მთავარი პოლიტიკა გვეშველება რამე? რატომ უნდა გვეშველოს?

გვეშველება რამე? რატომ უნდა გვეშველოს?

“ოქროს კვეთა”

1123
გააზიარეთ
კახი კავსაძე

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიოსაავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

ოცდამესამე გადაცემა

ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებელო, ეთერშია გადაცემა “ოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე, ვალერი კვარაცხელია.

ჩვენმა დიდებულმა მსახიობმა კახი კავსაძემ რამდენიმე წლის წინათ ახალი სახუმრო თემა შემოიტანა.

_ გვეშველება რამე? _ დასვა მან შეკითხვა. უფრო სწორად, ხელი ჩაავლო ხალხში მოარულ შეკითხვას, რომელიც თავისთავად ღაღადებს იმაზე, რომ უმძიმესი ვითარებაა შექმნილი. უნიჭიერესმა მსახიობმა დაიჭირა ის ვითარება, რომ უკვე ათეულობით წელიწადია, რაც ნირწამხდარი და სასოწარკვეთილი ქართველები შეხვედრისას ერთმანეთს კი არ ესალმებიან, შემზარავი შეკითხვით უყურებენ:

_ გვეშველება რამე?

ბატონმა კახიმ ხალხში მოარული ეს შეკითხვა პროფესიულ სამსახიობო დონეზე აიყვანა და მას მაღალი იუმორისტული ჟღერადობა მიანიჭა. მის მიერ ამ თემაზე აგებული მშვენიერი სახუმრო სიუჟეტის შემდეგ, შეკითხვამ ტრაგიკულთან ერთად კომიკური დატვირთვაც შეიძინა და ისეთი პოპულარული შეიქნა, რომ საქართველოში ადამიანი არ დარჩენილა, რომელსაც სადმე, რომელიმე კონტექსტში არ დაესვას, თუმცა ამით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. საერთო ეროვნულ სატკივრად ქცეული ეს უმძიმესი შეკითხვა კვლავაც დამოკლეს ხმალივით კიდია საქართველოს თავზე.

_ გვეშველება რამე?

მე სხვა კუთხიდან შევხედავ ამ საკითხს და შეკითხვას ასე შევაბრუნებ:

_ რატომ უნდა გვეშველოს?

ოცდაათი წელიწადი ერთი თაობისთვის კი არა, ისტორიისთვისაც არ არის ცოტა. თუკი ხედავ, რომ ოცდაათი წელიწადია, ქვეყანა თავზე გენგრევა, ტერიტორიებს კარგავ, მოსახლეობა მცირდება, ეკონომიკა გაჩანაგდა, მეცნიერება, ხელოვნება კვდება, სულიერება და ზნეობა მოირყა, ერი დეგრადაციის გზას ადგას და სრულმა დეკადანსმა მოიცვა, ჰო, თუკი ხედავ ყველაფერ ამას და არაფერს ცვლი, ისევ იმ გზას ადგახარ, რა გზამაც აქამდე მოგიყვანა და ისევ იმ მიმართულებით მიდიხარ, რომელმა მიმართულებამაც უფსკრულში გადაგჩეხა, რატომ უნდა გეშველოს?

თუკი არ გინდა რომ გეშველოს, თუკი არაფერს აკეთებ იმისთვის, რომ გეშველოს, საიდან ელოდები შველას ან რატომ ელოდები, რომ გეშველება? ამიტომაა, რომ შეკითხვაში, რომელსაც წარამარა ვიმეორებთ, ლოგიკა არ ჩანს, მასში მხოლოდ უიმედობა, სასოწარკვეთილება, ხელჩაქნეულობა და საყოველთაო ნიჰილიზმი ჩანს.

ასე დაუპირისპირდა ერთმანეთს ორი შეკითხვა:

_ გვეშველება რამე?

_ რატომ უნდა გვეშველოს?

საზოგადოებრივი ცნობიერება მოჯადოებულია დასავლური ცხოვრების წესით. დასავლეთით მოჯადოება ახლა არ დაწყებულა, ამ ამბავს დიდი ხნის ისტორია აქვს და მან რამდენიმე ეტაპი გამოიარა.

