მთავარი პოლიტიკა გივი იუკურიძე: ყველანაირად ცდილობდნენ, პატრიოტობანა ეთამაშათ და ამ ყველაფერს ჰქონდა პროვოკაციული ხასიათი

გივი იუკურიძე: ყველანაირად ცდილობდნენ, პატრიოტობანა ეთამაშათ და ამ ყველაფერს ჰქონდა პროვოკაციული ხასიათი

983
გააზიარეთ
გივი იუკურიძე

პარტიაგამარჯვებული საქართველოსლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერრუსთავი 2”-ის საქმეზე გამოქვეყნებული გადაწყვეტილების კვალდაკვალ სასამართლოში ჩივის და ტელეკომპანიის მფლობელად ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის აღიარების გამო დავობს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომლის ხელისუფლებაში მოღვაწეობასაც არაერთი გახმაურებული საქმე, დღემდე გამოუძიებელი დანაშაული უკავშირდება, მართლმსაჯულებისგან სამართლიანობის აღდგენასა დაკანონიერი საკუთრებისდაბრუნებას ითხოვს. მომჩივანი ექსმინისტრი არც იმას მალავს, რომ ტელეკომპანიისსაკუთარ წილზესამართლებრივი დავის უფლებასრუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს გადასცემს, თვითონ კი ბრძოლას პოლიტიკურ ასპარეზზე განაგრძობს და ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაშითავისუფალი სიტყვის გადასარჩენად”.

შეგახსნებთ, რომ 2004 წლის გაზაფხულზე თავდაცვის მინისტრის პოსტზე მყოფმა ირაკლი ოქრუაშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში სისხლიანი ავანტიურა მოაწყო და ქართული ჯარისა და საქართველოს შეურაცხყოფასთან (დაჩოქილი ტყვე ქართველი ჯარისკაცების კადრებმა მსოფლიო მოიარა) ერთად ამ ავანტიურას თერთმეტი ჯარიკაცის სიცოცლე უშედეგოდ შესწირა (დაიკარგა კონტროლი რამდენიმე სტრატეგიულ სიმაღლეზე). მერე იყო დაპირება იმის თაობაზე, რომ 2007 წლის 1 იანვარს ცხინვალში შევხვდებოდით, მაგრამ ერთადერთი, რაც ქვეყანამ ამ რიტორიკის შედეგად მიიღო, კონფლიქტის მოგვარებაზე გათვლილი ყველა ფორმატის ჩაშლა, მხარეებს შორის ნდობის დაკარგვა და ისედაც დაძაბული ურთიერთობის კიდევ უფრო გართულება იყო… მიუხედავად ამისა, არც მაშინ და არც მერე, როცა უკვე ყოფილი მინისტრი ოპოზიციაში გადავიდა, მისი, როგორც ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკური ფიგურის, პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა (თუ არ ჩავთვლით მცირე ხნით დაკავებას და პროკურორის წინაშე ყურებჩამოყრილ დგომას “ნაცმოძრაობის” მხილებისთვის)…

რა ხდებოდა რეალურად თავდაცვის უწყებაში ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის პერიოდში და რა ნაბიჯები გადაიდგა მაშინ კონფლიქტური რეგიონების მიმართ, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალმაიორი გივი იუკურიძე.

_ ბატონო გივი, 2004 წლის გაზაფხულზე სამაჩაბლოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების დეტალები დღემდე ბოლომდე ცნობილი არ არის. ვიცით მხოლოდ ის, რომ თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სამხედრო ოპერაციისა და ცხვინვალში შესვლის მომხრე იყო, რასაცნაციონალური მოძრაობისსხვა ლიდერები, როგორც ჩანს, ბოლომდე არ იზიარებდნენ. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რა მოხდა იმხანად?

_ 2004 წელს, ვითარების გართულებისა და მერე უკვე უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე, დაახლოებით ისეთივე პროცესები ვითარდებოდა, როგორიც 2008-ში. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ იმ მოვლენების შედეგად ურთიერთობები საბოლოოდ დაინგრა, იმიტომ, რომ მხარეებმა შეძლეს ვითარების განმუხტვა და დაპირისპირება აღარ გადაიზარდა ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში.

დაჩოქილი ქართველი ჯარისკაცების ფოტომ მსოფლიო მოიარა. 2004 წ.
დაჩოქილი ქართველი ჯარისკაცების ფოტომ მსოფლიო მოიარა. 2004 წ.

