მთავარი პოლიტიკა გაქნილი კანონიერი ქურდების ნაცვლად აშშ-ში ქურდბაცაცების წვრილფეხობა გამოდის

გაქნილი კანონიერი ქურდების ნაცვლად აშშ-ში ქურდბაცაცების წვრილფეხობა გამოდის

1845
გააზიარეთ
იაკუბ კედმი

16 ნოემბერს ტელეარხტევეცე”- არხის პროგრამაცოდნის უფლებამუმასპინძლა ისრაელის თვალსაჩინო დიპლომატს, პოლიტოლოგსა და სახელმწიფო მოღვაწეს _ იაკუბ კედმის, რომელმაც რუსი და სირიელი ექსპერტების შეკითხვებს უპასუხა.

ტელეინტერვიუ, რომელიც დღევანდელი მსოფლიოს აქტუალურ პრობლემებს შეეხო, ფრიად საინტერესო გამოდგა.

გთავაზობთ ამ კითხვაპასუხის ქართულად თარგმნილ საგაზეთო ვარიანტს.

შესავალ ნაწილში კედმიმ განაცხადა, რომ უკრაინაში სიტუაციის ამრევი ქალბატონი ნულანდი სულაც არ განახორციელებდა აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკას. რასაც იგი აკეთებდა, ერთი გარკვეული ჯგუფის ინტერესებს ემსახურებოდა.

_ ამერიკა, დიდი ამერიკა მისი არ იყო. გარკვეული ძალისმიერი ჯგუფები ცდილობდნენ, გაეტანათ რაღაც თავისი, რასაც ამერიკის ინტერესებთან საერთო არაფერი ჰქონდა, გარდა ტრამპთან ანგარიშის გასწორებისა. გაჰყვიროდნენ უკრაინაზე, რომელიც მათი მოკავშირეა, მაგრამ ამას ცალკეული სენატორები ამბობდნენ, კონგრესმენები, და იმთავითვე იყო ცნობილი.

ამერიკას არავითარი ინტერესი არ აქვს უკრაინის მიმართ. იგი ვერ იწერება ამერიკის ინტერესების პალიტრაში, ამა თუ იმ პოლიტიკოსების ინტერესებში _ კი, ეროვნულ ინტერესებში _ არა. ისევე, როგორც ახლო აღმოსავლეთი.

_ ტრამპი არ დაგეთანხმებათ. ახლო აღმოსავლეთის შესახებ ხმას არ იღებს, მაგრამ ამბობს, რომ სირიის ნავთობის ჭაბურღილებს ჩვენ ვაკონტროლებთ და იქიდან (სირიიდან) არსად წასვლას არ ვაპირებთო.

_ სირიის ნავთობს ასადისთვის აქვს მნიშვნელობა. მსოფლიოს ნავთობკომპლექსისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ერთი. მეორე, ტრამპის ფსიქოლოგია ძალიან უბრალო საბაზო პრინციპებს ეფუძნება. რას ამბობდა 2011 წელს? ამბობდა, რომ ომში გამარჯვებულებს მიაქვთ ალაფი. ერაყში ჩვენ გავიმარჯვეთ, ალაფი ნავთობია. სირიას რაღაც ხომ უნდა გამოვართვათ… ძალიანაც კარგი! ანუ იგი მას არ განიხილავს ნავთობის კუთხით, რომელსაც ოდესღაც მნიშვნელობა ჰქონდა შტატებისთვის, მისთვის ეს უფრო ღრმა და მარტივია _ ალაფი.

რაღაც ხომ უნდა აიღონ, კარგა ხანი იქ დაგვიყვია, ხარჯი გაგვიწევია. აგვინაზღაურეთ რამეთი, თავის მართლება რომ შეგვეძლოს! სინდისი რომ დავიმშვიდოთ…

დავუბრუნდეთ უკრაინას. უკრაინის მორიგი საგარეო საქმეთა მინისტრის გამონათქვამები გვარწმუნებს, რომ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობას არ ესმის, რა ხდება მსოფლიოში; არ იცის, როგორ მოიქცეს; არ იცის, რა არის კარგი და რა ცუდი უკრაინისთვის; არ იცის, რა გააკეთოს; არ იცის როგორ გააკეთოს; არ იცის, რისთვის გააკეთოს.

