Home ახალი ამბები საქართველო გაძვირდა: ხილი 25%-ით, რძის ნაწარმი 19%-ით, ხორცი 15%-ით

გაძვირდა: ხილი 25%-ით, რძის ნაწარმი 19%-ით, ხორცი 15%-ით

3542
გაძვირდა: ხილი 25%-ით, რძის ნაწარმი 19%-ით, ხორცი 15%-ით

საქსტატისმონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ხილი 25%-ით გაძვირდა, რძის ნაწარმი _ 19%-ით, ხორცი კი _ 15%-ით.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა თებერვლის ინფლაციის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც წლიური ინფლაციის დონემ 6,4 % შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასებმა მოიმატა 12,7 პროცენტით. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (25,1 პროცენტით), რძე, ყველი და კვერცხი (19,2 პროცენტით), ხორცი და ხორცის პროდუქტები (15,1 პროცენტით), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11,2 პროცენტით), ბოსტნეული და ბაღჩეული (11,1 პროცენტით), თევზეული (10,3 პროცენტით), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8,7 პროცენტით), ზეთი და ცხიმი (7,4 პროცენტით), პური და პურპროდუქტები (5,6 პროცენტით), ყავა, ჩაი და კაკაო (5 პროცენტით).

ამასთანავე, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 8,7 პროცენტით. ფასების ზრდა აღინიშნა როგორც საზოგადოებრივ კვებაზე (9,5 პროცენტით), ისე ღამის გასათევით მომსახურებაზეც (1,3 პროცენტით).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here