მთავარი პოლიტიკა გიჟების ადგილი ციხის ლაზარეთშია

გიჟების ადგილი ციხის ლაზარეთშია

610
გააზიარეთ

_ მე საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენის ვარ. საკმარისი იყო, ორი დღის წინათ ტელეპროგრამაში მეთქვა, _ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორისი კლოუნიაო, რომ დღის მიწურულს ტელეეკრანზე გამოხტა საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი და დაადასტურა:

_ ბორისი კლოუნია!

მათ შორის დღეს დიდი კონკურენციაა: ვინ უფრო მეტი კლოუნია _ ინგლისის პრემიერი ბორისი თუ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირი, ჯონსონი თუ ზელენსკი.

პოლიტიკა ცირკის არენად აქციეს ევროპის ლიდერებმა, ამ შემთხვევაში _ სამმა მათგანმა. “თუ ამ აჭრილი შემადგენლობიდან ორი პროფესიის გამო გახდა სამასხარაო, მესამე _ თანდაყოლილი თვისებების წყალობით”, _ განაცხადა ავტორიტეტულმა ისრაელელმა ანალიტიკოსმა იაკობ კედმიმ.

მაშ ასე, ანალიტიკოსები იწყებენ ერთ, ფრიად საჩოთირო თემაზე, გენდერულ საკითხებზე საუბარს: ვინ ვართ ჩვენ _ ადამისა და ევას შთამომავლები, ქალები და კაცები, ან, იქნებ, ქალ-კაცები _ კენტავრების მსგავსი არსებები: არც _ იქით, არც _ აქეთ, მამათმავლები, ლესბოსელები?

ამ გაუკუღმართებულების ჯიში და ჯილაგი?!

რომლებიც იპყრობენ მსოფლიოს ან უკვე დაპყრობილი აქვთ. ამ თემაზე იაკობსაც (და სხვებსაც) ბევრი უთქვამთ.

რას იტყვის ამჯერად?

მოვუსმინოთ.

კედმის გულწრფელად ეცოდება დიდი ბრიტანეთის დედოფალი და აცხადებს: თუ ღმერთს იგი უყვარს, რაც შეიძლება მალე უნდა წაიყვანოს თავის საუფლოში, რათა მოაშოროს იმ სირცხვილისა და სიბინძურის გარემოს, რომელშიც აზილეს მისი სამეფო, მისი სამკვიდრო, ქვეყანა სრულად.

ეცოდება იმიტომ, რომ წარმოდგენაც კი ძნელია, როგორ განიცდის იგი ამ სიმახინჯეს, რომელშიც ყოველდღე უწევს ტრიალი.

რით არიან ესენი გამორჩეულები, ახალი რელიგიის მქადაგებლები და მათი კამარილია, რომლებიც გამოდიან მიტინგებზე და ყვირილით ილაშქრებენ ძალადობის წინააღმდეგ და აიძულებენ ადამიანებს მიიღონ მათი იდეოლოგია?

ძალით, უხეში ძალით!

არღვევენ ყველა კანონს, ფეხქვეშ თელავენ ყველა პრინციპსა და ტრადიციას, ამახინჯებენ, წარყვნიან და ამას დემოკრატიის სახელით სჩადიან, დემოკრატიულობის გზების გამოყენებით.

გაუკუღმართებული ფსიქიკის ადამიანები.

გამოშტერებულები, აბსოლუტურად უწიგნურები, რომლებსაც არაფრის და არავის მიმართ მორიდება არ გააჩნიათ.

რას გვეუბნება დღევანდელი ეს საყოველთაო გენდერული ისტერიკა?

რა კავშირი აქვს ამას, თუ როგორ იკმაყოფილებს ადამიანი თავის სქესობრივ მოთხოვნილებას მისსავე სქესობრივ კუთვნილებასთან?! არავითარი კავშირი არ არსებობს. იმათ კი ტოლობის ნიშანი დაუსვეს.

მთელმა მსოფლიომ აღიარა და სრული სიმშვიდით აღიქვამს ერთი და იმავე სქესის პირთა შორის სექსუალურ კავშირს. თუ სურთ და მონდომებული არიან, შეუძლიათ, ერთმანეთთან ისიყვარულონ.

არავინ უშლის ხელს. ქალი იქნება თუ კაცი.

