Home რუბრიკები პოლიტიკა გივი იუკურიძე: “უკრაინას ყველანაირად ამზადებენ და აქეზებენ სამხედრო დაპირისპირებისთვის”

გივი იუკურიძე: “უკრაინას ყველანაირად ამზადებენ და აქეზებენ სამხედრო დაპირისპირებისთვის”

“ომი, რომელშიც რეალურად გამარჯვებული იქნება მესამე მხარე”

356

უკრაინის კრიზისი ისევ ყურადღების ეპიცენტრშია. ორ ქვეყანას შორის მზარდ დაძაბულობას მსოფლიო აკვირდება. მოიტანს თუ არა შედეგს დიპლომატია და მოხერხდება თუ არა ომის თავიდან აცილება _ ეს არის უმთავრესი საკითხი, რომელიც შექმნილი ვითარების ფონზე ბუნებრივად დგება. ომი არ უნდა დაიწყოს, დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს _ ამ გზავნილებს ფორმალურად ყველა იზიარებს. ყველა თანხმდება, რომ სისხლისღვრას დიალოგი და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ჯობია, თუმცა კოლექტიურ დასავლეთში არიან სუბიექტები, რომელთა ქმედებებიც მათი რიტორიკისგან მკვეთრად განსხვავდება.

შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო ის ქვეყნებია, რომელთა პოლიტიკური ხელმძღვანელობებიც დიალოგის უალტერნატივობაზე საუბარს ღია საომარ და წამქეზებლურ რიტორიკასთან აზავებენ; აგრესიას გმობენ, მშვიდობას ქადაგებენ, პარალელურად უკრაინა იარაღით გაძეძგეს (არაფერს ვამბობ იმ მუქარანარევ განცხადებებზე, რომ ომის შემთხვევაში რუსეთს ტომრებში გახვეული ჯარისკაცები დაუბრუნდებათ). სხვა საკითხია, რა ტიპის შეიარაღება იგზავნება უკრაინაში და გამოადგება თუ არა ის რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში, მაგრამ ფაქტია: ოკეანის გაღმა და ნაწილობრივ გამოღმაც რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა არ სურთ. პირიქით, რაც დრო გადის, მით უფრო ნათლად იკვეთება მათი სურვილი, რომ მიმდინარე კოფლიქტის გეოგრაფია გაზარდონ და რუსეთის გარშემო ე.წ. ცხელი წერტილების რკალი შექმნან… სხვათა შორის, ამ ინტერესის ნათელ დემონსტრირებად შეიძლება მივიჩნიოთ ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის მიერ კიევში ვიზიტისას საქართველოსა და მოლდოვის ხსენება. ბრიტანეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინას არ ემუქრება. მისი თქმით, არ უნდა დავივიწყოთ საქართველო და მოლდოვა…

რა გავლენას მოახდენს საქართველოზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და რა გეოპოლიტიკური ძვრები შეიძლება გამოიწვიოს მან სამხრეთ კავკასიაში? _ ეს არის შეკითხვა, რომელსაც შექმნილი ვითარება აჩენს. ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა რთულია, მაგრამ ერთი რამ, ალბათ, ყველასთვის ცხადია _ საქართველო, მსგავსად უკრაინისა, ბრმა იარაღად არ უნდა იქცეს; საქართველო არ უნდა გახდეს დასავლეთის პოლიტიკური ინსტრუმენტი კრემლის წინააღმდეგ, რაც ერთხელ უკვე მოხდა 2008-ში და რასაც ომში დამარცხება მოჰყვა…

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, ომის საფრთხესა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალმაიორი გივი იუკურიძე გვესაუბრება.

_ ბატონო გივი, რუსულუკრაინული კრიზისის ფონზე აშკარად ჩანს, რომ ზოგიერთ დასავლელ აქტორს დაძაბულობის მშვიდობიანი გზით განმუხტვა არ სურს. უწინარესად ეს ეხება შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს. ისინი დიალოგისკენ მოწოდებების პარალელურად საომარ და წამქეზებლურ რიტორიკას არ ერიდებიან. არ ერიდებიან შეიარაღების გაგზავნასაც. გავიხსენოთ იმავე ვენდი შერმანის განცხადება, რომ ომის შემთხვევაში რუსებს ტომრებში გახვეული ჯარისკაცები დაუბდუნდებათ, ან ბორის ჯონსონის განცხადება, რომ 200 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი მზადაა, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლოსრაზე მიანიშნებს ეს ყველაფერი? რას ემსახურება ეს რიტორიკა?

