Home რუბრიკები პოლიტიკა გირვანქა სტერლინგებითა და დოლარებით განათებული გნიასი ანუ რატომ გაჰკივიან ე.წ. რუსულ პროპაგანდაზე

გირვანქა სტერლინგებითა და დოლარებით განათებული გნიასი ანუ რატომ გაჰკივიან ე.წ. რუსულ პროპაგანდაზე

1158
დოლარი

საქართველოში ბოლო პერიოდში მოდურია რუსულ პროპაგანდაზე საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მედიასაშუალებების თითქმის 99 პროცენტი დასავლური, კერძოდ, ამერიკული პროპაგანდითაა გაჯერებული და ამისთვის აშშ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ყოველწლიურად 10 მლნ დოლარით აფინანსებს, 2015-2016 წლებში კი ევროკავშირი 28 მლნ ევროთი დაეხმარა საქართველოს, უკრაინასა და სხვა ქვეყნებს (იხ. ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) მხარდაჭერითევროპული ინიციატივა _ ლიბერალური აკადემია თბილისის” 2016 წლის კვლევარუსეთის ხისტი და რბილი ძალის საფრთხეები საქართველოში”), და ამ საქმეში ჩართულია სოროსისღია საზოგადოება საქართველო”, USID-, აშშისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოები, საქართველოში სახელგატეხილი აირა და ენდიაი (ამ ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინათ თავის კვლევაში შეიტანა ეს საკითხი), .. პროამერიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მაინც გააფთრებით გაჰკივიან .. რუსულ რბილ თუ ხისტ ძალაზე. ამ წივილკივილის მიზანი არა საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა და სიმართლის წარმოჩენა, არამედ უცხო ქვეყნის ინტერესების გასატარებლად კიდევ მეტი ფულის გამოძალვაა თავიანთი დასავლელი პატრონებისთვის.

საინფორმაციო ომს აწარმოებს, ანუ ე.წ. რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ იბრძვის არაერთი დასავლური ორგანიზაცია. ამისათვის 2016 წელს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი შექმნეს, სულ კი ასეთი ცენტრი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ 20 ქვეყანაში მოქმედებს. აი, რა განუცხადა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორის მოადგილე პოლკოვნიკმა აივარ ჯაესკიმ 2016 წელს საინფორმაციო სააგენტო ipress-ის ჟურნალისტს:

“ეს, მხოლოდ საქართველოს კი არა, გლობალური პრობლემაა. რუსეთს უზარმაზარი რესურსი და საშუალება აქვს, რათა წინ წაწიოს და ყველგან გაავრცელოს კრემლის პროპაგანდა. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გამოვააშკარაოთ ყველა ის ტყუილი, რომლებიც მათგან მოდის, რადგან პროპაგანდა ყოველთვის ტყუილებისა და სიყალბისგან შედგება. ჩვენი ამოცანა ამ სიყალბეებისა და მანიპულაციების გამოვლენაა

იმისათვის, რომ პროპაგანდა ხალხმა შენიშნოს, აუცილებელია, საზოგადოებას, ჟურნალისტებსა და მაღალჩინოსნებს მისცე განათლება. შედეგად ისინი საკმარისად ჭკვიანები იქნებიან და არ გახდებიან პროპაგანდის მსხვერპლნი”.

პროპაგანდა

ჯაესკის ნათქვამში ერთი რამ არის სიმართლე: საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს (არა მხოლოდ მათ) მართლაც სჭირდებათ განათლება, რათა გაარჩიონ თეთრი და შავი, მტერი და მოყვარე, დანარჩენი კი…

დასავლელ პოლიტიკოსებს, კერძოდ, ნატოს წარმომადგენლებს სურთ, მსოფლიოს ყველა მედიასაშუალებამ წეროს და ილაპარაკოს მათი ინტერესებიდან გამომდინარე, დასავლეთსა და ნატოს მიერ ჩადენილ დანაშაულებზე კი თვალი დახუჭონ, რადგან ეს თურმე რუსული პროპაგანდაა. არ სურთ, ვინმემ სიტყვა დაძრას ნატოს მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში გაჩაღებულ სისხლიან კონფლიქტებზე, რომლებსაც დასავლეთის ე.წ. დემოკრატიული მედია “სამშვიდობო ოპერაციებს” უწოდებდა, არც საიდუმლო და საზარელ ოპერაცია “გლადიოზე”, სიკვდილის ესკადრონებზე, რომლებმაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

აი ნატოს ეს “სამშვიდობო ოპერაციები”:

იუგოსლავიის დაბომბვა (1999 .)

