მთავარი პოლიტიკა გიორგი ვაშაძემ წინასაარჩევნოდ სხვისი იდეა მიითვისა

გიორგი ვაშაძემ წინასაარჩევნოდ სხვისი იდეა მიითვისა

915
გააზიარეთ
გიორგი ვაშაძემ წინასაარჩევნოდ სხვისი იდეა მიითვისა

წინასაარჩევნო უფასო ტელერეკლამას პოლიტპარტიები ისე დაესივნენ, როგორც თაფლის წვეთს ბაღდადიდან მოფრენილი ბუზები. მუქთამჭამელები. ტრიალებს, ბრუნავს ტელეეკრანზე პროპაგანდისტული კლიპები, ლოზუნგები თუ სლოგანები, ხორშაკის ეს დაშტამპული ერთფეროვნება, არჩევნების წინ გაცემული დაპირებები _ ყოველთვის შეუსრულებელი. საძულველ პიტნასავით ცხვირში რომ გვტენიან. ბრანწივით!

ასე და ამაოდ

* “ერთად დავასრულოთ საბანკო განუკითხაობა!”

* “სახალხო ტრიბუნიდან სახალხო ტრიბუნალამდე!”

* “აირჩიე ძალა და გამოცდილება!”

* “ერთად საქართველოს წარმატებისთვის!”

* “შემოვიღებთ სპეციალურ კანონს იმპორტის წინააღმდეგ!”

* “შეცვალე საქართველო!”

* “ხმა მიეცი შენს მომავალს!”

* “საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გაიყიდოს!”

* “დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი!”

და ასე შემდეგ და ამგვარად ცდილობენ, მიიზიდონ ამომრჩევლები, მაგრამ ხომ ვიცით (და მათაც იციან უთუოდ), რომ ამაოა და ფუყე ასეთი თავგამოდება, რადგან, როგორც რეკლამის გავლენით _ “მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის” _ სიგარეტისთვის თავი არავის დაუნებებია, ასეთივე ეფექტი ექნება მათ მოწოდებებს.

ფუყეა!

ზოგჯერ _ ტყუილიც!

მაგალითად ავიღოთ გიორგი ვაშაძის სარეკლამო რგოლი _ “პრემიერმინისტრად _ გიორგი ვაშაძე!”, რომლის დედააზრი ასეთია:

მან ააშენა და დაამშვენა თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე “იუსტიციის სახლით”, რომელიც მოეწონა ჰილარი კლინტონს (აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს. კიდევ უცხოეთის რომელიღაც სტრუქტურას ასახელებენ). ეს დიდი საქმე მან (ვაშაძემ) ჰქმნა მაშინ, როცა 23 წლის ახალგაზრდა იყო და ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენ სიკეთეს მოუტანს ქვეყანასა და ხალხს, როცა პრემიერმინისტრის თანამდებობას დაიკავებსო.

იუსტიციის სახლი

გაგვიჭირდება წარმოდგენა, რადგან ეს პროპაგანდისტული შედევრი ისეთი ტყუილია, რომელიც, ქართული ანდაზისა არ იყოს, შვილიშვილებამდე გაჰყვება ვაშაძეს!

მისი პრობლემაა.

მაშ, ჩვენ რა გვრჯის?

ის გვრჯის და გვაწუხებს, რომ ამ “ცისფერი ნარწყევის” (სერგეი ესენინი, Черный человек”) წვეთმა არ მოწამლოს ჩვენი განათლებული და მალემრწმენი მკითხველი საზოგადოება.

არ გაბითურდეს.

ჯერ ის გავარკვიოთ, ვინ იყოიუსტიციის სახლისავტორი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი (2006 წლიდან 2007 წლის აგვისტოს ჩათვლით) გია ქავთარაძე იხსენებს:

_ ეს იდეა დამებადა 2006 წელს, როცა მე, როგორც იუსტიციის მინისტრი, ბევრს დავდიოდი საქართველოში, ვამოწმებდი ჩვენი სტრუქტურული ერთეულების მუშაობას და ვხედავდი, რა ცუდად ეპყრობოდა სახელმწიფო მანქანა მოქალაქეს ელემენტარული, მაგრამ აუცილებელი მომსახურებისას: იყო ეს პირადობის მოწმობის, პასპორტის, ცნობის და ა.შ. გაცემა თუ მომსახურების სხვა ფორმებით ოპერატიული და ხარისხიანი უზრუნველყოფა.

ბუნებრივად დადგა საკითხი, რა უნდა გაგვეკეთებინა მდგომარეობის გამოსასწორებლად. თანდათან ჩამომიყალიბდა, დაზუსტდა და დაიხვეწა იდეა, რომელსაც მე თვითონ მოვუგონე სახელი _ “იუსტიციის სახლი”.

_ .. ნათლია თქვენ ხართ.

_ როგორც ავტორს, მქონდა უფლება… 2006 წელს პირველიიუსტიციის სახლი გავხსენით მცხეთაში. ეს იყო მცირე, საცდელი მოდელი, რომლის მუშაობას ვაკვირდებოდით _ რა იყო გასაუმჯობესებელი, რა ცვლილებების შეტანა შეიძლებოდა, უკეთ რომ ამოქმედებულიყო.

მეორეიუსტიციის სახლი გაიხსნა 2006 წლის შემოდგომაზე კოდორის ხეობაში. ამას, რასაკვირველია, უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. ეს იყო ხის ასაწყობი კოტეჯი მომსახურების ყველა ფორმით, რომლებიც ხეობის მცხოვრებლებს სჭირდებოდათ.

