Home ახალი ამბები მსოფლიო გერმანიაში “ისლამური სახელმწიფოს” მოძღვარს, როგორც “დაზარალებულ მეწარმეს”, 18 ათასი ევრო მისცეს

გერმანიაში “ისლამური სახელმწიფოს” მოძღვარს, როგორც “დაზარალებულ მეწარმეს”, 18 ათასი ევრო მისცეს

1611
გერმანიაში “ისლამური სახელმწიფოს” მოძღვარს, როგორც “დაზარალებულ მეწარმეს”, 18 ათასი ევრო მისცეს

რადიკალმა ისლამისტმა მოძღვარმა და ტერორისტული ორგანიზაციაისლამური სახელმწიფოსმხარდამჭერმა ახმად არმიხმა, რომელსაც სპეცსამსახურები უთვალთვალებენ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობისგან 18 ათასი ევრო მიიღო, როგორცდაზარალებულმა მეწარმემ”.

“ეს მართლა დაუჯერებელი შემთხვევაა!”  _ წერს გაზეთი “ბილდი”. გერმანიის მთავრობა კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პერიოდში დაეხმარა მეწარმეებს, რომლებიც ფინანსურ პრობლემებს შეეჯახნენ. ასეთ დაზარალებულთა შორის აღმოჩნდა მუსლიმი მოძღვარი ახმად არმიხი. “ბილდის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პროკურატურის ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ სპეცსამსახურების დაკვირვების ქვეშ მყოფმა არმიხმა სახელმწიფოსგან მოტყუებით მიიღო 18 ათასი ევრო, როგორც “დაზარალებულმა მეწარმემ”.

“46 წლის ბრალდებული ეჭვმიტანილია იმაში, რომ გამოიყენა კორონავირუსით შექმნილი კრიზისული ვითარება, იცრუა თავისი სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, რათა მიეტაცებინა 18 ათასი ევრო, რომელიც მას სუბსიდიად გამოუყო საინვესტიციო ბანკმა”, _ განაცხადა ბერლინის გენერალურმა პროკურორმა მარტინ სტელტნერმა. როგორც გაირკვა, “ისლამური სახელმწიფოს” მხარდამჭერმა ბანკის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ვაჭრობს თაფლით.

გამოცემა წერს, რომ ახმად არმიხი  წლების განმავლობაში აღვივებდა სიძულვილს არამუსლიმთა მიმართ და იმალებოდა ფსევდონიმით ახმად აბულ ბარააა. ის ლოცულობდა, რომ ალაჰის მტრები “მოეკლათ ინდივიდუალურად”. ამას გარდა, მოუწოდებდა ახალგაზრდა მუსლიმებს, ურწმუნოებს მოპყრობოდნენ “მტრულად და სიძულვილით”.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here