Home რუბრიკები პოლიტიკა გიორგი მდივანი: “ჩვენ თვალწინ იცვლება მსოფლიო. ამერიკელები ერთპიროვნული ჟანდარმები ვეღარ იქნებიან, არ...

გიორგი მდივანი: “ჩვენ თვალწინ იცვლება მსოფლიო. ამერიკელები ერთპიროვნული ჟანდარმები ვეღარ იქნებიან, არ აქვს მნიშვნელობა, ბაიდენი გახდება პრეზიდენტი თუ ტრამპი”

1165
გიორგი მდივანი

რუსეთმა ამიერკავკასიაზე გავლენა ვერ მოიპოვა” _ პოლიტოლოგების მიერ ხშირად ნათქვამმა ამ ფრაზამ შინაარსი დაკარგა ამა წლის 10 ნოემბერის დილის 6 საათზე, როდესაც რუსეთის ფედერაციამ სამშვიდობო ძალები, 2-ათასკაციანი სამხედრო კონტინგენტი შეიყვანა მთიან ყარაბაღში. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გამო დაწყებული ომი შეწყდა. ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის .. კონფლიქტის დასრულებით, რას კარგავს საქართველო და რა უნდა გაითვალისწინოს მომავალში ჩვენმა ქვეყანამ, რატომ სტუმრობს დაუგეგმავად ამერიკის სახდეპის ხელმძღვანელი საქართველოს? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ბლოგერი გიორგი მდივანი გვესაუბრება.

_ რაც ამიერკავკასიაში ამ დღეებში ვიხილეთ (ვგულისხმობ ყარაბაღის ომის დასრულებას) ნიშნავს იმას, რომ რეგიონში გავლენა ისევ რუსეთმა შეინარჩუნა და გააძლიერა, რადგან იმ საზავო ხელშეკრულებაში, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის გაფორმდა, არ არის წარმოდგენილი არც თურქეთი, არც ამერიკა და არც სხვა რომელიმე სახელმწიფო. მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, ამაზე ახლა არ ვისაუბრებ. ფაქტია, რუსეთმა ამიერკავკასიაში პოზიციები გაიმყარა. ეს არის ობიექტური რეალობა. ამიერკავკასიაში, ყარაბაღში, რუსეთი იმატებს სამხედრო ბაზას, რომელიც ძალიან ახლოს იქნება სირიასთანაც…

სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირებას რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანს ჰყავს ავტოკრატი მმართველი, რომელიც ყარაბაღის ომისთვის, დიდი ხანია, ემზადებოდა, ხოლო მის წინააღმდეგ იდგა სომხეთის პრემიერი ფაშინიანი, რომელიც “ფერადი რევოლუციის” წყალობით მოხვდა თანამდებობაზე და მას საკმარისი არ აღმოაჩნდა არც სამხედრო, არც ორგანიზატორული ნიჭი, ის არც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე აღმოჩნდა. ფაშინიანი არის ტიპური ნეოლიბერალი, სამწუხაროა, რომ მის გამო ბევრი მოქალაქე და ჯარისკაცი დაიღუპა.

დღეს ხშირად ამბობენ, რომ ყარაბაღისნაირი ტერიტორიები საბჭოთა კავშირის პერიოდში “ჩადებული ნაღმია”, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან ყველა კონფლიქტი, რომლებიც პოსტსაბჭოთა პერიოდში დაიწყო, უნიკალურია თავისი ისტორიით, გარდა ამისა, არც ერთი მათგანის ერთმანეთთან გაიგივება არ შეიძლება. მაგალითად, აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის დაპირისპირება საუკუნეებს ითვლის. ყარაბაღი ყოველთვის იყო აზერბაიჯანის, მაგრამ იქ დასახლებული იყვნენ სომხებიც და ალბანელებიც, ხშირად კი სომხების რაოდენობა ჭარბობდა (სხვათა შორის ისე, როგორც თბილისშიც).

საბჭოთა კავშირმა წლების განმავლობაში ასეთ კონფლიქტურ რეგიონებში სადავო ტერიტორიებზე შეძლო მშვიდობის დამყარება, მაგრამ როგორც კი დაინგრა საბჭოთა კავშირი, “თანამედროვე მსოფლიო დღის წესრიგმა” ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ზესახელმწიფოების დაშლის შემდეგ ყარაბაღის მსგავსი კონფლიქტები, როგორც წესი, ხშირად ღვივდება…

ყველაზე კარგი, რაც ამ დღეებში ამიერკავკასიაში მოხდა და რაც სრულიად მსოფლიომ დაინახა, არის ის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თუ იყო ერთი ცენტრი _ ვაშინგტონი და ამერიკელებს შეეძლოთ, ათი ათასი კილომეტრის დაშორებით ეწარმოებინათ ომი, დღეს ეს მოცემულობა შეიცვალა და რუსეთის ფედერაციაც მსოფლიო ცენტრია. ასევე, ცენტრს ქმნიან ჩინეთი და აზიური ქვეყნები _ მსოფლიო მრავალპოლუსიანი ხდება. რუსეთმა სირიის შემდგომ შეინარჩუნა ვენესუელა, ვგულისხმობ იმას, რომ ამერიკამ ვერ შეძლო ვითარების თავის სასარგებლოდ შეცვლა ამ ქვეყნებში. ანალოგიური რამ მოხდა აზერბაიჯანშიც _ ამერიკელები თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

