მთავარი მსოფლიო გერმანელი ექსპერტი: დასავლეთი რუსეთს მტრად რომ მიიჩნევს, “ფატალურად ცდება”

გერმანელი ექსპერტი: დასავლეთი რუსეთს მტრად რომ მიიჩნევს, “ფატალურად ცდება”

817
გააზიარეთ
გერმანელი ექსპერტი: დასავლეთი რუსეთს მტრად რომ მიიჩნევს, “ფატალურად ცდება”

უდიდესი, “პოტენციური მტრებით გარემოცული” ტერიტორიის მფლობელი რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებზე გაცილებით მოწყვლადია, წერს Luzerner Zeilung. უფრო მეტიც, რუსეთის ფედერაცია არაერთხელ გამხდარა “ექსპანსიონისტური პოლიტიკის მსხვერპლი” და “ამ გამოცდილებას” პატივი უნდა ვცეთ, მიიჩნევს გერმანელი ექსპერტი, ქალბატონი გაბრიელე კრონე-შმალცი.

“დასავლეთი კარგია, პუტინის რუსეთი _ მტერია”. ასეთი შეფასება მას მიუღებლად მიაჩნია, რადგან მცდარია. “ასეთი ფატალური შეცდომა ფატალურ დაპირისპირებამდე მიგვიყვანს”, _ აცხადებს გაბრიელე კრონე-შმალცი.

რუსეთის ფედერაციის მოქმედება მხოლოდ სტრატეგიულ-თავდაცვითი ხასიათისაა, ხაზს უსვამს ექსპერტი. “მოსკოვი ნატოს მასშტაბურ გაფართოებაში რუსეთი ხედავს საფრთხეს, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ წარმოიქმნა”.

სწორედ ამ ასპექტებში გამოვლინდა “დასავლეთის უუნარობა მიიღოს და დააფასოს რუსეთის პოზიცია”, აღნიშნავს ქალბატონი გაბრიელე. უფრო მეტიც, დასავლეთი დარწმუნებულია, რომ მისი “მსოფლმხედველობა მორალური თვალსაზრისით სწორია და რუსეთის ფედერაციას თავს უნდა მოახვიოს დასავლური ყაიდის დემოკრატია”.

კრონე-შმალცი ყურადღებას მიაქცევს იმასაც, თუ როგორ რეაგირებს რუსეთი დასავლეთის ინიციატივებზე. იგი წარმოგვიდგენს თავისებურ ტესტსაც: უარი თქვან პოლონეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებაზე და ნატოში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე, მიუხედავად იმისა, რომ კიევი და თბილისი ამისკენ ილტვის.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here