მთავარი სამართალი გირგვლიანის საქმე – ისინი არწმუნებდნენ სააკაშვილს, რომ დამნაშავეების დასჯა სახელმწიფო სისტემის ჩამოშლას...

გირგვლიანის საქმე – ისინი არწმუნებდნენ სააკაშვილს, რომ დამნაშავეების დასჯა სახელმწიფო სისტემის ჩამოშლას გამოიწვევდა

1752
გააზიარეთ

გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, კახა ლომაია და ნიკა რურუა – ეს პირები დაასახელა ნინო ბურჯანაძენ სასამართლოზე, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს უკავშირდება. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ მოწმის სტატუსით დაკითხვისას განაცხადა, სწორედ ეს ადამიანები ცდილობდნენ მიხეილ სააკაშვილის დარწმუნებას, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირების დასჯის შემთხვევაში სახელმწიფო სისტემა ჩამოიშლებოდა.


“ჰქონდათ ძალიან მწვავე პოზიცია, განსაკუთრებით ბოკერია, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო დათა ახალაიას დასჯის” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

აღნიშნულ საქმეზე ჩვენება მისცა ყოფილმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმაც, მისი თქმით, საქმის დეტალებს კარგად იცნობდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დაჰპირდა ვანო მერაბიშვილს და სხვა ფიგურანტ პირებს, რომ შეიწყალებდა, იმისთვის, რომ მათ კომფორტულად ეგრძნოთ თავი და ბიუროკრატიას არ ეგრძნო გარკვეული რყევები, განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლოში გამოსვლისას.

პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის თმით, მიხეილ სააკაშვილმა ისარგებლა იმ უფლებით, რაც გულისხმობდა კომისიის გვერდის ავლით მსჯავრდებულთა შეწყალებას, რომლის ერთადერთი მიზანი იყო, რომ ხელი დაეფარებინა დანაშაულში მონაწილე მაღალი თანამდებობის პირებისთვის, რომელთაც ის საკუთარი გუნდის წევრებად მოიაზრებდა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here