_ დავიწყოთ ზელენსკის განცხადებით, რომელმაც მოუწოდა დასავლეთს, არ დაამძიმონ მდგომარეობა და არ გააკეთოს პანიკის გამომწვევი შეფასებები. მან თქვა ასეთი რამ: საზღვარგარეთ აქვთ განცდა, რომ აქ ომია, ეს ასე არ არის… რატომ გააკეთა ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა? ჯერ მოდი, შევხედოთ მათ ეკონომიკას. იმ პანიკის ფონზე, რომელიც მოჰყვა დასავლეთის და, უწინარესად, აშშ-ის მხრიდან ვითარების ხელოვნურად დაძაბვას, უკრაინის ეკონომიკა კოლაფსს განიცდის. მისი ზარალი უკვე 15 მილიარდ დოლარს აღემატება. იქ პრაქტიკულად აღარ შედის ინვესტიციები და ეკონომიკური ბრუნვა არის გაჩერებული… ზელენსკის, რა თქმა უნდა, ესმის, რომ ამ ზარალს ვერავინ აუნაზღაურებს, ვერანაირი დახმარება დასავლეთიდან ამ დანაკარგების კომპენსაციას ვერ მოახდენს. პირიქით _ ეკონომიკური სტაბილურობის გარე დახმარებაზე ორიენტირებამ შეიძლება კიდევ უფრო მეტად ჩამოშალოს ქვეყანა და გააღრმაოს კრიზისი, რომელიც ისედაც პიკს უახლოვდება… ახლა მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი: უკრაინაში იმასაც ხვდებიან, რომ წაგებული ომის, მორღვეული უსაფრთხოებისა და დაკარგული ტერიტორიების ფონზე მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ, შესაძლოა, სოციალური აფეთქებაც გამოიწვიოსწარმოიდგინეთ საშუალო სტატისტიკური უკრაინელის მდგომარეობა, რომელსაც, ერთი მხრივ, ომით აშინებენ, მეორე მხრივ, დასავლეთს იმედი არ აქვს და, ამასთანავე, შიმშილიც ემუქრება… ეს ყველაფერი აზარალებს, პირველ რიგში, რიგით უკრაინელს, ამიტომ იყო ვლადიმერ ზელენსკი დასავლეთის განცხადებებით შეშფოთებული. რაც შეეხება დასავლეთის პოლიტიკას? და მიდგომებს, აქ უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთი თავისი ინტერესებით არ არის მონოლითური. არიან სახელმწიფოები აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, რომლებსაც არ სურთ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი. ესენი არიან გერმანია და საფრანგეთი. რატომ? _ ორი მიზეზის გამო: პირველი _ იმიტომ, რომ ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ უსაფრთხოებას; და მეორე _ რომელიც განსაკუთრებით გერმანიას ეხება, ეს არის ეკონომიკური ინტერესი. აი, აქ ვერ ხერხდება პოზიციების შეჯერება, რადგან იმავე გერმანიისთვის “ჩრდილოეთის ნაკადი _ 2” უმნიშვნელოვანესია…

_ თუმცა არის ევროპაში რადიკალურად განსხვავებული ინტერესების მქონე სახელმწიფოც. მაგალითად, გაერთიანებული სამეფო, რომელიც, პრაქტიკულად, ერთიერთზე იმეორებს შეერთებული შტატების პოლიტიკურ გზავნილებს.

_ ეს ყოველთვის ასე იყო და ამას, ცხადია, აქვს თავისი საფუძველი. ახლა რა სურთ მათ, რატომ ცდილობენ ვითარების იმაზე უფრო მუქ ფერებში წარმოჩენას, ვიდრე რეალურად არის. ასე შევხედოთ საკითხს _ ვინ დაზარალდება ყველაზე მეტად რუსეთსა და უკრაინას შორის ომით, ვინ მიიღებს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ტერიტორიულ და ადამიანურ დანაკლისს? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უკრაინა და მერე _ რუსეთი. ეს იქნება ომი, რომელშიც ერთერთი კი არ იქნება რეალური გამარჯვებული, არამედ გაიმარჯვებს მესამე მხარე, ის, რომელიც ყველაფერს აკეთებს, კრიზისი ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში რომ გადაიზარდოსსხვათა შორის, თუ გახსოვთ, შეერთებული შტატები თავისსანდო წყაროებზედაყრდნობით ომის დაწყების კონკრეტულ თარიღებსაც ასახელებდა. ეს იყო ჯერ შემოდგომა, შემდეგ _ ზამთარი, მერე თვეც დასახელდა _ თებერვალირომელი გამრთლდა?