იუგოსლავიაში ინტერვენციის მიზეზად ნატოს ხელმძღვანელობამ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე _ კოსოვოში, მეტოქიაში, აგრეთვე, ბოსნია-ჰერცეგოვინაში _ ეთნიკური წმენდის შეჩერება დაასახელა. სინამდვილეში კი ეს იყო ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა იუგოსლავიის არმიის დემორალიზებასა და იმ მდგომარეობამდე მიყვანას, რომ მას აშშ-ის ინტერესებისთვის საფრთხე არ შეექმნა.

ნატოს ოპერაციებს უწოდეს “ჰუმანიტარული ინტერვენცია”, მაგრამ ისინი გაეროს მანდატის გარეშე განხორციელდა.

* დაიღუპა 6700 ადამიანი (5000 ჯარისკაცი), მათ შორის _ 400 ბავშვი;

* დაიჭრა 7000-მდე მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის _ 2000-ზე მეტი ბავშვი;

* უგზოუკვლოდ დაიკარგა 821 ადამიანი.

ალექსეი აიზკალნსი

ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკების წინააღმდეგ ნატოს მოქმედება ყველა საერთაშორისო ნორმის უხეში დარღვევის მაგალითია. უწინარესად კი, ნატომ დაარღვია ვაშინგტონის ხელშეკრულების, ანუ თავისი წესდების პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა ყველა საერთაშორისო კონფლიქტი, რომლებშიც, შესაძლოა, ჩართულნი აღმოჩნდნენ, მშვიდობიანი ხერხით უნდა გადაწყვიტონ ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნან მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სამართლიანობას მსოფლიოში. მან თავი უნდა შეიკავოს ძალის გამოყენებისგან იმ შემთხვევაში, თუკი ეს შეუთავსებელია გაეროს მიზნებთან”. ნატომ, აგრეთვე, დაარღვია თავისი წესდების მე-6 პუნქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატოს კომპეტენცია შემოიფარგლება თავისი წევრი ქვეყნების ტერიტორიებით. იუგოსლავია, მაკედონია, ალბანეთი და ბოსნია კი ნატოს წევრები არ იყვნენ, მაგრამ ნატო უხეშად ჩაერია ამ ქვეყნების საშინაო საქმეებში. ნატომ და აშშმა ფეხქვეშ გათელეს გაერო, კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა და სახელმწიფოების სუვერენიტეტი.

იუგოსლავიის წინააღმდეგ ნატომ გამოიყენა იარაღი, რომელიც აკრძალულია ნიურნბერგის ქარტიით, აგრეთვე, ჰააგისა და ჟენევის კონვენციებით. იუგოსლავიაში ნატო იყენებდა ურანის დაბალი შემცველობის ბომბებს, რომლებიც არა მხოლოდ მაღალი სიზუსტით გამოირჩევა, არამედ რადიოაქტიურიც არის და ტოქსიკურიც. გარდა ამისა, ნატომ გამოიყენა ე.წ. კასეტური ბომბები _ იარაღი ფეთქებადი ყუმბარებით, რომელიც მოგვიანებით ოტავის კონვენციით აიკრძალა.

ლიბიის დაბომბვა

არეულობებსა და სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, 2011 წლის 19 მარტს, ლიბია საფრანგეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ის ავიაციამ დაბომბა, სამხედრო ოპერაცია კი ნატომ განაგრძო.

* დაიღუპა 50 ათასამდე ადამიანი (სამხედრო და მშვიდობიანი მცხოვრები);

* ლტოლვილად იქცა _ 350 ათასი.

არადა, 2011 წლის აგვისტოში ნატოს იმჟამინდელი ხელმძღვანელი ანდერს ფოგ რასმუსენი ყველას არწმუნებდა, რომ ნატოს ავიაციის დაბომბვით მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაზარალდებოდნენ.