_ მაშ, რად ისწრაფვის ნორმანდიის ფორმატისკენ?

_ რათა არ დაივიწყონ, რომ არსებობს ასეთი ადგილი _ უკრაინა; რათა მიენიჭოს საერთაშორისო სტატუსი უკრაინის ახალ პრეზიდენტს, თორემ ვინ ილაპარაკებს მის შესახებ?! ტრამპს ელაპარაკა და სისულელე წამოროშა. საგარეო პოლიტიკაში რა ძირითადი პრობლემა აწუხებს? პირისპირ რომ წარუდგეს პუტინს, ესაა მიზანი. რატომ? რისთვის? აბა, რა ქნას?! რაზე ილაპარაკოს? რაზე მოელაპარაკოს? აქვს მას პოლიტიკური პლატფორმა? არა.

მიწის შესახებ _ აქვს.

_ მაგრამ პოლიტიკური არ არის.

_ სპეციფიკურია. რატომ არ არის პოლიტიკური? იმიტომ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამაზე სიტყვა არ უთქვამს. ვის ახსოვს, რაზე ილაპარაკა?

_ პოროშენკოს ემუქრებოდა: მე თქვენი, კონკურენტი კი არა, თქვენი განაჩენი ვარო.

_ ზელენსკი პოროშენკოს მოსაცილებელი იარაღი აღმოჩნდა. შემდეგ _ რა? როგორ მოექცეს პოროშენკოს? რას დაჰპირდა ამომრჩევლებს, მას თვითონ არ ახსოვს. ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა, თუ რა უნდა გაკეთდეს უკრაინაში, მის სიტყვებს აქვს. იგი ვერ მართავს სახელმწიფოს. მას არ გააჩნია არც ერთი სტრუქტურა, რომელსაც შეიძლება მისცეს მითითება და ისიც შეასრულებს ამ მითითებას. მაშ, ვინ მართავს სახელმწიფოს?

რატომ შეიყვარა ბენიამ (კოლომოისკიმ) უცებ რუსეთი? რა მოხდა? ბანდერადან რუსეთზე გადაიტანა ორიენტაცია. მაშასადამე, ბენია მიხვდა, რა პირობებში შეიძლება იარსებოს უკრაინამ საერთოდ. პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, რა სურს ბენიას (აშკარაა და ყველასთვის ნათელია, რაც უნდა), არამედ პრობლემა არის ის, რომ ამერიკას უკრაინა არ სჭირ-დე-ბა. დღეს “ნეზალეჟნაია” ისტებლიშმენტის ნაწილს სჭირდება ტრამპის დასამარხავად, არჩევნებში ხელის შესაშლელად სჭირდება. მეტი _ არაფრისთვის! შეერთებული შტატების ძირითადი პოლიტიკური ინტერესის განსაზღვრა პრეზიდენტის ხელშია. პრეზიდენტი უკრაინას ვერ ხედავს და არ სურს, დაინახოს ისეთად, როგორიც ბენიას უნდა. იგი (ტრამპი) კულტურული, გამოცდილი ადამიანია და იცის, რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა. ეს მან თვითონ თქვა. მან, როგორც გახსოვთ, განაცხადა, რომ ომის შემდეგ გამარჯვებულს ეკუთვნის აღალი. ყირიმი იყო რუსეთის და გახდა რუსეთის.

_ ყირიმი რუსეთისაა. ობამა შეეცადა მის ხელში ჩაგდებას. რუსებმა ჩასცხეს კინკრიხოში, ჩაუშალეს ყველაფერი და დღეს ჩვენ გვაქვს ის, რაც გვაქვს.

_ მართალია. ობამამ დავიდარაბა ატეხა ახლო აღმოსავლეთში, ამერიკელებმა უთვალავი ფული შეალიეს. სანაცვლოდ რა მიიღეს?

არაფერი.

ობამამ წამოიწყო ავანტიურა რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ამჟამად მთელი შავი ზღვა რუსეთის ხელშია. რა ჰქნან? ფოთში (როგორც ჩანს, იგულისხმება ანაკლია) ახალ პორტს აშენებენ ნატოსთვის? სასაცილოა! არიან ამერიკაში ისეთი ჭკვიანები, რომლებსაც ამისი სჯერათ: სევასტოპოლში არ გამოუვიდათ და გადაინაცვლეს ფოთში (!).