პირობითად ეს ეტაპები შეიძლება ორ დიდ ნაწილად დავყოთ: არადანაშაულებრივი ეტაპი და დანაშაულებრივი ეტაპი. არადანაშაულებრივ ეტაპს მივაკუთვნოთ პროპაგანდისტული ეტაპი, დანაშაულებრივს კი _ ფსიქიკაზე ზემოქმედების მეცნიერულად დამუშავებული მეთოდი, რომელიც დღემდე საიდუმლოა და გამოუსწორებლად აზიანებს ადამიანს, მის ფსიქიკას, მის ჯანმრთელობას, საზოგადოდ.

დასავლეთი ამ მეთოდებს, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, წარმატებულად იყენებს. 1942 წლის 24 თებერვალს მაუწყებლობა დაიწყო რადიოსადგურმაამერიკის ხმამ”. 1949 წელს კი ევროპაში დაარსდა რადიოსადგურითავისუფლება”, როგორც ანტიკომუნისტური ინფორმაციისა და პროპაგანდის საშუალება ცივი ომის პერიოდში. “თავისუფლებისცენტრალური ოფისი მიუნხენში მდებარეობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რადიოს უპირატეს ზონად აღმოსავლეთი ევროპა იქცა და მისმა შტაბ-ბინამ მიუნხენიდან პრაღაში გადაინაცვლა. რადიო “თავისუფლების” უმთავრესი დევიზი მისსავე სახელში ჩანდა, ხოლო რადიოამერიკის ხმამაუწყებლობდა დევიზით: “ახალი ამბები შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი, ჩვენ კი სიმართლეს გეტყვით”. შესანიშნავი დევიზი იყო, ახალ ამბებში, რომლებსაც ისინი მსოფლიოში ავრცელებდნენ, მსმენელებს ყურადღება იმაზე კი არ უნდა გაემახვილებინათ, ეს ამბები კარგი იყო თუ ცუდი, არამედ იმაზე, რომ ყველაფერი, რაც ამ რადიოსადგურიდან ესმოდა, ბაჯაღლო ჭეშმარიტებას წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირისა და სოციალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ამ დეზინფორმაციულმა მონსტრებმა ისე აიფარეს სახეზე თავისუფლებისა და სიმართლის ნიღაბი, რომ წარბიც არ შეტოკებიათ, მაგრამ მსოფლიოში, ალბათ, არც ერთი საინფორმაციო საშუალებიდან იმდენი სიცრუე და უსამართლობა არ გავრცელებულა, რამდენიც ამ რადიოსადგურებიდან იღვრებოდა, რომლებიც არსებობის არც ერთ მონაკვეთზე დამოუკიდებელი არ ყოფილან. “ამერიკის ხმა” 1942-1945 წლებში აშშ-ის სამხედრო ინფორმაციის ოფისს ექვემდებარებოდა; 1945-1953 წლებში _ სახელმწიფო დეპარტამენტს; 1953-1999 _ წლებში ინფორმაციის სააგენტოს; 1999 წლიდან კი მას მაუწყებლობის მმართველთა საბჭო მართავს.

გვეშველება რამე? რატომ უნდა გვეშველოს?

ინტერნეტმასალებიდან: _ “ამერიკის ხმისთვის” ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ცივი ომი იყო. 1947 წლიდან დაიწყო გადაცემები რუსულ ენაზე. ამ პერიოდში რადიო აშშ-ის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ნაწილად იქცა, რომელიც ცდილობდა რკინის ფარდის მიღმა დარჩენილი ერების ინფორმირებას.