რიგით მესამე იყო ქუთაისის “იუსტიციის სახლი”, რომელიც უფრო დიდ და მოსახერხებელ შენობაში გაიხსნა, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ გახსნას არ დავსწრებივარ და არც მუშაობას დავკვირვებივარ.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ გადავდექი საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან.

ასეთია მოკლედ საქართველოში “იუსტიციის სახლის”, როგორც მოსახლეობის მომსახურების ახალი და ეფექტიანი ფორმის, დანერგვა-ამოქმედების ისტორია.

იუსტიციის სახლისკონცეფცია თავიდან ბოლომდე ჩემი მოფიქრებულია, ჩემი დაწერილია, მთავრობის სხდომაზე მე გავიტანე, დავამტკიცებინე და ძალიან მიხარია, რომ იგი, ეს იდეა, ასე ორგანულად ჩაეწერა ქვეყნის მართვის ქსოვილში, ასე პოპულარულია ჩვენს მოქალაქეებს შორის, გაშალა ფრთები და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმედ დამკვიდრდა.

_ ვაშაძემ ავტორობა მიითვისა?

_ არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან კომენტარი.

ასე მიპასუხა გია ქავთარაძემ, რომელიც იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან დემონსტრაციულად გადადგა, რადგან არ ისურვა სააკაშვილის უკანონო დავალების შესრულება. ასეთი ხმა დაირხა მაშინ ხალხში.

_ ასეა, ბატონო გია?

_ მას შემდეგ 13 წელიწადი გავიდა და არა მგონია, ხალხს აინტერესებდეს ჩემი ბიოგრაფიის ეს დეტალი.

ისარგებლადუმილის უფლებითამ ახალგაზრდა კაცმა. ღირსება არ შეილახა.

ასეც ველოდი.

რადგან: საკუთარი წარსულით მოკეკლუცე “უღიარებელი გმირებისგან” განსხვავებით აზრადაც არ გაივლებდა ასეთ არაკაცურ საქციელს.

რადგან: ნუგზარ ქავთარაძის (ღმერთმა ნათელში ამყოფოს!), ოჯახის შვილია, ვისზეც მეგობრები ამბობდნენ, ჯერ იგი მოევლინა ამ ქვეყანას, შემდეგ _ პრინციპულობაო.

„ლელომ“ თავზე დაგვახურა
„ლელომ“ თავზე დაგვახურა

ვაშაძემ კი

უპატრონო ეკლესიისგან განსხვავებით, ეშმაკებიიუსტიციის სახლითმაინცდამაინც დაინტერესებულნი არ არიან და პრემიერმინისტრობის ფობიით დაავადებულ კანდიდატს დაუთმეს. ვაშაძემ კი ქვეყნის მმართველის თანამდებობის დასაკავებლად აფრენა სწორედ ამ პლატფორმიდან გადაწყვიტა.

“პრორაბად” მაინც ემუშავა ცოტა ხანს. მაშინ დაუმადლებლად გამოიყენებდა კიდეც ერთ-ერთი პარტიის წინასაარჩევნო, ოდნავ შეცვლილ, სლოგანს: “პრორაბობიდან პრემიერობამდე!”, გაუჭირდებოდა თუ ნამუსი არ დართავდა ნებას?!

საქართველოში ყველაფერი ხდება, განსაკუთრებით _ წინასაარჩევნოდ.

ხილვაი საკვირველი

და, როცა პეკინის ქუჩაზე კორონავირუსის პანდემიის გამო მგზავრებშეთხელებული მწვანე ავტობუსით შემოვსრიალდი, ერთი ახალშექმნილი პარტიის დეპუტატობის ორი კანდიდატის გიგანტური პორტრეტები ვიხილე, რომლებიც თბილისს თავზე დაამხო მევახშეთა კლანმა და გამახსენდა, რომ ვარ საქართველოში.

სხვაგან ვინ და სად მოიფიქრებდა (და იკადრებდა) საკუთარ თავზე ამგვარი ჰიპერტროფიული წარმოდგენის ასე საჯაროდ გამოტანას: თქვე პიგმეებო და ლილიპუტებოო, თქვენა!

მაშინ გავიფიქრე: რომელი ყაზბეგისა და იალბუზის მწვერვალები არიან ისინი, რომ არ მოვთხაროთ, და როგორც ჩვენი თანამემამულე, დიდი რუსი პოეტი, ბაღდადელი ვლადიმერ მაიაკოვსკი მოგვიწოდებდა 99 წლის წინათ:

Если даже Казбек помешает

– срытъ!

Все равно не видатъ в тумане!

ახლა კი _ მოაბიჯებს ტელეეკრანებზე “პროგრამა აღმაშენებლის” სარქალი გიორგი ვაშაძე, რომელსაც თანდათან უერთდებიან ნარჩევ თანაპარტიელთა ავანგარდული რაზმის წევრები. (“აუ, რამდენი ვყოფილვართ!”).

_ პარად, ალე!

სხვის მიერ გაყვანილ შარაგზაზე მონავარდობენ ტელესესიისთვის შეძენილი პლასტმასის წითელი ჩაფხუტებით.

“წითელფეხება მტრედები”.

იარონ, ჩვენი რა წასულა!

* * *

ღირსეული ადამიანების შექება და უღირსთა გაკიცხვა თანაბრად არის საპატიო”, _ იტყოდნენ ძველი ბერძნები.

..

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ვისი იდეა იყო, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მარჯანიშვილის მე-4 სართულზე არსებული რეესტრის ველური ფორტოჩკა (მეც ბევრჯერ ვმდგარვარ იმ ზედახორის „რიგში“) გიორგი ვაშაძის უფროსობის დროს გადაკეთდა ევროპული დონის „იუსტიციის სახლად“.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here