მთავარი პოლიტიკა “გირჩთაყვანისმცემლები”

“გირჩთაყვანისმცემლები”

2656
გააზიარეთ
გირჩთაყვანისმცემლები

გასული კვირა დაიწყო ხანმოკლე, მაგრამ ფრიად ნერვული დებატებით რელიგიური ორგანიზაციის შესახებ, რომელიც ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმაგირჩმაშექმნა. მასში გაერთიანება ახალგაზრდებს სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება, ვინაიდან ამის შესაძლებლობასსამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის 30- მუხლის”-ქვეპუნქტი იძლევა: “წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუარის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში”. საინტერესოა, რა დგას ამ ნაბიჯის უკან _ უწყინარიტროლინგითუ სერიოზული პოლიტიკური გათვლა

“გირჩი” სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას, პრაქტიკულად, დაარსების დღიდან მოითხოვს. 2015 წლის ივლისში ზურაბ ჯაფარიძემ შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში დაარეგისტრირა, თუმცა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტეტმა მის განხილვაზე მოგვიანებით უარი თქვა. “გირჩის” ლიდერები ამ საკითხს მუდამ უბრუნდებოდნენ; 2016 წლის იანვარში ამ ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნდა პეტიცია და სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, ხოლო 2017 წლის მარტში “გირჩის” წევრებმა დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაციასაქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია _ ბიბლიური თავისუფლება (მის მრევლს სიმარტივისთვის “გირჩთაყვანისმცემლები” ხომ არ ვუწოდოთ?). ეს ორგანიზაცია მსურველებს მღვდელმსახურების წოდებას ანიჭებს და, შესაბამისად, გაწვევის გადავადების შესაძლებლობას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ცხადია, რომ ამ პრაქტიკას რელიგიასთან უშუალო კავშირი არ აქვს, “გირჩის” მიერ გამოყენებული ხერხი აბსოლუტურად ლეგალურია. ხელისუფლება გამოუვალ მდგომარეობაშია, მას კანონში ჩაწერილი ფორმულირების უგულვებელყოფა არ შეუძლია. ის, სავარაუდოდ, მალევე “ამოქოლავს” ამ იურიდიულ “ხვრელს”, თუმცა პრობლემა ამით არ მოიხსნება.

“გირჩი” ცდილობს, ისარგებლოს იმ უკმაყოფილებით, რომელიც გაწვევის დღევანდელი სისტემის მიმართ მოსახლეობაში დაგროვდა. მას ორი ძირითადი მიზეზი განაპირობებს:

  1. მაღაჩინოსნების, შეძლებული და გავლენიანი მოქალაქეების შვილები ჯარში არ მიდიან, რაც სიტყვებს: “საყოველთაო” და “სავალდებულო” და თანმდევ პატრიოტულ სულისკვეთებას აზრს უკარგავს;
  2. ჯარში წვევამდელთა მხოლოდ მცირე ნაწილი ხვდება, უმრავლესობა (დაახლოებით სამი მეოთხედი) შსს-ს, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის სტრუქტურებში მსახურობს, სადაც ისინი ძირითადად გუშაგების ფუნქციებს ასრულებენ და ქვეყნის დაცვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს პრაქტიკულად არ იძენენ.

ხელისუფლება, პრინციპში, არ მალავს, რომ ამ ახალგაზრდების გაწვევაში ერთ-ერთ მთავარ როლს ეკონომიკური ფაქტორი ასრულებს. “მშვიდობიანობის პერიოდში წვევამდელების გამოყენება სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში, ეს არის გარკვეული რესურსების ეკონომია და ღიად შევხედოთ ამას და ნუ გვგონია, რომ ეს არის ცუდი… ეს გაცილებით იაფი ხელია”, _ განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში. მიუხედავად იმისა, რომ გუშაგი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც უსარგებლო ფიგურა, და მას მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს, საქართველოში მას ხშირად აგდებით უყურებენ, ხოლო “ვიშკაზე” გატარებულ თვეებს წყალში გადაყრილად თვლიან. საბოლოო ჯამში, მოსახლეობის დიდი ნაწილი არსებულ სისტემას უვარგისად და უსამართლოდ მიიჩნევს, ხოლო ხელისუფლებას არ ძალუძს, მას უკეთესი ვარიანტი შესთავაზოს.