ვალერი კვარაცხელია: _ ხომ ხვდებით, რა კეთილშობილურ მიზნებს ემსახურებოდა “ამერიკის ხმა” _ რკინის ფარდის მიღმა დარჩენილი ერების ინფორმირებას. ინფორმირებად თუ ჩავთვლით მათ მიერ მიზანში ამოღებული ერების ცნობიერების მოწამვლას, მათ გაბრუებას “ამერიკული დემოკრატიისა” და “ამერიკული თავისუფლების” საკენკით, მაშინ ყველაფერი გასაგები ხდება. რა თქმა უნდა, ნათელია, რომ “ერების ინფორმირების” ქვეშ ისინი სწორედ იმას გულისხმობდნენ, რაც ალენ დალესის მიერ საბჭოთა კავშირში ამერიკული სპეცსამსახურების სამოქმედო დოქტრინის სახით მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ჩამოყალიბდა.

ალენ დალესი, აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსი: _ მწერლობა, თეატრი, კინო, გამოცემები უნდა გამოსახავდნენ და ქებას ასხამდნენ ადამიანის ყველაზე მდაბალ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომლებიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ სექსის, ძალადობის, გარყვნილების კულტს, ერთი სიტყვით, ყოველგვარ უზნეობას.

ვალერი კვარაცხელია: _ აი ამგვარ მიზნებს ისახავდნენ ისინი და მათ ამ მიზნების მისაღწევად მრავალი მიუღებელი და დანაშაულებრივი მეთოდი გამოიყენეს. 1950 წლის სექტემბერში ამერიკულ პრესაში გამოქვეყნდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოპერატიული მუშაკის, ედვარდ ჰანტერის, სენსაციური სტატია “ტვინის რეცხვის ტაქტიკა”, სადაც მოთხრობილი იყო შოკისმომგვრელი ისტორია ადამიანთა ფსიქიკასა და ცნობიერებაზე ზემოქმედების მექანიზმების ძიების ისტორიიდან. იმავე ავტორის მიერ მოგვიანებით გამოცემულ წიგნებში მოთხრობილია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორ ალენ დალესისა და ფსიქიატრიის პროფესორ ევენ კამერონის დანაშაულებრივ კავშირებზე.

ედვარდ ჰანტერი, აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოპერატიული მუშაკი: _ კამერონმა, რომელსაც ბრწყინვალე სამედიცინო განათლება ჰქონდა, მიზნად დაისახა ადამიანის აზროვნებისა და ქცევის კონტროლისა და მართვის მექანიზმის შექმნა.

ვალერი კვარაცხელია: _ ეს ყველაფერი გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. ამ მიმართულებით მუშაობა დღემდე არ შეუწყვეტიათ. ადვილი წარმოსადგენია, რა დონეზე იქნება ეს საქმე დღეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ საგრძნობი შედეგები თავიდანვე იქნა მიღწეული. უფრო სრული სურათი რომ შეგვექმნას, რას წარმოადგენს ამერიკელთა მიერ შექმნილი ეს მონსტრი იარაღი, კიდევ ერთ წინადადებას მოგაწვდით ედვარდ ჰანტერის მონათხრობიდან.

ედვარდ ჰანტერი: _ პაციენტები გადიოდნენ კურსის სამ სტადიას. პირველ სტადიაზე ისინი კარგავდნენ მეხსიერების უდიდეს ნაწილს. მეორე სტადიაზე ისინი კარგავდნენ წარმოდგენას დროისა და სივრცის შესახებ, თუმცა რაღაცას მაინც ინახავდნენ მეხსიერებაში. მათ აღარ შეეძლოთ ეპასუხათ შეკითხვაზე, სად იმყოფებოდნენ. ეს მათში იწვევდა ძლიერ გაღიზიანებასა და შეშფოთებას. მესამე სტადიაზე შფოთვა და გაღიზიანებაც ეხსნებოდათ, ვინაიდან დგებოდა მეხსიერების სრული წაშლისა და ყველაფრის დავიწყების მომენტი. ამ პროგრამებს ერქვა ARTICHOKE და MK Ultra.

ვალერი კვარაცხელია: _ დააკვირდით და აღმოაჩენთ, რომ ბოლო ოცდაათი წელიწადის განმავლობაში ქართული ეროვნული ცნობიერება ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს იმ საშინელი პროგრამების _ ARTICHOKE და MK MK Ultra _ გავლენის ქვეშ მყოფ ცნობიერებას ჰგავს, მეხსიერებაწაშლილს, გაბრუებულსა და გარედან მართულს.

