მთავარი პოლიტიკა გია ხუხაშვილი: “ოცნება” ანტიმიშას ფაქტორზე იდგა

გია ხუხაშვილი: “ოცნება” ანტიმიშას ფაქტორზე იდგა

768
გააზიარეთ
გია ხუხაშვილი

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა დიდი მღელვარება გამოიწვია ქართველ საზოგადოებაში. მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრით, აღარ უნდა ჰქონდეთ ხელისუფლების იმედი, რომნაციონალურ მოძრაობასოდესმე თავიდან მოიშორებენ, და მეორე ტურში თვითონ უნდა გადაწყვიტონ ქვეყნის ბედი, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ. როგორი იყო წინასაარჩევნო კამპანია, როგორ ჩაატარა ის მმართველმა გუნდმა, რა შეცდმომები დაუშვეს და რამ განაპირობა მარცხი _ ამ და სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში _ გია ხუხაშვილი:

_ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ველოდი უკვე მეორე ტურს, რადგან “ქართული ოცნება” არაადეკვატური იყო. პრობლემა არ იყო “ნაციონალურ მოძრაობაში”, პრობლემა მმართველ გუნდს ჰქონდა.

სამაგიეროს გადახდის ყველა ფორმა გამოავლინა “ოცნებამ” არჩევნების წინ _ ამპარტავნება, ზემოდან უყურებდნენ ყველას და ყველაფერს, მთავრობაში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები თავს ბრძენებად ასაღებდნენ და ბეჭედს ურტყამდნენ ყველაფერს. თითქმის არ მახსენდება მათი პოლიტიკურად მომგებიანი გადაწყვეტილება, დაწყებული კანაფით და გაგრძელებული ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანით… რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. რასაც აკეთებდნენ, ანტიპიარი იყო. ისინი არაადეკვატურ პასუხებს იძლეოდნენ ყველა დასმულ შეკითხვაზე, რომლებიც ფარულ ჩანაწერებს ეხებოდა და არა მხოლოდ მათ. ხელისუფლების პასუხები ცეცხლზე ნავთს ასხამდა, მათ საზოგადოება დაარწმუნეს, რომ ყველა შეკითხვას ჰქონდა საფუძველი, ნაცვლად იმისა, რომ გაექარწყლებინათ ეჭვები. ეს _ რაც შეეხება სისტემურ ფაქტორებს.

შეცდომები დაშვებული იყო პოლიტტექნოლოგიურადაც. მხოლოდ ნეგატიური ნარატივი ხელისუფლებისგან, რომლისგანაც ხალხი პოზიტიურს ელოდება, აინტერესებს, რა ექნება ხვალ, შეცდომაა, თანაც დიდი. მთელი კამპანია ააგეს ისედაც კომპრომეტირებულის კომპრომეტაციაზე და ამაზე მთელი რესურსი დახარჯეს, რაც წარმოუდგენელი ტექნოლოგიური შეცდომაა და რატომ აგიხსნით:

 ეს არის მოედანი, სადაცნაციონალური მოძრაობაგაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს. კალათბურთელმაქართულმა ოცნებამმოჭიდავენაციონალურ მოძრაობასთანგადაწყვიტა ჭიდაობა ტატამზე. მოკლედ, რა შეცდომის დაშვებაც შეიძლებოდა, “ოცნებამ” ყველა დაუშვა, მეტიც, საერთოდ ვერ ვფიქრობ, სწორად თუ გააკეთეს რამე და შედეგიც შესაბამისი მიიღეს. ოცნებამსაკუთარი თავი დაამარცხა, “ნაცმოძრაობაარაფერ შუაშია.

_ თავდაჯერებული იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი მეორე ტურს თითქმის არ ელოდნენ. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს წამოსცდა ბოლო დღეს: მეორე ტურის ალბათობა არისო

_ ეს ამპარტავნება იყო მათი მხრიდან. ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის სულერთი არ არის, მისი გულშემატკივარი ვარ…

_ ის კი ამბობს, რომ თქვენ ნაციონალებს შეეკარით

_ მისგან ჩემთვის ტალახის სროლა ადამიანურად გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ ჩემი რეაქცია იყო მხოლოდ გულისტკენა. მე მას ვიცავდი, ვცდილობდი, თქვენთვის მოცემულ ინტერვიუში ის უარყოფითი პროცესებისგან გამემიჯნა. ჩემი ლანძღვის ფორმა ისეთი იყო, რომ მან ამით მხოლოდ თავი დაიზიანა.

_ არჩევნებში ამ კრახის მიზეზად სახელდება ძველიოცნებისტებისჩამოშორებაც. დღეს ხელისუფლებაში ძველი კადრებიდან არავინ შემორჩა

_ კი, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო და არა იმიტომ, რომ მე ან ვიღაც სხვა მისი მეგობარი რაღაც განსაკუთრებული შესაძლებლობების ვართ, არა, უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდა ილუზია, რომ იმ იდეალების მიღწევა, რომლებისთვისაც ჩვენ, ყველა, ვიბრძოდით, კოლექტიური მურუსიძეებით იყო შესაძლებელი. მას გაუჩნდა ილუზია, რომ ჩვენ ჩაგვანაცვლებდა მიშას მიერ შექმნილი მანკიერი სისტემით და მართავდა კიდეც. ბიძინამ მათ, ფაქტობრივად, კონტრაქტზე მოუწერა ხელი.

_ რატომ არ იშორებს ივანიშვილი ამ ხალხს?