ნატოს მთავარი დანაშაული არის ის, რომ შეიარაღებისკენ რბოლის ახალ ერაში ჩაითრია მსოფლიო. ნატო არა მხოლოდ განალაგებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს ევროპის კონტინენტზე, არამედ აძლიერებს ატომურ პოტენციალსაც.

სხვათა შორის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თავისი სამხედრო დოქტრინით, უფლებას იტოვებს, გამოიყენოს ატომური იარაღი, რომელიც 1996 წელს საერთაშორისო სასამართლოს მიერ აიკრძალა.

ალიანსის წევრი ქვეყნები წლიდან წლამდე ზრდიან თავიანთ სამხედრო შესაძლებლობებს და ამისთვის კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ. ძლიერი არმია ნატოს იმისთვის სჭირდება, რომ მსოფლიოზე იბატონოს. მსოფლიოზე კი ის იბატონებს, ვისაც ხელი მიუწვდება ნავთობის საბადოებზე, სწორედ ამიტომ მოაწყვეს სასაკლაო ერაყში, ლიბანსა და სირიაში.

სამარცხვინოა ნატოელი ჯარისკაცების საქციელი იმ ქვეყნებში, რომლებშიც ჩადიან ერთობლივი წვრთნების გასამართავად ან ბაზირებულნი არიან. 2014 წელს ლატვიის ქალაქ ვენტსპილსის მერმა აივარ ლემბერგსმა ნატოს იმჟამინდელ გენერალურ მდივანს _ ანდერს ფონგ რასმუსენს საჩივრის წერილი გაუგზავნა ქალაქში ალიანსის მეზღვაურების მოქმედებაზე Open Spirit-2014-ის ოპერაციის მიმდინარეობისას, რომელშიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 26 საზღვაო ხომალდი მონაწილეობდა. ვენტსპილსის მერის თქმით, ალიანსის მეზღვაურები ისე იქცეოდნენ, როგორც ოკუპანტი ღორები, რომლებიც არ აღიარებენ ლატვიის კანონებს. მთვრალები შარდავდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ვიტრინებზე, არწყევდნენ. ქუჩებში გლეჯდნენ ყვავილებს და ქალებს ჩუქნიდნენ”. ლატვიელები იძულებულნი იყვნენ, დაეცვათ ქალები აბეზარი მეზღვაურებისგან, რის გამოც რამდენიმე ინციდენტიც მოხდა”.

ნატოელი ჯარისკაცებისა და დასავლური ე.წ. დემოკრატიული მედიის საქციელსა და დამოკიდებულებას სხვა ქვეყნის მცხოვრებთა მიმართ ნათლად ასახავს ინციდენტი, რომელიც ლატვიის დედაქალაქ რიგაში 2016 წლის ნოემბერში მოხდა. შეგახსენებთ, ეს ის პერიოდია, როცა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორი, წარმოშობით ესტონელი, აივარ ჯაესკი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე ლაპარაკობდა:

ახალგაზრდა ლატვიელ აქსელ აიზკალნსს, რიგის იურიდიული ფირმის თანამშრომელს, რესტორან “მაკდონალდსში” სტუმრობა ბრიტანელი ჯარისკაცის თავდასხმად და ცხვირის გატეხვად დაუჯდა. ლატვიისა და დიდი ბრიტანეთის ზოგიერთმა გამოცემამ ინციდენტზე პასუხისმგებლობა დააკისრა “პრორუს აქტივისტებს”, რომლებსაც თითქოს მიზნად ჰქონდათ დასახული ნატოს სამხედრო მოსამსახურეების დისკრედიტაცია. დაზარალებულმა კი პორტალ Delfi.lv-ს სრულად მოუყვა, რაც თავს გადახდა:

აქცია ოკინავაზე

“2 ნოემბერს, დაახლოებით 17 საათსა და 30 წუთზე, რესტორან “მაკდონალდში” ჩათრეული აღმოვჩნდი ინციდენტში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “მაკდონალდსში” შესვლისას უჩვეულო სანახაობას შევესწარი: რესტორანი სავსე იყო უცხოელებით. აქცენტით მივხვდი, ბრიტანელები იყვნენ, რაღაცას აღნიშნავდნენ. სიტუაცია შევაფასე და რიგში მათ შემდეგ ჩავდექი _ ვრაპის (სენდვიჩი _ ნ.კ) შეკვეთა მინდოდა. მალე ჩემთან მოვიდა ბრიტანელთა (სულ 30 კაცი იქნებოდა) 2 წარმომადგენელი. ერთ-ერთმა ჰალსტუხში მტაცა ხელი და მკითხა: “სად იშოვე ეს ჰალსტუხი?”. ამ საქციელზე ისეთი რეაქცია მქონდა, როგორიც ექნებოდა ნებისმიერს, ჩემ ადგილას. ვუპასუხე: “გზა მომეცით”. შემდეგ მოვიდა მეორე ჯარისკაცი, რომლის სიტყვები ვერ გავარჩიე, რადგან ძალიან მთვრალი იყო, მაგრამ მზად ვიყავი, დავლაპარაკებოდი, რადგან კარგად ვიცი ინგლისური. უცებ, თითქოს ცივი წყალი გადამასხესო, მომესმა მისი ფრაზა: ათამდე დავითვლი და, თუკი კვლავ აქ იქნები, სახეში გაგარტყამ”. მისმა მეგობრებმა სიცილი ატეხეს _ არასოდეს მინახავს, ადამიანებს ასე გაეცინოთ. ვიფიქრე, ეს ან რაღაც გათამაშებაა, რომელიც ვერ გავიგე, რადგან არ ვიცოდი, ადრე რაზე ლაპარაკობდნენ, ან ეს ტიპი ცოტა გარეკილია-მეთქი. ვკითხე: “რატომ უნდა მცემო?” მიპასუხა, “იმიტომ, რომ განავალი ხარ”. მისი მეგობარი კი ამ სიტყვების მოსმენაზე ახარხარდა. არ ვიცოდი, იმ მომენტში როგორ მოვქცეულიყავი _ მათთან ერთად მეცინა თუ ვითარებაში გავრკვეულიყავი. გავიდა რამდენიმე წამი და გაბოროტებული ბრიტანელი ჯარისკაცების ალყაში აღმოვჩნდი, რომლებსაც მუშტები შემართული ჰქონდათ ჩემთვის გამოტანილი ვერდიქტის აღსასრულებლად. გონს რომ მოვეგე, გატეხილი ცხვირიდან სისხლი მდიოდა. მადლობა “მაკდონალდსის” თანამშრომლებს, ისინი დამეხმარნენ, თუმცა მოგვიანებით უარესი მოხდა. მეორე დილით ყბასახის ქირურგიის ცენტრში ვიწექი და ველოდებოდი საოპერაციოში გაყვანას, როდესაც მეგობარმა შეტყობინება გამომიგზავნა, რომელშიც მითითებული იყო პორტალ Telegraph.co.ukზე გამოქვეყნებული მასალის მისამართი. ეს პორტალი ძალიან პოპულარულია ბრიტანეთში. როდესაც შეტყობინება გავხსენი, პირველი, რაც წავიკითხე, იყო სათაური: “პრორუსულად განწყობილი აქტივისტი რიგაში ბრიტანელ ჯარისკაცებს დაესხა თავს”. ეს სათაური თავდაპირველად სახალისოდ მომეჩვენა, მაგრამ, როდესაც ტექსტი წავიკითხე, გავოგნდი, რა ადვილია, მასების მანიპულირება ჩვენს დროში. ჩემი თვალსაზრისი მალე დაადასტურა ლატვიურ გამოცემებში გავრცელებულმა ინფორმაციამ. მედიასაშუალებებმა საერთოდ არ ჩათვალეს საჭიროდ, გამოეძიებინათ ინციდენტი და პირდაპირ Telegraphიდან გადმობეჭდეს სტატია. განა შეიძლება, დასავლეთის ერთერთი გავლენიანი მედიასაშუალება შეცდეს ინფორმაციის გავრცელებისას? ყველაფერს გადააჭარბა გამოცემა Delfi, ამ პორტალზემაკდონალდსისინციდენტის გამოქვეყნების შემდეგ კომენტარების ქარიშხალი ატყდარუსების უკიდურესობასადაპუტინის გეგმებზე”. როდესაც ეს კომენტარები ვნახე, მივხვდი, სინამდვილეში როგორი რობოტები ვართ, რადგან ადამიანებს იშვიათად შეაქვთ ეჭვი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. Telegraphში გამოქვეყნებული ეს კონკრეტული სტატია სიძულვილის გაღვივების, ცილისწამებისა და პროვოკაციის მაგალითია. “წარმოგიდგენიათ, რა ხდება, თუკი ყოველი მეორე სტატია ასეთი სიმართლეა?!” _ განუცხადა აქსელ აიზკალნსმა Delfi.lv, რომელმაც ბევრი განაცვიფრა იმით, რომ დაზარალებულის ტექსტი გამოაქვეყნა.