_ თარიღი ახლაც დასახელებულია _ 16 თებერვალი. როგორ ფიქრობთ, შეძლებს ომის გაჩაღებით დაინტერესებული მხარე მიზნის მიღწევას?

_ იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში არიან ადამიანები, რომლებიც სწორად აფასებენ ვითარებას, მაგრამ გარე ფაქტორებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ძნელი სათქმელია, რა მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინას ყველანაირად ამზადებენ და აქეზებენ სამხედრო დაპირისპირებისთვის. რაც შეეხება შეიარაღებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო გზავნის უკრაინაში. ცხადია, დიდი ინტერესია ამ შეიარაღების მიმართ და ხშირად სვამენ შეკითხვას _ რა ტიპის იარაღზეა საუბარი? ჩემი ინფორმაციით ეს, ძირითადად, არის ცეცხლსასროლი იარაღი _ ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო და კავშირგაბმულობის საშუალებები, პირადი შემადგენლობის აღჭურვილობა და ა.შ. ეს არის იმის ხაზგასმა, რომ ელოდებიან რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკის შეტევასა და საჰაერო თავდასხმას.

_ გამოადგებათ უკრაინელებს ეს შეიარაღება, თუკი ომი მართლა დაიწყება?

_ უკრაინისთვის გაგზავნილი შეიარაღება არსებით როლს ვერ შეასრულებს ომის ბედის გადაწყვეტაში. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ფართომასშტაბიანი ომი თუ დაიწყო, რუსეთი ძირითად გათვლას არა სახმელეთო, არამედ საჰაერო იერიშებზე გააკეთებს. გარდა ამისა, სად არის დასაწყობებული უკრაინაში გაგზავნილი შეიარაღება და ვინ არის მისი განმკარგველი, ყველამ კარგად იცის, ამიტომ პირველივე დარტყმები მიმართული იქნება სწორედ იმ საწყობებზე…

_ ბორის ჯონსონმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ საფრთხე ემუქრება საქართველოსაც და მოლდოვასაც. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ეს განვიხილოთ, როგოც მცდელობა, ჩვენც ჩაგვრთონ ანტირუსულ გეოპოლიტიკურ თამაშში და ამით კრემლის წინააღმდეგ ცხელი წერტილების ერთგვარი რკალი შეკრან?

_ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა _ ეს ის სამეულია, რომელსაც კოლექტიური დასავლეთი, დიდი ხანია, ერთ პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს. რატომ? იმიტომ რომ, ამით მეტი ეფექტი ჰქონდეს, უფრო სწორად, ერთგვარი სამოკავშირეო, კამპანიური ხასიათი მიეცეს მის ანტირუსულ პოლიტიკურ დისკურსს კონკრეტული მიმართულებებით. რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, აბსოლუტურად საფუძვლიანია ის განცდა, რომ კოლექტიურ დასავლეთს ამ შემთხვევაში დამატებითი ინსტრუმენტები სჭირდება კრემლის წინააღმდეგ, ამიტომ საქართველო, ისევე, როგორც მოლდოვა და უკრაინა, ამ კონტექსტში განიხილება. ამას მოწმობს ის, რომ საუბრობენ საფრთხეზე და იმაზე, რომ თურმე რუსეთი რა ცუდია, მაგრამ რეალურად არაფერს აკეთებენ ჩვენი უსაფრთხოების გასაძლიერებლად; პირიქით, ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენი, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტების, გამოყენებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ კრემლის ინტერესები და შედეგად ჩვენ აღმოვჩნდეთ რუსეთთან კიდევ ერთი სამხედრო დაპირიპირების საფრთხის წინაშე. აი, ამის ნათელი მაგალითია დღეს უკრაინა

_ საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე რას ფიქრობთ, ადეკვატურიაოცნებისპოლიტიკა მიმდინარე მოვლენებზე?

_ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ზომიერ პოლიტიკას ატარებს. ეს უკრაინის მხარდამჭერ საპარლამენტო რეზოლუციაშიც ჩანდა, მაგრამ ეს მიდგომა საკმარისი არ არის ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს ფიქრი უფრო მაღალი სტანდარტის დაბალანსებულ პოლიტიკაზე, რომელიც მათ შორის რუსეთის მიმართაც გარკვეულ კორექტივებს გაითვალისწინებს და საქართველოს ობიექტურ სახელმწიფოებრივ ინტერესებს დაეფუძნება. აი, მხოლოდ ეს შეიძლება იყოს სრულფასოვანი გარანტი უსაფრთხოების, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს არ გვაქვს და ამ პოლიტიკური მოცემულობით, ალბათ, არასდროს გვექნება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here