მთავარი პოლიტიკა გაჯაველინებული საქართველოს გამოსტინგერება

გაჯაველინებული საქართველოს გამოსტინგერება

2018
გააზიარეთ
ჯაველინი

რუსეთს, როგორც ვიცით, უკვე მთლიანად განადგურებული აქვს სატანკო კორპუსები და ახლა მხოლოდ ავიაციის იმედადღა დარჩა, თუმცა, როგორც ჩანს, საქართველო ამ ამბავსაც მალემოაგვარებს” _ მთლიანად გაუნადგურებს რუსეთს სამხედრო თვითმფრინავებს და მერე მოსკოვისკენაც გზა ხსნილი ექნება. დიახ, თუკი ამ დათვს საკუთარ ბუნაგში არ მოვახრჩობთ, როგორც ეს თავის დროზე სტალინმაფაშისტურ მხეცზეთქვა, მაინც არ მოისვენებს და ყოველთვის იქნება იმის საფრთხე, რომ თბილისში შემოიჭრას, რაც უნდა დანებითა და ჩანგლებით დახვდეს მას თბილისის ჩრდილოეთის კართან ნაციონალი დავით ბაქრაძე.

მკითხველს, რა თქმა უნდა, გაუკვირდება, რატომ დავიწყე ასეთი კომიკური ბოდვით ეს სტატია. რა ვიცი, რა გითხრათ, უკვე მთელი ქვეყანა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და სამთავრობო უწყება მართლა ავადმყოფივით ბოდავს და, როგორც ჩანს, თუ მეც არ ავყევი, ვერასოდეს მივაღწევ “წარმატებას” ცხოვრებაში.

აბა, დაუკვირდით _ დღესწარმატებულსიმ ადამიანს ეძახიან, რომელიც მორჩილად აქნევს თავს ასეთ ბოდვებზე: რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე ერთგული სტრატეგიული პარტნიორი და უანგარო მოკავშირეა, რომ ამერიკელებს საკუთარი ინტერსებიც კი არ აღელვებთ ისე, როგორც საქართველოს ინტერესები და რომ მათ ჩვენზე ფიქრით არ ძინავთ დღე და ღამე.

აი, თუ ასეთ ბოდვებს დაეთანხმები, მეტიც _ პროპაგანდას გაწევ ყველგან და ყოველთვის, ფეისბუკგვერდზე თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, აუცილებლად იქნები “წარმატებული” და შენი ადგილი აუცილებლად გამოინახება ან რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში, ან გულუხვად დაფინანსებულ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციაში.

ხოლო ის ადამიანები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ, რომ საქართველოს უანგარო მეგობარი და პარტნიორი არც ერთი ქვეყანა არ არის _ არც ამერიკა და არც რუსეთი, უბრალოდ, ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ შექმნილი სიტუაციიდან რაც შეიძლება ნაკლებად დავზარალდეთ და, თუ ამ ეტაპზე რუსეთის თუნდაცველიკოდერჟავულიინტერესებია გასათვალისწინებელი, უნდა გავითვალისწინოთ!” _ ასეთ ადამიანებს “რუსული პროპაგანდის გამავრცელებლებს” უწოდებენ, მათ ყველგან დაკეტილი აქვთ გზა და “წარუმატებლობა” მათი მწარე ხვედრია.

ეს არის ძალიან მოკლე აღწერა იმ სიტუციისა, რომელიც საქართველოში დღეს ხდება. უფრო ვრცელი სიმართლე და ამ სტატიის დაწერის ძირითადი მიზეზი ის არის, რაც საქართველოს ე.წ. დროებითი მთავრობის თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ილაპარაკა პარლამენტში, როდესაც პარლამენტარები “ბახტაძის კაბინეტს” ამტკიცებდნენ.

გარდა იმისა, რომ ჩვენ უკვე ოთხასსამოცდამერვედ მოვისმინეთ, როგორ ზრუნავს ჩვენზე ჩვენი უპირველესი სამხედრო პარტნიორი, როგორახალ ფაზაშიგადავიდა ჩვენი ურთიერთობები, როგორსრულიად ახალ ეტაპზეაჩვენი თანამშრომლობა და რააბსოლუტურად ახალ ნაბიჯებსდგამს ამერიკა და ნატო ჩვენი მიმართულებით, ეს სიხარული ჯერ კიდევ განელებულიც არ გვქონდა ყველა ქართველს, რომ თავდაცვის მინისტრმა გულები დაგვიხეთქა, როდესაც გვაუწყა, საქართველოს თავდაცვის უწყება ამერიკის შერთებული შტატებისგან უახლოეს ხანში შეიძენს ულტრათანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგოსტინგერისსისტემის რაკეტებსო.