ამერიკელი სამხედროების მიერ ჩადენილ მხეცობებზე კი ლეგენდები დადის:

* გერმანული გამოცემაშპიგელისმიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით მეორე მსოფლიო ომის ბოლოს და შემდგომ წლებში ამერიკელმა სამხედროებმა გერმანიაში 190 ათასი ქალი გააუპატიურეს;

* 1968 წლის 16 მარტს ვიეტნამში, დასახლებულ პუნქტ სონგმიში ამერიკელმა სამხედროებმა ხოცვა-ჟლეტა მოაწყეს: მოკლეს 173 ბავშვი, 183 _ ქალი (17 ორსული), 144 _ მამაკაცი. რამდენიმე ქალი კი, ვიდრე მოკლავდნენ, არაერთხელ გააუპატიურეს;

* 1995 წელს კუნძულ ოკინავაზე (იაპონია) სამმა ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი გააუპატიურა მცირეწლოვანი მოსწავლე, რის გამოც ქუჩაში 90 ათასი იაპონელი გამოვიდა;

45 ათასი დანაშაულიდან(!), რომლებიც ამერიკელმა სამხედროებმა ჩაიდინეს იაპონიაში, მათ შორის _ გაუპატიურება და მკვლელობა, არც ერთი(!) არ დასრულებულა ხანგრძლივი პატიმრობით;

* 2006 წლის 12 მარტს დასახლებულ პუნქტ ელ მაჰმუდიაში (ერაყი) 5 ამერიკელი სამხედრო _ ჯეიმს ბარკერი, პოლ კორტეზი, ჯესი სპილმანი, ბრაიან ჰოვარდი და სტივენ გრინი _ შეიჭრა ერაყელის ოჯახში და გააუპატიურა 14 წლის აბირ ყასემ ალ-ჯანაბი. შემდეგ კი გოგონა მშობლებთან და 6 წლის დასთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმეს.

ამერიკელთა სისასტიკის გამომხატველია მათი ქცევა აბუ გრეიბსა თუ გუანტანამოს საპყრობილეში.

თუმცა ამერიკელი სამხედროები არც თავისიანებს ინდობენ:

* 2014 წელს რამშტაინში (გერმანია) განლაგებული აშშის სამხედროსაჰაერო ძალების სამხედრომ ტრენტ სმიტმა ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ ბაზაზე სამსახურის დაწყებისთანავე მასზე სექსუალურად იძალადა სერჟანტმა, იმის შემდეგ კი, რაც მომხდარზე განაცხადა, სმიტის ცხოვრება კოშმარად იქცა;

* ფორტბენინგში (ჯორჯიის შტატი) ჯარისკაცი გრეგ ჟელუდოვი თანაპოლკელებმა საწოლზე დააბეს და გააუპატიურეს შეძახილებით: “აშშში უფროსები ჰომოსექსუალები არიან!”;

* 2012 წლის ნოემბერში სამხედრო ბაზა “ფორტ ბრეგში” გაასამართლეს გენერალი ჯეფრი სინკლერი, რომელიც არმიაში 30 წლის განმავლობაში მსახურობდა. მას ბრალი დასდეს ქვეშევრდომთა გაუპატიურებაში.

