მთავარი პოლიტიკა გაორმაგებული ხელფასები, გაასმაგებული კოჰაბიტაცია და გაფარჩაკებული სამართალი

გაორმაგებული ხელფასები, გაასმაგებული კოჰაბიტაცია და გაფარჩაკებული სამართალი

4594
გააზიარეთ
კახა კალაძე, სტეფანე მღებრიშვილი,

წინასაახალწლო დღეები მესამე პრეზიდენტისთვის შეწყალების გამო სასჯელის მისჯით და მეოთხე პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთათვის მსჯავრდებულთა შეწყალებით დაიწყო. ვერ გეტყვით, ის სიუჟეტი, რომელიც ტელეკომპანიაიმედმაგიორგი მარგველაშვილის მიერ მკვლელებისა და მოძალადე მანიაკების შეწყალების თემას მიუძღვნა, არის თუ არა მოსამზადებელი ეტაპი იმისთვის, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მასაც იმავე ბრალდებით მიუსაჯონ 3 წელი, რომლითაც სააკაშვილს მიუსაჯეს, მაგრამ ფაქტია _ “ოცნებისმთავრობამ ვერაფერი მოუძებნა მიშასბრალის დასადები”, გარდა იმისა, რომ მან გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა. მარგველაშვილი კიწარმატებითგანაგრძობს ბიძინა ივანიშვილის დაგოიმების შედეგად მიღებული ძალაუფლების გამოყენებას და, მგონი, უკვედაუკრეფავშიგადადის.

“ორ პრეზიდენტს შორის” ცეცხლმოდებული “ოცნება” და ამ პარტიის რჩეული ჩინოსნები კი უფრო თავხედდებიან. თავხედობის რეკორდებს ახალი წლის პირველივე დღეებიდან თბილისის ახალი მერი, კახა კალაძე, ამყარებს. რომ არა ქართული სასამართლოს მიერ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილის გამართლება სისხლის სამართლის საქმის კიდევ ერთ ეპიზოდში, კალაძის სიტუტუცეებს პირველ ადგილს, ალბათ, ვერავინ შეეცილებოდა, მაგრამ ფაქტია, რა უზნეობაც უნდა ჩაიდონოს და რა ამაზრზენობაც თქვას თბილისის გაუნათლებელმა მერმა, დავით კეზერაშვილის გამართლებაზე უარესს მაინც ვერაფერს გააკეთებს, ამიტომ თამამად ვამბობთ _ მთავარი საახალწლო სიურპრიზი ისევ და ისევ ქართულმა სასამართლომ მოგვიწყო: უკვე, მგონი, მეხუთე თუ მეათე ეპოზოდში გამოუტანა კეზერაშვილს გამამართლებელი განაჩენი და ლამისააკეზერ მართალიქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ წმინდანად მოგვევლინოს. რა, განა ადამიანი, რომელსაც სისხლის სამართლის ამდენ დანაშაულს ედავებიან და ათჯერ გამართლდება, არ არის ასეთი ტიტულის ღირსი?

არის და, სავარაუდოდ, მიიღებს კიდეც. ყოველ შემთხვევაში, კახა კალაძე უკვე ისეთი ტემპითა დააღმავალი საფეხურებითეხუტება დააპრავებსმიშა სააკაშვილის მანიაკური რეჟიმის ყოფილდასაყრდენ ინტელიგენციას”, რომ ნუ გაგვიკვირდება, თუ კეზერაშვილიც სრულად გამართლდება, ზურაბ ადეიშვილიცტანჯული შვილისსტატუსით დაუბრუნდება სამშობლოს და მიხეილ სააკაშვილიცსისტემის მსხვერპლადგამოცხადდება.

ამის საწინდარია თბილისის მერის მიერ საახალწლოდ გაორმაგებული ხელფასები და გაასმაგებული კოჰაბიტაცია. კახა კალაძემ ის არ იკმარა, რომ წინასაახალწლოდ პირდაპირ განგვიცხადა _ საახალაწო კონცერტებში “მიშას კარის მომღერლები” მიიღებენ მონაწილეობასო და ზოგიერთ “ნაც-ვარსკვლავს” სულაც საახალწლო ღონისძიებების წამყვანის როლიც კი დააკისრა, ნაახალწლევს იგი უფრო მეტად გათამამდა და ამჯერად სტეფანე მღებრიშვილს გაუმართა სოლო კონცერტი დედაენის ბაღში.

