მთავარი დაიჯესტი გერმანელი პუბლიცისტი: ნავალნი უკიდურესი მარგინალია!

გერმანელი პუბლიცისტი: ნავალნი უკიდურესი მარგინალია!

282
გააზიარეთ
ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნი უკიდურესად მარგინალი პოლიტიკური ოპონენტია იმისთვის, რომ მის გამო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საფრთხე შეექმნა გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტჩრდილოეთის ნაკადი 2”-ისთვის”, _ დაწერა ცნობილმა გერმანელმა პუბლიცისტმა ტორსტენ ჰინცმა.

ტორსტენ ჰინცი
ტორსტენ ჰინცი

სტატიაში სათაურით “გაზი, შხამი და გეოპოლიტიკა” ჰინცი ბლოგერ ნავალნის მიმართ განხორციელებულ შეტევაზე მსჯელობს.

“ნათელია, ვინ მოიგებს ამ დანაშაულით: “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის ტრანსატლანტიკურმა მოწინააღმდეგეებმა გერმანულ-რუსული პროექტის დახურვა თავიანთ მორალურ ვალდებულებად გამოაცხადეს. ბრალდებულის დასასახელებლად მათ არ სჭირდებათ მტკიცებულებები. პუტინზე შეიძლება ბევრი რამ ითქვას, მაგრამ არა ის, რომ სულელია. და ძალიან დიდი სისულელე იქნებოდა საფრთხის შექმნა ეკონომიკურად, პოლიტიკურად და გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროქტისთვის უკიდურესად გამარგინალებული ოპონენტის გამო”, _ წერს გერმანელი პუბლიცისტი. მისი აზრით, ევროპა აშშ-ისთვის არის დამოკიდებული ტერიტორია, რომელიც, ზბიგნევ ბჟეზინსკის თქმით, “ამერიკული ძლიერების პლაცდარმია და, საერთოდ, პლაცდარმია ევრაზიის კონტინენტზე ექსპანსიისთვის”.

“ყურადღებას, ძირითადად, უთმობენ გერმანიას _ უმნიშვნელოვანეს ევროპულ ქვეყანას. ისევე, როგორ ადრე ინგლისს, ახლა ამერიკას, არ სურს რუსეთის ბუნებრივი რესურსებისა და გერმანიის ტექნიკური შესაძლებლობების გაერთიანება. გერმანელები კი გერმანულ-რუსულ პროექტში ხედავენ ევრაზიის ენერგეტიკული და ეკონომიკური სივრცის ბირთვს, რომელიც აშშ-ისგან გაათავისუფლებს”, _ წერს ტორსტენ ჰინცი და სვამს კითხვას: “აქვს კი ევროპას პოლიტიკური, ფიზიკური და სულიერ-კულტურული ძალა, პასუხი გასცეს გლობალიზმს, რომელიც ანგრევს ქვეყნებს, ხალხებსა და კულტურებს? ეს მხოლოდ რუსეთთან თანამშრომლობით შეიძლება და არა მის წინააღმდეგ ბრძოლით”, _ ასკვნის გერმანელი ჟურნალისტი.

eadayli.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here