ასე მიაღწიეს მათ თავიანთ მიზნებს. საბჭოთა კავშირი დაშალეს, სოციალისტური სისტემა დაანგრიეს და საზოგადოებას, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მაღალი სოციალური დაცულობისა და სამართლიანობის ვითარებაში ცხოვრობდა, ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყვეს. ხალხს კი დღემდე ჩასჩიჩინებენ, საბჭოთა კავშირისა და სოციალიზმის დანგრევით ნანატრი თავისუფლება მოიპოვეთო. არის დღეს საქართველო მზად ამ ჭეშმარიტების გასაგებად და მისაღებად? ჩემი აზრით, არა!

ამიტომაც მოხდა ის, რომ ქართულ სინამდვილეში ასე საბედისწეროდ დაუპირისპირდა ერთმანეთს ორი შეკითხვა:

_ გვეშველება რამე?

_ რატომ უნდა გვეშველოს?

მართლაც რატომ უნდა გვეშველოს, სანამ იმ ჭეშმარიტებას ვერ გავაცნობიერებთ, რას გვიმზადებდა დასავლეთი ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც საბჭოთა ხალხის ცნობიერებასამერიკის ხმითადათავისუფლებისმონაჭორმონაჩმახით წამლავდა, საზოგადოებრივ ცნობიერებაზე და თითოეული ჩვენგანის ცნობიერებაზე ბოროტგანზრახული მეცნიერული მეთოდებით მანიპულირებდა და დისტანციურად გვმართავდა?

დღევანდელი ჩვენი მდგომარეობის სირთულე ჩვენი ცნობიერების მოჯადოებული ველიდან გამოსვლის შეუძლებლობაში კი არ არის, უფრო იმ ჯაჭვურ რეაქციაშია, რომელიც ამ ველიდან გამოსვლის მცდელობას აუცილებლად მოჰყვება.

დააკვირდით: დასავლური პროპაგანდისა და მათი მთავარი რუპორების _ “ამერიკის ხმისადათავისუფლებისმავნებლობას თუ გავაცნობიერებთ და დავგმობთ, ასეთ შემთხვევაში, თავისუფლებისთვის ჩვენი ოცდაათწლიანი ბრძოლის არა მხოლოდ უნაყოფობის, არამედ სრული აბსურდულობის აღიარებაც მოგვიწევს, ვინაიდან ეგთავისუფლებაამერიკელების მიერ შექმნილი სატყუარა იყო, მათსავე ანკესზე წამოსაგებად ჩვენთვის გადმოგდებული. არაფერი გასათავისუფლებელი საბჭოთა კავშირში შემავალ ერებს არ სჭირდათ, ვინაიდან ისინი უკვე გათავისუფლებულნი იყვნენ სოციალური ჩაგვრისგან, ექსპლოატაციისა და უსამართლობის კაპიტალისტური მარწუხებისგან. მძიმე შეცდომათა აღიარებისა და მწარე რეალობის დანახვის ამ უცნაურ ჯაჭვს უფრო შორსაც მივყავართ. დასავლური პროპაგანდის აქაური დამქაშების, ე.წ. საბჭოთა დისიდენტების საქმიანობის დაგმობაც მოგვიწევს. ამ ლოგიკურ ჯაჭვს თუ გავყვებით, საბოლოო ჯამში, ეროვნული მოძრაობის დაგმობაც არ დააყოვნებს, ვინაიდან ამ მოძრაობის ლიდერებად სწორედ საბჭოთა დისიდენტები გვევლინებოდნენ, რომლებიც პირდაპირ დასავლეთიდან იმართებოდნენ. ამიტომაც იყო, რომ ეს ეროვნული მოძრაობა მხოლოდ ფორმით იყო ეროვნული, შინაარსით კი _ თხემით ტერფამდე დასავლური მოვლენა და მისი პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი.

