მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად შერაცხვას მისი პოლიტიკური გუნდი ამაოდ ცდილობს. ექსპრეზიდენტი ციხეში მეცამეტე დღეს ატარებს, მაგრამ ხალხი მის მხარდასაჭერად კვლავ არ გამოდის ქუჩაში. თაკო ჩარკვიანის ამალის ამარა დარჩენილ ყოფილ უმაღლეს მთავარსარდალს თანაგუნდელებიც აღარ სწყალობენ. ნიკა მელია, რომელიც არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება, ყოფილ პრეზიდენტს უკვე თითქმის აღარ ახსენებს.

სააკაშვილის პატიმრობის საკითხი ნელ-ნელა გაქრა მისი პარტნიორების დღის წესრიგიდანაც. ოკეანის გაღმაც და გამოღმაც სააკაშვილის თავისუფლებაზე მეტად ყურადღებას პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულების აუცილებლობაზე ამახვილებენ. მეტიც, ზოგიერთი დასავლელი მაღალჩინოსანი ექსპრეზიდენტს უკვე პირდაპირ აკრიტიკებს, ზოგიც ამბობს, რომ მან შეცდომა დაუშვა და ამით საკუთარი თავი, როგორც პოლიტიკოსმა, პრაქტიკულად, დაასრულა.

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლით კანონმდებლობა დაარღვია. მისი თქმით, ექსპრეზიდენტმა ყველაფერთან ერთად პოლიტიკური ძალაუფლებაც დაკარგა, რაც ნათლად გამოჩნდა მაშინ, როცა მის მოწოდებაზე ხალხი ქუჩაში არ გამოვიდა. ციტატა: “მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო: როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე…” “…სააკაშვილმა მოუწოდა ასიათასობით ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისა და ნების გამოხატვისკენ, ხალხმა ეს არ გააკეთა. ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ სააკაშვილმა დაკარგა ის პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც მას ქვეყანაში მანამდე ჰქონდა…”

კიდევ უფრო მწვავე და კრიტიკული იყო საქართველოში აშშ ყოფილი ელჩი, იან კელი, რომელმაცოცნებასადანაცმოძრაობასშორის კინკლაობა ქვეყნისთვის ერთნაირად დამაზიანებელ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკად შეაფასა. მან სააკაშვილს პოლიტიკური საწამლავი უწოდა და აღნიშნა, რომ იგი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პირად ძალაუფლებას აყენებსპოლიტიკურ საწამლავად ქცეული სააკაშვილი, როგორც ჩანს, უკვე მისი დასავლელი პარტნიორებისა თუ გარანტორებისთვისაც ზედმეტი ტვირთია. მხარდაჭერა, რომელსაც ის ელოდა, ვერ მიიღო, მათ შორის ვერც საკუთარი გუნდისგან და ვერც ელექტორატისგან. ციხის ოთხ კედელთან პირისპირ დარჩენილ რეჟიმის ყოფილ ბელადს ახლა, ალბათ, საკმარისზე მეტი დრო აქვს ამ ყველაფრის გასააზრებლად, თუმცა რა იქნება და როგორ მომავალში, დრო გვიჩვენებს.

რატომ ვერ მიიღი სააკაშვილმა დასავლეთისგან საკმარისი მხარდაჭერა და რა მიზანს ემსახურებოდა მისი საქართველოში ჩამოსვლა თუ ჩამოყვანა, “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ჟურნალისტი და მედიაპოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი.

_ ბატონო გიორგი, ორი კვირის წინათ, როცა სააკაშვილი ყველასთვის მოულოდნელად ბათუმში გაჩნდა და თითქმის ერთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა დააკავეს, იყო მოლოდინი, რომ დასავლეთი სერიოზულ წნეხში მოაქცევდა ხელისუფლებას. ცხადია, ამ მოლოდინს აჩენდა ის, რომ, როცა, ვთქვათ, ნიკანორ მელია დააკავეს ან იგივე გიგი უგულავა, პირდაპირ სანქციებით იმუქრებოდნენ შეერთებული შტატებიდანამ შემთხვევაში მსგავსი რამ არ ჩანს, პირიქით _ მოვისმინეთ განცხადებები, რომ სააკაშვილი კანონის დარღვევით შემოვიდა ქვეყანაში, რომ მან პოლიტიკურად თავი დაასრულა და .. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

