Home ახალი ამბები საქართველო გიორგი ირემაძე: ამერიკელები ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად საექსპერიმენტო ტერიტორიად უკრაინასა და საქართველოს იყენებენ

გიორგი ირემაძე: ამერიკელები ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად საექსპერიმენტო ტერიტორიად უკრაინასა და საქართველოს იყენებენ

567

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ვაშინგტონი და კიევი უკრაინაში ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღზე მუშაობაში დაადანაშაულა. ზახაროვას თქმით, რუსმა სამხედროებმა 24 თებერვალს გაანადგურესუკრაინულ ლაბორატორიებში ბიოლოგიური იარაღისთვის საჭირო კომპონენტები”. ამასთანავე, რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა კიდევ ერთხელ ახსენა საქართველოში მდებარე ლუგარის ბიოლაბორატორია.

“ამაზე 2020 წელსაც ვსაუბრობდით, პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიურ აქტიურობაზე შეშფოთებას გამოვთქვამდით. უამრავ განცხადებას ვაკეთებდით საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებში მოქმედ ბიოლაბორატორიებზე. შეკითხვების დიდი ნაწილი დაკავშირებული იყო აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს აშენებულ ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის საქმიანობაზე, საუბარი ეხება უშუალოდ საქართველოს. იქ იმართებოდა აშშ-ისა და საქართველოს სახმელეთო ძალების სამედიცინო კვლევები”, _ თქვა ზახაროვამ.

ზახაროვას გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ “ღორის ე.წ. აფრიკული ჭირი, რომელიც 2007 წლიდან აქტიურად ცირკულირებს, საქართველოში არსებულ ლაბორატორიაშია გამოყვანილი”.

“ვთვლით, რომ ეს შტამი, რომელსაც მომეტებული კონტაგიოზურობა ახასიათებს, პენტაგონს დაქვემდებარებულ ქართულ ლაბორატორიაშია კონსტრუირებული. მისმა გავრცელებამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი მოუტანა მთელ რიგ სახელმწიფოებს, უკრაინისა და პოლონეთის ჩათვლით, რომლებიც ღორის ხორცის ექსპორტიორთა რიგებიდან ამოიშალნენ” _ ირწმუნება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი.

რუსეთი საქართველოსგან მოითხოვს, ქონდეს ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის და ყველა შენობასა და დოკუმენტზე წვდომის უფლება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 28 მაისს გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც მოითხოვა ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტისა და ყველა შენობასა და დოკუმენტზე წვდომის უფლება.

ამოიღებს თუ არა რუსეთი სამიზნეში საქართველოს ლუგარის ლაბორატორიის გამო? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრებასაქართველოს ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირისთავმჯდომარე გიორგი ირემაძე:

_ მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, რასთან გვაქვს საქმე, განვმარტავ, როდის დაიწყო ლუგარის ლაბორატორიის აშენების იდეა. ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც ქართულ მედიაში გავრცელდა, საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2003 წელს გაფორმდა შეთანხმება “ტექნოლოგიისა და პათოგენების სფეროში თანამშრომლობის შესახებ”, რომელიც დაკავშირებულია ბიოლოგიური იარაღის განვითარებასა და ამ სფეროში ინფორმაციის გაუვრცელებლობასთან”. შემდგომში მან განსაზღვრა ორ ქვეყანას შორის ამ სფეროში თანამშრომლობა და 2011 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს შეიქმნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი. აღნიშნული ცენტრის ასაშენებლად ამერიკულმა მხარემ, სხვადასხვა ინფორმაციით, 350 მილიონი დოლარი დახარჯა. ცენტრს ეწოდა ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორის _ რიჩარდ ლუგარის სახელი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის შექმნაში. ბიოლაბორატორიის გახსნა ზარზეიმით აღნიშნა საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ობიექტის მუშაობა საზოგადოებისგან დახურულ ვითარებაში წარიმართა. ლუგარის ლაბორატორია ვანო მერაბიშვილს დაექვემდებარა ჯერ შს მინისტრის, შემდეგ კი პრემიერის რანგში ყოფნისას. გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წლამდე ლაბორატორიაში არც ერთი ქართველი მეცნიერი არ შესულა და ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია, რა კვლევები ტარდებოდა იქ.

2012 წლის ბოლოს, როდესაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, დღის წესრიგში დადგა ლუგარის ლაბორატორიის დახურვის საკითხი, მაგრამ 2013 წლის 7 მაისს საქართველოს მთავრობის #422-ე განკარგულებით, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი დაიხურა, მისი ქონება კი გადაეცა ლევან საყვარელიძის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური საქმეების სამინისტროში ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდა. ეს არის ოფიციალური ინფორმაცია.