შეუძლებელია, დასავლურ ვერაგობასა და პოლიტიკურ სიბინძურეს აცნობიერებდე, ხოლო იმ ვერაგობისა და სიბინძურის ადგილობრივ წარმომადგენლებს, რომელთა ხელითაც ეს ეპოქალური სიცრუე და სიბინძურე თავს მოგახვიეს და უფსკრულისკენ გიბიძგეს, სულმნათებს უწოდებდე, აფეტიშებდე და ეროვნულ გმირებად რაცხდე. აი, სად არის სირთულე, რომლის დასაძლევადაც არც საქართველო და არც ქართველი ხალხი ჯერჯერობით მზად არ არის. იმ შემთხვევაში, როდესაც დიაგნოზის დასმა და ავადმყოფობის აღიარება არ შეგვიძლია, არც იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ ოდესმე მაინც გვეშველება. იმ .. ეროვნული მოძრაობიდან მრავალმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ მცდარი მიმართულება დღემდე უცვლელი რჩება. ამ მიმართულებას დასავლური არჩევანი, დასავლური გზა და ვექტორი ჰქვია.

ამერიკელები საქართველოში ხელისუფლებას პერიოდულად ცვლიან _ ხან სახელმწიფო გადატრიალებით, ხან “ფერადი რევოლუციით”, ხან არჩევნებით, მაგრამ არ ცვლიან მიმართულებას, რომელსაც მე დასავლურ ხაფანგს დავარქმევდი, რომელშიც ორივე ფეხით გავებით და ოცდაათი წელიწადია, უმწეოდ ვფართხალებთ. გზა ჭეშმარიტებისა უარვყავით, გზას სიცრუისა შევუდექით და ახლა, თავგზააბნეულნი, ერთმანეთს ვეკითხებით _ გვეშველება რამე? ჩვენივე შინაგანი ხმა კი, თითქოს ცივი წყალი გადაგვასხაო, ნაღვლიან შეკითხვას გვიპირისპირებს _ რატომ უნდა გვეშველოს?

ასეთია მეტისმეტად არასახარბიელო ვითარება, რომელშიც აღმოვჩნდით.

პროცესები, რომლებიც სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირში (შიგნით) დაიწყო, არამხოლოდ საბჭოთა კავშირის, არამედ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაც იყო, მაგრამ ცნობიერებაზე მანიპულირების მძლავრი იარაღების გამოყენებით, რომელთა შესახებაც ზემოთ მოგახსენებდით, ამერიკელებმა მოახერხეს, რომ საქართველო საქართველოს ინტერესებისთვის დაეპირისპირებინათ. დღეს საქართველო საკუთარ თავს ებრძვის, ქართველები კი ერთმანეთს ვეკითხებით: გვეშველება რამე?

ბოლო პერიოდის მაგალითები ავიღოთ:

კვირაზე ცოტა მეტი გავიდა, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი დაიწყო. საქართველო გარეგნულად ნეიტრალიტეტს იცავს და დაპირისპირებულ სახელმწიფოებს მოლაპარაკებებისთვის საკუთარ ტერიტორიასაც კი სთავაზობს, მაგრამ რეალურად, არ არის გამორიცხული, სხვა თამაშს თამაშობდეს. ეჭვს იმაზე, რომ საქართველო, შესაძლებელია, თურქეთს აზერბაიჯანისკენ დერეფანს უხსნიდეს და სამხედრო ტვირთებს ატარებდეს, მხოლოდ პრესაში გამოთქმული ან ხალხში მოარული ვარაუდები კი არ განაპირობებს, არამედ ის კონკრეტული ქმედებები, რომლებიც დროში უცნაურად ემთხვევა ერთმანეთს.

IMEDINEWS.GE: _ (29 სექტემბერი) საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი და შავი ზღვის უსაფრთხოება იყო ძირითადი თემები საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა.

