Home სხვადასხვა დაიჯესტი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის წინააღმდეგ გაილაშქრა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის წინააღმდეგ გაილაშქრა

723
ზიგმარ შულცი

ეს მოხდა გასულ კვირაში, როცა ბატონმა ზიგმარ შულცმა, რომელიც კენჭს იყრის გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე, ტრიერში (რეინლანდპფალცის ფედერალური მიწა) წინასაარჩევნოდ გამართულ შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკული ბირთვული იარაღი გერმანიიდან გატანილი უნდა იყოს.

“ფედერალური კანცლერი რომ გავხდები, _ თქვან მან, _ აუცილებლად ვიმუშავებ იმ მიმართულებით, რომ ბირთვული იარაღი, რომელიც გერმანიაში ინახება, გაიტანონ ჩვენი ქვეყნიდან.

“ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგის” დაუზუსტებელი მონაცემებით, ბუნდესვერის ავიაბაზაზე, რომელიც დასახლებულ პუნქტ ბიუხელის მახლობლად არის განლაგებული, 20 ამერიკული ბირთვული ქობინი ინახება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here