_ ქართველი პოლიტოლოგები ამბობენ, რომ ამერიკამ, რუსეთმა და თურქეთმა ამიერკავკასია გადაინაწილეს

_ ოფიციალური დოკუმენტი ამის შესახებ არ არსებობს, თუმცა არაოფიციალურად თურქეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მისია. ერდოღანი ყოველთვის ამბობდა: მზად ვართ, ამ ომში ჩავებათო და არაოფიციალური სამხედრო დანაყოფებიც გადაისროლა აზერბაიჯანში. საქართველო დე ფაქტო რჩება ამერიკის გავლენის ქვეშ, სომხეთი კი _ ისევ რუსეთის გავლენის ქვეშ, უფრო ზუსტად, სტრატეგიულ პარტნიორად. ისე, რუსეთი რომ არა, სომხები სტეფანაკერტსაც დაკარგავდნენ და მიმდებარე სოფლებსაც.

სომხეთი არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი (სომხეთის გარდა ამ ორგანიზაციის წევრია რუსეთი, აგრეთვე, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი _ ..), მაგრამ ამ წევრობის ფარგლებში ყარაბაღი სომხეთის ტერიტორიად არ განიხილებოდა. რუსეთს შეეძლო, დახმარებოდა სომხეთს, ისევე, როგორც სირიას დაეხმარა, თუკი სომხეთი მიმართავდა, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთმა თავისი საგარეო პოლიტიკის ფარგლებში იმოქმედა. რუსეთს არ სურდა სომხეთის, როგორც გავლენის ზონის, დაკარგვა და ყარაბაღში განალაგა თავისი ჯარები, თანაც ძალიან სერიოზული კონტინგენტი.

ტერიტორიები, რომლებიც ყარაბაღის გარშემოა, სომხეთის ტერიტორიად არ განიხილება. სომხეთის პირველი პრეზიდენტი, ლევონ ტერ პეტროსიანი, ამბობდა, _ ჩვენი ინიციატივით გადავცეთ აზერბაიჯანსო, მაგრამ ამ განცხადების გამო მას ქვეყანაში ვითარება დაეძაბა, რასაც მისი გადადგომა მოჰყვა. შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა ქოჩარიანსარქისიანის კლანი და ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. “ფერადი რევოლუციით” მოსულმა ფაშინიანმა უფრო ჩახლართა საქმე, ეს რუსეთისთვის არ იყო სასურველი.

ყარაბაღის კონფლიქტით მოიგო აზერბაიჯანმა, რუსეთმა და არადეკლარირებულად თურქეთმა, რადგან თურქები ქალაქ შუშას თავიანთი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად თვლიან და მისი დაბრუნება თურქებისთვის დღესასწაული იყო.

იმით, რაც ამიერკავკასიაში მოხდა ბოლო დღეებში, ყველაზე ნაკლებად იხეირა საქართველომ, ჩვენ ბევრს დავკარგავთ, პირველ რიგში კი, სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს. თურქეთმა უკვე გამოაცხადა, რომ ნახიჩევანის გავლით აზერბაიჯანისკენ სახმელეთო და სარკინიგზო მაგისტრალს ააშენებს და ერთმანეთს უჩვენოდ დაუკავშირდებიან. სამომავლოდ, შესაძლოა, საქართველომ რეგიონული ჰაბის სტატუსიც დაკარგოს.

_ როდესაც საჭირო შეიქნა ტრანზიტი, ჩვენი საჰაერო სივრცე გამოიყენეს, რომელიც მომავალშიც საჭირო და აუცილებელი იქნება

_ სატრანზიტო მნიშვნელობას ახლა არ დაკარგავს საქართველო, ეს სამომავლოდ მოხდება, რადგან ნახიჩევანის გავლით სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანას აპირებენ, რომელზეც ახლახან ისაუბრეს. აზერბაიჯანი და თურქეთი აუცილებლად პირდაპირ დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ეს კი გარკვეულწილად საქართველოს აკარგვინებს სატრანზიტო გზას.

ომავალზე თუ ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ თვალწინ იცვლება მსოფლიო _ ამერიკელები ერთპიროვნული ჟანდარმები აღარ და ვეღარ იქნებიან, არ აქვს მნიშვნელობა, ბაიდენი იქნება პრეზიდენტი თუ ტრამპი. ამერიკელები ყოველთვის მოიცლიან რუსეთისთვის, მაგრამ არ ეცლებათ საქართველოსთვის. ამერიკა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა, მას უჭირს ეკონომიკურადაც, ასეთი გახლეჩილი, ასეთი პოლარიზებული ამერიკა, დიდი ხანია, არ ყოფილა. ეს ქვეყანა კოლაფსის წინაშეა. ასე რომ, საქართველოსთვის ამერიკას არ ეცლება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანასსტრატეგიულ პარტნიორადმიიჩნევს.