აი, თურმე, თუ ასეთ ფაქტებზე დაწერ, ეს არის რუსული პროპაგანდა…

რამდენიმე დღის წინათ ბრიტანელმა ჟურნალისტმა, სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანია “ბი-ბი-სის” ყოფილმა თანამშრომელმა ნაიჯელ ქეიმ ქართველ ჟურნალისტებს პრორუსული პროპაგანდის გაშუქების სპეციფიკაზე “ტრენინგი” (ასე იუწყებოდნენ ქართული საინფორმაციო საშუალებები) ჩაუტარა და დამოძღვრა:

“ქართველმა ჟურნალისტებმა უნდა გააშუქონ ყველაფერი, ოღონდ სწორი კონტექსტი (?! _ ნ.კ.) უნდა შეურჩიონ”.

ნაიჯელ ქეი წარმომადგენელია იმ ქვეყნისა, რომლის ერთ-ერთმა მრავალტირაჟიანმა გამოცემამ _ The Sun-მა ცოტა ხნის წინათ კიევში ფეხბურთის უკრაინელი ფანატიკოსების რასისტული გამოხდომა რუსებს მიაწერა და კიევის სტადიონზე მომხდარის ამსახველი ვიდეო ასე დაასათაურა: რასიზმი რუსეთში: “დინამოს” გულშემატკივრებმა “შახტარის” წინააღმდეგ რასობრივი აგრესიის გამოვლენით შოკი გამოიწვიეს”. მანამდე კი გამოცემა “დეილი მეილმა” დაწერა, რომ მოსკოვის “ლოკომოტივისა” და “სპარტაკის” მატჩის შემდეგ რუსმა გულშემატკივრებმა ცემა-ტყეპა გამართეს და ამ მასალას დაურთო ტყეში გამართული ორთაბრძოლების ამსახველი ფოტოები.

საქართველოს ე.წ. სტრატეგიული პარტნიორების მიზანი თავიანთი ინტერესების დაცვაა მათ მიერ დაქირავებული ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი მედიასაშუალებებისა და არასამთავრობოების ხელით. ეს ინტერესები კი რუსეთთან ბრძოლაში ამ ქვეყნის სიმდიდრეების ხელში ჩასაგდებად საქართველოს გამოყენებაა. ამიტომ ცდილობენ, არ დაუშვან საქართველოში თავიანთი გავლენის შესუსტება და საქართველოს არ მისცენ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის საშუალება. ამისათვის კი ჩვენს ქვეყანაში ჰყავთ მეხუთე კოლონა. ამას მოწმობს “კავკასიასა და მოლდოვაში კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის დიდი ბრიტანეთის ფონდის (CSSF)” 2016-2017 წლების საპროგრამო დოკუმენტი. სწორედ ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ეშელონები უცხო ქვეყნების აგენტებითაა სავსე, ისიც, თუ რატომ მიჰყავთ ქართველები უცხოეთის, ძირითადად, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სასწავლებლებში “კვალიფიკაციის ასამაღლებლად”. დიდი ბრიტანეთი, როგორც ნათლად ჩანს CSSF-ის საპროგრამო დოკუმენტიდან, არ მალავს, რომ საქართველოს განიხილავს, როგორც საინფორმაციო ომის პოლიგონს, თანაც დაუფარავად აცხადებს, რომ აპირებს არა ობიექტური ინფორმაციისა და უტყუარი ფაქტების, არამედ “განსხვავებული” ალტერნატიული ინფორმაციის გავრცელებას, ანუ დეზინფორმაციის ტირაჟირებას. თანაც, ეს დეზინფორმაცია 5 ენაზე უნდა ვრცელდებოდეს, რათა მრავალეროვან საქართველოში არავის მოაკლდეს ანგლო-საქსების მზრუნველი ხელი.

