Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი ოთხმეზური: თურქეთში ბეჭდავენ სახელმძღვანელოებს, რომლებშიც აჭარა მიჩნეულია თურქეთის ტერიტორიად

გიორგი ოთხმეზური: თურქეთში ბეჭდავენ სახელმძღვანელოებს, რომლებშიც აჭარა მიჩნეულია თურქეთის ტერიტორიად

1748
გიორგი ოთხმეზური

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ხშირად ცდილობდნენ ისტორიული მოვლენების ინტერპრეტირებას პოლიტიკური გარემოებებისა და იდეოლოგიის მიხედვითროგორი უნდა იყოს დაწყებითი კლასების ისტორიის სახელმძღვანელოები, რა უნდა აისახებოდეს მათში, მოზარდმა ისტორიული ფაქტები მართებულად რომ გააანალიზოს _ ამ საკითხებზე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ოთხმეზური გვესაუბრება.

_ ბატონო გიორგი, მოსწავლეები და მასწავლებლები ჩივიან, რომ V_VI კლასების ისტორიის სახელმძღვანელოებში საქართველოს კუთხეები ხშირად მოსწავლეთა წლოვანებისთვის შეუსაბამო და გაუმართავი ტექსტებითაა აღწერილი, ამიტომ პედაგოგებს დამატებითი მასალის დამუშავება უწევთ. როგორი უნდა იყოს დაწყებითი კლასების ისტორიის სახელმძღვანელოები და შესაძლებელია თუ არა ისტორიის საფუძვლიანად შესწავლა ამჟამინდელი სასკოლო სახელმძღვანელოებით?

_ ჩემი აზრით, არასწორად ხდება საქართველოს ისტორიის შესწავლა. ბავშვი ვერ აღიქვამს საგანს, როგორც საქართველოს ისტორიას. VII, VIII, IX კლასების მსოფლიოს ისტორიის სახელმძღვანელოებში ისეა მიმოფანტული და ჩაკერებული საქართველოს საკითხები, რომ მოსწავლე საქართველოს ისტორიას, როგორც დამოუკიდებელ საგანს, ვერ აღიქვამს.

ისტორიის სახელმძღვანელოში ქრონოლოგიის პრინციპიც უნდა იყოს დაცული. შეიძლება პარალელის გავლება მსგავს მოვლენასთან, მაგრამ ქრონოლოგიის დაცვა აუცილებელია. ყველაფერი მიზეზშედეგობრივად არის დაკავშირებული ერთმანეთთან და მოვლენა ნებისმიერ საუკუნეში განყენებულად არ ხდება, ის შედეგია წინარე ხანაში განვითარებული მოვლენებისა. საბჭოთა კავშირის პერიოდში პედაგოგიურ ინტსტიტუტში იყვნენ მეთოდისტები, რომლებიც ადგენდნენ, რა ზომის მასალა უნდა მიეწოდოს ბავშვს, რამდენი თარიღი, პარაგრაფი, გვერდი, გეოგრაფიული პუნქტი და საკუთარი სახელი უნდა ყოფილიყო სახელმძღვანელოში. ავტორები მეთოდისტებთან ერთად განიხილავდნენ სახელმძღვანელოს. ახლა ეს პრინციპი აღარ არსებობს. ყველა წლოვანების მოზარდს უნდა მიეწოდოს მისი აღქმის შესაბამისი მასალა, ეს ზოგადი კრიტერიუმი დადგენილია. აუცილებელია მეთოდისტის პროფესიის აღდგენა და მათი ჩართვა სახელმძღვანელოების შემუშავებაში.