_ მოდი, ჯერ შევადაროთ ერთმანეთს, რა განსხვავებაა დასავლური პოლიტიკური წრეებისთვის სააკაშვილსა და თუნდაც მელიას შორის. მათთვის მელიაც, უგულავაც და სხვებიც, ვინც მოქმედ პოლიტიკურ ფიგურებს წარმოადგენენ ოპოზიციურ სპექტრში, არიან აქტიური მოკავშირეები და მათი დაცვა ერთგვარი ვალდებულებაა, რაც შესრულდა კიდეც, ეს ერთი; და მეორე _ ამ ადამიანების პოლიტიკური მფარველობა, ცხადია, არის საშუალება, მოხდეს გარკვეული თემებით სპეკულირება და ატეხონ ერთი ამბავი, თითქოს ქვეყანაში დემოკრატია დაინგრა. რაც შეეხება სააკაშვილს, გამომდინარე იქიდან, რომ, უკვე დიდი ხანია, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე აღარ არის და, პრაქტიკულად, მიმდინარე პროცესების მიღმაა, უკვე ისეთი ფასეული აღარ არის. გარდა ამისა, ის თავისი ირაციონალური ქმედებებით, არაადეკვატური პოლიტიკური სვლებითა და ნაბიჯებით პრობლემად იქცა. შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი მათთვის დამღლელია და ეს ხდება იმ დროს, როცა არანაირი პოლიტიკური სარგებელი მისგან აღარ მოდის

_ გამოდის, დასავლეთისთვის სააკაშვილმა პოლიტიკური ფუნქცია დაკარგა?

_ არა მხოლოდ ფუნქცია დაკარგა, დასავლეთში დაინახეს, რომ ამ ადამიანის ნდობა არ შეიძლება. მასთან რაზეც არ უნდა შეთანხმდე და ილაპარაკო, მეორე დღეს მაინც ყველაფერს უკუღმა გააკეთებს. სხვათა შორის, ამის ნათელი მაგალითი იყო მისი არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიც. რას არ ეუბნებოდნენ მას, რომ მოეთოკათ და დაეშოშმინებინათ, რამდენი უჩიჩინეს, რომ არ გადაედგა ნაბიჯები სამხედრო ესკალაციისკენ ცხინვალის მიმართულებით, არ დაერბია მიტინგი, არ შევარდნილიყო ტელევიზიაში და .., მაგრამ რა რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლას, დაახლოებით ორი კვირით ადრე სააკაშვილს შეხვდნენ ევროპარლამენტარები და არწმუნებდნენ, რომ ამ ვითარებაში ის საქართველოში არ უნდა ჩასულიყო…

_ თუმცა არის კულუარული ინფორმაცია, რომ გარკვეული წრეები მას ჩასვლას ურჩევდნენგამორიცხავთ მსგავს წაქეზებას?

_ გამორიცხვით, ცხადია, ვერ გამორიცხავ. შეიძლება იყვნენ მის გარემოცვაში ადამიანები, რომლებმაც მას რაღაც ილუზიები შეუქმნეს, მაგრამ ფაქტია: დღეს დასავლეთი დაინტერესებულია, რომ საქართველოში მშვიდობიანად ჩატარდეს არჩევნები. ამ პოზიციას ღიად გამოხატავს ყველა დასავლელი მაღალჩინოსანი, იქნება ეს ევროპარლამენტარი თუ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენელი. აი, ეს იყო სააკაშვილისთვის, როგორც ჩანს, ყველაზე მიუღებელი და გამაღიზიანებელი, იმიტომ, რომ სააკაშვილის გეგმაა ვითარების არევა, დესტაბილიზაცია და მერე ამ მღვრიე წყალში ძალაუფლების ხელში ჩაგდება. მოლოდინს რაც შეეხება, ალბათ, მას ჰქონდა იმედი, რომ მისი დაკავების შემთხვევაში ატყდებოდა ერთი ამბავი და ხელისუფლებას უპრეცენდენტო მასშტაბის წნეხში მოაქცევდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. სხვათა შორის, ზუსტად ასე დაიჯერა მან 2008-შიც, რომ ცხინვალს შტურმით აიღებდა და მერე დასავლეთის მძლავრი ზემოქმედებით რუსეთს საპასუხო მოქმედებების საშუალება არ მიეცემოდა, მაგრამ მივიღეთ სამ დღეში წაგებული ომი და დაკარგული ტერიტორიები.

