Home ახალი ამბები საქართველო გივი სიხარულიძე: ამათ ხელში საქართველოს მომავალი არ გააჩნია, ამათ იმედად საქართველო განწირულია…

გივი სიხარულიძე: ამათ ხელში საქართველოს მომავალი არ გააჩნია, ამათ იმედად საქართველო განწირულია…

6758
გივი სიხარულიძე

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბარამიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როცა ადამიანი სქესს იცვლის, მას ის სქესი უნდა მიენიჭოს, რომლის სურვილიც ჰქონდა. კერძოდ, სხდომაზე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომაია დაინტერესდა, საქართველოს კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები შეეხება თუ არა ტრანსგენდერებს და ტრანსგენდერი ჩაითვლება თუ არა ქალად. შესაბამისი შეკითხვით მან ალექსანდრე ბარამიძეს მიმართა.

„ეს არის ცალკე კანონმდებლობის თემა. ვშიშობ, რომ ჩვენი კანონმდებლობა მთლად ცალსახა ამასთან დაკავშირებით არ არის. ეს ამ კონკრეტული ცვლილებების თემა არ არის. ბუნებრივია, უნდა ჩამოვყალიბდეთ – როცა ადამიანი სქესს იცვლის, მას უნდა მიენიჭოს ის სქესი, რომლის სურვილიც ჰქონდა, რომ ჰქონოდა. თუმცა ეს მოცემული კანონმდებლობის თემა არ არის. ეს სხვა კანონმდებლობის თემაა”, – განმარტა ბარამიძემ ლომაიას მიერ დასმული შეკითხვის პასუხად.

„საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის მსახიობ გივი სიხარულიძეს დაუკავშირდა.

გივი სიხარულიძე: საქართველოს დიდი ხანია, პატრონი არ ყავს. დაწყებული შევარდნაძის პერიოდიდან დღევანდლამდე ჩვენ უპატრონო ქვეყანა ვართ. ახლა  მინისტრებიც თუ ასე აზროვნებენ და ამას არც მალავენ, საერთოდ დაღუპულია ეს ქვეყანა, ჩვენ მომავალი არ გვაქვს. მსგავსმა გარყვნილებამ იმპერიები დაშალა და გააქრო; ასე რომ, ეს უკვე აღარაა სახელმწიფო, ეს არის სიმახინჯე და ჩვენ ახლა უფსკრულისკენ კი არ მივდივართ, უკვე უფსკრულში ვართ…

_ ის, რაც ალექსანდრე ბარამიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მალე ალბათ რეალობაშიც განხორციელდება და კანონში პირდაპირ ჩაიწერება, რომ „სექსუალური უმცირესობების“ წარმომადგენლებს თავიანთი სურვილისამებრ უნდა შეეძლოთ „სქესის არჩევა“. როგორ ფიქრობთ, საზოგადოება რა ფორმით შეიძლება დაუპირისპირდეს ამ პროცესს?

 _ საზოგადოება ელოდება ლიდერს, გმირს, როგორიც იყო მერაბ კოსტავა, ჟიული შარტავა… თუ გამოჩნდა ასეთი ლიდერი, ეს შეიძლება იყოს ერთი, ორი ან რამდენიმე ადამიანი, ხალხი მათ გაყვება. თუ არა და ეს ქვეყანა დაღუპულია. ამათ ხელში საქართველოს მომავალი არ გააჩნია, ამათ იმედად საქართველო განწირულია…

11 COMMENTS

  1. ვეთანხმები ბატონ გივი სიხარულიძეს. მარტო ამ საკითხით არა, ისედაც, ამათ ხელში ქვეყანა განწირულია. ყველა სფერო ჩაიძირა და გაკოტრდა. მიიღეს 1985-1998 წლების მსგავსი კანონები და უხარიათ.

  2. სრული სიმართლეა. მარტო გრანტების ჭამა იციან . აბა ისე ფულს ვინ მოგცემს თუ მათი იდეები არ განახორციელე და ესენიც ენით ულოკავენ ერთ ადგილს >>>>>

  3. რას ელოდებით, რას ეწევით ასეთს!!! არის აგერ კომუნისტური პარტია და მორჩა! მიბრზანდით, გაწევრიანდიტ და მარტეთ ქვეყანა!!! ელოდებიან აქ ტროლეიბუსს!!!

  4. რა კომენტარი დავტოვო? უმეთვალყუროდ?! ნომერი მაინც მომეცით,ვა!

  5. ჯიული შარტავა ლიდერი არასოდეს ყოფილა, პატრიოტობა და თავგანწირვა კი საქმით დაამტკიცა

  6. გივი ქართველი მამაკაცია და იმიტომ ყვირის ქართველობაზე რომ მას ტკივა….ასეთ კანონებს ვინც ხებულობს ის ადამიანები ფსევდოუნივერსალურად მოაზროვნე გარყვნილი ევროპის გოშიებია.ღმერთზე უფრო იმაღლებენ თავს,შეგინდოთ უფალმა საცოდავებო.

  7. ar vetanxmebi. imitom rom.man ar icic rogori zecola akvs mtavrobas.magalitad.:tu ar miigebt trans genderebze damakmakopilebel kanons mashin,daemshvidobe tavdacvis sashualebebs,evropashi integracias da aseve evro bankebisagan iapi sesxebis migebas. tu baton givis,romelsac mxars uhert icis,rogor unda movipovot zemo hamotvlili prioritetebi,mashin mec mis gverdit var! cnobis gulisatvisatvis:ara erti kveknis mtavrobebi casulan upro did datmobebze vidre is rac baramidzem gaajgera.am kategoriis xalxis xelshi aris uzarmazari pinansebi da xelmdgzvanelobis berketebi,romlis angarishis gaucevloba sisulele ikneboda upro vedre agnishnuli kmedeba

  8. იქნებ ვინმე იცოდეს და თვითონ ბარამიძეს სქესი აქვს შეცვლილი? ან ცოლი ყავს სქესსშეცვლილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here