Home სხვადასხვა დაიჯესტი გერმანიას კვლავ აუპატიურებენ

გერმანიას კვლავ აუპატიურებენ

2646
გერმანია

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 73 წელი გადის, ბერლინის კედლის დანგრევიდან და გერმანიის გაერთიანებიდან, რომელსაც ამ ქვეყნიდან საბჭოთა ჯარების გაყვანა მოჰყვა, 29 წელიწადი, მაგრამ ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ჩრდილოეთის ქვეყნებში ომმა და სიდუხჭირემ, გამოწვეულმა იმ ქვეყნების ძალისხმევით, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ფაშიზმისგან გერმანიის გათავისუფლებაში მეტი წვლილი შეიტანეს, ვიდრე საბჭოთა კავშირმა, ადგილობრივი მოსახლეობა აიძულა, სამშობლო მიეტოვებინა და ევროპაში გადახვეწილიყო, შედეგად გერმანიას გაუპატიურებების ახალი ტალღა დაატყდა თავს.

გერმანიაში მიგრანტების მიერ ევროპელი ქალების გაუპატიურების ბევრი შემთხვევაა აღრიცხული.

2016 წლის საახალწლო დღეებში კელნში 1,2 ათასმა ქალმა მიმართა პოლიციას მიგრანტების მხრიდან სექსუალური ძალადობის გამო. სულ კი იმ დღეებში გერმანიაში 3 ათას ქალზე იძალადეს. ანალოგიური რამ მოხდა ავსტრიაში, შვედეთში, ფინეთსა და შვეიცარიაში.

2016 წლის 1-დან 31 ივლისის ჩათვლით გერმანიაში აღირიცხა ქალების გაუპატიურების 131 შემთხვევა და 72 _ გაუპატიურების მცდელობა. დანაშაული, ძირითადად, ხდებოდა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში _ ქუჩებში, პარკებში, მატარებლებში, საცურაო აუზებში, მუსიკალურ ფესტივალზე. ერთ შემთხვევაში (ქალაქი ტრირი) მოძალადე 9 წლის გოგონას ეკლესიაში დაესხა თავს, მეორე შემთხვევაში (იბენბიურენში) _ სასაფლაოზე, როდესაც 79 წლის ქალი დის საფლავზე მივიდა. ორ შემთხვევაში მოძალადეთა მსხვერპლი იყო მამაკაცი _ 79 წლის პენსიონერი და 10 წლის ბიჭი.

ყველა ბოროტმოქმედი იყო მიგრანტი ავღანეთიდან, ერაყიდან, მაროკოდან, სირიიდან, სუდანიდან და აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნიდან.

გეიტსტოუნის ინსტიტუტის პროფესორი სიორენ კერნი წერილში “გერმანიაში მიგრანტების მიერ გაუპატიურებების კრიზისი კონტროლს აღარ ექვემდებარება” წერდა: გერმანიაში გაუპატიურებების კრიზისმა 16-ვე ფედერალური მიწა მოიცვა. დამნაშავეთა უმრავლესობა ვერ იპოვეს და დაკავებული არ არის. ვინც იპოვეს, მსუბუქი სასჯელი შეუფარდეს”.

გფრ-ის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გაუპატიურების საქმეების მხოლოდ 8% დასრულდა სასჯელის გამოტანით. გერმანიაში სექსუალურმა ძალადობამ მასშტაბური ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც კანცლერმა ანგელა მერკელმა ქვეყანაში მილიონზე მეტი მიგრანტ შეუშვა, ძირითადად, მამაკაცები აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.

შვეიცარიული გამოცემა Basler Zeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში “გაუპატიურებების ეპიდემიას” ასე ხსნის გერმანელი პოლიტოლოგი, ისლამური სამყაროს საკითხების ექსპერტი, გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი ბასამ ტიბი, რომელიც საკუთარ თავს “სირიელს გარმანული პასპორტით” უწოდებს.

“ეს (მუსლიმი მიგრანტების სექსუალური თავდასხმა გერმანელ ქალებზე _ ლ.მ) ხდება ორი მიზეზით: პირველი _ იმიტომ, რომ გერმანია მოლოდინის საწინააღმდეგოდ ვერ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს (ბინა, მანქანა და ა.შ.); მეორე _ ამ მიგრანტებს აქვთ ფასეულობების სულ სხვა სისტემა, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ ფასეულობებთან. სირიელები, რომლებსაც მე ველაპარაკე, ამბობენ: გერმანელებს არც ღირსება აქვთ და არც სინდისი, იმიტომ, რომ მათი ცოლები ყველასთან წვებიან”. ისინი ფიქრობენ, რომ გერმანელი ქალები კახპები არიან… თუ ჩვენ მივაღწევთ მიგრანტების ინტეგრაციას გერმანულ საზოგადოებაში, პრობლემები არ შეიქმნება, მაგრამ ინტეგრაციაზე არაფერი მიუთითებს”.

ტიბი ამბობს, რომ შეძრწუნებულია “სტუმართმოყვარეობის კულტურით”, რომელსაც “განსაკუთრებულ გზას” უწოდებს მერკელი და მისი მთავრობა.

მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

P.S. გერმანიაში მიგრანტების მიერ ჯგუფური გაუპატიურების ბოლო შემთხვევა 2017 წლის სექტემბრის ბოლოს მოხდა ბავარიის ქალაქ ჰენკირხენზიგერტსბრუნში, მიუნხენიდან 20 კმში. სამი ავღანელი მიგრანტი თავს დაესხა 16 წლის გოგონას, რომელმაც მიგრანტების საერთო საცხოვრებელთან ჩაიარა.

გოგონა ორმა მიგრანტმა გააუპატიურა, მესამეს კი ხელი შემთხვევითმა გამვლელმა შეუშალა _ პოლიციას გამოუძახა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here