მოცემულობა ასეთია: რუსეთს აქვს სამხედრო ბაზები სომხეთში, აზერბაიჯანში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ეს კი ამერიკელებისთვის სერიოზულ პრობლემას ქმნის.

_ ყარაბაღის მაგალითმა უნდა დაგვაფიქროს თუ არა ჩვენ, ქართველები, რომ შესაძლოა, აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნება რაღაცნაირად მოვახერხოთ, თუკი, რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებს შევძლებთ?

_ ყარაბაღის მაგალითზე ნათლად დავინახეთ, რომ რუსეთის ფედერაციის კეთილი ნების გარეშე შეუძლებელია პოსტსაბჭოთა სივრცეში რამე გადაწყდეს, განსაკუთრებით _ ტერიტორიული საკითხები. აფხაზები და ოსები საქართველოსთან ინტეგრაციაზე შეიძლება დაფიქრდნენ, თუ კი ჩვენ სამომავლოდ ავირჩევთ მშვიდობისა და განვითარების გზას, რაც დღევანდელი დასავლური ლიბერალური დღის წესრიგისას გამორიცხულია. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი რუსეთის გარეშე ეს არ გამოვა, ვერ მოხერხდება და უნდა ეს ვინმეს, თუ არა, ეს არის გეოპოლიტიკური რეალობა. მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ამ ეტაპზე საქართველომ გააძლიეროს სახალხო დიპლომატია რუსეთთან, შემდეგ აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება რაღაც რეალურზე საუბარი, რეალურზე, რომელიც ქვეყნის ერთანობასთან ახლოს იქნება.

_ პოსტსაბჭოთა სივრცეში (და არ მხოლოდ) ვიხილეთ კრახით დასრულებულიფერადი რევოლუციები”. დასრულდა თუ არა ფაშინიანითფერადი რევოლუციებისეტაპი?

_ ამერიკის მიერ შემოგდებული “ფერადი რევოლუციების” კასკადი დასრულდა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებშიც. “ფერადი რევოლუციები” ჩაფლავდა ყველგან, ეს მკითხველმაც კარგად იცის და აღარ ჩამოვთვლი. ვიტყვი ერთს: “ფერადი რევოლუცია” სახელმწიფო გადატრიალებაა და არა რევოლუცია. რევოლუცია გულისხმობს ქვეყნის პოლიტიკურ, ძირეულ ცვლილებას და არა მთავრობის ცვლილებას ან პოლიტიკოსებისას. ჩვენ ყველგან სახელმწიფო გადატრიალება ვიხილეთ.

სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის ლიბერალი პოლიტიკოსები ამბობენ, _ სომხეთმა და ფაშინიანმა ყარაბაღის დაკარგვით ტვირთი ჩამოიხსნესო. როდესაც ამას ამბობენ, ალბათ, საქარველოს ტვირთად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს გულისხმობენ. მათაც ხომ ეს სურთ, რომ ნატოში როგორმე შევიდეთ თუნდაც სოხუმისა და ცხინვალის გარეშე, რადგან ალბათ თვლიან, რომ ამითი საკუთარ კეთილდღეობას უზრუნველყოფენ…

_ საქართველოში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაიკ პომპეო ჩამოვიდა, რამ განაპირობა მისი დაუგეგმავი და ნაჩქარევი ვიზიტი?

_ მაიკ პომპეო არ შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ამიტომ 31 ოქტომბრის არჩევნები არაფერ შუაშია; არც იმიტომ ჩამოვიდა, რომ განიხილოს, პრემიერმა და პრეზიდენტმა რატომ იჩქარეს ბაიდენისთვის მილოცვის ტექსტის გაგზავნა. ვფიქრობ, პომპეოს ვიზიტი გამოწვეულია გლობალური პრობლემებით. ამერიკილებს აშფოთებთ ამიერკავკასიაში მიმდინარე პროცესები, ის, რომ მათ გარეშე გადაწყდა ყარაბაღის ბედი. საქართველო კი ამიერკავკასიაში ამერიკის ე.წ. სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, ამიტომაც ჩამოდის ჩვენთან და ჩამოდის, სახელდობრ, რეგიონული პრობლემის გადასაწყვეტად.

პომპეო, სავარაუდოდ, გვეწვია იმისთვის, რომ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგებაზე ისაუბროს. ჩვენ, მართალია, სანამ შედეგებს არ დავინახავთ, ვერ გავიგებთ, რატომ ჩამოვიდა იგი საქართველოში, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მისი ვიზიტი ამიერკავკასიაში მიმდინარე პროცესებს შეეხება და სხვას არაფერს…

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here