_ სააკაშვილის დაკავებას მრავალათასიანი გამოსვლები რომ მოჰყოლოდა, დასავლეთი ასეთ შემთხვევაში დაუჭერდა მას მხარს? რატომ გეკითხებით: ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა განაცხადა, სააკაშვილის მოწოდებაზე ხალხის არ გამოსვლა ჩემთვის სიგნალია, რომ მან პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგაო

_ რთული სათქმელია. რაღაც მხარდაჭერას გარკვეული ძალებისგან, ალბათ, მიიღებდა, რადგან მრავალათასიანი მიტინგების შემთხვევაში პოლიტიკური პროცესები შეიცვლებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი შეძლებდა ხალხის ქუჩაში გამოყვანას, რომ არა მისი უმტკივნეულოდ და უხმაუროდ დაკავება, რაც ნამდვილად არის დასაფასებელი. ისე, რადგან სააკაშვილი ციხეშია და ვერ მართავს პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ არეულობას და უმართავი პროცესების მცდელობების საფრთხეს ავცდით. გარეთ მყოფი მისი გარემოცვაც ისევეა ამ ყველაფერზე ორიენტირებული, როგორც სააკაშვილი, ამიტომ, სანამ არსებობსნაცმოძრაობაიმ ფორმით, როგორითაც ის დღესაა წარმოდგენილი, არეულობის საფრთხე რეალურია. უბრალოდ, აქ ერთი მომენტია მათთვის ხელისშემშლელი და კიდევ ერთხელ მინდა, ამას ხაზი გავუსვა _ დასავლეთი დღეს მათთვის რევოლუციურ სცენარში მოკავშირე არ არის. დასავლეთი მხოლოდ ისეთი რევოლუციების მხარდამჭერია ხოლმე, რომლის განხორციელებასაც თვითონ უზრუნველყოფს. ეს ჩვენ არაერთხელ გვინახავს და, თუ მსგავსი რამ დასავლეთის კურატორობის გარეშე ხდება, მაშინ პროცესებს ალმაცერად უყურებენ

_ რა პოლიტიკური მომავალი აქვს სააკაშვილს, “ნაციონალურ მოძრაობასდა საერთოდ, როგორ წარმოგიდგენიათ იმ პროცესების გაგრძელება, რომლებიც ბოლო პერიოდში განვითარდა საქართველოში?

_ “ნაციონალური მოძრაობის” მომავალი ცხადი და გასაგები იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა პირველად გამოაჩინეს ბრჭყალები _ დაიწყეს ადამიანების ხოცვა, გაუპატიურება, ტერორი და გაუგონარი ძალადობა. სხვათა შორის, მაშინაც ეგონათ, რომ, თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით დასავლეთის ერთგული მოკავშირეები იქნებოდნენ და საერთაშორისო მისიებში ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის სამხედრო კონტინგენტით ყველაზე დიდი კონტრიბუტორების ნიშას დაიკავებდნენ, ევროპა და ამერიკა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე თვალს დახუჭავდა, მაგრამ ძალიან შეცდნენ. რაში შეცდნენ, იცით? იმაში, რომ საზოგადოებრივი განწყობების მნიშვნელობა არ გაითვალისწინეს.

რაც შეეხება პირადად სააკაშვილს, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი ძალიან მალე დაინახავს ქმედებების უაზრობასნაცმოძრაობისძველი გვარდიისა, რომელიც ახლა დარბის იმისთვის, რომ ბელადს ერთგულება დაუმტკიცოს. ამის შემდეგ პროცესები დაწყნარდება და დაძაბულობა ჩაცხრება. არავის არ სურს ქვეყანაში არეულობა და გადატრიალება, ერთი მუჭა ადამიანების გარდა. ეს არ სურს არცნაციონალური მოძრაობისელექტორატს, ცხადია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ძალიან მცირე ნაწილს, რომელიც, სამწუხაროდ, ზომბირებულია ნაცებისა და მათი ანასხლეტების მიერ მართული ფეიკმედიების მიერ

_ სააკაშვილს სრულად მოუწევს სასჯელის მოხდა?

_ ვიმედოვნებ, რომ სააკაშვილს 6 წლის განმავლობაში კი არ მოუწევს ციხეში ჯდომა, არამედ გაცილებით დიდხანს. 6 წელი ძალიან ცოტაა იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მან 9 წლის განმავლობაში ჩაიდინა. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები, თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: ის საერთაშორისო მფარველობა, რომელიც მას ჰქონდა ხელისუფლებაში ყოფნისა და ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, აღარ ექნება. სააკაშვილი უკვე ზედმეტი ბარგია, რომლის მოცილებასაც ყველა ერთნაირად ცდილობს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here