ანუ, თვით მიზეზი _ “პოლიტიკის გამო მუსიკოსები არ უნდა იჩაგრებოდნენ” _ ეგებ საკმარისიც იყოს იმისთვის, რომ ამ “მუსიკოსებს” თითო ან ორ-ორი სიმღერა ამღერო საყოველთაო საახალწლო ღონისძიებაზე, მაგრამ სოლო კონცერტის გამართვას, თანაც მერიის საბიუჯეტო თანხებით, არა მგონია, “მშიდობიან-პოლიტიკური” თვალსაზრისი ამართლებდეს. მით უფრო, ძალიან ამაზრზენი იყო კალაძის მიერ სოციალურ ქსელშილაივჩართვა”, სადაც ის თბილისელებს მოუწოდებდა, შეენარჩუნებინათ ბრწყინვალე საახალწლო განწყობა დაძველით ახალ წელსმისულიყვნენ სტეფანესძალიან მაგარ სოლო კონცერტზე”! ამაველაივშიკახა კალაძე სტეფანე მღებრიშვილთან ერთად ცუნდრუკობდა და სოციალური ქსელის მომხმარებელთა დიდი ნაწილის მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურებაც მიიღო.

მაგრამ დედაქალაქის მერს საკუთარ მოსახლეობასთან ჯიბრი და უზნეობაში გადასული სიჯიუტე უკვე სისხლში აქვს გამჯდარი. სიურპრიზი იყო ნაახალწლევს მისგან იმის გამოცხადებაც, რომ თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს ახალი წლიდან ხელფასები გაუორმაგდებათ. უიჰ, უკაცრავად! ჩვენი ძალიან პატიოსანი მერი ახლა გვისაყვედურებს _ ცილს ნუ მწამებთო! ვინაიდან, როგორც მანვე მოგვიანებით განმარტა, ხელფასები კი არ გაუზარდა თავის მაღალჩინოსან თანამშრომლებს, არამედ “დანამატები”, რომლებსაც ისინი ყოვეთვიურად ისედაც უკანონოდ და უსაფუძვლოდ იღებდნენ, ხელფასებზე “მიუბა”. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, აქამდე თუ მერიის მაღალჩინოსნის მიერ თვეში აღებულ 2 ათას ლარს ერქვა “ხელფასი”, ხოლო მეორე 4 ათას ლარს _ “დანამატი”, ახლა მერიის იგივე მაღალჩინოსანი აიღებს ყოველთვე ისევ 6 ათას ლარს, ოღონდ 6 ათასივეს დაერქმევა “ხელფასი” და “დანამატის” ხსენებაც კი აღარ იქნება. რაც შეეხება “პრემიას”, მას დედაქალაქის მერი, თავისი შეხედულებისამებრ, დამატებით გამოუწერს იმას, ვინც საუკეთესოდ შეეტენება მას ერთ ადგილში.

აი, ასეთია ფორმულა, რომლის მიუხედავად, კახა კალაძე მაინც აქეთ გვეჩხუბება და დეზინფორმაციის გავრცელებაში გვადანაშაულებს _ “მე ხელფასები არ გამიზრდია, უბრალოდ, დანამატი გავახელფასე და ნუ მაბრალებთ ხელფასების გაზრდასო!”

სხვათა შორის, არ არის ცუდი მიგნება. ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალჩინოსნებს უკვე ყოველთვე ვეღარავინ წამოაძახებს, რაში იღებთ “დამანატებსო”, ვეღარავინ დაუთვლის, ვინ რამდენი “დანამატი” აიღო და ეკუთვნოდა თუ არა მას ის. ფული, რომელსაც მაღალჩინოსნები აქამდე, მედიისა თუ საზოგადოების წარმომადგენლთა აზრით, უკანონოდ იღებდნენ, უკვე დაუკანონდათ. აი, ამაში მდგომარეობს “კალაძის ფოკუსი”. თუკი აქამდე ყოველთვიურად განიხილავდნენ, ვინ რისთვის და რამდენი “დანამატი” აიღო, ახლა ეს ყველაფერი ხელფასია, რომელსაც ჩინოსნები დედის რძესავით შეირგებენ და არავის ექნება უფლება, მათ პასუხი მოსთხოვოს. ვერც კალაძეზე დაწერს ვინმე _ “მერმა თავის ჩინოსნებს ამ თვეში ამდენი და ამდენი გამოუწერა დანამატადო”, რადგან ის, რასაც ჩინოსნებს კალაძე აჭმევს, ოფიციალური ხელფასი იქნება. ანუ, უკვე გაერთიანდა “ხელფასი და დანამატი”. პრემია კი ცალკე გამოიწერება. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ჩინოსნების მადის დაკმაყოფილების ეს მეთოდი ისე გაამართლებს, მალე პრემიაც “დანამატის” ბედს გაიზიარებს და ისიც ოფიციალურად შეუერთდება “ხელფასს”, ანუ “ხელფასის” ცნებაში გაერთინდება “ხელფასი + დანამატი + პრემია”. თუმცა დიდი ჩინოსნები წახალისების გარეშე ხომ ვერ დარჩებიან?! ამიტომ მოიგონებენ კიდევ ახალ სიტყვას, მაგალითად, “საჩუქარი” ან “მოდიჭამე”, ან თუნდაც “აჰააიღეშეჩემა” და, თუკი ადრე სახელმწიფო მოხელე ხელფასს იღებდა 2 ათასს ლარს, ეწერებოდა დანამატი 4 ათასი ლარი და ეძლეოდა პრემია კიდევ 4 ათასი ლარი, ანუ სულ გამოსდიოდა 10 ათასი ლარი, ისევ აიღებს ამ 10 ათას ლარს ერთიანად “ხელფასის” სახელით, ზევიდან კი კიდევ 5-ათასლარიანი “აჰააიღეშეჩემა” გამოეწერება.