რაც შეეხება შეცდომებს, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ პირველ ეტაპზე კონფლიქტის ზონასთან თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ბატალიონი ჩაანაცვლეს შინაგანი ჯარის ქვედანაყოფით, რომელიც დაკომპლექტებული იყო არაკომპეტენტური კადრებით. იქ, ფაქტობრივად, დააყენეს ხალხი, რომელსაც არ ჰქონდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი გავლილი, არ ჰქონდა შესაბამისი ცოდნა და მომზადება. მერე და მერე, როცა პრობლემები შეიქმნა, ისევ დააბრუნეს თავდაცვის სამინისტროს ბატალიონი, მაგრამ ეს მოგვიანებით მოხდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ 2004 წლის კონფლიქტში თავდაცვის სამინისტროს 11 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, შინაგანი ჯარის 50 სამხედრო მოსამსახურე ვანათის სკოლაში ღამით ტყვედ აიყვანეს ოსებმა და შემდეგ ეს ტყვედ ჩავარდნილი სამხედროები მთელმა მსოფლიომ დაინახა, როგორ იყვნენ დაჩოქილი ოსური ქვედანაყოფების წინ. ეს, რა თქმა უნდა, თავისთავად იყო სირცხვილი; და მეორე: ცხადია, არავის ჰქონდა უფლება, ასე უაზროდ გაეწირა ის 11 სამხედრო, რომლებიც ბოლომდე პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. სხვათა შორის, იქ, როცა ერთ-ერთ თათბირზე იდგა საკითხი, წავსულიყავით წინ თუ სხვა მოქმედებები ჩაგვეტარებინა, ვთქვი: თუ რამეს ვაპირებთ, უნდა გავითვალისწინოთ სამშვიდობოების ფაქტორი-მეთქი. ეს ნიშნავდა იმას, რომ თუნდაც ერთი რუსი სამშვიდობოს დაზიანება, მისთვის თუნდაც ერთი თმის ღერის ჩამოვარდნა საქართველოსთვის იქნებოდა საბედისწერო…

_ რა გიპასუხეს?

_ ზოგიერთმა ვაიპატრიოტმა დაიწყო ხტუნაობა და ატეხა ყვირილი თათბირზე პრეზიდენტთან, რომ ჩვენ რუსების არ უნდა გვეშინოდეს, რომ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და .. ერთადერთი იყო იმჟამინდელი პრემიერმინისტრი ზურაბ ჟვანია, რომელმაც ჩემი პოზიცია გაიზიარა და თქვა, რომ სერიოზული დაფიქრება იყო საჭირო. აი, ზუსტად ამის შემდგომ, ამერიკელებთან შეთანხმებით, მიღებულ იქნა იქიდან ჩვენი ქვედანაყოფების გამოყვანის გადაწყვეტილება.

_ მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი იყო ყველაზე აქტიური მომხრე და ინიციატორი ცხინვალში ჯარების შეყვანის. ეს სიმართლეა?

_ არა მხოლოდ ოქრუაშვილი, იქ სხვებიც იყვნენ. მე არ მსმენია, მაგალითად, არც გიორგი ბარამიძისგან, რომ ის ძალის გამოყენების წინააღმდეგი იყო. პირიქით, ყველანაირად ცდილობდნენ, პატრიოტობანა ეთამაშათ და, ამ ყველაფერს ჰქონდა პროვოკაციული ხასიათი. ამ დროს ყველამ და მათ შორის ამ ადამიანებმაც, იცოდნენ, რომ მაშინდელი ჩვენი სამხედრო ქვედანაყოფები მზად არ იყვნენ სერიოზული საბრძოლო მოქმედებებისთვის.

რაც შეეხება უშუალოდ ირაკლი ოქრუაშვილს, მოდი, ვიყოთ ობიექტურები და ვთქვათ ორივე _ ცუდიც და კარგიც. თავისებურად ის მონდომებული იყო იმისთვის, რომ ჯარი ყოფილიყო ძლიერი და ბრძოლისუნარიანი, არა მხოლოდ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, არამედ მანამდეც, როცა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მაგრამ ყველაზე ცუდი, რაც ოქრუაშვილმა გააკეთა, იყო ის, რომ გარშემო შემოიკრიბა სამხედრო საქმის აბსოლუტურად უცოდინარი ხალხი. უწყება პრაქტიკულად გაივსო შესაბამისი ცოდნის, მომზადების, გამოცდილების არმქონე ადამიანებით. ამან, რბილად რომ ვთქვათ, დაშალა ჩვენი შეიარაღებული ძალები.

_ ვინ იყვნენ ეს ადამიანები?

_ მაგალითად, ლევან ნიკოლეიშვილი, რომელიც მანამდე ვერიფიკაციის სამმართველოში მუშაობდა, შემდეგ _ საგარეო ურთიერთობათა სამმართველოში და ბოლოს მოვიდა შეიარაღებულ ძალებში, ყოველგვარი სამხედრო განათლების გარეშე. იქ მხოლოდ ნიკოლეიშვილი არ იყო, სხვებიც იყვნენ, მაგრამ ის იყო ოქრუაშვილის მარჯვნა ხელი. აი, ასეთი არაკომპეტენტური ხალხით გაავსეს სამინისტრო. ამ დროს, მართლა ნასწავლი, გამოცდილი და მცოდნე კადრები დაითხოვეს.