ვალერი კვარაცხელია: _ ეს შეხვედრა 29 სექტემბერს გაიმართა. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან მეორე დღეს. როგორ ფიქრობთ, ეს დამთხვევა იყო თუ გახარიას სასწრაფო სპეციალური გამოძახება მისთვის საგანგებო დავალებების მისაცემად? წინა გადაცემაში ვთქვი და დღესაც გავიმეორებ: ეს ჩვენი გახარია, ამ გაგანია კორონავირუსის პირობებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაჩაღებული ომის ფონზე, ბრიუსელს ეწვია და პირდაპირ ნატოს შტაბბინაში შეიჭრა. საქართველოს პრემიერმინისტრმა, როგორც ჩანს, გაეროს წინაშე დადებული ფიცი არ იკმარა და სიხარულისგან თვალებზე კურცხალმომდგარ იენს სტოლტენბერგს რუსეთის გულის გასახეთქად კიდევ ერთხელ შეჰფიცა მარადიული სიყვარული.

რას ნიშნავს რუსეთის გულის გასახეთქად ნატოსთვის ფიცის მიცემა?

* საერთოდ, რა ხდება კავკასიაში და მაინცდამაინც ახლა რატომ განახლდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ოცდაათი წლის წინათ დაკონსერვებული შეიარაღებული კონფლიქტი?

* რატომ დაემთხვა ეს ყველაფერი ბელარუსში ვითარების არევას და ამერიკულიფერადი რევოლუციისაქტიურ ფაზაში შესვლის პროცესს?

* ხომ არ არის ეს რუსეთისთვის ფორსირებული შეტევის ერთიანი ფრონტი?

* ხომ არ ამზადებენ საქართველოს ამ ფრონტში აქტიური მონაწილეობისთვის და სწორედ ამას ხომ არ უკავშირდებოდა გახარიას გამოძახება ნატოს შტაბბინაში?

ეს ის შეკითხვებია, რომლებზეც, მთლიანობაში გააზრების გარეშე, ცალ-ცალკე პასუხის გაცემა შეუძლებელია.

ამ გადაცემაში კიდევ რამდენიმე შეკითხვას დავსვამ. მანამდე კი განვიხილოთ, რა პროცესები შეიძლება იყოს დაკავშირებული სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული კონფლიქტის განახლებასთან.

კასპიის ზღვა და მიმდებარე სახელმწიფოები საოცრად მდიდარი და გეოპოლიტიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი რეგიონია. კასპიისპირა სახელმწიფოებია: რუსეთი, ირანი, ყაზახეთი, თურქმენეთი და აზერბაიჯანი, რაც იმას ნიშნავს, რომ არც აშშ, არც ევროკავშირსა და არც ნატოს კასპიის ზღვასთან ხელი არ მიუწვდებათ. გასასვლელი კასპიის ზღვაზე მათი ლაჟვარდოვანი ოცნებაა, რადგან კარგად ახსოვთ, რა უზარმაზარ უპირატესობას აძლევდა კასპიის ზღვა საბჭოთა კავშირს, როდესაც კასპიისპირა ოთხი სახელმწიფო მოკავშირე რესპუბლიკებს წარმოადგენდა და კასპიის ზღვას თითქმის მთლიანად ფლობდა, ირანული ნაწილის გამოკლებით.

აზერბაიჯანისადმი თურქეთის ასე შეუფარავი მხარდაჭერა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამოყენებით ამერიკელები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო ბაზების განლაგებას გეგმავენ, რომ ნატო ავტომატურად აღმოჩნდეს კასპიის ზღვაზე? ეს მარტივად არ მოხდება. ეს რუსეთსა და თურქეთს შორის ომის მიზეზიც კი შეიძლება იყოს, რაც, საბოლოო ჯამში, მსოფლიო ომს ნიშნავს, მაგრამ უკვე საბოლოოდ შეშლილ აღმოსავლეთსა და დასავლეთს, როგორც ჩანს, არც ეს აკავებს.