მოდი და მშვიდად მიიღე ეს ამბავი! როგორც დასწაყისში ვთქვი, ჯერ კიდევ ბოლი ასდის ამას წინათ ამერიკისგან 75 მილიონად შესყიდული “ჯაველინების” მიერ განადგურებულ რუსულ ტანკებს და ახლა აგერ, უცებ “სტინგერებით” თვითმფრინავებსაც ვუნადგურებთ საწყალ რუსეთს.

“ჯაველინი”, მოგეხსენებათ, ტანკსაწინააღმდეგო სისტემაა და ის მხოლოდ ხმელეთზე მავალი ჯავშანმაქანების წინააღმდეგ გამოიყენება. ჰოდა, ჩვენი უმთავრესი სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორი აშშ ისე როგორ დაგვტოვებდა, რომ რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებზეც არ ეფიქრა?

გამოხტებიან ახლა ვიღაც ჩემნაირი ინტრიგანები და დაიწყებენ: რა ჯანდაბად გვინდა “ჯაველინები” და “სტინგერები” ულტრათანამედროვე ომში?! რუსეთი, თუ მოინდომა, ისე გადაგვივლის და გაგვასწორებს მიწასთან, მის ერთ ტანკსა და თვითმფრინავსაც ვერ მოვკრავთ თვალსო. აი ასეთი “რუსული პროპაგანდა” მიმდინარეობს საქართველოში, რათა როგორმე წყალში ჩაყარონ ჩვენზე უანგაროდ მზრუნველი პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების, მიერ ჩვენთვის გაწეული დახმარება…

სიტყვებიუანგაროდადახმარებავახსენე და ვიცი, ზოგიერთი შემედავება: რას ნიშნავს, უანგაროდ გადმოსცესჯაველინებისაქართველოს, მაშინ როდესაც ამაში ამერიკამ ჩვენგან 75 მილიონი დოლარი მიიღოო?!

აი ასეთი უმადურები ვართ ქართველები. განა რა სახსენებელია, სულ რაღაც, 75 მილიონი დოლარი, როდესაც საქმე რუსული სატანკო კორპუსების განადგურებას ეხება? ვიცი, ზოგიერთი თავხედი იმასაც იტყვის, თუკიჯაველინებისგამოყენებით ასე იოლად არის შესაძლებელი რუსული სატანკო შენაერთების განადგურება, რაღა ჩვენი ხელით ცდილობს ამერიკა ამის გაკეთებას, ადგეს და თვითონ გაანადგუროსო

საერთოდაც, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ლამის ყოველდღე გაიძახიან, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ავყვებით რუსულ პროვოკაციებს და საქართველო არავითარ შემთხვევაში არ ჩაებმება რუსეთთან საბრძოლო მოქმედებებშიო.

ჰოდა, მე, როგორც ცნობილ ინტრიგანს, ძალიან მაინტერსებს, თუ საქართველო არასოდეს და არავითარ შემთხვევაში არ აპირებს რუსეთთან საომარ მოქმედებებში ჩაბმას, მაშ, რისთვის გვჭირდება ან “ჯაველინები”, ან “სტინგერები”, ან სხვანაირი სამხედრო-საომარი სისტემები? რუსეთთან თუ გამორიცხულია ომი, რა, რომელიმე სხვა ქვეყანასთან ვემზადებით საომრად?

იაპონიასთან ვაპირებთ ომს თუ ჩრდილოეთ კორეასთან?