_ ამა თუ იმ მოვლენის თარიღის სიზუსტე სახელმძღვანელოებში საეჭვოა. მაგალითად, სტამბის შექმნის ან თამარ მეფის გარდაცვალების თარიღი სხადასხვა სახელმძღვანელოში სხვადასხვაა, რაც იწვევს ბავშვების დაბნეულობას

_ სტამბა, დადგენილია, რომ გაიხსნა 1709 წელს. რა თქმა უნდა, ისტორია ვითარდება, თარიღები ზუსტდება, გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება კორექტირება იქნეს შეტანილი. ასეთი ცვლილებები სახელმძღვანელოში უნდა იყოს მინიმალური. სახელმძღვანელოში უნდა იყოს ის ძირითადი თარიღები, რომლებიც მოცემულია ოფიციალურ გამოცემებსა და ენციკლოპედიაში. თამარის გარდაცვალების თარიღად ასახელებდნენ 1207, 1210, 1213 წლებს. დღეს მიღებულია 1210 წელი. დიდხანს ასახელებდნენ 1213 წელს, მაგრამ ამჟამად მტკიცედ არის დადგენილი, რომ 1213 წელი არ არის რეალური თარიღი და შეიძლება შეიცვალოს. სახელმძღვანელოებში კი ერთი თარიღი უნდა იყოს და ასეთი ცვლილებები იშვიათად უნდა ხდებოდეს.

 _ “საქართველოს ისტორია ბავშვებისთვის” _ ამ წიგნში ავტორის, პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურის, პოლიტიკური სიმპათია აშკარად ჩანს. მაგალითად, არის ასეთი პასაჟი: “ახალგაზრდა, ენერგიული ლიდერი მიხეილ სააკაშვილი”… სწორია ასეთი დამოკიდებულების წარმოჩენა სკოლის სახელმძღვანელოში?

_ სახელმძღვანელოები პარტიული ნიშნით არ უნდა იწერებოდეს, მით უმეტეს, რომ მოვლენისა თუ ფაქტის შეფასება ათწლეულების შემდეგ ხდება და ასეც უნდა იყოს. დავით აღმაშენებლისთვის მის თანამედროვეებს არ უწოდებიათ აღმაშენებელი. შთამომავლობამ რომ გადახედა, რა გააკეთა, მერე იქნა მისი მოღვაწეობა შეფასებული და უწოდეს მას აღმაშენებელი. მეფე გიორგისაც მოგვიანებით ეწოდა ბრწყინვალე. დაუშვებელია ისტორიული ფაქტების ფალსიფიცირება, აგრეთვე, დაუშვებელია პარტიული ნიშნით და პარტიული ხედვით სახელმძღვანელოს დაწერა. ეს ბავშვებს თავიანთ ქვეყნის ისტორიის სწორად გააზრებაში შეუშლის ხელს. ბავშვებმა უნდა ისწავლონ, რა ხდებოდა და როგორ მოვედით დღემდე. დღეს არანაირი ცენზურა არ არსებობს ფალსიფიკატორების წინააღმდეგ, ვინც რას მოისურვებს, იმას წერს, მაგრამ სახელმძღვანელოებისთვის არსებობს ცენზურა, განათლების სამინისტროში გრიფირებით ხდება სახელმძღვანელოების დაშვება მოსწავლეებამდე. ფაქტებისა და მოვლენების ფალსიფიცირებით, პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენით შედგენილი სახელმძღვანელოები არ უნდა იქნას მოსწავლემდე დაშვებული, მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტი შეგნებულად გაყალბდება თუ შეუგნებლად.

_ როგორ შეაფასებთ ერეკლე მეორის მოღვაწეობას, მის სამხედროპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ისტორიულ როლს, მის საგარეოპოლიტიკურ არჩევანს და შედეგებს, რომლებიც გეორგიევსკის ტრაქტატმა მოუტანა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს?