ტრამპის პოლიტიკის ძირითადი მიმართულება რუსეთთან შეთანხმების მიღწევაა: “მე მსურს რუსეთთან მოლაპარაკება, ხშირად იმეორებს ამერიკის პრეზიდენტი. _ რუსეთთან ჩემი მოლაპარაკების გარეშე წარმოუდგენელია ამერიკის ინტერესების განხორციელება მსოფლიოში”. ამას ამბობდა, ამბობს და განაგრძობს თავისი პოზიციის განმტკიცებას. გარშემო კი დარბიან პიგმეები და გაჰყვირიან, რომ ჩვენ ამის გამო მოგიცილებთ; ასე რომ ლაპარაკობ, რუსეთის ჯაშუში ხარ!

ისრაელის უკრაინასთან დამოკიდებულების შესახებ საუბრისას კედმიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას, როგორც სახელმწიფოს, არავითარი პოზიცია არ აქვს იმ ამბების მიმართ, რომლებიც უკრაინაში ვითარდება, აბსოლუტურად არავითარი.

_ “ნატოს ტვინი კვდებაძალიან საინტერესო ფიზიოლოგიური კონცეფციაა. მსოფლიო შეიცვალა და ამჟამად რუსეთის გარეშე უკვე არაფრის გაკეთება არ შეიძლება.

_ მაკრონმა სამი მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრა: პირველი, რომ კაპიტალიზმს არ შეუძლია თანამედროვე პრობლემების გადაჭრა. ეს თქვა კაცმა, რომელიც როტშილდებმა მიიყვანეს საფრანგეთის სათავეში. მან იცის, რასაც ლაპარაკობს. თქვა, რომ ნატოს მოუკვდა ტვინი. პათოლოგანატომია?! არის კიდევ ერთი კაცი, რომელიც თითქმის იმავეს ლაპარაკობს, მაგრამ სხვა სიტყვებით, უფრო მარტივად, უფრო პრიმიტიულად _ ტრამპი. იმას რისთვისღა სჭირდება ნატო? რა სარგებელი აქვს ნატოსგან? არავითარი. მისთვის თავის ტკივილია და დამატებითი ხარჯები. თავისი პრობლემების მოგვარება რუსეთთან მას სულ სხვა გზით შეუძლია.

პოლონეთში სამხედრო ბაზების გაშენებისთვის ტრამპს ნატო სულაც არ სჭირდება. რუმინეთში სამხედრო ბაზების გახსნისთვის ნებისმიერს შეიძლება პირისპირ დაელაპარაკოს. ნატო რად უნდა?!

მეტიც: მაკრონმა ეს ნატოს მიმართ განაცხადა, მაგრამ ევროკავშირის პათოლოგიურ-ანატომიური ანალიზი არ გააკეთა. რას ჰგავს ეს? წინააღმდეგ ვინ გამოდის? ისევ და ისევ ტრამპი! ის, რაც ხდება, კარდინალური ცვლილებებია ევროპის სახელმწიფოებში, მათ პოლიტიკაში, რადგან გაირკვა, რომ 30, 40, 60 წლის წინათ შექმნილი არც ერთი სისტემა, რომლებიც შექმნილი იყო სხვა მიზნებისთვის, უკვე აღარ მუშაობს. არც ეკონომიკური სისტემა, არც პოლიტიკური სისტემა, არც საერთო-ევროპული თითქოსდა ეკონომიკურ-პოლიტიკური სისტემა, არც სამხედრო-პოლიტიკური სისტემა. არაფერი არ მუშაობს იმიტომ, რომ მსოფლიოა სხვაგვარი, ევროპის ადგილიც სხვა არის. და ევროპის ყველა ქვეყნის ადგილი არ ესადაგება მსოფლიო განვითარების დინამიკას. ამ გზაგასაყარზე მან თავისი დიაგნოზი დაადგინა: პროცესმა უკვე ტვინამდე მიაღწია. როდის შეიკრიბება კომისია და შეადგენს დოკუმენტს გარდაცვალების შესახებ, ეს ბიუროკრატია იქნება მხოლოდ.