კავკასიასა და მოლდოვაში კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის დიდი ბრიტანეთის ფონდის 2016-2017 წლების საპროგრამო დოკუმენტში ყველაზე შეურაცხმყოფელია პუნქტი, რომელშიც საუბარია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საინფორმაციო ბრძოლის საკითხების დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის მუდმივად ყოფნაზე. როგორც ჩანს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სწორედ ბრიტანეთის წარმომადგენელი მართავს და არა მინისტრი, ანუ საქართველოს სუვერენიტეტი ფიქციაა _ ვატარებთ არჩევნებს, ვქმნით სახელმწიფო ატრიბუტებს, მაგრამ სინამდვილეში ქვეყანა გარედან იმართება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში პირველი საკონცენტრაციო ბანაკის შემქმნელი (პირველი საკონცენტრაციო ბანაკი სამხრეთ აფრიკაში ინგლისელებსა და ბურებს შორის ომის პერიოდში (1899-1902) შექმნა ბრიტანელმა ლორდმა ჰორაციო კიტჩენერმა ბურების ოჯახებისთვის) ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის, ხელისუფლება არ მალავს, რომ მისი მთავარი მიზანი საქართველოში რუსეთის გავლენის შესუსტება და ამიერკავკასიიდან მისი გაძევებაა, ამისთვის უკვე გამოყო 4,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი და 2020 წლამდე ყოველწლიურად კიდევ იგეგმება ამ ოდენობის თანხის გამოყოფა, მაგრამ არაფერს ამბობს, რას გამოიწვევს ეს “გრძელვადიან პროექტები” საქართველოში და ფეხებზე ჰკიდია, ამის გამო კბილებამდე შეიარაღებული რუსეთი თუ სამიზნეში ამოიღებს ჩვენს ქვეყანას, რომელიც ამერიკა-ბრიტანეთისა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირების პოლიგონად იქცევა.

ამიტომაც არ არის გასაკვირი, რატომ იკლავენ თავს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჰომოსექსუალების უფლებების დაცვისთვის, რატომ უტევენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რატომ ცდილობენ მარიხუანის მოყვანისა და მოწევის ლეგალიზებას და სხვ. მათ ხომ ამისთვის 2020 წლამდე ყოველწლიურად 4,5 მლნ გირვანქა სტერლინგი და კიდევ მილიონობით დოლარი უნდა მიიღონ? თანაც ბრიტანეთის ხელისუფლება მიზანშეწონილად მიიჩნევს, თავისი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს ადგილობრივი და არა საერთაშორისო ორგანიზაციები _ “ადგილობრივი არასამთავრობოების გამოყენების სტრატეგია ხშირად გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენების სტრატეგია, ამასთანავე, ამცირებს საერთო ხარჯებს”, _ გულწრფელად აღიარებენ ისინი. როგორც ჩანს, ადგილობრივი “მეხუთე კოლონა” სამშობლოს უფრო იაფად ყიდის, ყოველ შემთხვევაში, ბრიტანელების აღიარებით, რენეგატების მოსყიდვა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე სპეციალისტების დაქირავება.

რუსეთის საინფორმაციო გავლენაზე ლაპარაკი კი სასაცილოა, როცა ქართული საინფორმაციო საშუალებების 99% დასავლეთის ინტერესებზე გაჰკივის და გაშმაგებით ლანძღავს რუსეთს. ან, საერთოდ, რა შუაშია რუსული პროპაგანდა იმასთან, რომ საქართველოს მოსახლეობის ნდობა საგრძნობლად შემცირდა დასავლეთის მიმართ, იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონებით გვემუქრება?! არასამთავრობო სექტორსა და მედიაში კი გირვანქა სტერლინგებითა და დოლარებით განათებული გნიასი უკვე დაიწყო. ოპერატიულად იქმნება ახალი მედიარესურსები, რომლებიც გაკაპასებით ამტკიცებენ, რომ აშშისა და ნატოს მიერ იუგოსლავიაში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, აზიაში, აღმოსავლეთ ევროპაში სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევა, მათ ტერიტორიაზე გაეროს სათანადო მანდატის გარეშე სამხედრო მოქმედებების ჩატარება, ევროპული ქვეყნების ლიდერების ფარული მიყურადება და თვალთვალი არა მწარე რეალობა, არამედ რუსული პროპაგანდის მიერ მოგონილი მითია და .. საქართველოში ყოველდღიურად იჩეკებიან ახალახალიმედიარესურსებიდა არასამთავრობოები ნანატრი გრანტის მისაღებად. ოღონდ სტერლინგები და დოლარები იყოს და სახელმწიფოს ინტერესებით მოვაჭრეთა რიგი კიდევ დიდხანს იდგება უცხო ქვეყნების რეზიდენტთა კარის ზღურბლზე.

ნიკა კორინთელი

1 COMMENT

  1. სამწუხაროთ ნიკა სრულ ჭეშმარიტებას ქადაგებს, მისი წერილი მომეწონა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here