აი, ასეთ “ნოუ-ჰაუებს” ამკვიდრებს კახა კალაძე და ეს ყოველივე ნამდვილად მისასალმებელია. აბა, როდემდე უნდა ვისმინოთ ჟურნალისტებისა და საზოგადოების წუწუნი: რისთვის იღებენ ეს ჩინოსნები ამდენ დანამატს და პრემიასო…

ყველაზე საოცარი არის ის, რომ კახა კალაძემ თავის მართლებისას ასეთი ფრაზა თქვა: “ეს ტყუილი მე პოლიტიკურმა პარტია “რუსთავი 2”-მა გამივრცელა!”

არადა, ეს ხომ ის “რუსთავი 2”-ია, რომლის თანამშრომლებიც, როცა კალაძეს სჭირდება, “სისტემის მსხვერპლები” არიან, კარგი, მაგრამ “გზასაცდენილი” ადამიანები, და ჩვენ ისინი არ უნდა გავწიროთ. ეს ხომ ის “რუსთავი 2”-ია, საიდან წაყვანილი ადამიანებითაც გაავსეს ტელეკომპანია “იმედი” და სამთავრობო “პიარსამსახურები”…

ახლა კი რა გამოდის? მე და ჩემნაირი ადამიანები, რომლებიც კალაძესა და “ოცნების” სხვა უზნეო მაღალჩინოსნებს უტიფარ დემაგოგიაში ვამხელთ, ვყოფილვართ “რუსთავი 2”-ის “მრევლი”; ხოლო ისინი, ვინც “პროფესიონალ კადრებს”, “რუსთავი 2”-ის გარდა, “ვერსად ხედავს”, _ “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ მებრძოლები.

აი ასეთი საოცარი ლოგიკა აქვს ბატონ კალაძეს. სხვათა შორის, კალაძე “ვაზელინობის” ნაირსახეობების გამოვლინებაშიც რეკორდმენია. მაგალითად, ახალი წლის შემდგომ დღეებში გამართულ “თბილისის ზამთრის თასზე”, რომელშიც ვეტერანი ფეხბურთელები მონაწილეობენ ხოლმე, ამპლუით მცველი თბილისის მერი “საუკეთესო ბომბარდირად” გამოაცხადეს.

არ ვიცი, რატომ მოისურვა კალაძემ თავდასხმაში გადანაცვლება, ბავშვობის პერიოდში ჰქონდა ოცნება, “ბომბარდირი” გამხდარიყო და ახლა აისრულა ეს ოცნება თუ, უბრალოდ, “ორი ავტოგოლის” იმიჯის გაცამტვერება უნდოდა ამ “ბომბარდირობით”, მაგრამ ფაქტია, რომ მსგავსი “ბრეჟნევისეული” “პიარმეთოდები” ნორმალურ ადამიანს მხოლოდ საწყალობელ ღიმილს თუ მოჰგვრის.

უფროსი თაობის ადამიანებს ემახსოვრებათ, რომ, ვიდრე ღრმად მოხუცდებოდა, ლეონიდ ილიჩი ხან “ყველაზე მაღლა ხტებოდა” ვეტერანთა სპორტულ შეჯიბრებებში, ხან ყველაზე მეტი გოლი გაჰქონდა, ხანაც ყველაზე მეტ ფალავანს აწვენდა ბეჭებზე.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კახა კალაძის კერპი, აგრეთვე, მიბაძვისა და ერთ ადგილზე შევაზელინების ობიექტი უფრო ბიძინა ივანიშვილია, არ გამოვრიცხოთ, რომ მალე მანაც დაიწყოს ხეების გადარგვა.

ბაკურ სვანიძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here