_ დღეს, საერთაშორისო ამინდის შეფასებისას, აშშზე ლაპარაკობენ, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების ერთერთ ფაქტზე. დინოზავრები გადაშენების პირას არიან და დედამიწაზე ხელისუფლების სათავეში მეორე ეშელონის მხეცები მოდიან. ამ სიტუაციაში გაუჩნდა თუ არა ისრაელს მსოფლიოს ლიდერობის პრეტენზია?

_ ამერიკის მიმართ საერთაშორისო პოლიტიკაში მე ცოტა სხვაგვარი შეფასება მაქვს. გაქნილი კანონიერი ქურდების ნაცვლად დღეს აშშ-ის სახელმწიფო სცენაზე ქურდბაცაცები, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო წვრილფეხობა გამოდის, რომელმაც არ იცის, რა აკეთოს. ყველა დანარჩენი უკვე ჩამოსცილდა.

ღმერთმა დაგვიფაროს იმისგან, რომ ვითამაშოთ მსოფლიო სახელმწიფოს (“დერჟავას”) როლი ან ვიყოთ მსოფლიო ლიდერები რომელიღაც პოლიტიკური პრობლემების მიმართულებით. არაფრად გვჭირდება! ან ვინ ვართ ჩვენ? ერთი პატარა ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში, ღმერთმა გადაგვაწყვეტინოს ჩვენი პრობლემები. არავის დამოძღვრას არ ვაპირებთ. რაც აქამდე მსოფლიოსთვის გავაკეთეთ, საკმარისია. მორჩა. ფინიტა ლა კომედია.

_ თქვენ გამახსენეთ ერთი ძველებრაული ანეკდოტი. ებრაელი კვდება და იბარებს: იცხოვრეთ, როგორც ავტობუსში, თავი არ გამოჰყოთ და წინა რიგები არ დაიკავოთთქვენი აზრით რუსეთის ადგილი ახალ სამყაროში როგორია?

_ რუსეთი იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სახელმწიფო (“დერჟავა”) ან არ იქნება, საერთოდ. თქვენ დაწესებული გაქვთ, რომ უნდა იარსებოთ მხოლოდ, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის სახელმწიფომ (“დერჟავამ”). თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, როგორ მოიქცეთ, როგორ უნდა გადაწყვიტოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის. გსურთ თუ არა, იყოთ ასეთი.

დღეს მსოფლიო, როგორც ცხონებულმა პრიმაკოვმა თქვა, მრავალპოლუსიანი და მრავალდონიანი ხდება. ამ გარემოში ყველა წარმატებული სახელმწიფო მსოფლიო მნიშვნელობის სახელმწიფო ვერ იქნება. ასეთები შეიძლება იყოს სამი-ოთხი. მეტი არა. შეხვალთ ამ ექსკლუზიურ კლუბში _ მაშინ რუსეთს დიდი მომავალი ექნება; არ შეხვალთ _ არავითარი მომავალი არ გექნებათ.

მოამზადა არმაზ სანებლიძემ

გააზიარეთ

4 COMMENTS

  1. იაკობ კედმი ( კაზაკოვი ) კარგად ერკვევა მსოფლიო პოლიტიკაში, და შესანიშნავად რუსეტსა და ევროპის თანაფარდობაში, რისკებისა და უსაფრთხოების სისტემასა და სამართლიანობაში ! კარგია ბატონო არმაზ !

  2. ერთ კედმს მეც ვისურვებდი საქართველოში! ძალიან მომწონს მისი ანალიტიკური მოსაზრებები იუტუბზე, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვუყურებთ და არც ვუსმენთ რუსეთის არხებს.ამ ამერიკის ერთმა ფრთამ ჯ.სოროსის ხელმძღვანელობით ხომ გამოაშტერა და გამოათაყვანა სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით ზოგირთი პარტია და მათი მესვეურები, რომლებმაც დოლარის სიყვარულით გაყიდეს სამშობლო და კიდევ რა სისაძაგლეს ჩაიდენენ მომავალში ღმერთმა უწყის,ისინი უკვე დაზომბირებულები არიან. ამიტომ ვინც ფიქრობს და ვისაც კიდევ უძგერს გული სამშობლოს სიყვარულით არჩევნებზე ვუთხრათ უარუ ნაცებს და ქოცებს. ხმა მივცეთ ახალ ძალას სამშობლოს პარტრიოტებს – პარტრიოთტა ალიანს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here