მით უმეტეს, რატომ ვიხდით 75 მილიონს იმაში, რაც არაფერში არ გვჭირდება და არც არასოდეს დაგვჭირდება? ჩვენსუანგაროსამხედრო პარტნიორს რაც შეეხება, მას ესჯაველინებიდასტინგერებიისედაც უქმად უცდება საწყობებში. სხვათა შორის, “ძაან პატრიოტებს” მინდა შევახსენო, რომ არსებობს ასეთ ტერმინი _ “უტილიზაცია”, რაც ჩამოწერილი, უვარგისი ან ვადაგასული სამხედრო ტექნიკის განადგურებას გულისხმობს. ეს “უტილიზაცია”, რომ იცოდეთ, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და მართლაც, რატომ უნდა დახარჯო ფული ამ მოძველებული სამხედრო სისტემების განადგურებაში, თუკი რომელიმე დაგოიმებული “პარტნიორის” ხარჯზე ამით ფულის გაკეთება შეგიძლია?!

რა თქმა უნდა, ცალკე სალაპარაკოა, რამდენად ულტრათანამედროვეა თავისთავად ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა “სტინგერი”, რომელსაც ჯერ კიდევ ავღანეთში საბჭოთა ავიაციის წინააღმდეგ იყენებდნენ 1980-იან წლებში და რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში 70-იანი წლებიდან გამოჩნდა.

მომისმენია არგუმენტი: 2008 წლის აგვისტოს ომში ორი თუ სამი რუსული თვითმფრინავი სწორედ “სტინგერებით” ჩამოვაგდეთო. კარგი, მაგრამ, ჯერ ერთი, რომ ჩამოვაგდეთ, მერე რა? რა შედეგი მოგვიტანა 2-3 თვითმრინავის ჩამოგდებამ, გარდა იმისა, რომ რუსეთმა ამის შემდეგ უფრო თანამედროვე ავიაცია ჩართო საქმეში და უფრო გააფთრებით შემოგვიტია? აი, ამის მერე გამოგვადგა რამეში “სტინგერი”?

ჯაველინებისარ იყოს, რომელთა გასროლა, სავარაუდოდ, მაშინ თუ მოგვიწევს, როდესაც ბერა ივანიშვილი ცოლს მოიყვანს, რადგან რუსეთთან ომს მაინც არ ვაპირებთ, როგორც ჩანს, “სტინგერებისშეძენასაც, მწყერზე ნადირობის სეზონი რომ ახლოვდება, ამიტომ აპირებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

ეს სტატია ასეც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ჩართული ტელევიზორიდან უცებ ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, ხმა შემომესმა, რომელიც თურქეთში ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს აფასებდა.

ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდით თურქეთში არჩევნების მიმდინარეობას, რადგან თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და თანაც მისი ტერიტორიული მდებარეობა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. მოგეხსენებათ, თურქეთს ჩრდილოეთის მხრიდან რუსეთი ესაზღვრება”, _ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა (ტელეკომპანია “იმედი”. 25 ივნისი. 21.00 საათის საინფორმაციო გამოშვება).

რუსეთსა და თურქეთს სახმელეთო საზღვარი რომ არ აქვთ და ასეთი საზღვრის არსებობის მცდელობა 1921 წელს ქართველი გენერლის, გიორგი მაზნიაშვილის, თავგანწირვამ ჩაშალა “ბოლშევიკური რუსეთის” სამხედრო ძალების დახმარებით, ყველამ ვიცით.

საზღვაო საზღვარიც, როგორც ვიცი, რუსეთსა და თურქეთს არ აქვთ და მათ შორის საქართველოს საზღვაო აკვატორიაა. მაშ, რა გამოდის? პატივცემული იენს სტოლტენბერგი საქართველოს ცალკე ქვეყნად არ მიიჩნევს? თუ მას უკვე თურქეთის ტერიტორიად მიაჩნია საქართველოს ის ნაწილი, რომლის ოკუპაციაც რუსეთს არ მოუხდენია?

იქნებ ყარსის ხელშეკრულების ვადის გასვლისთვის ემზადება თურქეთიც, რუსეთიც და თვით ნატოც?

იქნებ სამივემ თხასავით გაგვყიდა, საქართველოს ბედი უკვე გადაწყვეტილია და სწორედ ამის გამოძახილი იყო სტოლტენბერგის ეს წამოცდენა?

რა, ჯერ არავის გაუვუყიდივართ ან ჩვენივე შტერული მოქმედებების გამო არ ვართ ამის ღირსი?!

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. საინტერესოა საით მიგვერეკება ჩვენი უტვინო თავები.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here