დიდი ხანია, ვიკვლევ ლუგარის ლაბორატორიის საკითხს, არაერთი სტატია და ინტერვიუ მივუძღვენი მას და 2018 წელს დოკუმენტური ფილმიც გადავიღე, რომელშიც დეტალურად არის ნაჩვენები, რა ხიფათის შემცველია საქართველოსთვის აშშის მიერ გაკონტროლებული ბიოლაბორატორია. ფილმში მონაწილეობა მიიღო ამერიკელმა ჟურნალისტმა ჯეფრი სილვერმანმა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა, რომ ამერიკელები ლუგარის ლაბორატორიაში საიდუმლოდ აწარმოებენ სახიფათო ვირუსებს ბიოლოგიური იარაღისთვის.

_ დღეს, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მიმდინარეობს, საქართველო, ასე ვთქვათ, ერთერთ სამიზნედ იქცა და ეს მოხდა ლუგარის ლაბორატორიის გამო. რუსეთის მაღალჩინოსნები საქართველოსა და უკრაინაში მოქმედ ბიოლაბორატორიებს ახსენებენ, თუმცა მსგავსი ლაბორატორია სომხეთშიც არისრატომ მაინცდამაინც ჩვენ?

_ ვერ დაგეთანხმებით, რომ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო სპეცოპერაციის ფონზე საქართველო სამიზნედ იქცა. მე ასე არ შევაფასებ. თქვენ, ალბათ, გულისხმობთ რუსი გენერლის, იგორ კირილოვის, განცხადებას, რომ 2007 წელს პენტაგონის კურატორობით საქართველოში მოქმედ ამერიკულ ბიოლაბორატორიაში შექმნეს ცნობილი ვირუსი “ღორის აფრიკული ჭირი”, რომელმაც დააზარალა უკრაინაც და რუსეთიც. არ მგონია, რომ ამ განცხადების შემდეგ, როგორც თქვენ თქვით, “სამიზნედ ვიქცეთ”, ეს რეალობისგან შორსაა. იგორ კირილოვი იმ ბრიფინგზე, ძირითადად, საუბრობდა უკრაინაზე. მისი თქმით, ამერიკელები უკრაინას იყენებენ, როგორც ვირუსებისა და ბიოლოგიური იარაღის წარმოების ობიექტს, ანუ ძირითადი თემა იყო უკრაინა და არა საქართველო.

რაც შეეხება იმას, რატომ იყო ნახსენები საქართველო და არა სომხეთი, სადაც ასევე არსებობს ამერიკული ბიოლაბორატორია, როგორც ვიცი, ლუგარის ლაბორატორია არის კავკასიის რეგიონში ამერიკელების ცენტრალური ბიოლაბორატორია, ხოლო სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკელების მიერ აშენებული ბიოლაბორატორიები ლუგარის ლაბორატორიის ფილიალებია. სხვადასხვა ინფორმაციით, აღნიშნული ლაბორატორიების ქსელის ცენტრი საქართველოშია და, ალბათ, ამიტომ უფრო ხშირად საქართველოზე კეთდება აქცენტი, მაგრამ რუსულ მედიაში ოფიციალური პირები არც ისე იშვიათად საუბრობენ სომხეთში არსებულ ამერიკულ ბიოლაბორატორიებზეც.

_ ქართულ ბიოლაბორატორიაზე ისაუბრა მარია ზახაროვამაცრუსეთის მხარე ამბობს, რომ საქართველოში არსებულ ლაბორატორიაში ბევრი სახიფათო ვირუსი შეიქმნა. შეეფერება ეს სიმართლეს? შესაძლებელია თუ არა ჩვენს ლაბორატორიაში ამის გაკეთება?

_ გასაგებია, რატომ არის საფრთხეებზე ხაზგასმა რუსეთის მხრიდან. მათ კარგად იციან, რომ ამერიკელები, დიდი ხანია, აშენებენ ბიოლაბორატორიებს რუსეთის საზღვრის გასწვრივ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და იქ მიმდინარეობს ვირუსებზე მუშაობა, ანუ, ფაქტობრივად, ბიოლოგიური იარაღის წარმოება. ასეთი მონაცემები აქვთ რუსებს და, ალბათ, უსაფუძვლო არ არის მათი შეშფოთება, რადგან რუსეთის გარეთაც ბევრი საუბრობს ანალოგიურ ფაქტებზე. მაგალითად, ევროპაში უამრავი დოკუმენტური ფილმია გადაღებული, რომლებშიც დაწვრილებით არის აღწერილი ამერიკელების საქმიანობა ბიოლაბორატორიების მიმართულებით. ამ თემაზე ჩემს ფილმში ამერიკელმა ჟურნალისტმა ჯეფრი სილვერმანმა ისაუბრა. ის საკმაოდ კომპეტენტური ჟურნალისტია და ცნობილი ამერიკული გამოცემის _ “ვეტერანს თუდეის” ქართულ ფილიალს ხელმძღვანელობს.