_ სხვათა შორის, ოქრუაშვილი თავისი მინისტრობის ერთერთ მნიშვნელოვან წარმატებად სწორედ ძველი, საბჭოთადროინდელი ოფიცრების გათავისუფლებას თვლიდა.

_ ის შეიძლება წარმატებად თვლიდა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ თვითონ ოქრუაშვილიც არ არის სამხედრო… შემდეგ ამ გათავისუფლებებს მოჰყვა პროცესები, რომლებიც, საერთოდ, ამოვარდნილი იყო ყველანაირი კონტექსტიდან. უწყებაში შემოყარეს პოლიციის თანამშრომლები, გენშტაბი კი ჩააბარეს აბსოლუტურად უცოდინარ ადამიანებს… ისე, საბჭოთა ოფიცრებთან ჭიდაობა ოქრუაშვილის პერიოდში არ დაწყებულა, ეს დავით თევზაძის მინისტრობისას დაიწყო და ოქრუაშვილმა “წარმატებით” განაგრძო. წარმოიდგინეთ, თანამდებობებიდან გაათავისუფლეს ადამიანები, რომლებმაც დაამთავრეს საბჭოთა უმაღლესი სამხედრო სასწავლებლები, შემდეგ გაიღრმავეს ცოდნა გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, თურქეთში…

_ ეს ყველაფერი უცოდინარობით ხდებოდა თუ მიზანმიმართული პოლიტიკა იყო?

_ ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც, კიდევ ვიმეორებ, არ დაწყებულა ერთი რომელიმე მინისტრის დროს, ეს ხანგრძლივი პროცესი იყო. ამ ქვედანაყოფებში არ სჭირდებოდათ ადამიანები, რომლებიც ყველა ბრძანებას, ყველა მითითებას უსიტყვოდ არ შეასრულებდნენ.

_ ძირითადად, რა მიზეზით ათავისუფლებდნენ ოფიცრებს?

_ არანაირი მიზეზი არ სჭირდებოდათ, ეს იყო ჩვეულებრივი რეპრესიები. ჰქონდათ აგენტურული ქსელი ადამიანებისა, რომლებსაც ამბავი მიჰქონდათ ვანო მერაბიშვილთან, რომ, ვთქვათ, რომელიმე ოფიცერი არ არის დამჯერი და გასაშვებია… მერე იქიდან უთვლიდნენ ამ ოფიცერს, რომ დაეწერა განცხადება და წასულიყო, თორემ დაიჭერდნენ. აი, ასე მიდიოდა წმენდა…

_ შეგიძლიათ, დაასახელოთ რამდენიმე პირი, რომლებიც მაშინ გაათავისუფლეს?

_ გენერალი თემურ ლორია, პოლკოვნიკი თემურ ბენიძე, პოლკოვნიკი გელა უღრელიძე ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ეს იყო ჯარის დამანგრეველი ნაბიჯები, რომელმაც მერე და მერე მთელი სისტემა ჩამოშალა. ყველაზე ცუდი ამ ყველაფერში, ჩემი აზრით, მაინც ის არის, რომ, მიუხედავად ასეთი ნაბიჯებისა, მიუხედავად ასეთი მავნებლური მიდგომებისა, რაც, კიდევ ვიმეორებ, იყო მიზანმიმართული პოლიტიკა, არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. თავიანთ თავს ხომ არ დასჯიდნენ?!

_ კი მაგრამ, დღეს ხომ აღარ არის ის ხელისუფლება? რა უდგას წინ დამნაშავეების დასჯას?

_ ჯერ ერთი, ახალ ხელისუფლებაში ისევ არიან ძველი კადრები, რომლებიც თავის დროზე აქტიურად მონაწილეობდნენ იმ დანაშაულებრივ ქმედებებში; და მეორე: ხელისუფლებას არ აქვს სამართლიანობის აღდგენის ნება. აი, ამიტომ არიან დღემდე დაუსჯელი ადამიანები, რომლებმაც წლების განმავლობაში ძირი გამოუთხარეს შეიარაღებულ ძალებს, თორემ ნორმალური ხელმძღვანელობა რომ გვყავდეს, უნდა გაკეთებულიყო ანალიზი, შეფასება და შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად ყველა დამნაშავეს პასუხი უნდა ეგო. მერწმუნეთ, ეს თავის დროზე სათანადოდ რომ გაკეთებულიყო, დღეს ზოგიერთს, პოლიტიკაში კი არა, დიდი ალბათობით, ოთხ კედელში მოუწევდა ჯდომა. სამწუხაროდ, ქვეყანაში, დიდი ხანია, სამართლიანობის განცდა გამქრალია და ეს იმ დამნაშავეებზე უკეთ არავინ იცის.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here