბავშვების უბიწობაზე თავდასხმის წინააღმდეგ.

სვიდნიკის მიბაძვით ანალოგიური დოკუმენტები მიიღო პოლონეთის 90-მდე დასახლებულმა პუნქტმა. ჰომოსექსუალების ამ ქალაქებიდან გაძევებას არავინ აპირებდა, მაგრამ იმათ, ვისშიც ზიზღს იწვევდა პედერასტიის პროპაგანდა, ლგბტ-აქტივისტებმა მიაწერეს აგრესიული ქმედებების განხორციელებისთვის მზადყოფნა.

პროვოკაციული “ნიშნის” ავტორი ბარტ სტაშევსკი განმარტავს: “მე მსურდა მეჩვენებინა, როგორ შორდებიან აღნიშნული დეკლარაციის ავტორები ევროპულ ფასეულობებს და უახლოვდებიან რუსეთის ფასეულობებს, სადაც ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა კანონით არის აკრძალული”.

გიყვარს ევროპა _ უნდა შეიყვარო ლგბტ-ც

ამ ამბავმა აღაშფოთა ფრანგი ჟურნალისტები, დარაზმა ისინი პოლონეთში ტრადიციული ოჯახური ფასეულობების წინააღმდეგ, ასევე, უნგრეთში ერთნაირსქესიანთა “ოჯახების” მიერ შვილად აყვანის წინააღმდეგ მიმდინარე მოძრაობასთან საბრძოლველად. ფრანგებს არც 2013 წელს ხორვატიაში მოწყობილი რეფერენდუმის შედეგები მოეწონათ, რომლის მონაწილეთა 66-მა პროცენტმა დაგმო ერთნაირსქესიანთა “დაქორწინება”, არც ის, რომ ბულგარეთის სასამართლოებმა არ დაადასტურეს საზღვარგარეთ გაფორმებული ერთსქესიანთა “ქორწინების” კანონიერება.

Le Mondeის მიერ გამოკითხული ექსპერტები წუხან იმის გამოც, რომ ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში არ განხორციელდასექსუალური რევოლუციებიდა ამიტომაა, რომ ადამიანები იქ ცხოვრებას ისე არ უყურებენ, როგორც ჰოლანდიაში ან შვედეთში.

ფრანგული გამოცემა ასკვნის, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა უარყოფითად ეკიდება ჰომოსექსუალებს. კვლევების ევროპული კომისიის მიერ შარშან სექტემბერში მოწყობილმა კვლევამ დაადასტურა, რომ არსებობს “ნამდვილი უფსკრული” ევროპის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ლგბტ-თემისთვის განსაკუთრებული იურიდიული უფლებების მინიჭებას _ ერთნაირსქესიანთა “დაქორწინებას” და მათი “ოჯახების” მიერ შვილად აყვანას _ მხარი დაუჭირა სლოვაკების მხოლოდ 31-მა პროცენტმა, რუმინელების 38-მა პროცენტმა და ბულგარელების 39-მა პროცენტმა.

ტრადიციულ ფასეულობათა მომხრეების რაოდენობა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში განუხრელად მატულობს. ლგბტსთვის განსაკუთრებულ უფლებათა მინიჭების მომხრეთა რაოდენობა ბულგარეთში 2015 წლიდან შემცირდა 12 პროცენტით, ჩეხეთსა და სლოვაკეთში _ 5 პროცენტით.

ამ ვითარებას ადასტურებს ამერიკული Pen Research Center-ის გამოკვლევები. აშშ-ში, მაგალითად, ყბადაღებულმა “სექსუალურმა რევოლუციამ” ისე ღრმად შეტოპა, რომ ადამიანების ბუნებრივი უფლება ნორმად არ აღიარონ სექსუალური გაუკუღმართება, საყოველთაოდ არის დაგმობილი. კინოფილმებში, ლიტერატურასა და ინტერნეტში პედერასტებისა და ლესბოსელების ურთიერთობა რომანტიზებულად არის გადმოცემული. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამერიკელის სურვილია კაცში კაცი დაინახოს და ქალში _ ქალი, მათი ხმა პრაქტიკულად არ ისმის. რას ვიზამთ, მათთან დემოკრატიაა.

დავბრუნდეთ ევროპაში. ზემოთ აღნიშნული კვლევების ამერიკული ცენტრის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტებით ფასეულობათა მიმართ ყოფილი სოციალისტური ბანაკის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეთა დამოკიდებულება აბსოლუტურად განსხვავებულია. მაგალითად, შვედეთში ერთნაირსქესიანთადაქორწინებისმიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ქვეყნის მოქალაქეთა 88 პროცენტს, დანიასა და ჰოლანდიაში _ 86 პროცენტს, ბელგიაში _ 82 პროცენტს, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში _ 77 პროცენტს. შედარებისთვის: სლოვაკეთში ამგვარი გაუკუღმართების მოყვარულთა რაოდენობა 47 პროცენტია, პოლონეთში _ 32 პროცენტი, ხორვატიაში _ 31 პროცენტი, უნგრეთში _ 27 პროცენტი, რუმინეთში _ 26 პროცენტი, ესტონეთში _ 23 პროცენტი, ბულგარეთში _ 18 პროცენტი. რუსეთის ფედერაციაში ერთნაირსქესიანთა დაქორწინებას მხარს უჭერს მხოლოდ 5 პროცენტი. ამ ჯგუფის ქვეყნებში შედის საბერძნეთიც, რომლის კონსტიტუციით მართლმადიდებლობა ოფიციალურ რელიგიად არის აღიარებული.

აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების მაცხოვრებელთა უმრავლესობა რელიგიას ეროვნული იდენტურობის მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევს (76 პროცენტი _ საბერძნეთში, 66 პროცენტი _ ბულგარეთში, 64 პროცენტი _ პოლონეთში, 58 პროცენტი _ ხორვატიაში, 57 პროცენტი _ რუსეთში). შედარებისთვის: მოცემული დებულების მომხრეთა რაოდენობა შვედეთში 15 პროცენტია, დანიაში _ 19 პროცენტი, ჰოლანდიაში _ 22 პროცენტი, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში _ 34 პროცენტი თითოეულში.

საბოლოო ჯამში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საზოგადოება ნორმად მიიჩნევს სქესთა შორის ბუნებრივ დამოკიდებულებას, რომელიც ეწინააღმდეგება ნეოლიბერალური ელიტების მიერ მოსახლეობისთვის თავსმოხვეული “მორალის” ნორმებს.

შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის ორი შესაძლებლობა არსებობს. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ან უარყოფენ ფასეულობათა დონეზე მათთვის უცხოევროპულ თანამეგობრობას”, ან მათ ელის დაუნდობელი ზნეობრივი და სულიერი გადაგვარება, რომელსაც უმძიმესი ეროვნული კომპლექსები და ეროვნული და ადამიანური სახის დაკარგვა მოჰყვება.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here