გარდა ამისა, ამერიკელი ოფიციალური პირებიც კი დაუფარავად საუბრობენ ამ საკითხზე. მაგალითად, რამდენიმე დღის წინათ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა დაადასტურა, რომ უკრაინაში ამერიკელებს აქვთ ბიოლოგიური კვლევის ობიექტები. უნდა აღინიშნოს, რომ ლუგარის მსგავსი ბიოლაბორატორიები, როგორიც საქართველოსა და უკრაინაშია, აკრძალულია აშშ-ში, რადგან არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომლის მიხედვით აკრძალულია ვირუსებზე სახიფათო ექსპერიმენტების ჩატარება. ამერიკელები კი უკრაინასა და საქართველოს იყენებენ საექსპერიმენტო ტერიტორიად ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ზუსტად ამ ფაქტორების გამო მოსკოვიდან კეთდება მსგავსი განცხადებები და ეს საკმაოდ სერიოზული საკითხია.

როდესაც სახელმწიფოს მეზობელი სახელმწიფოსგან ემუქრება საფრთხე, ამ შემთხვევაში ბიოლოგიური, რომელიც მესამე ქვეყნის მიერ არის პროვოცირებული, რასაკვირველია, სახიფათოა. საქართველომ არ უნდა გამოაყენებინოს ჩვენი ტერიტორია აშშ-ს იმისთვის, რომ აქ აწარმოოს ბიოლოგიური იარაღი სახიფათო ვირუსების სახით. საქართველოს დღევანდელ მთავრობას მართებული პოზიცია უკავია იმ გაგებით, რომ არ შეუერთდა ანტირუსულ სანქციებს. ეს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. მადლობა ღმერთს, რომ არ ვერევით უკრაინის პროცესებში, მაგრამ ლუგარის ლაბორატორიის საკითხი სერიოზული თემაა და, თუ დღეს იქ მართლაც მიმდინარეობს სახიფათო ექსპერიმენტები ვირუსებზე, აუცილებელია, გაკონტროლდეს და აღიკვეთოს მსგავსი საქმიანობა.

_ როგორც ცნობილია, რუსეთი უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებას, სხვა მიზეზებთან ერთად, იქ არსებული ამერიკული ბიოლაბორატორიების მუშაობასაც უკავშირებს

_ როგორც ოფიციალურად არის ცნობილი, რუსეთის მიერ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების მთავარი მიზეზი იყო კიევის მიერ გადადგმული ნაბიჯები ბირთვული იარაღის წარმოებისა და მისი შესაძლო გამოყენებისკენ, ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მოქმედი რადიკალური სამხედრო დაჯგუფებები გეგმავდნენ ატომური ელექტროსადგურების აფეთქებას. ზუსტად ამიტომ რუსებმა სპეცოპერაციის დაწყებისთანავე დაიკავეს ჩერნობილის ატომური სადგური. ამასთანავე, ერთერთი მიზეზი სპეცოპერაციის დაწყებისა იყო ის, რომ უკრაინის მხარე ბოლო თვეების განმავლობაში ბომბავდა დონბასსა და ლუგანსკს, შემდეგ კი როსტოვის ოლქსაც დაარტყა, რაც თავისთავად უკრაინის მხრიდან რუსეთზე თავდასხმაა. ზუსტად ამ ფაქტორების ერთობლიობამ გამოიწვია სამხედრო სპეცოპერაცია უკრაინაში.

 ერთ-ერთი ფაქტორი უკრაინაში არსებული ამერიკული ბიოლაბორატორიების არსებობაც იყო, რადგან აშშ მათ იყენებს, როგორც ბიოლოგიურ იარაღს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ლუგარის ლაბორატორია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიყვანოს კონტროლზე და არ დაუშვას, რომ იქ ამერიკელებმა სახიფათო ექსპერიმენტები აწარმოონ და საფრთხე შეუქმნან რეგიონს. ეს დაუშვებელია. ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს რისკების აღმოსაფხვრელად.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here