_ ერეკლე II მოღვაწეობას დადებითად ვაფასებ. ნებისმიერი პოლიტიკოსის მოღვაწეობა, როდესაც რაღაც ნაბიჯს დგამს, უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, რა შედეგი მოიტანა ამ ნაბიჯმა და არა იმით, რისი გაკეთება უნდოდა… რა ვითარება იყო ქვეყანაში და რისი გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდა ერეკლე II? გააკეთა თუ არა მან მაქსიმუმი? ერეკლეს გეორგიევსკის ტრაქტატის დადების წინ 2-3 ელჩი ჰყავდა ევროპაში გაგზავნილი, პასუხი არსაიდან იყო, ევროპის სახელმწიფოების დახმარების იმედი არ უნდა გვქონოდა, ეს ზუსტად განსაზღვრა ერეკლემ. მართლმადიდებელი რუსეთი თავისი საზღვრების გაფართოებაზე ზრუნავდა, ისევე, როგორც ყველა იმპერია. ერთმორწმუნე იყო ბიზანტიის იმპერიაც. უდიდესი ტრაგედია იყო ჩვენთვის ბიზანტიის იმპერიის განადგურება და მისი ჩანაცვლება ოსმალეთით, მაგრამ ბიზანტიის იმპერია, როცა შესაძლებლობა ჰქონდა, ტერიტორიას გვართმევდა და ყოველთვის ცდილობდა, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარეულიყო, თვითონ ემართა საქართველო და ჩვენი მეფე მისი მორჩილი ყოფილიყო. ასეთი პოლიტიკა ყველა იმპერიისთვის არის დამახასიათებელი. ერთერთი ფაქტორი, რომელმაც ერეკლეს ეს გადაწყვეტილება მიაღებინა, იყო ის, რომ რუსები ისევე, როგორც ჩვენ, მართლმადიდებლები იყვნენ, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ერეკლეს სხვა გზა არ ჰქონდა. 1770 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ქართლკახეთის სამეფოში 42 000 ოჯახი ცხოვრობდა, 300 000 კაცსაც კი არ აღწევდა ქართლკახეთის მოსახლეობა. ფიზიკურად ვეღარ გაუძლებდა ქვეყანა ირანის, ოსმალეთისა და ჩრდილოეთ კავკასიელების შემოტევას. რუსეთის იმპერიამ ქართული სახელმწიფოებრიობა გააუქმა და ეს იყო ძალიან მძიმე დარტყმა ჩვენთვის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ: შევძლებდით კი ჩვენ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას, ირანთან, ოსმალეთთან და ჩრდილოეთ კავკასიასთან დაპირისპირებას, როდესაც მოსახლეობა შემცირებული იყო 42000 ოჯახამდე? გადავრჩებოდით ფიზიკურად? რუსეთთან მიერთებით დავკარგეთ სახელმწიფოებრიობა და ეს საკამათო არ არის, მაგრამ ამას დადებითი შედეგებიც მოჰყვა მე-19 საუკუნის პირველი მესამედი არის განუწყვეტელი აჯანყებები და შეთქმულებები მეფის რუსეთის წინააღმდეგ, ბაგრატიონთა დინასტიის დაბრუნების მცდელობები, მაგრამ, ამასთანავე, ქართველები მოხალისეებად მიდიოდნენ რუსეთირანისა და რუსეთოსმალეთის ომში. რატომ? _ იმიტომ, რომ სამცხეჯავახეთი იქნა დაბრუნებული, ფოთი და ახალქალაქის კუთხეები თურქების ხელში იყო, ახალციხეს ერქვა ახალციხის საფაშო და აწყურამდე მოდიოდა საზღვარი. აი ეს ტერიტორიები იქნა დაბრუნებული. აჭარა თურქეთის ხელში იყო, 1877_78 წლების რუსეთოსმალეთის ომის შედეგად დაუბრუნდა აჭარა საქართველოს. დღეს ვსაუბრობთ ტაოკლარჯეთსა და საინგილოზე და ვერანაირ პრეტენზიას ვერ გამოვთქვამთ ამ ტერიტორიების დაბრუნებაზე. რუსეთი რომ არა, ასევე დაიკარგებოდა სამცხეჯავახეთი და აჭარაცსულ რუსებს რომ ვაბრალებთ ყველაფერს, რუსეთის იმპერიაში ზაქათალის ოკრუგი, ანუ ბელაქანი,ზაქათალა და კახი, რომელსაც საინგილოს ვეძახით დღეს, თბილისის გუბერნიაში შედიოდა, ასევე, ლორე-ტაშირის, რომელიც დღეს სომხეთის შემადგენლობაშია, მართალია, ეს მეფის რუსეთის იყო, სიტყვა “საქართველო” საერთოდ ამოიღეს ლექსიკიდან და იყო თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები, სოხუმის ოკრუგი, მაგრამ რუსეთი ამ ტერიტორიებს ვერსად წაიღებდა, და ეს ტერიტორიები დაუბრუნდა საქართველოს. ეს არის პატარა ქვეყნის პრობლემა, მას უწევს არჩევანის გაკეთება და ლავირება დიდ იმპერიებს შორის. აი ეს არის ჩვენი ისტორია, მუდამ ვიყავით დიდი იმპერიების ინტერესების სფეროში, ჩვენი მეფეებიც ახერხებდნენ ამ ლავირებას, ეროვნული თვითმყოფადობისა და თვითშეგნების შენარჩუნებას, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკლესიასთან ერთად, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ მხრივ.