ამ განწყობის გამოყენება წინასაარჩევნოდ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა სცადა და ხელი მოაწერა ბრძანებას გაწვევის გაუქმების შესახებ, თუმცა მისი ნაბიჯი, ცხადია, ვერ გააუქმებდა გაწვევას როგორც ასეთს _ დაცვის სამსახურსა და ზემოჩამოთვლილ სხვა უწყებებში ეს არაფერს ცვლიდა. შექმნილი სიტუაციიდან, როგორც ჩანს, ორად-ორი გამოსავალი არსებობს _ სავალდებულო სამსახური მართლაც ყველასთვის სავალდებულო უნდა გახდეს ან ყველა ძალოვანი უწყება საკონტრაქტო სისტემაზე უნდა გადავიდეს.

პირველ ვარიანტს კორუფციასა და ნეპოტიზმში ჩაფლული ხელისუფლებისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, პრინციპში, სერიოზულად არც განიხილავს. რაც შეეხება მეორე გზას, ის მნიშვნელოვან ხარჯებს უკავშირდება. თეორიულად აუცილებელი სახსრების აკუმულირება ნამდვილად შესაძლებელია, მაგრამ რამდენიმე ბრიგადის დაკომპლექტება მაღალანაზღაურებადი “კონტრაქტნიკებით” ყველა პრობლემას როდი ხსნის, რადგან დღის წესრიგში რეზერვისტების პრობლემა დგება, რომელთა მომზადება ახალ პირობებში შეიძლება გაცილებით ძვირი გამოდგეს. მთლიანობაში, რეფორმის შემდეგ ძალოვანი უწყებებისთვის შეიძლება დღევანდელზე 3-4-ჯერ უფრო დიდი საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფა მოგვიწიოს, თუმცა, რაოდენ პარადოქსულად უნდა გაიჟღეროს, ფული ამ შემთხვევაში მთავარი არაა.

ჯარის საკონტრაქტო სისტემაზე გადაყვანას მხარს უჭერენ ყველაზე თანმიმდერულად ლიბერალური შეხედულებების მქონე მოღვაწეები _ “გირჩი”, თინა ხიდაშელი, იქამდე ირაკლი ალასანია (ამ უკანასკნელის ლიბერალიზმი ფრიად ფარდობითია, მაგრამ მაინც). ვინაიდან უცხოელი პარტნიორები მათ ერთ-ერთ ყევლაზე სასურველ თანამოსაუბრეებად განიხილავენ, ზოგს შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი, რომ ინიციატივა სინამდვილეში საზღვარგარეთიდან მოდის. აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება უნდა გავითვალისწინოთ _ საკონტრაქტო არმია გაცილებით შორს დგას ხალხისგან, ვიდრე საყოველთაო გაწვევაზე დაფუძნებული და ეს პოლიტიკურ პროცესში შეიძლება მნიშვნელოვან ფაქტორად იქცეს; საბრძოლო შესაძლებლობები აქ არაფერ შუაშია _ მთავარია ჯარის ადგილი საზოგადოების სტრუქტურაში და მისი გამოყენების შესაძლებლობა პოლიტიკური მანიპულატორებისა და მათი უცხოელი მოკავშირეების მიერ. ვინაიდან ამ უკანასკნელთა დაინტერესების მტკიცებულებები არ არსებობს, ალბათ, ძირითად ვერსიად ისევ ადგილობრივი ლიბერალების პოპულისტური მისწრაფებები უნდა განვიხილოთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ შეიძლება საკონტრაქტო ჯარის შედარებით მაღალი (გარკვეულ პირობებში) ბრძოლისუნარიანობის გათანაბრება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან _ ზოგჯერ “ძველებური არმია” ცუდად მომზადებული, მაგრამ მრავალრიცხოვანი რეზერვით შეიძლება უფრო ეფექტიანი გამოდგეს. საბოლოო ჯამში, არ ღირს საკონტრაქტო არმიის ან ამა თუ იმ მოდელის რეზერვის გაფეტიშება _ კარგია ყველაფერი, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ზრდის და ამავე დროს არაპროპორციულად დიდ, ეკონომიკისთვის დამღუპველ ხარჯებს არ მოითხოვს. თუ საუკეთესო ვარიანტი საკონტრაქტო სისტემაა, ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ, ოღონდ ამისთვის პოპულისტური ლოზუნგები არ კმარა, აუცილებელია საფრთხეებისა და რესურსების შეფასება, განხილვა და განსჯა.