მაგრამ ქალი ამ შემთხვევაშიც ქალად რჩება, კაცი _ კაცად და ვერავითარი ქირურგია ამას ვერ შეცვლის. შეიძლება დაამახინჯონ ქალის ნატიფი სხეული, მოკვეთონ მკერდი, ამოჭრან საშვილოსნო, იგი მაინც დარჩება, როგორც ქალის სხეულის ნამორალი, მაგრამ მამაკაცის სხეულად ვერასოდეს გარდაიქმნება. დამახინჯდება, მაგრამ თავად თუ ხელს აძლევთ, შეერგოთ!

თუ მავანს თავისი ფსიქიკური კონსტრუქცია მოსთხოვს, დაიმახინჯოს სხეული, ჩვენ რა ხელი გვაქვს, კეთილი და პატიოსანი.

_ ფსიქიატრთან წავიდეს? _ ჩაეკითხებიან კედმის.

_ არა. ასე არ მითქვამს. მიდი, დაიმახინჯე, სამუდამოდ დარჩი ფიზიკურად გადაგვარებული! ჩვენ ხელი დაგვიბანია. როგორიც გსურს, ისეთი იყავი.

ბუნებაში მხოლოდ ორი სქესი არსებობს _ ქალის და კაცის, მესამე არ არის; არც იქნება, რაც გინდა ეცადო. დაიმახინჯე თავი.

ფიზიკური სიმახინჯე მაქვს მხედველობაში.

გადადგა ეს ნაბიჯი?

ანგარიში უნდა გაუწიო.

ვის რა ფანტაზიაც მოუვა თავში, ვისი რა საქმეა. ტრაგედია მაშინ დაიწყება, როცა შესაძლებელი იქნება გენეტიკის დონეზე ადამიანის სქესის შეცვლა. თუმცა შეიძლება ტრაგედია არც იყოს. მანამდე კი მხოლოდ ქირურგიაა: ქალი ქალად რჩება, კაცი _ კაცად.

გენეტიკის დონეზე, არ ვიცი, რომელ ასაკში იქნება შესაძლებელი ამ მანიპულაციის განხორციელება. არასრუწლოვანისთვის სრულად უნდა აიკრძალოს. ბავშვებს სიცოცხლე არ უნდა გავუმწაროთ, შევუცვალოთ ბავშვს სქესი მხოლოდ იმიტომ, რომ ასე ისურვეს მისმა მშობლებმა, კატეგორიულად დაუშვებელია.

ზოგან შემორჩენილია ველური ჩვეულება: აფრიკაში, მაგალითად, გოგონებს წინადაცვეთენ. ევროპაში _ ასამართლებენ. თუ გოგონა ამას თავისით გააკეთებს, მშობლებს ასამართლებენ.

რატომ?

თუ ქალიშვილი 24 წლისაა და მან ეს ოპერაცია ჩაიტარა, ეს რა, შესაძლებელია?!

ესეც ხომ სიმახინჯე და სიგონჯეა!

ეს ჩვენი ფსევდო ფემინისტები კი შეუჩერებლივ გაჰყვირიან _ არ შეიძლება მისი, როგორც ქალის, უფლებები შეიზღუდოსო.

თქვენ რასა იქმთ?

არც ერთ გოგონას არ უთხოვია წინადაცვეთის გაკეთება. თუ ითხოვა, დანაშაული ჩაუდენია. მიუფურთხებიათ ფსევდოფემინისტებს ჩვენი კანონებისთვის…

ჰიტლერი ხელისუფლების სათავეში მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ ასე მოისურვეს გერმანელმა კაპიტალისტებმა და დიდი ფული გაიღეს, რათა იგი გერმანელი კომუნისტებისთვის დაეპირისპირებინათ. ამერიკელებმა, ბრიტანელებმა, ფრანგებმა ჰიტლერი დააფინანსეს, საბჭოთა კავშირისთვის რომ დაეპირისპირებინათ ის და ახალი გერმანია.

ეს ფინანსური დახმარება რომ არა, ჰიტლერის არსებობას ვერავინ გაიგებდა.

მსგავსი რამ მეორდება დღესაც: ყველა, ვინც ფულს დებს, გახრწნილების ფესტივლების (გეიაღლუმების) ორგანიზებაში, ყველას ერთი მიზანი აქვს _ მოსპოს და გაანადგუროს საკაცობრიო კულტურა სრულად. მთელი ბაზა, რომელზეც დგას დღეს კაცობრიობა, ყველა კულტურული და ზნეობრივი ღირებულება, რომლებიც შეიქმნა და განვითარდა კაცობრიობის ცივილიზაციის 4-5 ათასწლეულის განმავლობაში.

ახლის შენების საფუძველი.

ამიტომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების “კოლექტიური ექსკურსია” გასულ გაზაფხულზე თბილისში გამართული მამათმავალთა პრაიდის ღონისძიებებზე იყო არა ლგბტ თემის მხარდაჭერის დემონსტრაცია, არამედ ქართული კულტურისა და ზნეობის, მართლმადიდებლური სარწმუნოების წინააღმდეგ გალაშქრება.

არ მივიდოდნენ და კარგ კურდღელსაც დაიჭერდნენ, რადგან პედერასტების იგნორირება თავიანთი კარიერული ზრდის კრახად შემოუბრუნდებოდათ.

ამ პოლიტიკის გამტარებლები დღეს ევროპას არიან მომჯდარნი და ჯერ არ გაუხედნიათ ხარი, რომელიც, ევროპის გატაცების მსგავსად, ჭიაღუებს მოაცილებდა ორიენტაციააღრეულ ბებერ კონტინენტს, რომლის დასავლეთიდან ამოსულ მზეს ღრუბელი გადაეფარა.

ახლა ორივე მხარე ცდილობს, გაუცხოების ეს ბზარი, სასწრაფო ღონისძიებებით თუ არა, კულტურულ-ზნეობრივ ღირებულებათა ერთობლიობის საჯაროდ დემონსტრაციით ამოავსოს.

და ორივე საეჭვო ერთსულოვნობით აქებს და ადიდებს საქართველოს. დავჭირდით, ეტყობა. თანადგომას გვპირდებიან ევროკავშირისა და ნატოს წევრად მიღების საქმეში.

ჩვენ ვიჯერებთ და ვდნებით, რადგან დიპლომატიურ “იარმურკაზე” ვაჭრობისა და გამორჩენის ხელსაყრელი მომენტია დამდგარი.

(აქტუალური გადახვევა მთავრდება აქ).

აშშ ცდილობს, ხაზი გადაუსვას კაცობრიობის ისტორიას, აქციოს იგი უსახოდ და სანაცვლოდ შემოგვთავაზოს ახალი წესრიგი, რომლის ძალით ყველა ქვეყანა დაემორჩილება შტატების აბსოლუტურ ძალაუფლებას. მისი მიზანია ცივილიზაციაზე გაბატონება.

მაგრამ, რადგან ისინი ყველაფრის გაკეთებას ძალის გამოყენებით ცდილობენ, კანონების დარღვევით, ჩვენც მოგვიწევს მათი შეჩერება მაინცდამაინც ძალის მეშვეობით.

_ თქვენ მიგაჩნიათ, _ რიტორიკულ შეკითხვას სვამს ანალიტიკოსი, _ რომ ამ ღირებულებათა დასამკვიდრებლად იბრძოლებს უნგრეთის არმია? ან პოლონეთის არმია? ან უნგრელები, თურქები?

აბა, გაბედონ და მოვიდნენ ჩვენთან _ ახლო აღმოსავლეთში თავიანთი ღირებულებებით; სცადონ, ცხვირი შეჰყონ აფრიკაში ამ ღირებულებებით, ან აზიაში, ჩინეთში “აბრეშუმის გზით” მისვლამდე.

ამ ღირებულებათა ერთი შტო სექსუალურ ორიენტაციაშეცვლილთა მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების განმტკიცებაა. განმტკიცება კი არა, ამათ ისეთი გავლენა მოიპოვეს, ისე დამკვიდრდნენ ქვეყნების ხელმძღვანელობებში, სახელმწიფო ორგანოების სათავეში, რომ სუპერსახელმწიფოების საშინაო და საგარეო პოლიტიკის თუნდაც მსოფლიო ლიდერთა კადრებით მომარაგება პრაქტიკულად მათ ხელში გადავიდა.

მსოფლიო ქვეყნების პროპაგანდისტული მანქანა მათზეა აწყობილი.

ბოლო პერიოდში ჰერმაფროდიტებმაც წამოყვეს თავი, _ ჩვენც გვაქვს ბედნიერად ცხოვრების უფლებაო, მაგრამ პატრიარქალური საზოგადოება ხელს გვიშლისო.

კედმის აზრით, ჰერმაფროდიტების პრობლემა ისაა, რომ მათ არ იციან, რომელ სქესს უნდა მიეკუთვნონ; თუ იციან _ არ შეუძლიათ.

დასკვნა მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს: ეს ადამიანები ფსიქიკური გადახრებით არიან დაავადებულები, ეს მძიმე ავადმყოფობაა და აქიმობა სჭირდებათ.

თუნდაც ციხის ლაზარეთში.

არმაზ სანებლიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here