Home სხვადასხვა დაიჯესტი გერმანელი პოლიტოლოგი: ევროკავშირში მცხოვრებთა დამოკიდებულება აშშ-ისა და ნატოსადმი სულ უფრო კრიტიკული ხდება

გერმანელი პოლიტოლოგი: ევროკავშირში მცხოვრებთა დამოკიდებულება აშშ-ისა და ნატოსადმი სულ უფრო კრიტიკული ხდება

1037
გერმანელი პოლიტოლოგი: ევროკავშირში მცხოვრებთა დამოკიდებულება აშშ-ისა და ნატოსადმი სულ უფრო კრიტიკული ხდება

სულ უფრო მეტი გერმანელი, ისევე, როგორც, საერთოდ, ევროპელი ცვლის თავის დამოკიდებულებას ამერიკის შეერთებული შტატებისადმი. მოკავშირეებს შორის ურთიერთქმედება ბოლო პერიოდში ძალიან შეირყა. ეს აისახა არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ ევროპის რიგითი მოქალაქის თვალსაზრისზეც”, _ განაცხადა გერმანელმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე რარმა.

ექსპერტის თქმით, ევროკავშირის სულ უფრო მეტი მცხოვრები კრიტიკულად უყურებს აშშ-სა და ნატოს. ამაზე გავლენა იქონია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკამ ევროპის სახელმწიფოების მიმართ. ლაპარაკია ვაშინგტონის წნეხზე ევროპის სახელმწიფოების მიმართ, რაც ყელში ამოუვიდათ ევროპელებს. თუმცა, ევროპაში მაინც კონსერვატიული თვალსაზრისი ჭარბობს _ ევროკავშირის მოსახლეობის 50%-ზე ოდნავ მეტი მიიჩნევს, რომ მოკავშირის რანგში აშშ-ს ალტერნატივა არ ჰყავს. ასე მიაჩნიათ გერმანელებს, რომლებიც მხარს უჭერენ მოქმედ კანცლერ ანგელა მერკელსა და მის პოლიტიკურ ძალას. დანარჩენი კი პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” მომხრეა.

ალექსანდრე რარმა აღიარა, რომ ვითარება ნელა, მაგრამ მაინც იცვლება _ აშშ და ევროკავშირი თანდათან შორდებიან ერთმანეთს. ამასთანავე, ბებერი ევროპა ვერ ხედავს აზრს იმაში, რომ განამტკიცოს ნატოს შეიარაღებული ძალები _ გერმანელებს, ფრანგებსა და იტალიელებს არ მიაჩნიათ, რომ ჩინეთისგან ან რუსეთისგან საფრთხე მომდინარეობს, მაგრამ ასე არ ფიქრობენ ე.წ. ახალ ევროპაში _ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, რუმინეთში და ა.შ.

politobzor.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here