ასეთ შემთხვევაში რა როლს დააკისრებს დასავლეთი საქართველოს? თუკი დასავლეთი, როგორც ყოველთვის, საქართველოს სახიფათო და საკუთარი თავის საზიანო მდგომარეობაში ჩაყენებას გადაწყვეტს, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა ძალა წინააღმდეგობის გასაწევად? თუ ისევე მოიქცევა, როგორც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში იქცეოდა და დასავლეთის ინტერესების დასაცავად კვლავ საკუთარ თავთან და საკუთარ ხალხთან დაპირისპირებას ამჯობინებს? ეს ის შეკითხვებია, რომლებზე პასუხის გაცემას არ ვიჩქარებ, დაე, დრომ დაგვანახოს ყველაფერი, თუმცა ისიც დასაფიქრებელია, დაგვიანებული არ აღმოჩნდეს თითზე კბენანი, რომელსაც, როგორც ჩანს, ვერ ავცდებით. ჰო, დაგვიანებული, ისევე, როგორც ის ყბადაღებული შეკითხვაა დაგვიანებული:

_ გვეშველება რამე?

ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”, მომავალ შეხვედრამდე!

P.S. არჩევნები ახლოვდება. შინ და გარეთ ვითარება იძაბება. კორონავირუსი ცალკე გვიტევს, მაგრამ ქართველ პოლიტიკოსებს არჩევნებმა, პანდემია კი არა, საკუთარი თავიც დაავიწყა. თავდავიწყება სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში, მუშტიკრივსა და ქვების სროლაში გადადის. სიტყვით ყველა საქართველოს მზეს იფიცებს, მაგრამ საქმით კვლავაც საქართველოს ებრძვის და დასავლეთის ინტერესებს ემსახურება.

დღევანდელი ქართველი პოლიტიკოსები ისე საოცრად ჰგვანან საბჭოთა დისიდენტებს, როგორც დღევანდელი საინფორმაციო საშუალებები ჰგავსამერიკის ხმასადათავისუფლებას”. ნუთუ არსად წავსულვართ და იქვე ვდგავართ, სადაც ვიდექით, თუ პოლიტიკური დეჟავიუ ისე მოგვეძალა, რომ რეალობის შეგრძნება მთლიანად დავკარგეთ? ნუთუ

ვალერი კვარაცხელია

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. სრულებით ვეთანხმები ავტორის მოსაზრებებს! სამწუხაროდ მარტო ახალგაზრდებს კი არა, რომლებიც დაიბადნენ 80-იანი წლების დასსასრულის შემდეგ, არამედ უფროს თაობასაც ღემდე ვერ გაურკვევია ვინაა მტერი და ვინ მოყვარე! რომ კითხო ყველა სამართლიანობის მომხრეა, ყველას სოციალური დაცვის მოთხოვნა აქვს! და ამა ვე დროს სიტყვა სოციალისტური საქართველოს გაგონებაზე კრუნჩხვებში ვარდებიან! ასეთ ხალხზე სწორედაც რომ სამართლიანია ის გაუსაძლისი ყოფა რომელშიც უწევთ ცხოვრება!!!

  2. ჭეშმარიტად ეროვნულ და პატრიოტულ ხასიათს ატარებდა თბილისის 1956 წლის გამოსვლები, რომელსაც საბჭოეთის არცერთი რესპუბლიკა არ გამოეხმაურა და სისხლით იქნა ჩახშობილი რუსი შოვინისტების მიერ, რომლებმაც უნამუსოდ უღალატეს ოქტომბრის რევოლუციის მონაპოვარს. დღევანდელი რუსეთი უდიდეს შეცდომას ჩადის, როცა მალავს ისტორიულ სიმართლეს და ჯიუტად აგრძელებს დიდმპყრობელურ პოლიტიკას, იგი ვერ აცნობიერებს იმ საშიშროებას, რომელსაც უმზადებენ დასავლეთის მტრულად განწყობილი კაპიტალისტური სახელმწიფოები! საუბედუროდ დღევანდელი მსოფლიო მთლიანად აწეწილია და კაცობრიობას კარგი არაფერი ელოდება თუ, რუსეთმა ფართოდ არ გაახილა თვალები და არ დაინახა მიმდინარე მოვლენების გამომწვევი, მაგრამ შინაური და გარეშე მტრების მიერ კარგად შენიღბული მიზეზები, რომლებიც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იღებენ სათავეს!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here