_ დღეს ზოგიერთი ცდილობს თურქეთის წარმოჩენას საქართველოს მეგობრად, ეს ხდება იმ ფონზე, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, თურქეთის დამპყრობლურ პოლიტიკასა და მიტაცებულ ტერიტორიებს კი შეძლებისდაგვარად ჩქმალავენ

_ ასეთი დამოკიდებულება არ არის სწორი. პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ისიც კი მომისმენია, სამწუხაროდ, ისტორიკოსებისგან თუ ფილოლოგებისგან, თურქეთს ჩვენთვის არაფერი წაურთმევია, ტერიტორია ბიზანტიამ წაგვართვაო. თურქეთი მეზობელია ჩვენი და უნდა გვქონდეს მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ დღეს თურქეთში ბეჭდავენ სახელმძღვანელოებს, რომლებშიც აჭარა მოხაზულია, როგორც თურქეთის ტერიტორია, რომელიც 300 წლის განმავლობაში იყო თურქეთის შემადგენლობაში და რუსეთის იმპერიამ წაართვა, მაგრამ მანამდე რომელი ქვეყნის შემადგენლობაში იყო, არ ამბობენ. მეგობრობა ცალმხრივი არ შეიძლება იყოს, ჩვენ ჩვენი უნდა დავიცვათ. როგორი დაპირისპირებაც უნდა მოხდეს რუსეთსა და თურქეთს შორის, ეს დაპირისპირება აჭარის საკითხს ჩვენს სასარგებლოდ ვერ გადაწყვეტს, თურქეთის პრეტენზიებს ვერ გაანელებს. ძალიან დიდი სიფრთხილეა თურქეთთან ურთიერთობისას საჭირო.

_ დღეს მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ ნაცისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი, ვერმახტის ჯარისკაცი და წითელარმიელ, თანაზომიერი ბოროტებაა. ამასთანავე, ცდილობენ, დააკნინონ ღვაწლი და როლი სტალინისა, რომელმაც კაცობრიობა ფაშიზმისგან იხსნა.

_ ჩემთვის ძნელია სტალინზე დადებით კონტექსტში საუბარი. ბაბუაჩემი დახვრიტეს, მამიდის ქმარი დახვრიტეს და მამიდაჩემი პატარა ბავშვით გადაასახლეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვაცხადებ, რომ სტალინისა და ჰიტლერის შედარება დაუშვებელია. ჰიტლერი ერების ამოწყვეტას აპირებდა, მხოლოდ არიულ რასას უნდა ეცხოვრა… სტალინი ნამდვილად უდიდესი ფიგურა იყო მსოფლიოს ისტორიაში. მას უნდა შევხედოთ არა როგორც ქართველ, არამედ როგორც საბჭოთა მოღვაწეს. ის ეთნიკურად იყო ქართველი, მაგრამ იყო საბჭოთა მოღვაწე. ნაპოლეონი წარმოშობით კორსიკიდან იყო, მაგრამ ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ, ასევეა სტალინიც…

ესაუბრა  გვანცა ნამიჭეიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here