“გირჩის” ნაბიჯს განსაკუთრებული რეზონანსი იმის გამო მოჰყვა, რომ საზოგადოების ნაწილს, ასე ვთქვათ, “შაბლონი გაეხლიჩა” და ამის მიზეზი გახდა სხვაობა რელიგიური ორგანიზაციის ტრადიციულ ფუნქციებსა და “გირჩის” მიერ მათ გამოყენებას შორის. ბევრს ოპონირების სურვილი გაუჩნდა, თუმცა პოლემიკაში ჩაბმულთა უმრავლესობა ვერ აცნობიერებდა, რომ მათი აღშფოთება და აპელირება მაღალი იდეალების მიმართ “გირჩს” კი არ ვნებდა, არამედ, პირიქით _ მისი ნაბიჯის მიმართ საზოგადოების ინტერესს ზრდიდა და ეხმარებოდა, მიზნობრივი აუდიტორიის, ლიბერალურად განწყობილი ახალგაზრდების თვალში მაქსიმალურად მომგებიანად წარმოჩენილიყო.

კომენტატორები არცთუ იშვიათად იბნევიან, როდესაც “გირჩს” ეხებიან. ისინი ვერ ხდებიან, ამ ჯგუფს სრული სერიოზულობით უნდა მიუდგნენ თუ ღიმილისმომგვრელ პოლიტიკურ კაზუსზე ისაუბრონ. დღეს ბევრს უჭირს იმის წარმოდგენა, რომგირჩიხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვას მოახერხებს. ამას ორი მიზეზი განაპირობებს: “გირჩისლიდერები წარსულში მჭიდროდ თანამშრომლობდნენ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმთან და ეს ჯერჯერობით არავის დავიწყებია. ამასთანავე, მკაფიოდ ლიბერალური შეხედულებები საქართველოში არც ისე პოპულარულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შესაბამის ელექტორალურ ნიშაში წარმატების მიღწევას არაერთი სხვა ჯგუფი ცდილობს. დღეს “გირჩი” მომავალზე მუშაობს _ როგორც ჩანს, მისი მიზანია, აჩვენოს, რომ ის “ყველაზე ლიბერალურია ლიბერალებს შორის” და დაუმტკიცოს შესაბამისი იდეების მიმდევარ ახალგაზრდებს (ამა თუ იმ რაოდენობით ისინი ყველა ეპოქაში იარსებებენ), რომ მათი პოზიციის საუკეთესო გამხმიანებელია. ვინაიდან ის კონკურენტებზე გაცილებით ეფექტურ ტექნოლოგიებს იყენებს, რომელთა შორის მთავარ ადგილს კარგად მომზადებული საინფორმაციო პროვოკაცია (თუ გნებავთ _ ტროლინგი) იკავებს, “გირჩს” აქვს იმის პოტენციალი, რომ 3-5-წლიან პერსპექტივაში ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ “მცირე პარტიად” იქცეს.

მიუხედავად იმისა, რომგირჩსვერ იტანს იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა, და ის კონსერვატორების უმრავლესობას არ მოსწონს, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მან მოახერხა ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იმ პრობლემის მიმართ, რომელიც გადაწყვეტას საჭიროებს. კიდევ რამდენიმე ასეთი ეპიზოდი და, ძველი პარტიების ყოვლისმომცველი კრიზისის ფონზე, “გირჩისრეიტინგი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს და ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის ამბიცია გაუჩნდეს. ასე რომ, რა სასაცილოდ უნდა გამოიყურებოდეს პარტიის ოფისში კანაფის დათესვა ან უცნაური რელიგიური ორგანიზაციის შექმნა, “გირჩისავსებით სერიოზულ პოლიტიკურ პროექტს წარმოადგენს.

30 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნის დღიდან 26 წელი შესრულდა. ალბათ, ყველამ ერთად უნდა მივულოცოთ ჩვენ სამხედროებს, რომლებმაც, ქვეყანაში გამეფებული უსამართლობის მიუხედავად, საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარი არ თქვეს, რელიგიურ ორგანიზაციაში წევრობა ან ცუდი ჯანმრთელობა არ მოიმიზეზეს და დღეს თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავენ.

დიმიტრი მონიავა

4 COMMENTS

  1. Араушавс,мере ра ром армиа ар гвеколеба ,гирчеби хом бломадаа чвенс ткеебши да багебши, мтерс гирчебит давхвлебит да кулит квас васролинебт,тан кудзе каци гамова да квелас гирчи ром ечиреба хелши,халхно эс имзела дзалаа ,ром танкис мухлухиц ки гаичелеба масши.асе ром ну гвешиниа,гирчеби бломад гваквс,ану сатанадод шеиарагебулебиц варт!

  2. ასეთ მაიმუნურ ფოტოს რატომ ავრცელებთ, იცით, რამდენმა დაიჯერა თუ თქვენც ეს გინდათ?

  3. თბილისელებისთვის სავალდებულო უნდა იყოს. იქნება ნახონ რომ მარტო თბილისი არაა საქართველო

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here