მთავარი მსოფლიო გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში სოციალისტებმა გაიმარჯვეს

გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში სოციალისტებმა გაიმარჯვეს

80
გააზიარეთ

გერმანიაში დასრულდა ბუნდესტაგის (პარლამენტის) არჩევნები. ყველაზე მეტი ხმა დააგროვა გერმანიის სოციალდემოკრატიულმა პარტიამ (გსდპ) _ 25,7 %, რომელმაც 2017 წელს ხმების 20,5 % მოიპოვა.

სხვა პარტიების შედეგები ასეთია: ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი /ქრისტიანულ-სოციალისტური კავშირი (ქდკ/ქსკ) _ 24,1 % (32,9 %), “მწვანეები” _ 14,8 % (8,9 %), თავისუფალი დემოკრატიული პარტია _ 11,5 % (10,7 %), “ალტერნატივა გერმანიისთვის” _ 10,3 % (12,6 %).

გერმანიაში არჩევნებში საჭირო ხმების მოპოვება ნახევარი საქმეა. ახლა იწყება ყველაზე მთავარი და რთული _ მმართველი კოალიციის შექმნა. ახალი მმართველი კოალიცის მეთაურობის შანსი აქვს გსდპ-ს, აგრეთვე, ქდკ/ქსკ-ს (ქსკ ანგელა მერკელის პარტიაა).

გერმანიის კანცლერის პოსტზე კი ანგელა მერკელის წასვლის შემდეგ 2 კანდიდატია: ვიცე-კანცლერი, გსდპ-ს წარმომადგენელი ოლაფ შოლცი და ქდკ-ს თავმჯდომარე არმინ ლაშეტი.

russtrar.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here