_ როგორც ჩანს, მას დღეს ამის გაკეთება უკვე აღარ შეუძლია, რესურსი აღარ აქვს, შესაძლოა, არც სურვილი. ვერ გეტყვით. ის ჯიუტობს, ჰგონია, ფონს გავა, მას ჰგონია, ამ სისტემას მართავს. სინამდვილეში ასე არ არის, ყოველ შემთხვევაში, ეს ჩემი აზრია.

მე ბიძინას მიმართ შეიძლება მართლა გადავკვეთე წითელი ხაზი, როდესაც ვთქვი, რომ ის აღარ არის ლიდერი, აღარაფრის გაკეთება არ შეუძლია და ის რეაქციაც მისი მხრიდან ჩემი მისამართით, სწორედ ამას მოჰყვა. მწარეა, როდესაც გეუბნებიან, რომ ლიდერი აღარ ხარ. ამას როდესაც ვამბობდი, ვხელმძღვანელობდი პრინციპით _ მოყვარეს პირში უძრახე, რადგან სხვა ყველა რესურსი ამომეწურა.

პრობლემა წყენაში არ არის, პრობლემა მისი ილუზიაა. სისტემამ შიგნიდან გამოჭამა “ოცნება” და ამას ვერ ხვდებიან.

_ შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის დასახელება საპრეზიდენტო კანდიდატად?

_ ყველაფერი შეცდომა იყო. კოლექტიური მურისიძეების დანიშვნაც და სალომე ზურაბიშვილის დასახელებაც. შეცდომების კასკადი იყო, რამაც საბოლოოდ დააკარგვინა “ოცნებას” მორალური უპირატესობა “ნაციონალურ მოძრაობაზე”.

ერთადერთი, რაზეცქართული ოცნებაიდგა, იყო მორალური უპირატესობა გასულ ცხრაწლიან რეჟიმზე, თორემ მათ არაფერი გაუკეთებიათ, ქვეყანა სტაგნაციაშია. “ოცნება” “ანტიმიშასფაქტორზე იდგა, რაც განულდა, რადგან როდესაც მათ ეუბნებოდნენ, რომ არის კორუფცია, არის მაფიოზური ნიშნები, აგდებით ლაპარაკობდნენ. ამ ვითარებამ ამომრჩეველს გაუჩინა შეკითხვა: რით ჯობიხარ წინა ხელისუფლებას, ყველა მანკიერება გაიმეორე?

ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველს კი არ გაუკეთებია არჩევანი, ანტიამომრჩეველმა გააკეთა და გადამწყვეტი სიტყვაც თქვა. სალომე ზურაბიშვილს ხმას ის კი არ აძლევდა, ვინც მისი მხარდამჭერი იყო, არამედ ის, ვისაც ვაშაძე სძულდა. სოციალური პრობლემების, სიდუხჭირის გამო არსებულ ხელისუფლებაზე გაბრაზებულმა ამომრჩეველმა ვაშაძეს დაუჭირა მხარი, რითიც ვაშაძეს კი არ უთხრაკი”, “ოცნებასუთხრა უარი. ამას ჰქვია ანტიამომრჩეველი, ხმას აძლევ არა ვიღაცას, არამედ ვიღაცის წინააღმდეგ. ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, ის არ იქნება ხალხის მიერ მხარდაჭერილი და ლეგიტიმური, ის ვიღაცის ჯიბრზე არჩეული იქნება.

_ შეეცდებაოცნებარამის შეცვლას?

_ რას მოიმოქმედებს სალომე ზურაბიშვილი, დაველოდოთ…

რა უნდა გაეკეთებინათ ჯერ ის ვთქვათ, რასაც სულ ვამბობდით ყველანი და თქვენს გაზეთთანაც არაერთხელ მითქვამს _ პრობლემებისთვის სისტემური, ადეკვატური პასუხი გაეცათ; ეჩვენებინათ, რომ თავის გვერდით არ აიტანდნენ კორუფცირებულებსა და მაფიოზებს. ეს პროცესი დაეწყოთ მაინც. დღესაც იგივეა გასაკეთებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, დაგვიანებული მეჩვენება, ამის ფასი აღარ იქნება მაღალი, რადგან ყველა იფიქრებს, რომ თავის გადასარჩენად აკეთებენ.

_ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ შედეგი, რომელიც ამ არჩევნებში დადგა, ივანიშვილს სურდა, ამიტომ საკუთარ თავს თვითონ უნდა ვუშველოთო

_ ასეთ მოსაზრებებზე კომენტარს არ ვაკეთებ, მაგრამ ახლა თქვენი ხათრით ვიტყვი: ძალაუფლებას საკუთარი ნებით არავინ თმობს!

_ ვინ გაიმარჯვებს მეორე ტურში?

_ ვაშაძეს უკეთესი შანსი აქვს. მას აქვს უპირატესობა, რასაც დაემატა “ქართული ოცნების” სრული დემორალიზაცია. ეს ნათლად ჩანს და კალაძის გამოსვლამაც დაადასტურა. კალაძემ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურად მოკლა. მთავრობა დემორალიზებულია. შედეგი ფატალური დადგა, მაგრამ კანონზომიერად. ისინი პროცესების მსხვერპლნი არიან და უფსკრულისკენ მიექანებიან.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ექსპერტის თვითკმაყოფილი ღიმილი (მაიცდამაინც) არ ესადაგება რეალობას… ტენდენციური ხედვა სჭარბობს შეფასებებში… თუმცა, მისი ლოგიკაც ანგარიშგასაწევია… “ქართულ ოცნებას” და ბატონ ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი არ დაუკარგავთ… ამჯერად, მიიღებენ მაშველ რგოლს,- ქართული საზოგადობის მხარდაჭერას… თუმცა, ეს მხარდაჭერა ხანგრძლივი არ იქნება … თუ… და ა. შ. და ა. შ.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here